სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაოგნებულია დაკავებით..." - დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს
"გაოგნებულია დაკავებით..." - დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს

თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­სა და ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტის, ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლის ად­ვო­კა­ტი, სულ­ხან კო­მა­ხი­ძე აცხა­დებს, რომ მურ­ჯიკ­ნე­ლი და­კა­ვე­ბით გა­ოგ­ნე­ბუ­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში სულ­ხან კო­მა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი გუ­გე­შაშ­ვი­ლებს არ იც­ნობს და ის აღ­ნიშ­ნულ მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს უარ­ყოფს.

"მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გლ­დან­ში, გუ­შინ ღამე, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თი­დან 3 სა­ა­თამ­დე და­ა­კა­ვეს. ის სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, სახ­ლში მი­დი­ო­და. ის ამ საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბას უარ­ყოფს. გა­ოგ­ნე­ბუ­ლია და­კა­ვე­ბით, ელო­დე­ბა საქ­მის მა­სა­ლებ­ში ჩა­ხედ­ვას, რომ გა­ი­გოს მისი და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი რა არის. ამ დრომ­დე საქ­მის მა­სა­ლე­ბის გად­მო­ცე­მას ვე­ლო­დე­ბით, უკვე რამ­დენ­ჯერ­მე მივ­მარ­თეთ", - გა­ნა­ცხა­და კო­მა­ხი­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დაჭ­რი­სა და მისი შვი­ლის, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად გუ­შინ გა­მო­ა­ცხა­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ში ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. ­და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ყო­ფი­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტი ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლია.

მურ­ჯიკ­ნე­ლი 2009 წელს მომ­ხდარ მუხ­რო­ვა­ნის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ პი­რებს შო­რის იყო, თუმ­ცა სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად 2012 წელს სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მას მცხე­თის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ბრალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ წა­რუდ­გე­ნენ.

ავტორი:

"გაოგნებულია დაკავებით..." - დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს

"გაოგნებულია დაკავებით..." - დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლეიტენანტის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუგეშაშვილებს არ იცნობს და ის აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე გლდანში, გუშინ ღამე, დაახლოებით, 2 საათიდან 3 საათამდე დააკავეს. ის საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, სახლში მიდიოდა. ის ამ საქმესთან შემხებლობას უარყოფს. გაოგნებულია დაკავებით, ელოდება საქმის მასალებში ჩახედვას, რომ გაიგოს მისი დაკავების საფუძველი რა არის. ამ დრომდე საქმის მასალების გადმოცემას ველოდებით, უკვე რამდენჯერმე მივმართეთ", - განაცხადა კომახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. მას მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

ახმეტის რაიონში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცი მოკლა

"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე

ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი