სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიების შემზარავი სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2019 საქართველოში
ავარიების შემზარავი სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2019 საქართველოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 5839 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რა დრო­საც 481 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 7921 და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცია „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსფრ­თხო გზე­ბის­თვის“ ავ­რცე­ლებს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან „სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსფრ­თხო გზე­ბის­თვის“ აც­ნო­ბეს, 2019 წელს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ღუ­პულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 5 %-ით გა­ი­ზარ­და (22 ადა­მი­ა­ნით მეტი და­ი­ღუ­პა), ხოლო საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი 9,5%-ით, და­შა­ვე­ბუ­ლო­ბა კი 12 %-ით შემ­ცირ­და.

კერ­ძოდ, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 6432 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 602 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 9187.

2016 წელს მოხ­და 6939 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, გარ­და­იც­ვა­ლა 581 და და­შავ­და 9951 ადა­მი­ა­ნი. 2017 წელს 6079 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 517 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 8461. რაც შე­ე­ხე­ბა 2018 წელს, ჯამ­ში 6452 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რა დრო­საც გარ­და­იც­ვა­ლა 459 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 9047.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვებს, თბი­ლის­ში 2019 წელს წინა წელ­თან შე­და­რე­ბით და­ღუ­პულ პირ­თა რი­ცხვი 10 %-ით გა­ი­ზარ­და (9 ადა­მი­ა­ნით მეტი და­ი­ღუ­პა) , ხოლო საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი 8%-ით, და­შა­ვე­ბუ­ლო­ბა კი 11%-ით შემ­ცირ­და.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კი­დან ირ­კვე­ვა, 2019 წელს თბი­ლის­ში 2891 ავა­რია მოხ­და, და­ი­ღუ­პა 100 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 3430.

რაც შე­ე­ხე­ბა წინა წლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, 2018 წელს დე­და­ქა­ლაქ­ში 3155 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და, და­ი­ღუ­პა 91 და და­შავ­და 3872 ადა­მი­ა­ნი. 2017 წელს 2934 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვაა მომ­ხდა­რი, და­ღუ­პუ­ლია 87 და და­შა­ვე­ბუ­ლია 3611 ადა­მი­ა­ნი. 2016 წელს კი, 3264 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მომ­ხდა­რი, და­ღუ­პუ­ლია 98 და და­შა­ვე­ბუ­ლია 4173 ადა­მი­ა­ნი. რაც შე­ე­ე­ბა 2015 წელს, 2995 ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს და­ი­ღუ­პა 90 და და­შავ­და 3834 ადა­მი­ა­ნი.

ამას­თან, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, 2019 წელს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 16 წლამ­დე 19 მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა, სა­ი­და­ნაც 16 მგზავ­რი იყო, 3 კი ქვე­ი­თი. და­შავ­და 853 ადა­მი­ა­ნი.

წინა წლე­ბის სტა­ტის­ტი­კა კი ასე­თია: 2018 წელს 21 მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა და 1012 და­შავ­და, 2017 წელს 23 და­ი­ღუ­პა და 955 და­სავ­და. 2016 წელს - 17 დი­ღუ­პა და 1019 და­შავ­და, ხოლო 2015 წელს 28 მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა და 912 და­შავ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვევ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ესე­ნია: შემ­ხვედ­რი მოძ­რა­ო­ბის ზოლ­ში გა­დას­ვლა ან გას­წრე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა; მოძ­რა­ო­ბის დად­გე­ნი­ლი სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა; სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა ალ­კოჰო­ლუ­რი სიმ­თვრა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჟა
0

ეს არის ერის გენოციდი.

 

დევნილი კოლხი
4

ე.ი. ფხიზელი მძღოლები მეტს არღვევენ, ვიდრე მთვრალები?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ავარიების შემზარავი სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2019 საქართველოში

ავარიების შემზარავი სტატისტიკა - რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2019 საქართველოში

საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ აცნობეს, 2019 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოში დაღუპულ პირთა რაოდენობა 5 %-ით გაიზარდა (22 ადამიანით მეტი დაიღუპა), ხოლო საგზაო შემთხვევები 9,5%-ით, დაშავებულობა კი 12 %-ით შემცირდა.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში 6432 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 602 ადამიანი და დაშავდა 9187.

2016 წელს მოხდა 6939 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 581 და დაშავდა 9951 ადამიანი. 2017 წელს 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 517 ადამიანი და დაშავდა 8461. რაც შეეხება 2018 წელს, ჯამში 6452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც გარდაიცვალა 459 ადამიანი და დაშავდა 9047.

რაც შეეხება დედაქალაქში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს, თბილისში 2019 წელს წინა წელთან შედარებით დაღუპულ პირთა რიცხვი 10 %-ით გაიზარდა (9 ადამიანით მეტი დაიღუპა) , ხოლო საგზაო შემთხვევები 8%-ით, დაშავებულობა კი 11%-ით შემცირდა.

როგორც ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2019 წელს თბილისში 2891 ავარია მოხდა, დაიღუპა 100 ადამიანი და დაშავდა 3430.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს დედაქალაქში 3155 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 91 და დაშავდა 3872 ადამიანი. 2017 წელს 2934 ავტოსაგზაო შემთხვევაა მომხდარი, დაღუპულია 87 და დაშავებულია 3611 ადამიანი. 2016 წელს კი, 3264 ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარი, დაღუპულია 98 და დაშავებულია 4173 ადამიანი. რაც შეეება 2015 წელს, 2995 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა 90 და დაშავდა 3834 ადამიანი.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, 2019 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 16 წლამდე 19 მოზარდი დაიღუპა, საიდანაც 16 მგზავრი იყო, 3 კი ქვეითი. დაშავდა 853 ადამიანი.

წინა წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2018 წელს 21 მოზარდი დაიღუპა და 1012 დაშავდა, 2017 წელს 23 დაიღუპა და 955 დასავდა. 2016 წელს - 17 დიღუპა და 1019 დაშავდა, ხოლო 2015 წელს 28 მოზარდი დაიღუპა და 912 დაშავდა.

რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ესენია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა; მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება; სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს - "საკეისრო კვეთა დაგვიანებით ჩატარდა"

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

მარტყოფში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში 18-წლიან სასჯელს იხდიდა - რას ყვება მონასტრის წინამძღვარი