სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას - 3 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ და არ დაინფიცირდებით
აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას - 3 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ და არ დაინფიცირდებით

ზამ­თა­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ო­დია და მათ­გან და­სა­ცა­ვად ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დეს ატა­რე­ბენ. ამ ეტაპ­ზე ასე­თი პირ­ბა­დე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ახალ ე.წ. კო­რო­ნა ვირუსს ებ­რძვი­ან, თუმ­ცა გარ­და ამი­სა, ჩი­ნე­ლე­ბი მათ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვა­დაც იყე­ნე­ბენ.

ვირუ­სო­ლო­გე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნიღ­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას, თუმ­ცა არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ისი­ნი ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რისკს ამ­ცი­რე­ბენ.

სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი პირ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მე-18 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მა­შინ მათ არ იყე­ნებ­დნენ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში, სა­ნამ 1919 წელს მსოფ­ლი­ო­ში ეს­პა­ნუ­რი გრი­პის ვირუს­მა არ იფეთ­ქა, რო­მელ­საც რო­გორც BBC წერს, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ლონ­დო­ნის St George's- ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი დე­ვიდ ქე­რინგტო­ნი BBC-სთან ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ჰა­ე­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან დამ­ცა­ვი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, რად­გა­ნაც მას არ აქვს დამ­ცა­ვი ფილტრი და ასე­ვე, თვა­ლე­ბი მა­ინც და­უც­ვე­ლი რჩე­ბა. ვირუ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი სწო­რედ ჰა­ე­რით ვრცელ­დე­ბა.

"მაგ­რამ ამ ნიღ­ბებს შე­უძ­ლი­ათ მცი­რე­დით შე­ამ­ცი­რონ ვირუ­სის გა­და­დე­ბის რის­კი, თუ აღ­მოჩ­ნდე­ბით ვირუ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ასე­ვე ის და­გი­ცავთ ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის­გან“, - ამ­ბობს ექი­მი.

2016 წელს ახალ სამ­ხრეთ უელსში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხეს ხე­ლით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 23-ჯერ ეხე­ბი­ან და თუ საქ­მე ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დებ ვირუს­თან გვაქვს და სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი გვი­კე­თია, ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­და­რე­ბით და­ცუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

მაგ­რამ რო­გორც მო­ლე­კუ­ლუ­რი ვირუ­სე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ნო­ტინ­გე­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ჯო­ნა­თან ბოლი ამ­ბობს, სა­ერ­თო ჯამ­ში, ნიღ­ბის ტა­რე­ბა მა­ინც არა­ე­ფექ­ტუ­რია.

"თუკი ჩავ­ხე­დავთ კვლე­ვას, სა­დაც ნიღ­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, ვნა­ხავთ, რომ არც ისე ეფექ­ტუ­რია და ამას თა­ვი­სი ბევ­რი მი­ზე­ზი აქვს. ერთ-ერთი მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თსა და იმა­ვე ნი­ღაბს დიდი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში იყე­ნე­ბენ“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ბოლი.

ექიმ კო­ნორ ბამ­ფორ­დის თქმით კი, სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღაბ­ზე უფრო ეფექ­ტუ­რი ჰი­გი­ე­ნის მარ­ტი­ვი წე­სე­ბის დაც­ვაა.

აი­ფა­რეთ პირ­ზე ხელი და­ცე­მი­ნე­ბის დროს, და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი და ასე­ვე, პირ­თან არ მი­ი­ტა­ნოთ, თუ და­ბა­ნი­ლი არ გაქვთ, ამით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ამ­ცი­რებთ რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სის გა­და­დე­ბის შანსს - ამ­ბობს ექი­მი.

ბრი­ტა­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ვირუ­სე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად სამ მთა­ვარ მე­თოდს გა­მო­ყო­ფენ:

1. და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად თბი­ლი წყლი­თა და საპ­ნით.

2. თავი აა­რი­დეთ თვა­ლებ­სა და ცხვირ­ზე ხე­ლით შე­ხე­ბას.

3. და­ი­ცა­ვით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი.

"რა თქმა უნდა, არის რა­ღაც სა­სარ­გებ­ლო ნიღ­ბის ტა­რე­ბა­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე­დი. უფრო კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­ცენ­ტრირ­დე­ბი­ან პი­რად და ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა­ზე", - ამ­ბობს ექი­მი ჯეიკ და­ნინ­გი BBC-სთან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანტეხნიკი
14

როგორც იქნა გამოჩნდა ვინც გაბედა ამის ხმამაღლა თქმა თუმცა ის აღარ გვითხრა რა უარყოფითი

Zaza
6

სისულელეა!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას - 3 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ და არ დაინფიცირდებით

აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას - 3 წესი, რომელიც უნდა დაიცვათ და არ დაინფიცირდებით

ზამთარი ვირუსული ინფექციების გავრცელების პერიოდია და მათგან დასაცავად ბევრ ქვეყანაში სამედიცინო პირბადეს ატარებენ. ამ ეტაპზე ასეთი პირბადე განსაკუთრებით პოპულარულია ჩინეთში, სადაც ადამიანები ახალ ე.წ. კორონა ვირუსს ებრძვიან, თუმცა გარდა ამისა, ჩინელები მათ დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავადაც იყენებენ.

ვირუსოლოგები სკეპტიკურად უყურებენ ჰაერწვეთოვანი ვირუსების წინააღმდეგ ნიღბების ეფექტურობას, თუმცა არსებობს საფუძველი და მტკიცებულებები, რომ ისინი ხელიდან პირით გადამდები ვირუსების გავრცელების რისკს ამცირებენ.

სამედიცინო ნიღბები პირველად საავადმყოფოებში მე-18 საუკუნის მიწურულს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ მათ არ იყენებდნენ საჯარო სივრცეებში, სანამ 1919 წელს მსოფლიოში ესპანური გრიპის ვირუსმა არ იფეთქა, რომელსაც როგორც BBC წერს, დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ლონდონის St George's- ის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი დევიდ ქერინგტონი BBC-სთან ამბობს, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბები საჯარო სივრცეებში ჰაერით გადამდები ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დამცავი ეფექტური საშუალება არ არის, რადგანაც მას არ აქვს დამცავი ფილტრი და ასევე, თვალები მაინც დაუცველი რჩება. ვირუსების უმეტესობა კი სწორედ ჰაერით ვრცელდება.

"მაგრამ ამ ნიღბებს შეუძლიათ მცირედით შეამცირონ ვირუსის გადადების რისკი, თუ აღმოჩნდებით ვირუსიანი ადამიანების გარემოცვაში. ასევე ის დაგიცავთ ხელიდან პირით გადამდები ვირუსებისგან“, - ამბობს ექიმი.

2016 წელს ახალ სამხრეთ უელსში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები სახეს ხელით ერთი საათის განმავლობაში, დაახლოებით, 23-ჯერ ეხებიან და თუ საქმე ხელიდან პირით გადამდებ ვირუსთან გვაქვს და სამედიცინო ნიღაბი გვიკეთია, ამ შემთხვევაში, შედარებით დაცულები ვიქნებით.

მაგრამ როგორც მოლეკულური ვირუსების სპეციალისტი, ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონათან ბოლი ამბობს, საერთო ჯამში, ნიღბის ტარება მაინც არაეფექტურია.

"თუკი ჩავხედავთ კვლევას, სადაც ნიღბის ეფექტურობაზეა საუბარი, ვნახავთ, რომ არც ისე ეფექტურია და ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანები ერთსა და იმავე ნიღაბს დიდი დროის განმავლობაში იყენებენ“, - ამბობს პროფესორი ბოლი.

ექიმ კონორ ბამფორდის თქმით კი, სამედიცინო ნიღაბზე უფრო ეფექტური ჰიგიენის მარტივი წესების დაცვაა.

აიფარეთ პირზე ხელი დაცემინების დროს, დაიბანეთ ხელები და ასევე, პირთან არ მიიტანოთ, თუ დაბანილი არ გაქვთ, ამით მნიშვნელოვნად შეამცირებთ რესპირატორული ვირუსის გადადების შანსს - ამბობს ექიმი.

ბრიტანელი მედიკოსები ვირუსებისგან თავის დასაცავად სამ მთავარ მეთოდს გამოყოფენ:

1. დაიბანეთ ხელები რეგულარულად თბილი წყლითა და საპნით.

2. თავი აარიდეთ თვალებსა და ცხვირზე ხელით შეხებას.

3. დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესები.

"რა თქმა უნდა, არის რაღაც სასარგებლო ნიღბის ტარებაში, მაგრამ ძალიან მცირედი. უფრო კარგი იქნება, თუ ადამიანები კონცენტრირდებიან პირად და ხელების ჰიგიენაზე", - ამბობს ექიმი ჯეიკ დანინგი BBC-სთან საუბრისას.

სტიქაროსანის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახია - რას ამბობს თემქის ეკლესიის მოძღვარი

კადრები, სადაც ჩანს როგორ აჯარიმებს კახეთის პოლიცია გოგონას ხელის სათხოვნელად მისულ სასიძოს და მის მეგობრებს

თემქაზე, ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანს კორონავირუსი დაუდასტურდა