პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?
ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

ავა­რია ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხუ­ტელ­ში - და­ღუ­პუ­ლია სამი ადა­მი­ა­ნი;

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა დაბა ქვიშ­ხეთ­თან - და­ღუ­პუ­ლია ოთხი ადა­მი­ა­ნი;

ავა­რია გურ­ჯა­ან­ში - და­ღუ­პუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნი...

მხო­ლოდ სამ დღე­ში, 24-27 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, მათ­გან 4 ბავ­შვია.

ავა­რი­ე­ბის სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და წინა წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლი მსხვერ­პლი, რა­ტომ ვერ ვშვე­ლით ტრა­გე­დი­ებს გზებ­ზე? - ამ თე­მა­ზე საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი, სხვა­დას­ხვა უწყე­ბე­ბი, მე­დია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ხში­რად სა­უბ­რობს, თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კა წლი­დან წლამ­დე უა­რეს­დე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" ავ­რცე­ლებს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის უმ­ძი­მეს სტა­ტის­ტი­კას, რა­მაც ბოლო 5 წელ­ში, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

  • 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 6432 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და - გარ­და­იც­ვა­ლა 602 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 9187;
  • 2016 წელს მოხ­და 6939 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა - გარ­და­იც­ვა­ლა 581 და და­შავ­და 9951 ადა­მი­ა­ნი;
  • 2017 წელს 6079 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და - გარ­და­იც­ვა­ლა 517 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 8461;
  • 2018 წელს 6452 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და - გარ­და­იც­ვა­ლა 459 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 9047;
  • 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 5839 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და - გარ­და­იც­ვა­ლა 481 ადა­მი­ა­ნი და 7921 და­შავ­და;

სა­ერ­თო ჯამ­ში, ბოლო 5 წელ­ში გზებ­ზე გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რი­ცხვი 2 600 ადა­მი­ანს აჭარ­ბებს

საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვი სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზები, ძი­რი­თა­დად არის: შემ­ხვედ­რი მოძ­რა­ო­ბის ზოლ­ში გა­დას­ვლა ან გას­წრე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა; მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი ავა­რი­ე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს მთავ­რო­ბის არა­თან­მიმ­დევ­რულ საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას უკავ­ში­რე­ბენ. ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე პლატ­ფორ­მა "ჰაბ ჯორ­ჯი­ას" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ვა­სილ ურუ­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ კუ­თხით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა.

"ჩვენ გვახ­სოვს არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­ტა­რა. ჩვენ გვახ­სოვს ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის რე­ფორ­მა, ე.წ. საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის კამ­პა­ნია შსს-ს მხრი­დან, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობ­და და­მა­ტე­ბით ვი­დეო კა­მე­რე­ბის გან­თავ­სე­ბას სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე, გვახ­სოვს ქულ­თა სის­ტე­მა და მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, შე­დე­გი არ გვაქვს.

კვლავ იზ­რდე­ბა სტა­ტის­ტი­კა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს არას­წო­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი და ის, რაც ხდე­ბა დღეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზე არის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გულ­გრი­ლი და ზე­და­პი­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სად­მი და ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და მის ჯან­მრთე­ლო­ბას“ - აცხა­დებს ურუ­შა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, უც­ნო­ბია რა იწ­ვევს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს იმი­ტომ, რომ შსს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ აღ­წერს ავა­რი­ებს და ით­ვლის გარ­დაც­ვლი­ლე­ბის თუ და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, თუმ­ცა მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლას არ ახ­დენს:

"ბრა­ლე­უ­ლო­ბა გა­მო­დის მხო­ლოდ მძღოლ­თან მი­მარ­თე­ბით და არ ხდე­ბა შემ­თხვე­ვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა. თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა უნდა იყოს მა­გა­ლი­თი, რომ მე­ო­რედ მსგავ­სი რამ არ გან­მე­ორ­დეს. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბით: ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უ­მარ­თა­ვო­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ვო­ბა, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, მო­ნი­ტო­რინ­გი, აღ­სრუ­ლე­ბა და სხვა უამ­რა­ვი რამ.

უნდა იყოს გა­ტა­რე­ბუ­ლი ისე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

პირ­ვე­ლი რაც უნდა გა­კეთ­დეს არის ის, რომ შე­იც­ვა­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლილ­სუფ­ლე­ბის. ასე­ვე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ და­ი­წყოს თი­თო­ე­უ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა და ყვე­ლა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი მი­ზე­ზის დად­გე­ნა.

ერთი წლის შემ­დეგ ჩვენ გვექ­ნე­ბა სუ­რა­თი და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ და­ვი­ნა­ხოთ რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის და კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ვა­ტა­როთ“,- გა­ნა­ცხა­და ვა­სილ ურუ­შა­ძემ.

"სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის ეკა ლა­ლი­აშ­ვი­ლის თქმით, ყო­ველ­წლი­უ­რად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­დეს, რად­გან არ იდ­გმე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად:

"5 წე­ლია შე­იქ­მნა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო რგო­ლი, რო­მე­ლიც წე­სით პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უნდა იყოს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ­მა სტრა­ტე­გი­ამ და­დე­ბი­თი შე­დე­გი ვერ მო­ი­ტა­ნა.

ვფიქ­რობთ, უკვე დად­გა დრო მთავ­რო­ბა და­ფიქ­რდეს და შექ­მნას წამ­ყვა­ნი უწყე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში და აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა იმ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბით, რომ­ლი­თაც არის ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად პროგ­რესს აღ­წე­ვენ ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბის კუ­თხით“, - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
5

რატომ ვერ ვშველით ავარიებს და იმიტომ, რომ არც ინფრასტრუქტურა ვარგა ქვეყანაში და არც ხალხს გვაქვს შეგნება რომ მოწესრიგებულად ვიაროთ.

ხოდა აგერაა შედეგიც.

tngh
15

საქართველოში აკვიატებული ფრაზაა: "ხალხი შიმშილით იხოცება". სინამდვილეში კი, ხალხი "მაშინომანიით" იხოცება. დროა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ხმა ამოიღოს გზებზე წესრიგის დასამყარებლად...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

ბოლო ხუთ წელში, ავარიებს საქართველოში 2 650-მდე ადამიანი ემსხვერპლა - რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე?

ავარია ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში - დაღუპულია სამი ადამიანი;

ავტოსაგზაო შემთხვევა დაბა ქვიშხეთთან - დაღუპულია ოთხი ადამიანი;

ავარია გურჯაანში - დაღუპულია ორი ადამიანი...

მხოლოდ სამ დღეში, 24-27 იანვარს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 4 ბავშვია.

ავარიების საგანგაშო მაჩვენებელი და წინა წელთან შედარებით გაზრდილი მსხვერპლი, რატომ ვერ ვშველით ტრაგედიებს გზებზე? - ამ თემაზე საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები, სხვადასხვა უწყებები, მედია და საზოგადოება, ხშირად საუბრობს, თუმცა სტატისტიკა წლიდან წლამდე უარესდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ავრცელებს ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმეს სტატისტიკას, რამაც ბოლო 5 წელში, ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

  • 2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187;
  • 2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა - გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი;
  • 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461;
  • 2018 წელს 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047;
  • 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა - გარდაიცვალა 481 ადამიანი და 7921 დაშავდა;

საერთო ჯამში, ბოლო 5 წელში გზებზე გარდაცვლილების რიცხვი 2 600 ადამიანს აჭარბებს

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი სავარაუდო მიზეზები, ძირითადად არის: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

ექსპერტები ავარიების მაღალ მაჩვენებელს მთავრობის არათანმიმდევრულ საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკას უკავშირებენ. ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ურუშაძის განცხადებით, ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები არაეფექტიანი აღმოჩნდა.

"ჩვენ გვახსოვს არაერთი ღონისძიება, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა. ჩვენ გვახსოვს ტექინსპექტირების რეფორმა, ე.წ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია შსს-ს მხრიდან, რომელიც გულისხმობდა დამატებით ვიდეო კამერების განთავსებას საავტომობილო გზებზე, გვახსოვს ქულთა სისტემა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვის გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არ გვაქვს.

კვლავ იზრდება სტატისტიკა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანის გარდაცვალების ფაქტები, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს არასწორი პრიორიტეტები და ის, რაც ხდება დღეს საავტომობილო გზებზე არის აღმასრულებელი ხელისუფლების გულგრილი და ზედაპირული დამოკიდებულება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისადმი, რომელიც უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას“ - აცხადებს ურუშაძე.

მისივე თქმით, უცნობია რა იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს იმიტომ, რომ შსს და ხელისუფლება, უბრალოდ აღწერს ავარიებს და ითვლის გარდაცვლილების თუ დაშავებულების რაოდენობას, თუმცა მიზეზების შესწავლას არ ახდენს:

"ბრალეულობა გამოდის მხოლოდ მძღოლთან მიმართებით და არ ხდება შემთხვევის საფუძვლიანი შესწავლა. თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევა უნდა იყოს მაგალითი, რომ მეორედ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ავტოსაგზაო შემთხვევა შეიძლება იყოს პროვოცირებული სხვადასხვა გამომწვევი ფაქტორებით: ინფრასტრუქტურის გაუმართავობა, ავტომობილების ტექნიკური გაუმართავობა, კლიმატური პირობები, ადამიანური ფაქტორები, მონიტორინგი, აღსრულება და სხვა უამრავი რამ.

უნდა იყოს გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომელიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული.

პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ შეიცვალოს დამოკიდებულება აღმასრულებელი ხელილსუფლების. ასევე, საპატრულო პოლიციამ დაიწყოს თითოეული ავტოსაგზაო შემთხვევის საფუძვლიანი გამოკვლევა და ყველა მაპროვოცირებელი მიზეზის დადგენა.

ერთი წლის შემდეგ ჩვენ გვექნება სურათი და საფუძველი იმისა, რომ დავინახოთ რეალური მიზეზები ავტოსაგზაო შემთხვევების და კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ“,- განაცხადა ვასილ ურუშაძემ.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით, ყოველწლიურად მოსალოდნელია, რომ ვითარება გაუარესდეს, რადგან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის გამოსასწორებლად:

"5 წელია შეიქმნა საკოორდინაციო რგოლი, რომელიც წესით პასუხისმგებელი უნდა იყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებაზე, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულმა სტრატეგიამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა.

ვფიქრობთ, უკვე დადგა დრო მთავრობა დაფიქრდეს და შექმნას წამყვანი უწყება, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში და აღჭურვილი იქნება იმ უფლებამოსილებით, რომლითაც არის ევროპულ ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად პროგრესს აღწევენ ფატალური შემთხვევების შემცირების კუთხით“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

როგორ ცდილობს ვანესა რედგრეივი ედუარდ შევარდნაძის აცეკვებას - უნიკალური კადრები 90-იანების თბილისიდან

"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა