მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა
ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა

ცნო­ბი­ლია, რომ ცირ­კის შე­ნო­ბის ქვეშ ლავ­რენ­ტი ბე­რი­ამ სა­ცა­ვი გა­ა­კე­თა. ცირ­კი მარ­თლაც ბე­რი­ას ბრძა­ნე­ბით აშენ­და 1939 წელს და გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, იქ სა­ი­დუ­მლო ბუნ­კე­რი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ მა­შინ ყვე­ლა დუმ­და. ხმე­ბი ამ სა­ცავ­ში მარ­ცვლე­უ­ლის პირ­ვე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ბან­კის გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. რო­გორ და რა­ტომ გა­ა­კე­თა 36 წლის ბე­რი­ამ ის, რაც მსოფ­ლი­ომ თით­ქმის 60 წლის შემ­დეგ მო­ი­ფიქ­რა? კა­ცობ­რი­ო­ბამ მარ­ცვლე­უ­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი ბან­კი, რო­მელ­საც აპო­კა­ლიფ­სურ­საც უწო­დე­ბენ, მხო­ლოდ 2008 წელს შექ­მნა ნორ­ვე­გი­ა­ში და იქ მცე­ნა­რე­ე­ბის 860 000-ზე მეტი ნი­მუ­შია და­ცუ­ლი.

არ­სე­ბობს გვი­რაბმ­შე­ნე­ბელ ვლა­დი­მერ ურუ­შა­ძის მო­გო­ნე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ლავ­რენ­ტი ბე­რია ცირ­კის ქვეშ მსოფ­ლიო ჯი­შე­ბის თეს­ლის სა­ცავს აშე­ნებ­და.

"რო­დე­საც ბე­რი­ამ და­მი­ბა­რა, ცივ­მა ოფ­ლმა და­მას­ხა და მუხ­ლე­ბი ამი­კან­კალ­და:­ ვა­ი­თუ, რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა და მი­ბა­რებს, რომ გამ­კი­ცხოს-მეთ­ქი. კა­ბი­ნეტ­ში გა­ფით­რე­ბუ­ლი შე­ვე­დი, მაგ­რამ მის სა­ხეს რომ შევ­ხედე, ცოტა მო­მეშ­ვა. შე­მე­გე­ბა და ხელი ჩა­მო­მარ­თვა. შემ­დეგ და­ბა­ლი მა­გი­დის­კენ წა­მი­ძღვა, სა­დაც რბი­ლი­ სა­ვარ­ძლე­ბი იდგა. ორი­ვე რომ მოვ­კა­ლათ­დით, მი­თხრა:

- რო­გორ გი­კი­თხოთ, ამ­ხა­ნა­გო ვალ­ერი­ან, რო­გორ მი­დის თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა.­ ხომ არა­ფე­რი გჭირ­დე­ბათ, რომ და­გეხ­მა­როთ?- გმად­ლობთ, ამ­ხა­ნა­გო ბე­რია. ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რა­დაა და დახ­მა­რე­ბა არ მჭირ­დე­ბა, - ვუ­პა­სუ­ხე ბე­რი­ას.- რო­გორ, კაცო (ბე­რი­ამ შე­ნო­ბით მომ­მარ­თა), პი­რა­და­დაც არა­ფე­რი გინ­და? აი, მა­გა­ლი­თად, ოჯახ­ში. რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ პა­ტა­რა თხოვ­ნაც არ გაქვს ჩემ­თან.- ნამ­დვი­ლად არა, ამ­ხა­ნა­გო ბე­რია. დიდი მად­ლო­ბა ყუ­რა­დღე­ბის­თვის, ვუ­თხა­რი და თან ვცდი­ლობ­დი, გა­მო­მეც­ნო, რა სურ­და ამ კაცს ჩემ­გან.- კარ­გი. მა­შინ მე მაქვს ერთი თხოვ­ნა შენ­თან და კარ­გად მო­მის­მი­ნე. გა­ვი­კი­თხე და მი­თხრეს, ურუ­შა­ძე­ზე უკეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუნ­კე­რებს ვე­რა­ვინ აშე­ნებ­სო. სულ მალე ახა­ლი ცირ­კის მშე­ნებ­ლო­ბას ვი­წყებთ­. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი ნეპ­რინ­ცე­ვი და სა­გუ­ნე­ცი არი­ან. იც­ნობ, ალ­ბათ.- დიახ. კარ­გად ვიც­ნობ მათ და კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან, - ვთქვი მე.- ჰოდა, ძა­ლი­ან კარ­გი. არ­ჩე­ვან­ში­ არ შევ­მცდარ­ვარ. მინ­და, შენც ჩა­ერ­თო ამ პრო­ექ­ტში და ფუნ­და­მენ­ტთან ერ­თად, სა­ნამ­ მთა­ვარ შე­ნო­ბას ამო­იყ­ვა­ნენ, უზარ­მა­ზა­რი ბუნ­კე­რი ამი­შე­ნო იქ. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია?- დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია. ბუნ­კე­რი თავ­დ­აც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბა უნდა იყოს? - ვკი­თხე მე.- არა. ის უნდა იყოს სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რის, მარ­ცვლე­უ­ლი­სა და მსგავ­სი ჯი­შე­ბის სა­ცა­ვი, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთ­ხოდ შე­ნახ­ვის ყვე­ლა წე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, - გან­მი­მარ­ტა ბე­რი­ამ.- ესე იგი, თერ­მუ­ლი, - ვთქვი მე და და­ვა­ყო­ლე, - ისეთ თერ­მულ ბუნ­კერს ავა­შე­ნებ, მას­ში შე­ნა­ხუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი ათას წე­ლი­წადს გაძ­ლებს!

ბე­რი­ას კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­სულს თით­ქოს­ ფრთე­ბი მქონ­და შეს­ხმუ­ლი, მაგ­რამ კი­დეც მე­ში­ნო­და, რა­დაც უნდა დამ­ჯდო­მო­და, ბუნ­კე­რი ისე უნდა ამე­შე­ნე­ბი­ნა, ბე­რი­ას მოს­წო­ნე­ბო­და, არ უნდა შემ­შლო­და, თო­რემ სა­კუ­თა­რი თა­ვით ვა­გებ­დი პა­სუხს. სა­ბო­ლო­ოდ, 80 მეტრ სიღ­რმე­ზე მდე­ბა­რე ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ბუნ­კე­რი, რო­მელ­საც ორი შე­ნიღ­ბუ­ლი შე­სას­ვლე­ლი ჰქონ­და (სამ­ხრე­თი­დან და ჩრდი­ლო­ე­თი­დან), თა­ვად ბე­რი­ამ ჩა­ი­ბა­რა და ხელი მტკი­ცედ ჩა­მო­მარ­თვა!".

ამის შემ­დეგ ცირ­კის­ქვე­შა სა­ცა­ვის შესა­ხებ არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­გია. ბოლო წლებ­ში კი კი­დევ ერთი საბ­ჭო­თა ოფიც­რის, დო­მენ­ტი სურ­გუ­ლა­ძის მო­გო­ნე­ბაც გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბო­და, ამ სა­ცავს 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და იქ ღა­მით ყუ­თე­ბით შეჰ­ქონ­დათ სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლე­ბიო.

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ქა­ლა­ქის მხცო­ვან ინ­ჟი­ნერს, ოლეგ შუ­ბი­თი­ძეს ესა­უბ­რა:

- ცირ­კის გორა დე­და­ქა­ლა­ქის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი ად­გი­ლია, სპე­ცი­ფი­კუ­რიც არის იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ამ მი­და­მო­ებ­ში­ მტკვარს თბი­ლი­სის ხე­ვის მდი­ნა­რე­ე­ბი უერ­თდე­ბა, ანუ ზო­მი­ე­რად ნეს­ტი­ა­ნი ად­გი­ლია, რაც ამ არე­ალ­ში თეს­ლის შე­სა­ნა­ხად ხელ­საყ­რელ მიკ­როკ­ლი­მატს შექ­მნი­და. ცირ­კის­ქვე­შა ფარ­თო­ბიც ხელ­საყ­რე­ლი ზო­მის გახ­ლავთ სა­ცა­ვის ასა­შე­ნებ­ლად. ბე­რია მო­აზ­როვ­ნე კაცი იყო და, ალ­ბათ, ეს გა­რე­მო­ე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

- არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ მან ეს სა­ცა­ვი­ გა­ა­კე­თა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ზე ბირ­თვუ­ლი თავდ­ა­სხმის შემ­თხვე­ვის­თვის, რისი ში­შიც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ სა­ხელ­მწი­ფოს ჰქონ­და.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია. საბ­ჭო­უ­რი სის­ტე­მა­ მსოფ­ლიო ბა­ტო­ნო­ბა­ზე იყო აგე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, ელო­და თავ­დას­ხმებ­საც. თუმ­ცა, არც ის არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ბე­რი­ას მცე­ნა­რე­თა თეს­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სამ­რავ­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­და. ომის შემ­დეგ მარ­თლაც გა­ჩაღ­და სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა ახა­ლი ჯი­შე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად. თუმ­ცა ბე­რი­ას არ დას­ცალ­და - ხრუშ­ჩო­ვის ბრძა­ნე­ბით­ დახ­ვრი­ტეს. რო­გორც მსმე­ნია, ბე­რი­ას ბრძა­ნე­ბით ცირ­კის კი­ბე­ში იმ სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ქვე­ბია ჩა­ყო­ლე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც და­ან­გრ­იეს. მა­გა­ლი­თად, ვე­რის ძვე­ლი, ხო­ჯე­ვან­ქის­ სომ­ხუ­რი, სო­ლო­ლა­კის კა­თო­ლი­კუ­რი და ლუ­თე­რა­ნუ­ლი სა­საფ­ლა­ო­ე­ბი. სა­საფ­ლა­ო­ე­ბის ნგრე­ვას მის­თვის სი­კე­თე არ მო­უ­ტა­ნია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ZAZA
0

ალბათ ხრუშცოვი მართლაც ყველაფერს გააკთებდა თან ისეთი რეგვენი იყო. ქართველების გადასახლებაც უნდოდა. თავის მემუარებში, (აშშ გადასახლდა) ბოლოს! მხატვრებს ებოდიშება რა ემი საქე იყო მხატვრობაზე ლაპარაკიო! არაფრის აზრზე არ იყო და თურმე პირსახოცივით ენა გადმოაგდო საუკეთესო "მოდერნი" მხატვრების და მოქანდაკეების ნამუშევრებს დასცინოდა. მერე კი მოითხოვა სწორედ ერნსტ ნეიზვესტნიმ გააკეთოს ჩემი საფლავის ქვაო.. თბილისში ბატონი მერაბ მამარდაშვილის ქანდაკება ამ მოქანდაკეს ეკუთვნის (ქოცებს ვანათლებ) ბოდიში. ბუნკერზე დარწმუნებული ვარ ხრუშჩოვი არაფერს დაგვიტოვებდა მას მიაჩნდა რომ საქართველო რუსეთის საკუთრებაა! გეცნობათ!

ირაკლის
0

ფორდზე ძლიერ მენეჯერად აღიარა მსოფლიომ ბდერიაო წერს ვინმე ბრძენი ირაკლი.. ჯერ ხომ ბოდიალი რა დროს ბირთვული ომის საშისროებაო! და თან ვინ აღიარა მსოფლიო მენეჯერად ბერია ?! ვინც იყო მსოფლიო მენეჯერიც და გენიოსიც , ფორდი აგერ მის ქვეყანას ეტყობა დღეს და რაც იყვნენ შენი მსოფლიო მენეჯერები. სტალინ -ბერია აგერ ეტყობა ჩამოფხავებულ რუსეთს. რაც შეეხება ბუნკერს ნეტა სხვა უამრავი გვირაბი გაწმინდონ და მოაწესრიგონ თორემ საწყობი და მარაგი .. აღარ მინდა თქვენ სხვა ქვეყნებისა ნახეთ. შეეშვით ოცნებას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა

ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა

ცნობილია, რომ ცირკის შენობის ქვეშ ლავრენტი ბერიამ საცავი გააკეთა. ცირკი მართლაც ბერიას ბრძანებით აშენდა 1939 წელს და გამორიცხული არ არის, იქ საიდუმლო ბუნკერი ყოფილიყო, თუმცა ამის შესახებ მაშინ ყველა დუმდა. ხმები ამ საცავში მარცვლეულის პირველი გენეტიკური ბანკის განთავსების შესახებ ძალიან საინტერესოა. როგორ და რატომ გააკეთა 36 წლის ბერიამ ის, რაც მსოფლიომ თითქმის 60 წლის შემდეგ მოიფიქრა? კაცობრიობამ მარცვლეულის გენეტიკური ბანკი, რომელსაც აპოკალიფსურსაც უწოდებენ, მხოლოდ 2008 წელს შექმნა ნორვეგიაში და იქ მცენარეების 860 000-ზე მეტი ნიმუშია დაცული.

არსებობს გვირაბმშენებელ ვლადიმერ ურუშაძის მოგონებები, რომლის მიხედვით, ლავრენტი ბერია ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავს აშენებდა.

"როდესაც ბერიამ დამიბარა, ცივმა ოფლმა დამასხა და მუხლები ამიკანკალდა: ვაითუ, რაღაც არ მოეწონა და მიბარებს, რომ გამკიცხოს-მეთქი. კაბინეტში გაფითრებული შევედი, მაგრამ მის სახეს რომ შევხედე, ცოტა მომეშვა. შემეგება და ხელი ჩამომართვა. შემდეგ დაბალი მაგიდისკენ წამიძღვა, სადაც რბილი სავარძლები იდგა. ორივე რომ მოვკალათდით, მითხრა:

- როგორ გიკითხოთ, ამხანაგო ვალერიან, როგორ მიდის თქვენი საქმიანობა. ხომ არაფერი გჭირდებათ, რომ დაგეხმაროთ?- გმადლობთ, ამხანაგო ბერია. ყველაფერი ნორმალურადაა და დახმარება არ მჭირდება, - ვუპასუხე ბერიას.- როგორ, კაცო (ბერიამ შენობით მომმართა), პირადადაც არაფერი გინდა? აი, მაგალითად, ოჯახში. როგორ დავიჯერო, რომ პატარა თხოვნაც არ გაქვს ჩემთან.- ნამდვილად არა, ამხანაგო ბერია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ვუთხარი და თან ვცდილობდი, გამომეცნო, რა სურდა ამ კაცს ჩემგან.- კარგი. მაშინ მე მაქვს ერთი თხოვნა შენთან და კარგად მომისმინე. გავიკითხე და მითხრეს, ურუშაძეზე უკეთ საქართველოში ბუნკერებს ვერავინ აშენებსო. სულ მალე ახალი ცირკის მშენებლობას ვიწყებთ. პროექტის ავტორები ნეპრინცევი და საგუნეცი არიან. იცნობ, ალბათ.- დიახ. კარგად ვიცნობ მათ და კარგი სპეციალისტები არიან, - ვთქვი მე.- ჰოდა, ძალიან კარგი. არჩევანში არ შევმცდარვარ. მინდა, შენც ჩაერთო ამ პროექტში და ფუნდამენტთან ერთად, სანამ მთავარ შენობას ამოიყვანენ, უზარმაზარი ბუნკერი ამიშენო იქ. ეს შესაძლებელია?- დიახ, შესაძლებელია. ბუნკერი თავდაცვითი ნაგებობა უნდა იყოს? - ვკითხე მე.- არა. ის უნდა იყოს სხვადასხვა მცენარის, მარცვლეულისა და მსგავსი ჯიშების საცავი, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოდ შენახვის ყველა წესის გათვალისწინებით, - განმიმარტა ბერიამ.- ესე იგი, თერმული, - ვთქვი მე და დავაყოლე, - ისეთ თერმულ ბუნკერს ავაშენებ, მასში შენახული მცენარეები ათას წელიწადს გაძლებს!

ბერიას კაბინეტიდან გამოსულს თითქოს ფრთები მქონდა შესხმული, მაგრამ კიდეც მეშინოდა, რადაც უნდა დამჯდომოდა, ბუნკერი ისე უნდა ამეშენებინა, ბერიას მოსწონებოდა, არ უნდა შემშლოდა, თორემ საკუთარი თავით ვაგებდი პასუხს. საბოლოოდ, 80 მეტრ სიღრმეზე მდებარე ორსართულიანი ბუნკერი, რომელსაც ორი შენიღბული შესასვლელი ჰქონდა (სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან), თავად ბერიამ ჩაიბარა და ხელი მტკიცედ ჩამომართვა!".

ამის შემდეგ ცირკისქვეშა საცავის შესახებ არავის არაფერი გაუგია. ბოლო წლებში კი კიდევ ერთი საბჭოთა ოფიცრის, დომენტი სურგულაძის მოგონებაც გამოჩნდა, რომელიც ირწმუნებოდა, ამ საცავს 20 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი და იქ ღამით ყუთებით შეჰქონდათ საზღვარგარეთიდან შემოტანილი მცენარეების თესლებიო.

"კვირის პალიტრა" ქალაქის მხცოვან ინჟინერს, ოლეგ შუბითიძეს ესაუბრა:

- ცირკის გორა დედაქალაქისთვის ძალზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია, სპეციფიკურიც არის იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიდამოებში მტკვარს თბილისის ხევის მდინარეები უერთდება, ანუ ზომიერად ნესტიანი ადგილია, რაც ამ არეალში თესლის შესანახად ხელსაყრელ მიკროკლიმატს შექმნიდა. ცირკისქვეშა ფართობიც ხელსაყრელი ზომის გახლავთ საცავის ასაშენებლად. ბერია მოაზროვნე კაცი იყო და, ალბათ, ეს გარემოება გამოიყენა.

- არსებობს ვარაუდი, რომ მან ეს საცავი გააკეთა საბჭოთა კავშირზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევისთვის, რისი შიშიც, მოგეხსენებათ, ამ სახელმწიფოს ჰქონდა.

- შესაძლებელია. საბჭოური სისტემა მსოფლიო ბატონობაზე იყო აგებული და შესაბამისად, ელოდა თავდასხმებსაც. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ბერიას მცენარეთა თესლი საქართველოში გასამრავლებლად სჭირდებოდა. ომის შემდეგ მართლაც გაჩაღდა სამეცნიერო მუშაობა ახალი ჯიშების გამოსაყვანად. თუმცა ბერიას არ დასცალდა - ხრუშჩოვის ბრძანებით დახვრიტეს. როგორც მსმენია, ბერიას ბრძანებით ცირკის კიბეში იმ სასაფლაოების ქვებია ჩაყოლებული, რომლებიც დაანგრიეს. მაგალითად, ვერის ძველი, ხოჯევანქის სომხური, სოლოლაკის კათოლიკური და ლუთერანული სასაფლაოები. სასაფლაოების ნგრევას მისთვის სიკეთე არ მოუტანია. წაიკითხეთ სრულად