სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"
მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

მე თქვენ დე­დას გი­ტი­რებთ. თქვენ არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხართ, არც ადა­მი­ა­ნე­ბი, თქვენ არა­ფე­რი ხართ, ნა­ძი­რა­ლა­თა ხრო­ვა ხართ. ეს ხართ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, - ასე მი­მარ­თავს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

მან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა, სა­დაც მას შემ­დეგ რაც შე­უძ­ლოდ გახ­და, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ეს, უკვე და­ტო­ვა და გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ა­კე­თა.

მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მისი ეს მი­მარ­თვა მუ­ქა­რა არ არის. ის ამ­ბობს, რომ თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პა­სუ­ხის გა­ცე­მა მო­უ­წევს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა უთხრეს, რომ რე­ა­ლუ­რად შეც­დო­მა მო­უ­ვი­დათ, თუმ­ცა ამ შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა უჭირთ.

"დღეს ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში არა­ნა­ი­რი ინ­სტი­ტუ­ცია არ არის, არც ხე­ლი­სუ­ფა­ლია, არც პარ­ლა­მენ­ტია, არც პრო­კუ­რა­ტუ­რა, არც სა­სა­მარ­თლო. მე მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს მო­მიკ­ლეს უდა­ნა­შა­უ­ლო მძი­ნა­რე ბავ­შვი, შემ­დგომ ამ ბავ­შვს და­აბ­რა­ლეს ტე­რო­რიზ­მი, ეს ბავ­შვი არც ერთხელ და­კი­თხუ­ლა, მე­სა­მე წე­ლია დუმს ცივ სა­მა­რე­ში. ამ სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ და­ა­მარ­ცხოს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა. ამ სა­ხელ­მწი­ფომ გა­და­წყვი­ტა ყვე­ლა თა­ვი­სი ბინ­ძუ­რი მე­ქა­ნიზ­მით მებ­რძო­ლოს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს. ვნა­ხოთ ვინ ვის აჯო­ბებს. დრო გვიჩ­ვე­ნებს, დრო იტყვის თა­ვის სათ­ქმელს ჩემ­თან ერ­თად. ნუთუ ყვე­ლას ერ­თად გა­უ­წყდა შუბ­ლის ძარ­ღვი, როცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2 წლის მერე გა­მო­დის და აკე­თებს ასეთ გან­ცხა­დე­ბას, რომ გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა", - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

მან­ვე პარ­ლა­მენ­ტში მის­ვლის მი­ზეზ­ზეც ისა­უბ­რა.

"შევ­ქმნათ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია და გავ­ცეთ პა­სუ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა­შია საქ­მე, გა­მე­ცით პა­სუ­ხი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს ხომ მო­უ­წევს, რომ ამა­ზე პა­სუ­ხი გამ­ცეს, ესე­ნი ხომ ყვე­ლა პა­სუხს აგე­ბენ. ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ მათ არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ, უბ­რა­ლოდ, შეც­დო­მა მო­უ­ვი­დათ. ამ შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა გა­უ­ჭირ­დათ და ამ შეც­დო­მის გა­და­ფარ­ვა­ში მთე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი ჩა­ე­ბა. მე პი­რა­დად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ვი­ცით ბა­ტო­ნო ვახა, ვი­ცით ეს შეც­დო­მაა, და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ ამის აღი­ა­რე­ბა გვი­ჭირს. მე ამას მო­გო­ნილს არ ვამ­ბობ, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ ჩემ­თვის ნათ­ქვამს ვყვე­ბი. დღეს ეს სუ­რა­თი დად­გა, ვი­ცო­დი სხვა არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და, ამას მო­ვე­ლო­დი. არც ერთ მათ­განს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არც ერთ წევ­რს არ მივ­ცემ სა­შუ­ა­ლე­ბას, კა­მე­რის წინ დად­გეს, ამას და­გა­ნა­ხებთ, მთელ ქვე­ყა­ნას ამ გახ­რწნილ ხრო­ვას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ჩემ­თვის.

ყვე­ლა ერ­თნა­ი­რი კრი­ნა­ლია, ადა­მი­ა­ნუ­რი ჩარ­ჩო­დან ამო­ვარ­დნი­ლი ნა­ძი­რა­ლაა. ამას მოგ­მარ­თავთ მე, ვახა ტერ­ლო­ე­ვი, მთელ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნო­ებს, დე­დას გი­ტი­რებთ, მე თქვენ დე­დას გი­ტი­რებთ. ეს მუ­ქა­რა არ არის. კა­ნო­ნის ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­უს­ვლე­ლად, პო­ლი­ტი­კუ­რად ვე­უბ­ნე­ბი, დე­დას გი­ტი­რებთ. თქვენ არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხართ, არც ადა­მი­ა­ნე­ბი, თქვენ არა­ფე­რი ხართ, ნა­ძი­რა­ლა­თა ხრო­ვა ხართ. ეს ხართ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
guga
54

vinc am kacs amtkunebs nacionalebivit borotia amis damcunebelic

იურისტი
8

პროკურატურა აპელირებს რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა გარდაცვლილის სისხლი დნმ პროფილი იქვე აცხადებენ რომ იყო გაიგივებისათვის უვარგისი თითის ანაბეჭდის ფრაგმენტი ე.ი. ყოფილა დნმ-ის კიდებ ერთი პროფილი გარდა სისხლისა საინტერესოა ამოვიდა თუ არა აქედან დნმ და ვისი დატოვილია ვის ეკუთვნის. სისხლი შეიძლება ისეც დაეწვეთა, მაგრამ ეს ხო უტყუარი მტკიცებულებაა თუ სისხლის გარდა სხვა დნმ პროფილიც ამოვიდა ეს პროკურატურამ უნდა განმარტოს ან გამოაქვეყნოს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ასევე თუ დაკითხული ყავს ექსპერტის ჩვენება ეს მეტს მისცემს დაინტერესებულ საზოგადოებას ვიდრე პროკურატურის არცთუ სრულყოფილი წერილი

ავტორი:

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

მე თქვენ დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება, - ასე მიმართავს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ ხელისუფლებას.

მან სასწრაფო დახმარების მანქანა, სადაც მას შემდეგ რაც შეუძლოდ გახდა, პირველადი დახმარება გაუწიეს, უკვე დატოვა და განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი ეს მიმართვა მუქარა არ არის. ის ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს. მისივე ინფორმაციით, მას მაღალი თანამდებობის პირებმა უთხრეს, რომ რეალურად შეცდომა მოუვიდათ, თუმცა ამ შეცდომის აღიარება უჭირთ.

"დღეს ამ სახელმწიფოში არანაირი ინსტიტუცია არ არის, არც ხელისუფალია, არც პარლამენტია, არც პროკურატურა, არც სასამართლო. მე მალხაზ მაჩალიკაშვილს მომიკლეს უდანაშაულო მძინარე ბავშვი, შემდგომ ამ ბავშვს დააბრალეს ტერორიზმი, ეს ბავშვი არც ერთხელ დაკითხულა, მესამე წელია დუმს ცივ სამარეში. ამ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დაამარცხოს უდანაშაულოდ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა. ამ სახელმწიფომ გადაწყვიტა ყველა თავისი ბინძური მექანიზმით მებრძოლოს მალხაზ მაჩალიკაშვილს. ვნახოთ ვინ ვის აჯობებს. დრო გვიჩვენებს, დრო იტყვის თავის სათქმელს ჩემთან ერთად. ნუთუ ყველას ერთად გაუწყდა შუბლის ძარღვი, როცა პროკურატურამ 2 წლის მერე გამოდის და აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ გამოძიება შეწყდა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მანვე პარლამენტში მისვლის მიზეზზეც ისაუბრა.

"შევქმნათ საგამოძიებო კომისია და გავცეთ პასუხი საზოგადოებას რაშია საქმე, გამეცით პასუხი. ხელისუფლებას ეს ხომ მოუწევს, რომ ამაზე პასუხი გამცეს, ესენი ხომ ყველა პასუხს აგებენ. ზუსტად ვიცოდი, რომ მათ არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, უბრალოდ, შეცდომა მოუვიდათ. ამ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ და ამ შეცდომის გადაფარვაში მთელი სტრუქტურები ჩაება. მე პირადად მეუბნებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები, ვიცით ბატონო ვახა, ვიცით ეს შეცდომაა, დანაშაულია, მაგრამ ამის აღიარება გვიჭირს. მე ამას მოგონილს არ ვამბობ, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩემთვის ნათქვამს ვყვები. დღეს ეს სურათი დადგა, ვიცოდი სხვა არაფერი იქნებოდა, ამას მოველოდი. არც ერთ მათგანს, „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ მივცემ საშუალებას, კამერის წინ დადგეს, ამას დაგანახებთ, მთელ ქვეყანას ამ გახრწნილ ხროვას მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.

ყველა ერთნაირი კრინალია, ადამიანური ჩარჩოდან ამოვარდნილი ნაძირალაა. ამას მოგმართავთ მე, ვახა ტერლოევი, მთელ სახელისუფლებო ორგანოებს, დედას გიტირებთ, მე თქვენ დედას გიტირებთ. ეს მუქარა არ არის. კანონის ჩარჩოებიდან გაუსვლელად, პოლიტიკურად ვეუბნები, დედას გიტირებთ. თქვენ არც პოლიტიკოსები ხართ, არც ადამიანები, თქვენ არაფერი ხართ, ნაძირალათა ხროვა ხართ. ეს ხართ დღევანდელი ხელისუფლება", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ხვალ ტაძრებში იქნებიან ნასვამი სასულიერო პირები, მეც ვიქნები ნასვამი... არხი "მთავარის" საყურადღებოდ" - მეუფე ნიკოლოზი

ცვლილება პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოში

"თუ მაისის ნახევარში შემთხვევების კატასტროფული მატება არ გვექნა, ვიმედოვნებთ, რომ..." - რას აცხადებს პაატა იმნაძე?