მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს
"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

"სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მი­ე­ბი" - ასე უწო­დე­ბენ მე­დი­კო­სე­ბი ვირუ­სებს, რომ­ლებ­მაც ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლობ­ში მსოფ­ლი­ო­ში მძი­მე კვა­ლი და­ტო­ვეს. ეს იყო ეპი­დე­მი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნი­დან მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში გავ­რცელ­და და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

2002 წელი - სარ­სი (SARS) - მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სინ­დრო­მი, ატი­პუ­რი პრევ­მო­ნია, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში გავ­რცელ­და და ჩი­ნეთ­სა და ჰონ-კონ­გში ასე­უ­ლო­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი 8 ათას­ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და 800 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია; მეც­ნი­ე­რე­ბი კო­რო­ნი­კა­ვირუსს სიმტპო­მე­ბით მას ამ­სგავ­სე­ბენ.

2003 წელი, ფრინ­ვე­ლის გრი­პი - და­ინ­ფი­ცი­რე­ბის 861 შემ­თხვე­ვა - 455 ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. ავად­მყო­ფო­ბა პირ­ვე­ლად იტა­ლი­ა­ში პე­რონ­ჩი­ტომ 1880 წელს აღ­წე­რა (თუმ­ცა, ეს ნიშ­ნავს, რომ პირ­ვე­ლად სწო­რედ იქ და­ფიქ­სირ­და). ვირუ­სი კი, ჩენ­ტა­ნიმ 1901 წელს. რუ­სეთ­ში ფრინ­ვე­ლის კლა­სი­კუ­რი ჭი­რის ვირუ­სი და­ად­გი­ნეს 1902 წელს და ცნო­ბი­ლია, რომ მისი გავ­რცე­ლე­ბის ერთ-ერთი გზა გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლე­ბია.

2009 წელი - მსოფ­ლიო შე­აშ­ფო­თა H1N1 ტი­პის ვირუს­მა, რო­მე­ლიც შემ­დეგ წლებ­ში კა­ცობ­რი­ო­ბამ "ღო­რის გრი­პის" სა­ხე­ლით გა­იც­ნო, რად­გან მე­დი­კოს­თა ცნო­ბით, ამ ვირუ­სით ძი­რი­თა­დად ღო­რე­ბი ავად­დე­ბოდ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან შეძ­ლო ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბა და ამ გზე­ბით გავ­რცელ­და. 2009 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი მექ­სი­კა­ში, შემ­დეგ კი ამე­რი­კა­ში და­ფიქ­სირ­და. იმა­ვე წლის ივ­ნის­ში, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია პან­დე­მი­ის მე­ექ­ვსე ფა­ზის შე­სა­ხებ გა­მო­ა­ცხა­და, რაც ვირუ­სის მა­სობ­რივ გავ­რცე­ლე­ბას ნიშ­ნავ­და. ღო­რებ­ში ეს ვირუ­სი პირ­ვე­ლად 1918 წელს და­ფიქ­სირ­და, ადა­მი­ა­ნი­დან-ადა­მი­ან­ზე კი 1974 წელს გავ­რცელ­და. 1958-2005 წლებ­ში ადა­მი­ნებ­ში ამ ტი­პის ვირუ­სის 37 შემ­თხვე­ვა და­ფი­სიქ­რდა და 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა.

2009 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ამ ვირუ­სით სულ 94,500 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნეს, მათ­გან 10 200 სა­სიკ­ვდი­ლო აღ­მოჩ­ნდა... იგი­ვე ვირუს­მა მსოფ­ლი­ო­ში რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც იფეთ­ქა და მას ვერც სა­ქარ­თვე­ლომ აუ­ა­რა გვერ­დი - ბოლო წლებ­ში გრი­პის ვირუ­სის H1N1- ის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, რა­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

2012 წელი, MERS - ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბით: სი­ცხე/ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა და სუნ­თქვის ნაკ­ლე­ბო­ბა მძი­მე ფორ­მებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად სა­უ­დის არა­ბეთ­ში, 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა თა­ვად და­ა­ვა­დე­ბის (ინ­ფი­ცი­რე­ბის) პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი 2012 წლის აპ­რილ­ში, იორ­და­ნი­ა­ში და­ფიქ­სირ­და. სულ 2250 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი­დან 850 და­ი­ღუ­პა. MERS-ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ძი­რი­თა­დად არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­სა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის ქვეყ­ნებ­ში გავ­რცელ­და.

2014 წელი, ებო­ლა - 28 616 შემ­თხვე­ვი­დან 11 310 სიკ­ვდი­ლით დას­რულ­და. მან პირ­ვე­ლად და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში იფეთ­ქა, სა­დაც პირ­ვე­ლად 44 წლის მას­წავ­ლე­ბელს, მა­ბა­ლო ლო­კე­ლას გა­მო­უვ­ლინ­და. და­ა­ვა­დე­ბა, ძი­რი­თა­დად და­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში გავ­რცელ­და, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა მის ფარ­გლებს გა­რე­თაც და­ფიქ­სირ­და.

2019 წელი - კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის პრო­ვინ­ცია ჰუ­ბე­ი­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ უხან­ში და­ფიქ­სირ­და და 30 იან­ვრის მო­ნა­ცე­მე­ბით, 7921 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და 170 სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

ამე­რი­კის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში (NIH) მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა ვუ­ჰა­ნის ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, ან­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, საც­დე­ლი ვაქ­ცი­ნის შე­საქ­მნე­ლად 3 თვე რე­კორ­დუ­ლი დროა. თუმ­ცა, იქამ­დე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრში, უხან­შია, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ასო­ბით ექი­მი დღე-ღამე იბ­რძვის..

აღ­ნიშ­ნუ­ლი ვირუ­სი, უკვე გას­ცდა ჩი­ნე­თის სა­ზღვრებს და მსოფ­ლი­ოს 20-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სეთ­ში, ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში, ევ­რო­პა­ში, აზი­ა­სა და შუა აღ­მო­სავ­ლეთ­შიც და­ფიქ­სირ­და.

მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, ყვე­ლა ზემთ ჩა­მოც­ვლი­ლი ვირუ­სი სი­ნამ­დვი­ლე­ში დიდი ხნით ადრე არ­სე­ბობ­და. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი, მუ­ტა­ცია გა­ნი­ცა­და. თუმ­ცა, მისი შეს­წავ­ლა გა­მოკ­ვლე­ვა, და­ა­ვა­დე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა შე­სა­ხებ სტა­ტი­კი­სი­კის წარ­მო­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ვირუ­სებ­მა მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა მათ "სა­უ­კუ­ნის ეპი­დე­მია უწო­დეს".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

"საუკუნის ეპიდემიები" - ვირუსები, რომლებაც ბოლო წლებში მსოფლიოზე მძიმე კვალი დატოვეს

"საუკუნის ეპიდემიები" - ასე უწოდებენ მედიკოსები ვირუსებს, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობში მსოფლიოში მძიმე კვალი დატოვეს. ეს იყო ეპიდემიები, რომლებიც ერთი კონკრეტული ქვეყნიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გავრცელდა და უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.

2002 წელი - სარსი (SARS) - მძიმე რესპირატორული სინდრომი, ატიპური პრევმონია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ კორეაში გავრცელდა და ჩინეთსა და ჰონ-კონგში ასეულობით, მთელ მსოფლიოში კი 8 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და 800 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია; მეცნიერები კორონიკავირუსს სიმტპომებით მას ამსგავსებენ.

2003 წელი, ფრინველის გრიპი - დაინფიცირების 861 შემთხვევა - 455 ფატალური შედეგი. ავადმყოფობა პირველად იტალიაში პერონჩიტომ 1880 წელს აღწერა (თუმცა, ეს ნიშნავს, რომ პირველად სწორედ იქ დაფიქსირდა). ვირუსი კი, ჩენტანიმ 1901 წელს. რუსეთში ფრინველის კლასიკური ჭირის ვირუსი დაადგინეს 1902 წელს და ცნობილია, რომ მისი გავრცელების ერთ-ერთი გზა გადამფრენი ფრინველებია.

2009 წელი - მსოფლიო შეაშფოთა H1N1 ტიპის ვირუსმა, რომელიც შემდეგ წლებში კაცობრიობამ "ღორის გრიპის" სახელით გაიცნო, რადგან მედიკოსთა ცნობით, ამ ვირუსით ძირითადად ღორები ავადდებოდნენ. მოგვიანებით, მან შეძლო ადამიანის დაავადება და ამ გზებით გავრცელდა. 2009 წელს აღნიშნული ვირუსი მექსიკაში, შემდეგ კი ამერიკაში დაფიქსირდა. იმავე წლის ივნისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის მეექვსე ფაზის შესახებ გამოაცხადა, რაც ვირუსის მასობრივ გავრცელებას ნიშნავდა. ღორებში ეს ვირუსი პირველად 1918 წელს დაფიქსირდა, ადამიანიდან-ადამიანზე კი 1974 წელს გავრცელდა. 1958-2005 წლებში ადამინებში ამ ტიპის ვირუსის 37 შემთხვევა დაფისიქრდა და 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

2009 წლის მონაცემებით მსოფლიოში ამ ვირუსით სულ 94,500 ლაბორატორიულად დამტკიცებული შემთხვევა გამოავლინეს, მათგან 10 200 სასიკვდილო აღმოჩნდა... იგივე ვირუსმა მსოფლიოში რამდენიმე წლის წინაც იფეთქა და მას ვერც საქართველომ აუარა გვერდი - ბოლო წლებში გრიპის ვირუსის H1N1- ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გამოვლინდა, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა.

2012 წელი, MERS - ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული დაავადება შემდეგი სიმპტომებით: სიცხე/ცხელება, ხველა და სუნთქვის ნაკლებობა მძიმე ფორმებში. აღნიშნული დაავადების შესახებ პირველად საუდის არაბეთში, 2012 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. თუმცა თავად დაავადების (ინფიცირების) პირველი შემთხვევები 2012 წლის აპრილში, იორდანიაში დაფიქსირდა. სულ 2250 დაავადებულიდან 850 დაიღუპა. MERS-ის ყველა შემთხვევა ძირითადად არაბეთის ნახევარკუნძულისა და მიმდებარე ტერიტორიის ქვეყნებში გავრცელდა.

2014 წელი, ებოლა - 28 616 შემთხვევიდან 11 310 სიკვდილით დასრულდა. მან პირველად დასავლეთ აფრიკაში იფეთქა, სადაც პირველად 44 წლის მასწავლებელს, მაბალო ლოკელას გამოუვლინდა. დაავადება, ძირითადად დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში გავრცელდა, თუმცა რამდენიმე შემთხვევა მის ფარგლებს გარეთაც დაფიქსირდა.

2019 წელი - კორონავირუსი, რომელიც ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში მდებარე ქალაქ უხანში დაფიქსირდა და 30 იანვრის მონაცემებით, 7921 ინფიცირებული და 170 სიკვდილის შემთხვევა დაფიქსირდა.

ამერიკის ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტში (NIH) მკვლევართა ჯგუფმა ვუჰანის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო. ინსტიტუტის დირექტორის, ანტონი ფაუჩის თქმით, საცდელი ვაქცინის შესაქმნელად 3 თვე რეკორდული დროა. თუმცა, იქამდე მძიმე მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში, უხანშია, სადაც მოქალაქეების სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასობით ექიმი დღე-ღამე იბრძვის..

აღნიშნული ვირუსი, უკვე გასცდა ჩინეთის საზღვრებს და მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში რუსეთში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და შუა აღმოსავლეთშიც დაფიქსირდა.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყველა ზემთ ჩამოცვლილი ვირუსი სინამდვილეში დიდი ხნით ადრე არსებობდა. დროთა განმავლობაში კი, მუტაცია განიცადა. თუმცა, მისი შესწავლა გამოკვლევა, დაავადებულთა და გარდაცვლილთა შესახებ სტატიკისიკის წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ვირუსებმა მასობრივი ხასიათი მიიღო. სპეციალისტებმა მათ "საუკუნის ეპიდემია უწოდეს".

"წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დადგებოდა..." - დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა

ვინ გახდება მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სიძე - ბილ გეითსის ქალიშვილი დაინიშნა

ჩინელი ქალის ჩანაწერები უხანიდან - როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კარანტინის შემდეგ, სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა