პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი სიმღერების უცნობი ავტორის ცხოვრება - "მამას სიმღერა მისმა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა... გადავწყვიტეთ, არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი"
ცნობილი სიმღერების უცნობი ავტორის ცხოვრება - "მამას სიმღერა მისმა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა... გადავწყვიტეთ, არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი"

ცოტა ხნის წინ, ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­შო­ბაო სიმ­ღე­რის "ალი­ლოს" შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე: მისი ავ­ტო­რი კომ­პო­ზი­ტო­რი თა­მაზ ჯორ­ბე­ნა­ძე ყო­ფი­ლა, სცე­ნა­რის­ტისა და პრო­დი­უ­სე­რის, თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძის მამა.

ბა­ტონ თა­მაზს "ალი­ლოს" გარ­და ბევ­რი ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა ეკუთ­ვნის, თუმ­ცა ამ შე­მოქ­მე­დის შე­სა­ხებ ბევ­რმა არა­ფე­რი იცის...

თა­მაზ ჯორ­ბე­ნა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის გზა AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მის­მა ქა­ლიშ­ვილ­მა თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძემ გა­იხ­სე­ნა:

"მა­მას არას­დროს ჰქო­ნია თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი, 90-იან­მა წლებ­მაც ბევ­რი რამ გა­ნა­პი­რო­ბა - მუ­სი­კის წერა და შეს­რუ­ლე­ბა ვის ახ­სოვ­და, მით უფრო, ვი­საც ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი ჰყავ­და სარ­ჩე­ნი...

მა­ნამ­დე სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და გას­ტრო­ლებ­ზე ხში­რად იყო ევ­რო­პა­ში. ესეც თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი იქ­ნე­ბო­და 30 წლის ბი­ჭის­თვის, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს უცებ პა­რი­ზი, ბერ­ლი­ნი, ზა­არბრუ­კე­ნი... მუ­სი­კას 5 წლი­დან წერ­და და მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობ­და და იმარ­ჯვებ­და სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სში. მე-5 კლას­ში იყო, როცა მის­მა სა­ვი­ო­ლი­ნე პი­ე­სამ "ნანა" პირ­ვე­ლი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა.

მა­მას მუ­სი­კის პე­და­გო­გი იყო ნა­ტა­ლია გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, ნატა მურ­ვა­ნი­ძის ბე­ბია, სწო­რედ მას აღ­მო­უ­ჩე­ნია ნიჭი და ბე­ბი­ა­ჩე­მის­თვის უთ­ქვამს: ამის­გან ნამ­დვი­ლი მუ­სი­კო­სი გა­მო­ვაო.

ძა­ლი­ან ცელ­ქი ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მთა­ვა­რი იყო ინ­სტრუ­მენ­ტამ­დე მი­ეყ­ვა­ნათ, დაჯ­დე­ბო­და თუ არა, მა­შინ­ვე კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის დაკ­ვრას იწყებ­და.

მა­მას მე­გო­ბა­რი ვატა რო­დო­ნა­ია ხუმ­რობ­და ხოლ­მე, რომ ღმერ­თი უშურ­ვე­ლად უგ­ზავ­ნის მე­ლო­დი­ებს და რად­გან მათ გა­მო­გო­ნე­ბა­ზე წვა­ლე­ბა არ უწევს, თა­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბად არ მი­აჩ­ნი­აო

როცა მუ­შა­ობ­და, ვი­ცო­დით, რომ არ უნდა გვეხ­მა­უ­რა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­ლო­დი­ის შემ­დეგ იწყე­ბა კომ­პო­ზი­ტო­რის­თვის საკ­მა­ოდ მძი­მე ფი­ზი­კუ­რი შრო­მა, სა­ა­თო­ბით ჯდო­მა ინ­სტრუ­მენ­ტთან და ფორ­მი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ტექ­სტის დახ­ვე­წა. კი­დევ უფრო რთუ­ლი კი მომ­დევ­ნო ეტა­პია - სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის პატ­რო­ნო­ბა, ან რო­გორც უცხო­ეთ­შია, რო­მე­ლი­მე სა­ა­გენ­ტო უნდა ას­რუ­ლებ­დეს ამ ფუნ­ქცი­ას.

- რა მო­გო­ნე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა თქვენ­თვის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ცნო­ბი­ლი სა­შო­ბაო სიმ­ღე­რის გარ­და, ხალ­ხის­თვის საყ­ვა­რე­ლი არა­ერ­თი სიმ­ღე­რა შექ­მნა?

- პირ­ვე­ლი კად­რი, რო­მე­ლიც მა­მას უკავ­შირ­დე­ბა, პი­ა­ნი­ნოა, რომ­ლის გვერ­დით სა­ა­თო­ბით შე­მეძ­ლო დგო­მა. სა­ოც­რე­ბა იყო ჩემ­თვის თუ რო­გორ და­არ­ბე­ნი­ნებ­და თი­თებს კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე და თან არ უყუ­რებ­და.

მახ­სოვს, მარ­ტო რო­გორც დავ­რჩე­ბო­დი, ვცდი­ლობ­დი, რამ­დე­ნი­მე ნოტი მა­ინც ამე­ღო ისე, რომ კლა­ვი­ა­ტუ­რის­თვის არ შე­მე­ხე­და. ტექ­ნი­კუ­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა დას­ძლიო, მაგ­რამ ის ჰარ­მო­ნია, რო­მე­ლიც გულ­ში გწვდე­ბა, არ ის­წავ­ლე­ბა, ბგე­რე­ბის შეკ­რე­ბით ამ­ბე­ბის თხრო­ბა რომ შეძ­ლო, კე­თი­ლი ფე­რი­ე­ბის ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ზოგი რომ უკ­რავს, ტყა­პუ­ნი­ვით ის­მის და ნი­ჭი­ე­რი კაცი შე­ე­ხე­ბა თუ არა ინ­სტრუ­მენტს, ორ­კესტრი­ვით ჟღერს. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში და მე­რეც, მა­მამ შექ­მნა კვარ­ტე­ტე­ბი, სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პი­ე­სე­ბი, სიმ­ფო­ნი­უ­რი პო­ე­მა, გუნ­დე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ნოტი და­ი­კარ­გა და აღ­დგე­ნაც შე­უძ­ლე­ბე­ლია... მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო...

- სამ­წუ­ხა­როა, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა გარ­დაც­ვლი­ლა... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უამ­რავ და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ მე­ლო­დი­ას შექ­მნი­და. რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- 55 წლის იყო, ყო­ველ­გვა­რი ავად­მყო­ფო­ბის გა­რე­შე, მე­გობ­რის სამ­ძი­მარ­ზე წა­ვი­და და კი­ბე­ზე რომ ჩა­მო­დი­ო­და ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ონ­თან და გოგი ჩლა­ი­ძეს­თან ერ­თად, გო­გის­თვის უთ­ქვამს ვერ ვარ კარ­გა­დო. გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო და მას შემ­დეგ მხო­ლოდ 2 დღე იცო­ცხლა, ისიც აპა­რა­ტის წყა­ლო­ბით.

რო­დე­საც მი­თხრეს, რომ ინ­სულ­ტი ჰქონ­და და მძი­მედ იყო, რა­ტომ­ღაც მახ­სოვს, რომ სრუ­ლი­ად უი­მე­დოდ ვი­ყა­ვი. მივ­დი­ო­დი გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად, უკა­ნას­კნე­ლად რომ მე­ნა­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, ცნო­ბი­ე­რე­ბა არ დაბ­რუ­ნე­ბია, მხო­ლოდ მის თბილ ხე­ლებ­ზე შე­ხე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი...

- მისი კი­დევ ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რა მინ­და გა­ვიხ­სე­ნოთ - "ზამ­თა­რია, სი­ცი­ვეა". რო­დის და რო­გორ შე­იქ­მნა ეს ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მელ­საც ჩვენ­ში ბევ­რი მღე­რის და ბევ­რს უყ­ვარს.

- 70-იან წლებ­ში იყო ასე­თი მაუდ-კამ­ბო­ლის კულ­ტუ­რის კლუ­ბი, სა­დაც იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი, მამა სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ და მათი მთა­ვა­რი მას­პინ­ძე­ლი, უს­მენ­დნენ იმ დრო­ის­თვის აკ­რძა­ლულ ჯაზს, ცო­ცხლად ას­რუ­ლებ­დნენ ჯა­ზურ კომ­პო­ზი­ცი­ებს.

"ზამ­თა­რია" ამ თავ­ყრი­ლო­ბე­ბის ჰიტი იყო. ის და­ი­წე­რა 1967 წელს, ჯარ­ში, მუხ­რო­ვა­ნის ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რე­ბი­სას, სა­დაც მამა იქ შეკ­რე­ბილ ორ­კესტრთან ერ­თად, ხში­რად მარ­თავ­და კონ­ცერ­ტებს.

შემ­დეგ 1971 წელს მა­მას სიმ­ღე­რამ გა­ი­მარ­ჯვა კონ­კურ­სში "ჩვენ ვე­ძებთ ტა­ლან­ტებს", რო­გორც „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ და „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვია“, ერ­თა­დერთ პირ­ველ არხზე, მა­შინ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო "ტა­ლან­ტებს" ელო­და. გა­მარ­ჯვე­ბულ სიმ­ღე­რას ჰქვია "ხე და­ა­თოვს“, ტექ­სტი ეკუთ­ვნის მე­დეა სი­მო­ნიშ­ვილს. სხვა­თა შო­რის, მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ვე­ძებ­დი და ეს ქალ­ბა­ტო­ნი ვერ ვი­პოვ­ნე. თე­ბერ­ვალ­ში ძა­ლი­ან მინ­და, რომ ამ სიმ­ღე­რის ახა­ლი ვერ­სია შე­ვას­რუ­ლოთ, ახა­ლი თა­ო­ბის ნი­ჭი­ერ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად.

- რა ემო­ცია გაქვთ, რო­დე­საც მა­მის მუ­სი­კას ის­მენთ და ჰგავს თუ არა ის თა­ვად მას?

- მის არ­ქივ­ში ჯერ კი­დევ იმ­დე­ნი ნა­წარ­მო­ე­ბია, რო­მელ­საც მოვ­ლა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, რომ ჩემი მთა­ვა­რი ემო­ცია ამ ეტაპ­ზე ამ საქ­მის დას­რუ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ცის­ფერ­მა ტრი­ომ" ჩა­წე­რა "ისევ მახ­სენ­დე­ბა" და ახლა ვხე­დავ, რომ უკვე სხვე­ბიც ას­რუ­ლე­ბენ. ჩემი ამო­ცა­ნაა, ამ გაყ­ვით­ლე­ბულ ნო­ტებს სი­ცო­ცხლე შევ­ძი­ნო.

რაც შე­ე­ხე­ბა მსგავ­სე­ბას, მგო­ნია, რომ ავ­ტო­რებს სიმ­ფო­ნი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი უფრო ჰგვა­ნან, მა­მას ხა­სი­ათს მისი სიმ­ფო­ნი­უ­რი პო­ე­მა უფრო მა­გო­ნებს. თუმ­ცა, იგი­ვე "ზამ­თა­რია", სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბის­თვის იყო სა­ინ­ტე­რე­სო - წარ­მო­იდ­გი­ნეთ ას­რუ­ლებს "ცის­ფე­რი ტრიო", პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნი, სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას იყე­ნე­ბენ კი­ნო­ფილ­მებ­ში - ესეც მა­მას ბუ­ნე­ბაა, მის­თვის ყვე­ლა ჟან­რი სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

- რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი, ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც სხვე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად ზრუ­ნავთ, მა­მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე თუ აპი­რებთ, რომ ასე­ვე იზ­რუ­ნოთ?

- ხან­და­ხან ვფიქ­რობ, სხვა ავ­ტორს რომ უკავ­შირ­დე­ბო­დეს, ალ­ბათ უფრო სწრა­ფად შევ­ძლებ­დი ამ პრო­ექ­ტის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას. ძა­ლი­ან რთუ­ლია თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის გა­აზ­რე­ბა, შემ­სრუ­ლებ­ლის გა­და­წყვე­ტა. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩემს მე­გობ­რებს და მა­მის მე­გობ­რებს, ვინც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გვერ­დით და­მიდ­გნენ. თუნ­დაც "ალი­ლო", რო­მელ­საც ყო­ველ შო­ბას მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა აქვს, თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე რომ არ ჩარ­თუ­ლი­ყო, არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და.

რო­გორ და­ვი­ვი­წყო 2004 წელს ზე­ნი­ტში მყო­ფი მსოფ­ლიო სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვის პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის თა­ნად­გო­მა?! თქვენ იცით, რომ ოპე­რის მომ­ღერ­ლე­ბი არ რის­კა­ვენ სხვა ჟანრ­ში სიმ­ღე­რას და პა­ა­ტამ მა­მას ხსოვ­ნას "ზამ­თა­რია, სი­ცი­ვე­ას" ორი­გი­ნა­ლი ვერ­სი­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შეს­რუ­ლე­ბა მი­უ­ძღვნა გი­ტა­რის თან­ხლე­ბით. ვერ და­ვი­ვი­წყებ ირაკ­ლი ჩარ­კვი­ანს, რო­მელ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად, ძალა მომ­ცა და გა­და­მა­წყვე­ტი­ნა მა­მას არ­ქი­ვი გა­მო­მექ­ვეყ­ნე­ბი­ნა, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს, რო­მე­ლიც სულ მეხ­მა­რე­ბა...

- თქვენს მა­მაშ­ვი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ვე­ხოთ, რას გას­წავ­ლი­დათ და რას მო­ი­თხოვ­და თქვენ­გან?

- თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ა­ნად მზრდი­და, ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვე­ბის გა­რე­შე, მკაც­რი და მომ­თხოვ­ნი ხდე­ბო­და, თუკი საქ­მე მუ­სი­კას შე­ე­ხე­ბო­და. ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი დღე იყო, რო­დე­საც მა­მას თან­დას­წრე­ბით პირ­ვე­ლად გავ­ბე­დე და და­ვუ­კა­რი - ძა­ლი­ან მინ­დო­და, ვე­ღი­ა­რე­ბი­ნე.

ცოტა რომ წა­მო­ვი­ზარ­დე მა­მაშ­ვი­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ერ­თმა­ნე­თის იდე­ე­ბის პირ­ვე­ლი გამ­ზი­ა­რებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ბოლო წელს აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დით მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის გა­მო­სა­ცე­მად.

მახ­სოვს, რო­გორ წუხ­და, მისი ერთ-ერთი სიმ­ღე­რის თემა უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა მი­ი­სა­კუთ­რა. მა­მამ მას ტექ­ტის და­წე­რა სთხო­ვა, მე­ლო­დია ას­წავ­ლა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ის მო­ვი­და ჩვენ­თან და უთხრა ეს სიმ­ღე­რა მო­მე­ციო, კი ბა­ტო­ნოო, დას­თან­ხმდა და ფიქ­რობ­და, რომ უბ­რა­ლოდ შეს­რუ­ლე­ბა იგუ­ლის­ხმე­ბო­და. ცოტა ხან­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხეთ, რომ მის­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფას­მა კაც­მა, რო­გორც სა­კუ­თა­რი, ისე იმ­ღე­რა... მე და ჩემი ძმა ამ უსა­მარ­თლო ფაქ­ტის მომსწრე­ნი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ გა­დავ­წყვი­ტეთ არას­დროს და­ვა­სა­ხე­ლოთ ეს ადა­მი­ა­ნი.

მსგავ­სი იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბიც მოქ­მე­დებ­და მას­ზე. სა­ერ­თოდ, აღი­ა­რე­ბა ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის არ არის მთა­ვა­რი, რად­გან სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულს ატა­რე­ბენ და ქმნი­ან. მაგ­რამ ამა­ვე დროს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის­თვის მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. გულ­სატ­კე­ნია, რომ მის სი­ცო­ცხლე­ში ვერ მო­ეს­წრო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის სრუ­ლად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, იმე­დია, რომ ჩემი ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბის დახ­მა­რე­ბით შევ­ძლებ მისი საქ­მის დას­რუ­ლე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mari
1

დიდი მადლობა ძალიან კარგი სტატიების ავტორს, ჟურნალისტ ლალი ფაციას. თქვენი სტატიებიდან ბევრს ვიგებთ და ვსწავლობთ.

გიგო
14

წავიდა ტრაბახი....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ცნობილი სიმღერების უცნობი ავტორის ცხოვრება - "მამას სიმღერა მისმა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა... გადავწყვიტეთ, არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი"

ცნობილი სიმღერების უცნობი ავტორის ცხოვრება - "მამას სიმღერა მისმა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა... გადავწყვიტეთ, არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი"

ცოტა ხნის წინ, ბევრისთვის საყვარელი საშობაო სიმღერის "ალილოს" შესახებ საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე: მისი ავტორი კომპოზიტორი თამაზ ჯორბენაძე ყოფილა, სცენარისტისა და პროდიუსერის, თეონა ჯორბენაძის მამა.

ბატონ თამაზს "ალილოს" გარდა ბევრი ცნობილი სიმღერა ეკუთვნის, თუმცა ამ შემოქმედის შესახებ ბევრმა არაფერი იცის...

თამაზ ჯორბენაძის შემოქმედების გზა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მისმა ქალიშვილმა თეონა ჯორბენაძემ გაიხსენა:

"მამას არასდროს ჰქონია თავის წარმოჩენის სურვილი, 90-იანმა წლებმაც ბევრი რამ განაპირობა - მუსიკის წერა და შესრულება ვის ახსოვდა, მით უფრო, ვისაც ოჯახი და შვილები ჰყავდა სარჩენი...

მანამდე სახელმწიფო ანსამბლს ხელმძღვანელობდა და გასტროლებზე ხშირად იყო ევროპაში. ესეც თავბრუდამხვევი იქნებოდა 30 წლის ბიჭისთვის, საბჭოთა კავშირის დროს უცებ პარიზი, ბერლინი, ზაარბრუკენი... მუსიკას 5 წლიდან წერდა და მუდმივად მონაწილეობდა და იმარჯვებდა სხვადასხვა კონკურსში. მე-5 კლასში იყო, როცა მისმა სავიოლინე პიესამ "ნანა" პირველი ადგილი მოიპოვა.

მამას მუსიკის პედაგოგი იყო ნატალია გიორგობიანი, ნატა მურვანიძის ბებია, სწორედ მას აღმოუჩენია ნიჭი და ბებიაჩემისთვის უთქვამს: ამისგან ნამდვილი მუსიკოსი გამოვაო.

ძალიან ცელქი ყოფილა, თუმცა მთავარი იყო ინსტრუმენტამდე მიეყვანათ, დაჯდებოდა თუ არა, მაშინვე კომპოზიციების დაკვრას იწყებდა.

მამას მეგობარი ვატა როდონაია ხუმრობდა ხოლმე, რომ ღმერთი უშურველად უგზავნის მელოდიებს და რადგან მათ გამოგონებაზე წვალება არ უწევს, თავის დამსახურებად არ მიაჩნიაო

როცა მუშაობდა, ვიცოდით, რომ არ უნდა გვეხმაურა, სინამდვილეში მელოდიის შემდეგ იწყება კომპოზიტორისთვის საკმაოდ მძიმე ფიზიკური შრომა, საათობით ჯდომა ინსტრუმენტთან და ფორმისა და მუსიკალური ტექსტის დახვეწა. კიდევ უფრო რთული კი მომდევნო ეტაპია - საკუთარი ნაწარმოებების პატრონობა, ან როგორც უცხოეთშია, რომელიმე სააგენტო უნდა ასრულებდეს ამ ფუნქციას.

- რა მოგონებებს უკავშირდება თქვენთვის ადამიანი, რომელმაც ცნობილი საშობაო სიმღერის გარდა, ხალხისთვის საყვარელი არაერთი სიმღერა შექმნა?

- პირველი კადრი, რომელიც მამას უკავშირდება, პიანინოა, რომლის გვერდით საათობით შემეძლო დგომა. საოცრება იყო ჩემთვის თუ როგორ დაარბენინებდა თითებს კლავიატურაზე და თან არ უყურებდა.

მახსოვს, მარტო როგორც დავრჩებოდი, ვცდილობდი, რამდენიმე ნოტი მაინც ამეღო ისე, რომ კლავიატურისთვის არ შემეხედა. ტექნიკურად ყველაფერი შეიძლება დასძლიო, მაგრამ ის ჰარმონია, რომელიც გულში გწვდება, არ ისწავლება, ბგერების შეკრებით ამბების თხრობა რომ შეძლო, კეთილი ფერიების ჩარევა აუცილებელია.

ზოგი რომ უკრავს, ტყაპუნივით ისმის და ნიჭიერი კაცი შეეხება თუ არა ინსტრუმენტს, ორკესტრივით ჟღერს. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში და მერეც, მამამ შექმნა კვარტეტები, საფორტეპიანო პიესები, სიმფონიური პოემა, გუნდები. სამწუხაროდ, ბევრი ნოტი დაიკარგა და აღდგენაც შეუძლებელია... მისი გარდაცვალება მოულოდნელი იყო...

- სამწუხაროა, ძალიან ახალგაზრდა გარდაცვლილა... დარწმუნებული ვარ, უამრავ დასამახსოვრებელ მელოდიას შექმნიდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი?

- 55 წლის იყო, ყოველგვარი ავადმყოფობის გარეშე, მეგობრის სამძიმარზე წავიდა და კიბეზე რომ ჩამოდიოდა ნუგზარ ბაგრატიონთან და გოგი ჩლაიძესთან ერთად, გოგისთვის უთქვამს ვერ ვარ კარგადო. გამოიძახეს სასწრაფო და მას შემდეგ მხოლოდ 2 დღე იცოცხლა, ისიც აპარატის წყალობით.

როდესაც მითხრეს, რომ ინსულტი ჰქონდა და მძიმედ იყო, რატომღაც მახსოვს, რომ სრულიად უიმედოდ ვიყავი. მივდიოდი გამოსამშვიდობებლად, უკანასკნელად რომ მენახა. სამწუხაროდ, ცნობიერება არ დაბრუნებია, მხოლოდ მის თბილ ხელებზე შეხება იყო შესაძლებელი...

- მისი კიდევ ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა მინდა გავიხსენოთ - "ზამთარია, სიცივეა". როდის და როგორ შეიქმნა ეს ნამუშევარი, რომელსაც ჩვენში ბევრი მღერის და ბევრს უყვარს.

- 70-იან წლებში იყო ასეთი მაუდ-კამბოლის კულტურის კლუბი, სადაც იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მუსიკოსები, მამა სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ და მათი მთავარი მასპინძელი, უსმენდნენ იმ დროისთვის აკრძალულ ჯაზს, ცოცხლად ასრულებდნენ ჯაზურ კომპოზიციებს.

"ზამთარია" ამ თავყრილობების ჰიტი იყო. ის დაიწერა 1967 წელს, ჯარში, მუხროვანის ბატალიონში მსახურებისას, სადაც მამა იქ შეკრებილ ორკესტრთან ერთად, ხშირად მართავდა კონცერტებს.

შემდეგ 1971 წელს მამას სიმღერამ გაიმარჯვა კონკურსში "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს", როგორც „მხოლოდ ქართული“ და „საქართველოს ვარსკვლავია“, ერთადერთ პირველ არხზე, მაშინ მთელი საქართველო "ტალანტებს" ელოდა. გამარჯვებულ სიმღერას ჰქვია "ხე დაათოვს“, ტექსტი ეკუთვნის მედეა სიმონიშვილს. სხვათა შორის, მამას გარდაცვალების შემდეგ ვეძებდი და ეს ქალბატონი ვერ ვიპოვნე. თებერვალში ძალიან მინდა, რომ ამ სიმღერის ახალი ვერსია შევასრულოთ, ახალი თაობის ნიჭიერ მუსიკოსებთან ერთად.

- რა ემოცია გაქვთ, როდესაც მამის მუსიკას ისმენთ და ჰგავს თუ არა ის თავად მას?

- მის არქივში ჯერ კიდევ იმდენი ნაწარმოებია, რომელსაც მოვლა და გამოქვეყნება სჭირდება, რომ ჩემი მთავარი ემოცია ამ ეტაპზე ამ საქმის დასრულებას უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ "ცისფერმა ტრიომ" ჩაწერა "ისევ მახსენდება" და ახლა ვხედავ, რომ უკვე სხვებიც ასრულებენ. ჩემი ამოცანაა, ამ გაყვითლებულ ნოტებს სიცოცხლე შევძინო.

რაც შეეხება მსგავსებას, მგონია, რომ ავტორებს სიმფონიური ნაწარმოებები უფრო ჰგვანან, მამას ხასიათს მისი სიმფონიური პოემა უფრო მაგონებს. თუმცა, იგივე "ზამთარია", სრულიად განსხვავებული მუსიკოსებისთვის იყო საინტერესო - წარმოიდგინეთ ასრულებს "ცისფერი ტრიო", პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ჩარკვიანი, სხვადასხვა ვერსიას იყენებენ კინოფილმებში - ესეც მამას ბუნებაა, მისთვის ყველა ჟანრი საინტერესო იყო.

- როგორც პროდიუსერი, ადამიანი, რომლებიც სხვების შემოქმედებაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავთ, მამის შემოქმედებაზე თუ აპირებთ, რომ ასევე იზრუნოთ?

- ხანდახან ვფიქრობ, სხვა ავტორს რომ უკავშირდებოდეს, ალბათ უფრო სწრაფად შევძლებდი ამ პროექტის გამოქვეყნებას. ძალიან რთულია თითოეული კომპოზიციის გააზრება, შემსრულებლის გადაწყვეტა. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს და მამის მეგობრებს, ვინც მისი გარდაცვალების შემდეგ გვერდით დამიდგნენ. თუნდაც "ალილო", რომელსაც ყოველ შობას მილიონობით ნახვა აქვს, თამრიკო ჭოხონელიძე რომ არ ჩართულიყო, არაფერი გამოვიდოდა.

როგორ დავივიწყო 2004 წელს ზენიტში მყოფი მსოფლიო საოპერო ვარსკვლავის პაატა ბურჭულაძის თანადგომა?! თქვენ იცით, რომ ოპერის მომღერლები არ რისკავენ სხვა ჟანრში სიმღერას და პაატამ მამას ხსოვნას "ზამთარია, სიცივეას" ორიგინალი ვერსიის შესანიშნავი შესრულება მიუძღვნა გიტარის თანხლებით. ვერ დავივიწყებ ირაკლი ჩარკვიანს, რომელმაც პრაქტიკულად, ძალა მომცა და გადამაწყვეტინა მამას არქივი გამომექვეყნებინა, ნიკოლოზ რაჭველს, რომელიც სულ მეხმარება...

- თქვენს მამაშვილურ ურთიერთობას შევეხოთ, რას გასწავლიდათ და რას მოითხოვდა თქვენგან?

- თავისუფალ ადამიანად მზრდიდა, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მკაცრი და მომთხოვნი ხდებოდა, თუკი საქმე მუსიკას შეეხებოდა. ჩემთვის გამორჩეული დღე იყო, როდესაც მამას თანდასწრებით პირველად გავბედე და დავუკარი - ძალიან მინდოდა, ვეღიარებინე.

ცოტა რომ წამოვიზარდე მამაშვილური ურთიერთობა შემოქმედებით მეგობრობაში გადაიზარდა. ერთმანეთის იდეების პირველი გამზიარებლები ვიყავით. ბოლო წელს აქტიურად ვემზადებოდით მისი ნაწარმოებების გამოსაცემად.

მახსოვს, როგორ წუხდა, მისი ერთ-ერთი სიმღერის თემა უახლოესმა მეგობარმა მიისაკუთრა. მამამ მას ტექტის დაწერა სთხოვა, მელოდია ასწავლა, რამდენიმე დღეში ის მოვიდა ჩვენთან და უთხრა ეს სიმღერა მომეციო, კი ბატონოო, დასთანხმდა და ფიქრობდა, რომ უბრალოდ შესრულება იგულისხმებოდა. ცოტა ხანში, ტელევიზიით ვნახეთ, რომ მისთვის ძალიან ძვირფასმა კაცმა, როგორც საკუთარი, ისე იმღერა... მე და ჩემი ძმა ამ უსამართლო ფაქტის მომსწრენი ვიყავით, მაგრამ გადავწყვიტეთ არასდროს დავასახელოთ ეს ადამიანი.

მსგავსი იმედგაცრუებებიც მოქმედებდა მასზე. საერთოდ, აღიარება ნიჭიერი ადამიანებისთვის არ არის მთავარი, რადგან საბოლოო ჯამში, მათ ზუსტად იციან, რომ რაღაც განსაკუთრებულს ატარებენ და ქმნიან. მაგრამ ამავე დროს, თავდაჯერებულობისთვის მაინც აუცილებელია. გულსატკენია, რომ მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო ნაწარმოებების სრულად გამოქვეყნება, იმედია, რომ ჩემი ერთგული მეგობრებისა და ახალგაზრდა მუსიკოსების დახმარებით შევძლებ მისი საქმის დასრულებას.