პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე
"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის აიყ­ვა­ნეს, ვინც უნდა აეყ­ვა­ნათ" - ამის შე­სა­ხებ დოდო გუ­გე­შაშ­ვილ­მა მისი დაჭ­რი­სა და მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. თუმ­ცა რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, და­კა­ვე­ბულს არ იც­ნობს.

"ეს სა­ხე­ლი და გვა­რი არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა. ზაზა მურ­ჯიკ­ნელს არა­ვის ვიც­ნობ. ეს ადა­მი­ა­ნი არის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ახლა სხვა რა­ღა­ცე­ე­ბია გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ადა­მი­ა­ნია მკვლე­ლი. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ამ გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში და არა­სო­დეს არც ეჭვი შემ­პარ­ვია და არც სიჩ­ქა­რე და­მი­ნა­ხავს. გა­მო­ძი­ე­ბას ჰქონ­და მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და იმის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­და ამ პი­რის და­კა­ვე­ბა. შე­დე­გი უკვე და­ა­ყე­ნეს და ახლა მათი საქ­მეა, თუ დამ­კვე­თის ვი­ნა­ო­ბა­საც გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. რად­გან კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აიყ­ვა­ნეს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს ვინ არის , დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ის აიყ­ვა­ნეს, ვინც უნდა აეყ­ვა­ნათ" - გა­ნუ­ცხა­და დოდო გუ­გეშშ­ვილ­მა AMBEBI.GE - სთან სა­უ­ბარ­ში.

კი­თხვა­ზე, აქვს თუ არა და­ნა­ხუ­ლი მკვლე­ლის სახე და შე­უძ­ლია თუ არა მას მისი შვი­ლის მკვლე­ლის ამოც­ნო­ბა, გუ­გე­შაშ­ვი­ლი ასე პა­სუ­ხობს: "მე არ ვი­ცო­დი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვინ იყო ეს ადა­მი­ა­ნი, არა­სო­დეს მით­ქვამს რომ ვიცი მისი ვი­ზუ­ა­ლი. ვი­ზუ­ალ­ში თუ ის გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რო­გორ ეცვა, ეს სხვაა. სა­ხე­ზე და­მი­ნა­ხავს თუ არა ამა­ზე ვერც კის გე­ტყვით და ვერც - არას. ეს არის ჩემი პი­რა­დი თემა და ასეთ დე­ტა­ლებს არ ვხსნი" - აცხა­დებს დოდო გუ­გე­შა­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დაჭ­რი­სა და მისი შვი­ლის, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ყო­ფი­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტი ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, მურ­ჯიკ­ნე­ლი 2009 წელს მომ­ხდარ მუხ­რო­ვა­ნის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ პი­რებს შო­რის იყო, თუმ­ცა სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად 2012 წელს სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე

"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე

"დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ" - ამის შესახებ დოდო გუგეშაშვილმა მისი დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის შესახებ განაცხადა. თუმცა როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, დაკავებულს არ იცნობს.

"ეს სახელი და გვარი არაფერს მეუბნება. ზაზა მურჯიკნელს არავის ვიცნობ. ეს ადამიანი არის შემსრულებელი. ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანია მკვლელი. ორი წლის განმავლობაში ვიყავი ჩართული ამ გამოძიების პროცესში და არასოდეს არც ეჭვი შემპარვია და არც სიჩქარე დამინახავს. გამოძიებას ჰქონდა მყარი მტკიცებულებები და იმის საფუძველზე მოხდა ამ პირის დაკავება. შედეგი უკვე დააყენეს და ახლა მათი საქმეა, თუ დამკვეთის ვინაობასაც გამოიძიებენ. რადგან კონკრეტული პიროვნება აიყვანეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ არის , დარწმუნებული ვარ, რომ ის აიყვანეს, ვინც უნდა აეყვანათ" - განუცხადა დოდო გუგეშშვილმა AMBEBI.GE - სთან საუბარში.

კითხვაზე, აქვს თუ არა დანახული მკვლელის სახე და შეუძლია თუ არა მას მისი შვილის მკვლელის ამოცნობა, გუგეშაშვილი ასე პასუხობს: "მე არ ვიცოდი ვიზუალურად ვინ იყო ეს ადამიანი, არასოდეს მითქვამს რომ ვიცი მისი ვიზუალი. ვიზუალში თუ ის გამოიხატება როგორ ეცვა, ეს სხვაა. სახეზე დამინახავს თუ არა ამაზე ვერც კის გეტყვით და ვერც - არას. ეს არის ჩემი პირადი თემა და ასეთ დეტალებს არ ვხსნი" - აცხადებს დოდო გუგეშავილი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

ახმეტის რაიონში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცი მოკლა

"გაოგნებულია დაკავებით..." - დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებას უარყოფს

ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი