მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს
თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ემიგ­რან­ტთა იმე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბლის შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქეთ­ში ქარ­თვე­ლი ქალი მოკ­ლეს.

რო­გორც სი­ხა­რუ­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს, ემიგ­რან­ტე­ბი ატყო­ბი­ნე­ბენ, რომ ქალი მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. შემ­თხვე­ვა ქა­ლაქ კა­ი­სერ­ში მოხ­და.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 53 წლის ქარ­თველ ქალ­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში 28 და 37 წლის ქა­ლე­ბი ის­ხდნენ, რომ­ლე­ბიც მძი­მედ არი­ან დაჭ­რილ­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და სამ ქალ­ზე თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი. თურ­ქუ­ლი პო­ლი­ცია დამ­ნა­შა­ვე­ებს უკვე ეძებს.

"თურ­ქეთ­ში ირმა კ. ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მე­ბი დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან. სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, არა­ვის არ გვჯე­რა ეს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი. ძა­ლი­ან კე­თი­ლი, თბი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო ირმა.

გთხოვთ დაგ­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დას­ვე­ნე­ბა­ში. და­უ­ჯე­რე­ბე­ლია ის, რაც მოხ­და" - წე­რენ ემიგ­რან­ტე­ბი შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძეს.

"ეს სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი, კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს იმას, თუ რა რთულ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბათ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს ფუ­ლის შოვ­ნა და ოჯა­ხე­ბის და­პუ­რე­ბა. ეს ტრა­გე­დია ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბის ნა­წი­ლია!

ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს მისი ლა­მა­ზი სული. უფა­ლო აკ­მა­რე სა­ქარ­თვე­ლოს ამ­დე­ნი ემიგ­რან­ტის უბე­დუ­რე­ბა… მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა ყვე­ლა გარ­დაც­ვლილ ქარ­თველ ემიგ­რანტს… სა­ქარ­თვე­ლოს ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი ემიგ­რან­ტე­ბია…" - წერს სი­ხა­რუ­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
1

ღმერთმა ნათელში ამყოფოს!

mmm
3

ნუთუ არასდროს მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც ხალხს აქ დაასაქმებს და ამ ჩვენს დანგრეულ და გაუბედურებულ ქვეყანას ააშენებინებს. განა აქ არ გვჭირდება მშრომელი ხალხი რომ უცხოეთში არ გავრბოდეთ? მაგრამ .... ეეხ, წერე და იკითხე, იყეფე რამდენიც გინდა, ქარავანი თავისი გზით მიდის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - ემიგრანტების ინფორმაციით, ქალი მანქანაში ჩაცხრილეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებლის შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს.

როგორც სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ემიგრანტები ატყობინებენ, რომ ქალი მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა ქალაქ კაისერში მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ქართველ ქალთან ერთად მანქანაში 28 და 37 წლის ქალები ისხდნენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სამ ქალზე თავდასხმის მიზეზი. თურქული პოლიცია დამნაშავეებს უკვე ეძებს.

"თურქეთში ირმა კ. ჩაცხრილეს, მანქანაში მსხდომები დაჭრილები არიან. საშინელება მოხდა, არავის არ გვჯერა ეს შემზარავი ამბავი. ძალიან კეთილი, თბილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ირმა.

გთხოვთ დაგვეხმაროთ საქართველოში გადასვენებაში. დაუჯერებელია ის, რაც მოხდა" - წერენ ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს.

"ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება. ეს ტრაგედია ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია…" - წერს სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"შენ არავინ ხარ... წადი, დაბრუნდი თურქეთში" - აეროპორტში მესაზღვრემ უცხოელ ქალს შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-მ მოკვლევა დაიწყო

კახეთში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდათში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა - ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი