სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბურუსით მოცული საქმე, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიციელები ფიგურირებენ
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბურუსით მოცული საქმე, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიციელები ფიგურირებენ

სამი წე­ლია ზუ­რაბ ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი. 2016 წლის შემ­დეგ, გა­მო­ძი­ე­ბამ ჯერ ვერ გას­ცა პა­სუ­ხი მთა­ვარ კი­თხვას - რა გახ­და ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი?

ხუ­ციშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯახ­თან ერ­თად საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2016 წლის პირ­ველ აგ­ვის­ტოს, ღა­მის 2 სა­ათ­ზე იგი სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით სო­ფელ გლ­და­ნი­დან თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტის­კენ მი­დი­ო­და, რათა დე­და­სა და ძმას დახ­ვედ­რო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო, ხუ­ციშ­ვილს სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი და­ე­დევ­ნა და გა­ჩე­რე­ბა მოს­თხო­ვა. ეს აღ­ბეჭ­დეს მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა.

თუმ­ცა, რო­გორც საქ­მის ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია და იქე­დან უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლე­ბია ამოჭ­რი­ლი, რომ­ლე­ბიც ნა­თელს მოჰ­ფენ­და ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ხუ­ციშ­ვი­ლი არ და­ე­მორ­ჩი­ლა პატ­რუ­ლის მო­წო­დე­ბას, გა­ა­ჩე­რა ავ­ტო­მო­ბი­ლი და ფე­ხით გა­იქ­ცა მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს­კენ. პატ­რუ­ლის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი მას ფეხ­და­ფეხ, რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მო­შო­რე­ბით მის­დევ­და, თუმ­ცა ვერ და­ე­წივ­ნენ და ზუ­რაბ ხუ­ციშ­ვი­ლი მათ თვალ­წინ გა­უ­ჩი­ნარ­და.

შემ­თხვე­ვი­დან სამი დღის შემ­დეგ, მტკვარ­მა ხუ­ციშ­ვი­ლის გვა­მი გა­მო­რი­ყა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ექ­სპერ­ტი­ზამ ას­ფიქ­სია და­ად­გი­ნა. ცხე­დარ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე სი­ცო­ცხლე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, მათ შო­რის მუხ­ლებ­ზე, წვი­ვებ­ზე და თა­ვის არე­ში. დად­გინ­და ისიც, რომ ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი არ შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო.

ოჯა­ხის წევ­რე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას გა­მო­რი­ცხა­ვენ. გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის ნა­ამ­ბო­ბის მი­ხედ­ვით, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს წი­ნას­წარ ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი ხუ­ციშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა, იცოდ­ნენ მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის მარ­შრუ­ტი და მის­თვის ნარ­კო­ტი­კის ჩა­დე­ბას აპი­რებ­დნენ. ხუ­ციშ­ვი­ლის მი­მართ ძა­ლო­ვა­ნე­ბის ასეთ და­ინ­ტე­რე­სე­ბას, მა­ნა­ნა ელი­ბაშ­ვი­ლი იმით ხსნის, რომ მათ ირ­გვლივ ყვე­ლას მი­აჩ­ნდა, თით­ქოს ზურა ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო და სურ­დათ მის­თვის თან­ხის გა­მო­ძალ­ვა.

გარ­დაც­ვლი­ლის დედა ტრა­გი­კუ­ლი ღა­მის დე­ტა­ლებს აღ­წერს და იმ სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე მი­უ­თი­თებს, რაც მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

"ბე­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე "ფორ­დის" მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რედ ჩემი შვი­ლი ვე­ღარ იმორ­ჩი­ლებს მან­ქა­ნას, აჩე­რებს და მტკვრის მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­ბის. მას ორი წა­მის ინ­ტერ­ვა­ლით მოს­დევს პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი გ.კ. და ოთხი წა­მის ინ­ტერ­ვა­ლით მისი მე­წყვი­ლე მ. ხ. ოთხ წუთ­ში ად­გილ­ზე გროვ­დე­ბა შვი­დი სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟი და მათი ჩვე­ნე­ბით, მათ თით­ქოს ვერ და­ი­ნა­ხეს სად წა­ვი­და ჩემი შვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, იქ 200 კვ.მ მინ­დო­რია და იქეთ მტკვა­რია. ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლებ­და ზურა ვერ­სად წას­ვლას, მხო­ლოდ ერთი ვა­რი­ან­ტი რჩე­ბო­და - მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნა, რა­შიც და­ეხ­მარ­ნენ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლე­ბი. დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­აქ­რეს და შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­მო­ი­თხო­ვეს ყვე­ლა იმ კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბო­და, რა მოხ­და მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე და რამ აი­ძუ­ლა ჩემი შვი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა.

1-ელი აგ­ვის­ტოს ღა­მით, მა­ღა­ზი­ის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ხუ­ციშ­ვი­ლი ჩანს

და­კი­თხვი­სას გ. კ-მ აღ­ნიშ­ნა, რომ სამი მეტ­რის მო­შო­რე­ბით მის­დევ­და ჩემს შვილს და საით გა­იქ­ცა ვერ და­ი­ნა­ხა, ასე­ვე ამ­ბობს, რომ ჩემი შვი­ლის გა­და­ვარ­დნი­სა და და­ცე­მის ხმა ვერ გა­ი­გო. მტკვა­რი რომ იყო იქ, ისიც არ სცოდ­ნი­ათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­თებს რა უნ­დათ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში?! ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტი, თუ რამ­დე­ნად შე­ეძ­ლოთ პატ­რუ­ლებს და­ე­ნა­ხათ ჩემი შვი­ლი, რო­მელ­საც უკან მის­დევ­დნენ 3-5 მეტ­რის და­შო­რე­ბით, მა­შინ რო­დე­საც ეს მინ­დო­რი გა­ნა­თე­ბუ­ლი იყო. აშ­კა­რად გა­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი იტყუ­ე­ბოდ­ნენ, რომ თით­ქოს ვერ და­ი­ნა­ხეს საით წა­ვი­და ჩემი შვი­ლი" - ამ­ბობს შვილმკვდა­რი დედა.

ად­ვო­კა­ტი ლია ხუ­ციშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ნა­თე­სა­ვი­ცაა, საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რი­სა და ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის (შალ­ვა თა­დუ­მა­ძე) სა­ეჭ­ვო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობს:

"ბოლო წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია საქ­მეს ერთი ფურ­ცე­ლიც არ და­მა­ტე­ბია, ამ­ბო­ბენ ვი­ძი­ებ­თო. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, წერს წე­რი­ლებს პრო­კუ­რა­ტუ­რას და იქე­დან იღებს სტან­დარ­ტულ პა­სუხს - "მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა".

ეს საქ­მე არის ბოლო პე­რი­ო­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თეთ­რად შე­კე­რი­ლი საქ­მე. გა­მო­ძი­ე­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­მოკ­ვე­თი­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ არ ხდე­ბა ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა. მივ­მარ­თავ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რორს, ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, ნუ მიგ­ვიყ­ვა­ნენ იქამ­დე, რომ გა­ვახ­მა­უ­როთ მათი კო­მუ­ნი­კა­ცია ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. მათ კარ­გად იცი­ან რა­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი!

მივ­მარ­თავ პრე­მი­ერს, შს მი­ნისტრს, რო­მელ­მაც ეს საქ­მე კარ­გად იცის: გჭირ­დე­ბათ პო­ლი­ცი­ის რი­გებ­ში ისე­თი პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი, რო­მე­ლიც ჩვე­ნე­ბა­ში ამ­ბობს - თვალ­ში ვერ ვი­ხე­დე­ბი, ყურ­ში არ მეს­მის, თბი­ლის­ში რომ მტკვა­რი იყო, არ ვი­ცო­დიო?! გჭირ­დე­ბათ ასე­თი პატ­რუ­ლე­ბი?! ვი­თხოვთ მხო­ლოდ იმას, რომ დრო­უ­ლად წა­უ­ყე­ნონ ბრა­ლი ამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს. უნ­დათ საქ­მის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა და ბო­ლოს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, თა­რო­ზე შე­მო­დე­ბენ“ - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ოჯა­ხის კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტის და­ვით გერ­მა­ნო­ზაშ­ვი­ლის თქმით, საქ­მე­ში მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან გა­რე­უ­ლე­ბი და მათი და­ვა­ლე­ბით არ ტარ­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს რომ, არ­სე­ბობს უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე:

"ეს საქ­მე თა­ვი­დან­ვე არ იქნა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. არა არ­ცოდ­ნის, ან გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო, არა­მედ შეგ­ნე­ბუ­ლად. პი­რა­დად ვე­სა­უბ­რე გა­მომ­ძი­ე­ბელს და მი­ვუ­თი­თე კონ­კრე­ტულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებ­ზე, მაგ­რამ მან ეს არ გა­ა­კე­თა შეგ­ნე­ბუ­ლად. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი რომ დად­გე­ნი­ლი­ყო, ეს არ იყო რთუ­ლი. ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ამო­ი­ღეს ნა­წი­ლობ­რივ და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი, ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც ნა­თელს მოჰ­ფენ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის დე­ტა­ლებს, სპე­ცი­ა­ლუ­რად არ ამო­უ­ღი­ათ.

საქ­მე­ში არის უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც დგინ­დე­ბა გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის შეგ­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბამ გა­ა­კე­თა ყვე­ლა­ფე­რი, რომ არ გახ­სნი­ლი­ყო საქ­მე. იკ­ვე­თე­ბა რო­გორც გა­მომ­ძი­ებ­ლის, ისე პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლი. რას ითხოვს გარ­დაც­ვლი­ლის დედა ისეთს, რომ ვერ გა­კეთ­დეს? სამი წე­ლია ითხოვს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზის დად­გე­ნას. რად­გან მა­ლა­ვენ, გა­მო­დის რომ სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლია" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან და­ვით გერ­მა­ნო­ზაშ­ვი­ლი.

ზუ­რაბ ხუ­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ჩა­ერ­თო "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ცენ­ტრი". ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს სის­ტე­მას იმ და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა:

"ეს არის გა­მო­სა­ყო­ფი საქ­მე, მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და მუ­შა­ო­ბა ისეთ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, სა­დაც ფიქ­სირ­დე­ბა ძა­ლო­ვა­ნე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი, სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტე­ბი. საქ­მე­ზე არ­სე­ბობს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რაც ადას­ტუ­რებს, რომ პო­ლი­ცია ხუ­ციშ­ვილს სდევ­ნი­და, შვი­დი ეკი­პა­ჟია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთს არ წარ­დგე­ნია ბრა­ლი.

რამ გა­მო­იწ­ვია დევ­ნის და­წყე­ბა და რო­გორ აღ­მოჩ­ნდა მტკვრის ერთი სა­ნა­პი­რო­დან მე­ო­რე­ზე უსა­ბუ­რა­ვო ავ­ტო­მო­ბი­ლი? ელე­მენ­ტა­რულ კი­თხვებ­საც კი არ აქვს გა­ცე­მუ­ლი პა­სუ­ხე­ბი სამი წლის თავ­ზე. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, ან იმ­დე­ნად დაგ­ვი­ა­ნე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, უკვე ეფექ­ტი არ ჰქონ­და. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რის გა­მოც სა­ვა­რა­უ­დოდ ჭი­ა­ნურ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა" - აცხა­დებს ნეს­ტან ლონ­და­რი­ძე.

მე­სა­მე წე­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ საქ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის 115-ე მუხ­ლით იძი­ებს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი და იკ­ვე­თე­ბა თუ არა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი - ამ კი­თხვე­ბით AMBEBI.GE -მ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუ­ხი ჯერ არ მიგ­ვი­ღია.

საქ­მის ად­ვო­კა­ტე­ბი "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" დახ­მა­რე­ბით ამ­ზა­დე­ბენ დო­კუ­მენ­ტებს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში წარ­სად­გე­ნად, რად­გან მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად იბ­ლო­კე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
264

რაღაცეები გეშლებათ რა ეჭვებიც გაქთ ეს მერაბიშვილ ახალაების დროს ხდებოდა და დრო ნუ აგერიათ,აღარ იცით რა სტატია დაცეროთ რომ პოლიციელს ჩირქი მოსდოთ ,ესრ არ გამოგივათ გადაეცით რასამთავროებს ,,რადგან ოჯახები მათაც ყავთ და მათ გვერდით ვდგავართ ,და სტატიების გაცოცხლებას მოეშვით ,იმედი არ დაბეჭდავთ ,თავს ხომ არ შეირცხვენთ ,,ამით უფრო ნათელი გახდება თქვენი მიკერცოება

ანა
2

ქალბატონი ნანა ზღაპარში ცხოვრობთ, ჯობია გამოიღვიძოთ

ავტორი:

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბურუსით მოცული საქმე, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიციელები ფიგურირებენ

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბურუსით მოცული საქმე, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიციელები ფიგურირებენ

სამი წელია ზურაბ ხუციშვილის გარდაცვალების საქმე ბურუსით არის მოცული. 2016 წლის შემდეგ, გამოძიებამ ჯერ ვერ გასცა პასუხი მთავარ კითხვას - რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზი?

ხუციშვილი გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა და პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. 2016 წლის პირველ აგვისტოს, ღამის 2 საათზე იგი საკუთარი ავტომობილით სოფელ გლდანიდან თბილისის აეროპორტისკენ მიდიოდა, რათა დედასა და ძმას დახვედროდა. სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბების გამო, ხუციშვილს საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა და გაჩერება მოსთხოვა. ეს აღბეჭდეს მტკვრის სანაპიროზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა.

თუმცა, როგორც საქმის ადვოკატები აცხადებენ, კამერების ჩანაწერები დამონტაჟებულია და იქედან უმნიშვნელოვანესი ნაწილებია ამოჭრილი, რომლებიც ნათელს მოჰფენდა ხუციშვილის გარდაცვალების საქმეს. გამოძიების ვერსიით, ხუციშვილი არ დაემორჩილა პატრულის მოწოდებას, გააჩერა ავტომობილი და ფეხით გაიქცა მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ. პატრულის ორი თანამშრომელი მას ფეხდაფეხ, რამდენიმე მეტრის მოშორებით მისდევდა, თუმცა ვერ დაეწივნენ და ზურაბ ხუციშვილი მათ თვალწინ გაუჩინარდა.

შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, მტკვარმა ხუციშვილის გვამი გამორიყა. გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა. ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის მუხლებზე, წვივებზე და თავის არეში. დადგინდა ისიც, რომ ეს დაზიანებები სიკვდილის მიზეზი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.

ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. გარდაცვლილის დედის ნაამბობის მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ხუციშვილის დაკავება, იცოდნენ მისი გადაადგილების მარშრუტი და მისთვის ნარკოტიკის ჩადებას აპირებდნენ. ხუციშვილის მიმართ ძალოვანების ასეთ დაინტერესებას, მანანა ელიბაშვილი იმით ხსნის, რომ მათ ირგვლივ ყველას მიაჩნდა, თითქოს ზურა ძალიან მდიდარი იყო და სურდათ მისთვის თანხის გამოძალვა.

გარდაცვლილის დედა ტრაგიკული ღამის დეტალებს აღწერს და იმ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს, რაც მისი თქმით, სამართალდამცველთა ბრალეულობაზე მეტყველებს.

"ბელიაშვილის ქუჩაზე "ფორდის" მაღაზიის მიმდებარედ ჩემი შვილი ვეღარ იმორჩილებს მანქანას, აჩერებს და მტკვრის მიმართულებით გარბის. მას ორი წამის ინტერვალით მოსდევს პატრულ-ინსპექტორი გ.კ. და ოთხი წამის ინტერვალით მისი მეწყვილე მ. ხ. ოთხ წუთში ადგილზე გროვდება შვიდი საპატრულო ეკიპაჟი და მათი ჩვენებით, მათ თითქოს ვერ დაინახეს სად წავიდა ჩემი შვილი.

ცნობისთვის, იქ 200 კვ.მ მინდორია და იქეთ მტკვარია. ფიზიკურად ვერ შეძლებდა ზურა ვერსად წასვლას, მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩებოდა - მტკვარში გადავარდნა, რაშიც დაეხმარნენ პატრულის თანამშრომელები. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში ყველა მტკიცებულება გააქრეს და შეგნებულად არ გამოითხოვეს ყველა იმ კამერის ჩანაწერი, სადაც გამოჩნდებოდა, რა მოხდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რამ აიძულა ჩემი შვილი მიმართულება შეეცვალა.

1-ელი აგვისტოს ღამით, მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ხუციშვილი ჩანს

დაკითხვისას გ. კ-მ აღნიშნა, რომ სამი მეტრის მოშორებით მისდევდა ჩემს შვილს და საით გაიქცა ვერ დაინახა, ასევე ამბობს, რომ ჩემი შვილის გადავარდნისა და დაცემის ხმა ვერ გაიგო. მტკვარი რომ იყო იქ, ისიც არ სცოდნიათ. საინტერესოა, ასეთებს რა უნდათ საპატრულო პოლიციაში?! ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუ რამდენად შეეძლოთ პატრულებს დაენახათ ჩემი შვილი, რომელსაც უკან მისდევდნენ 3-5 მეტრის დაშორებით, მაშინ როდესაც ეს მინდორი განათებული იყო. აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი იტყუებოდნენ, რომ თითქოს ვერ დაინახეს საით წავიდა ჩემი შვილი" - ამბობს შვილმკვდარი დედა.

ადვოკატი ლია ხუციშვილი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ნათესავიცაა, საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურორისა და ყოფილი გენერალური პროკურორის (შალვა თადუმაძე) საეჭვო კომუნიკაციაზე საუბრობს:

"ბოლო წელიწადნახევარია საქმეს ერთი ფურცელიც არ დამატებია, ამბობენ ვიძიებთო. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი, წერს წერილებს პროკურატურას და იქედან იღებს სტანდარტულ პასუხს - "მიმდინარეობს გამოძიება".

ეს საქმე არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თეთრად შეკერილი საქმე. გამოძიება თითქმის დასრულებულია, სავარაუდო დამნაშავეები გამოკვეთილები არიან, მაგრამ არ ხდება ბრალის წაყენება. მივმართავ ქალაქის პროკურორს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ნუ მიგვიყვანენ იქამდე, რომ გავახმაუროთ მათი კომუნიკაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. მათ კარგად იციან რაზეცაა საუბარი!

მივმართავ პრემიერს, შს მინისტრს, რომელმაც ეს საქმე კარგად იცის: გჭირდებათ პოლიციის რიგებში ისეთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ჩვენებაში ამბობს - თვალში ვერ ვიხედები, ყურში არ მესმის, თბილისში რომ მტკვარი იყო, არ ვიცოდიო?! გჭირდებათ ასეთი პატრულები?! ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ დროულად წაუყენონ ბრალი ამ სამართალდამცველებს. უნდათ საქმის გაჭიანურება და ბოლოს ხანდაზმულობის გამო, თაროზე შემოდებენ“ - ამბობს ადვოკატი.

ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის დავით გერმანოზაშვილის თქმით, საქმეში მაღალჩინოსნები არიან გარეულები და მათი დავალებით არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

უფლებადამცველი აცხადებს რომ, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ გამომძიებლების მიერ პროფესიულ საქმიანობაში ჩადენილ დანაშაულზე:

"ეს საქმე თავიდანვე არ იქნა გამოძიებული. არა არცოდნის, ან გულგრილი დამოკიდებულების გამო, არამედ შეგნებულად. პირადად ვესაუბრე გამომძიებელს და მივუთითე კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა შეგნებულად. გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, ეს არ იყო რთული. ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს ნაწილობრივ და ყველაზე მთავარი, ჩანაწერები, რომელიც ნათელს მოჰფენდა გარდაცვალების დეტალებს, სპეციალურად არ ამოუღიათ.

საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება გამომძიებლების შეგნებული დანაშაული პროფესიულ საქმიანობაში. გამოძიებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არ გახსნილიყო საქმე. იკვეთება როგორც გამომძიებლის, ისე პატრულ-ინსპექტორების დანაშაული. რას ითხოვს გარდაცვლილის დედა ისეთს, რომ ვერ გაკეთდეს? სამი წელია ითხოვს შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას. რადგან მალავენ, გამოდის რომ სისტემური დანაშაულია" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან დავით გერმანოზაშვილი.

ზურაბ ხუციშვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთო "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი". ორგანიზაციის ადვოკატის განცხადებით, საქმე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სისტემას იმ დანაშაულების გამოძიების მიმართ, სადაც სავარაუდოდ, სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება:

"ეს არის გამოსაყოფი საქმე, მაგალითი იმისა, როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობა ისეთ დანაშაულებზე, სადაც ფიქსირდება ძალოვანების მიერ ჩადენილი, სავარაუდო დანაშაულის ფაქტები. საქმეზე არსებობს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ პოლიცია ხუციშვილს სდევნიდა, შვიდი ეკიპაჟია იდენტიფიცირებული, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არც ერთს არ წარდგენია ბრალი.

რამ გამოიწვია დევნის დაწყება და როგორ აღმოჩნდა მტკვრის ერთი სანაპიროდან მეორეზე უსაბურავო ავტომობილი? ელემენტარულ კითხვებსაც კი არ აქვს გაცემული პასუხები სამი წლის თავზე. სამართალდამცველები არ ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, ან იმდენად დაგვიანებით ახორციელებდნენ, უკვე ეფექტი არ ჰქონდა. საქმეში ფიგურირებენ საკმაოდ ცნობილი მაღალჩინოსნები, რის გამოც სავარაუდოდ ჭიანურდება გამოძიება" - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

მესამე წელია პროკურატურა ამ საქმეს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რა ეტაპზეა გამოძიების პროცესი და იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი - ამ კითხვებით AMBEBI.GE -მ პროკურატურას მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

საქმის ადვოკატები "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით ამზადებენ დოკუმენტებს სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოში გამოძიება შეგნებულად იბლოკება...

"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინათ

რა კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმესთან?