მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

2

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 08:56-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკულტურო და და ესთეტიკისგან შორს მყოფი..." - ვინ არის რუსეთის ახალი სკანდალური კულტურის მინისტრი
"უკულტურო და და ესთეტიკისგან შორს მყოფი..." - ვინ არის რუსეთის ახალი სკანდალური კულტურის მინისტრი

"რუ­სე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს უკულ­ტუ­რო მი­ნის­ტრი" - ეს და სხვა უარ­ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა რუ­სე­თის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვას პერ­სო­ნას.

ექ­სტრა­ვა­გან­ტულ­მა ლი­უ­ბი­მო­ვამ ვლა­დი­მირ მე­დინ­სკი შეც­ვა­ლა. მან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოს­ტი 21 იან­ვარს, მას შემ­დეგ და­ი­კა­ვა, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ხა­ილ მი­შუს­ტინ­მა მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა.

კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი რუ­სეთ­ში არც თუ ისე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა, თუმ­ცა რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი წერს, ის პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა გზას იყე­ნებ­და. ად­გი­ლობ­რივ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მათ მიერ მომ­ზა­დე­ბულ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­ში მისი ძვე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ამო­წი­ეს, სა­დაც მათი თქმით, "ახა­ლი მი­ნის­ტრის ინ­ტე­რე­სე­ბი და მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ჩანს".

"კულ­ტუ­რი­სა და ეს­თე­ტი­კის­გან შორს მყო­ფი მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ვი­თომ ლი­ბე­რა­ლურ ხედ­ვა­სა და მიდ­გო­მებს ამ­კვიდ­რებს..." - ასე აფა­სე­ბენ მას რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. თუმ­ცა, სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ის თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე, ენერ­გი­უ­ლი და ძლი­ე­რი ბუ­ნე­ბის ქა­ლია.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, ის კი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და. “მისი დახ­მა­რე­ბით, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. აგ­რე­სი­უ­ლად აფა­სებ­და უაზ­როდ გა­ხარ­ჯულ ბი­უ­ჯე­ტის თან­ხას... თუმ­ცა, მა­ინც ჯო­ბია ფრთხი­ლი იმე­დე­ბი გვქონ­დეს” – წერს გა­მო­ცე­მა.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ლი­უ­ბი­მო­ვა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბარ­ში არ­სე­ბუ­ლი კი­ნოს დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლია, მას მა­ი­სურ­ზე ასე­თი ტექ­სტი აწე­რია: "ვინ ხართ? რა გინ­დათ?!. არ გიც­ნობთ და წა­დით თქვე­ნი...".

meduza.io მის რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნან­დელ ჩა­ნა­წე­რებს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უკვე ინ­ტერ­ნეტ­ში მხო­ლოდ “სქ­რი­ნე­ბის" სა­ხით მო­ი­პო­ვე­ბა, რად­გან ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მე­ბი­დან უკვე წა­შა­ლეს.

კერ­ძოდ, 2008 წელს, ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა "Живои журнал"-ში რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი, თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს, რომ "უკულ­ტუ­რო ადა­მი­ა­ნია" და ად­გენს სიას, თუ რას "ვერ იტანს" ცხოვ­რე­ბა­ში. სი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი აქვს - მუ­ზე­უ­მე­ბი, ოპე­რა, ბა­ლე­ტი, კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, თე­ატ­რი, არტ-ჰაუს ფილ­მე­ბი და ბევ­რი სხვა რამ.

"მე ვი­ყა­ვი პა­რიზ­ში, მაგ­რამ არ ვყო­ფილ­ვარ ლუვრში; მე ვი­ყა­ვი ბარ­სე­ლო­ნა­ში, მაგ­რამ არ მი­ნა­ხავს საგ­რა­და ფა­მი­ლია... სუ­ლაც არ ვოც­ნე­ბობ ვნა­ხო მონა ლი­ზას ორი­გი­ნა­ლი!.. არას­დროს ვი­ყიდ­დი ან­ტიკ­ვა­რულ ნივ­თებს!.. მე უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ტან ექ­სკურ­სი­ებს!.." – წერს ლი­უ­ბი­მო­ვა თა­ვის საკ­მა­ოდ ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რა­საც რუს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი აზ­რთას­ხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა.

რუ­სე­თის კულ­ტუ­რის ახა­ლი მი­ნის­ტრი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­ვე წერ­და, რომ არ ეს­მის, რა არის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ასე­ვე, მოს­კოვ­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვის მო­საზ­რე­ბას ასე გა­მო­ხა­ტავ­და;

“რა გი­თხრათ აბა - ჩემს ბავ­შვო­ბა­ში, მი­ტინ­გებ­ზე მხო­ლოდ ის ლო­თე­ბი და უსაქ­მუ­რე­ბი და­დი­ოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც იქ არაყს სვამ­დნენ..." - წერ­და ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვა.

სკან­და­ლუ­რი ფრა­ზე­ბი ავ­ტო­რი ოლგა ლი­უ­ბი­მო­ვა თე­ატ­რა­ლუ­რი წრი­დან მო­დის. ის შე­პ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის უმაღ­ლე­სი თე­ატ­რა­ლუ­რი სას­წავ­ლებ­ლის ლექ­ტო­რის, ბო­რის ლი­უ­ბი­მო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლია. მისი დიდი ბა­ბუა მხატ­ვრუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო. დე­დაც მსა­ხი­ო­ბი ჰყავს... თა­ვად მას მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თე­ატრმ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლურ თე­მა­ტი­კა­ზე მუ­შა­ობ­და. ამ­ზა­დებ­და გა­და­ცე­მას “Ортодокс”, “Православный календарь“ და სხვა... შემ­დეგ, ერთ-ერთი არხზე თოქ-შოუც მი­ყავ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
16

მეც იგივე აზრის ვარ.

ვფიქრობ მას მაღალი ინტელექტი აქვს და თავისუფალი ხედვა.

ზოგადად თავში ქვა უხლიათ რუსებს თავიანთი "ინტელექტუალი" 

მინისტრებით.

მზია ფანოზიშვილი
4

ფაქტია, რომ ინტელეტუალური და პრინციპული მინისტრია, მაგრამ, ეს ჩვენთვის სრულიად არაფრისმომცემი ინფორმაციაა, თანაც ეს დეტალები, დეტალები, რისთვის? არ მესმის? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"უკულტურო და და ესთეტიკისგან შორს მყოფი..." - ვინ არის რუსეთის ახალი სკანდალური კულტურის მინისტრი

"უკულტურო და და ესთეტიკისგან შორს მყოფი..." - ვინ არის რუსეთის ახალი სკანდალური კულტურის მინისტრი

"რუსეთის კულტურის სამინისტროს უკულტურო მინისტრი" - ეს და სხვა უარყოფითი შინაარსის შეფასებები მოჰყვა რუსეთის კულტურის მინისტრის ოლგა ლიუბიმოვას პერსონას.

ექსტრავაგანტულმა ლიუბიმოვამ ვლადიმირ მედინსკი შეცვალა. მან კულტურის მინისტრის პოსტი 21 იანვარს, მას შემდეგ დაიკავა, რაც პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

კულტურის ახალი მინისტრი რუსეთში არც თუ ისე ცნობილი ფიგურაა, თუმცა როგორც რუსული მედიის ნაწილი წერს, ის პოპულარობისთვის სხვადასხვა გზას იყენებდა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა მათ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში მისი ძველი ინტერვიუები ამოწიეს, სადაც მათი თქმით, "ახალი მინისტრის ინტერესები და მსოფლმხედველობა ჩანს".

"კულტურისა და ესთეტიკისგან შორს მყოფი მინისტრი, რომელიც ვითომ ლიბერალურ ხედვასა და მიდგომებს ამკვიდრებს..." - ასე აფასებენ მას რუსი ინტერნეტმომხმარებლები. თუმცა, სხვები მიიჩნევენ, რომ ის თავისუფლად მოაზროვნე, ენერგიული და ძლიერი ბუნების ქალია.

novayagazeta.ru-ს ცნობით, ის კინოს მიმართულებით ძალიან აქტიურობდა. “მისი დახმარებით, ძალიან კარგი პროექტები განხორციელდა. აგრესიულად აფასებდა უაზროდ გახარჯულ ბიუჯეტის თანხას... თუმცა, მაინც ჯობია ფრთხილი იმედები გვქონდეს” – წერს გამოცემა.

ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში აღმოაჩინეს, ლიუბიმოვა კულტურის სამინისტროს დაქვემდებარში არსებული კინოს დეპარტამენტის ხელმძღვანელია, მას მაისურზე ასეთი ტექსტი აწერია: "ვინ ხართ? რა გინდათ?!. არ გიცნობთ და წადით თქვენი...".

meduza.io მის რამდენიმე წლის წინანდელ ჩანაწერებს აქვეყნებს, რომელიც უკვე ინტერნეტში მხოლოდ “სქრინების" სახით მოიპოვება, რადგან ონლაინგამოცემებიდან უკვე წაშალეს.

კერძოდ, 2008 წელს, ონლაინგამოცემა "Живои журнал"-ში რუსეთის კულტურის ახალი მინისტრი, თავისი შეხედულებების შესახებ წერს, რომ "უკულტურო ადამიანია" და ადგენს სიას, თუ რას "ვერ იტანს" ცხოვრებაში. სიაში შეტანილი აქვს - მუზეუმები, ოპერა, ბალეტი, კლასიკური მუსიკა, თეატრი, არტ-ჰაუს ფილმები და ბევრი სხვა რამ.

"მე ვიყავი პარიზში, მაგრამ არ ვყოფილვარ ლუვრში; მე ვიყავი ბარსელონაში, მაგრამ არ მინახავს საგრადა ფამილია... სულაც არ ვოცნებობ ვნახო მონა ლიზას ორიგინალი!.. არასდროს ვიყიდდი ანტიკვარულ ნივთებს!.. მე უბრალოდ ვერ ვიტან ექსკურსიებს!.." – წერს ლიუბიმოვა თავის საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალში, რასაც რუს საზოგადოებაში დიდი აზრთასხვადასხვაობა მოჰყვა.

რუსეთის კულტურის ახალი მინისტრი სოციალურ ქსელებში ასევე წერდა, რომ არ ესმის, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, ასევე, მოსკოვში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას ასე გამოხატავდა;

“რა გითხრათ აბა - ჩემს ბავშვობაში, მიტინგებზე მხოლოდ ის ლოთები და უსაქმურები დადიოდნენ, რომლებიც იქ არაყს სვამდნენ..." - წერდა ოლგა ლიუბიმოვა.

სკანდალური ფრაზები ავტორი ოლგა ლიუბიმოვა თეატრალური წრიდან მოდის. ის შეპკინის სახელობის უმაღლესი თეატრალური სასწავლებლის ლექტორის, ბორის ლიუბიმოვის ქალიშვილია. მისი დიდი ბაბუა მხატვრული თეატრის მსახიობი იყო. დედაც მსახიობი ჰყავს... თავად მას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული.

2000-იანი წლების დასაწყისში, ტელევიზიებში მართლმადიდებლურ თემატიკაზე მუშაობდა. ამზადებდა გადაცემას “Ортодокс”, “Православный календарь“ და სხვა... შემდეგ, ერთ-ერთი არხზე თოქ-შოუც მიყავდა.

ჩინელი ქალის ჩანაწერები უხანიდან - როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც კარანტინის შემდეგ, სიჩუმემ და შიშმა დაისადგურა

ავსტრალიაში, კანბერას რეგიონში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მძვინვარებს - "სტიქია შესაძლოა უკონტროლო გახდეს"

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეროვნებით ჩინელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ოჯახის წევრები არიან, შეუძლიათ უხანიდან საევაკუაციო თვითმფრინავებით გაფრინდნენ