პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მღვდელ-მონაზონს, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა, მღვდელმსახურება აეკრძალა
მღვდელ-მონაზონს, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა, მღვდელმსახურება აეკრძალა

მღვდელ­მო­ნა­ზონ ან­დრია სა­რი­ას მღვდელმსა­ხუ­რე­ბა აეკ­რძა­ლა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი. გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბა 20 იან­ვრით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ეკ­ლე­სიო დე­ბუ­ლე­ბა­თა და ეთი­კის ნორ­მე­ბის დაც­ვის საბ­ჭო­ის მიერ (16.12.2019) და ჩვე­ნი ბრძა­ნე­ბით (N205) გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის იერ­არ­ქთა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მი­მართ მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით კვლავ გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის გამო მღვდელ­მო­ნა­ზონ ან­დრი­ას (სა­რია) აეკ­რძა­ლოს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბა და მი­ე­ცეს დრო სი­ნა­ნუ­ლის­თვის. (სა­ფუძ­ვე­ლი მო­ცი­ქულ­თა 55-ე და მე-2 მსოფ­ლიო სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბის მე-6 კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვა)“,-ნათ­ქვა­მია ბრძა­ნე­ბა­ში.

ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს და­უ­კავ­შირ­და, რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქო­ში აცხა­დე­ბენ, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბრი­ფინ­გი ჩა­ი­ნიშ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, 9 იან­ვარს მღვდელ-მო­ნა­ზონ­მა გლ­და­ნის ცი­ხე­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზი აზი­ა­რა. მამა ან­დრია სა­რი­ას თქმით, გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, რაც ეკ­ლე­სი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს.

"სა­უბ­რის მთა­ვა­რი თემა იყო ავად­მყო­ფო­ბა. მო­ლო­დი­ნი შე­წყა­ლე­ბის, რა თქმა უნდა, ჰქონ­და, მაგ­რამ არა ისეთ დო­ნე­ზე, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო. რე­ა­ლო­ბა­საც აც­ნო­ბი­ე­რებს. მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რომ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, არ ელო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, ნამ­დვი­ლად არ არის სა­ხარ­ბი­ე­ლო. რო­გორც გუ­შინ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მაც აღ­ნიშ­ნა, ასეთ პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც ექ­სპერ­ტებ­მაც გა­ა­კე­თეს დას­კვნე­ბი, მეც შე­მიძ­ლია გა­ვი­მე­ო­რო, რაც ვნა­ხე ჩემი თვა­ლით, ეს არის ადა­მი­ა­ნის გა­წირ­ვა, გა­წირ­ვა რო­გორც ეკ­ლე­სი­ის, ისე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. ეს არის ჩემი პი­რა­დი გან­წყო­ბი­ლე­ბა. სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა და ეს უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს რო­გორც ეკ­ლე­სი­ამ, რო­დე­საც ის ამ­ბობს, რომ ის ზრუ­ნავს მრევლზე“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო...
40

ვფიქრობ, როდესაც ადამიანი სიკეთეს აკეთებ, ეს არც აკრძალული და მითუმეტეს, არც დასჯადი არ უნდა იყოს! მაგრამ ვფიქრობ, ეს თემა, პოლიტიკურადაა ანგაჟირებული და შედეგიც ამოტომაა სავალალო... არადა ვიყოთ ხალხნო ბედნიერები სიკეთის კეთებით! 

1-1
46

როდის აქეთ გახდა ქრისტიანი კაცის ზიარება დანაშაული. სირცხვილია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

მღვდელ-მონაზონს, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა, მღვდელმსახურება აეკრძალა

მღვდელ-მონაზონს, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა, მღვდელმსახურება აეკრძალა

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშია აღნიშნული. გამოცემული ბრძანება 20 იანვრით არის დათარიღებული.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)“,-ნათქვამია ბრძანებაში.

ინტერპრესნიუსი აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს დაუკავშირდა, როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, ბრიფინგი ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, 9 იანვარს მღვდელ-მონაზონმა გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი აზიარა. მამა ანდრია სარიას თქმით, გიორგი მამალაძეს სერიოზული მკურნალობა სჭირდება, რაც ეკლესიამ უნდა უზრუნველყოს.

"საუბრის მთავარი თემა იყო ავადმყოფობა. მოლოდინი შეწყალების, რა თქმა უნდა, ჰქონდა, მაგრამ არა ისეთ დონეზე, რომ დარწმუნებული იყო. რეალობასაც აცნობიერებს. მაგრამ საბოლოო ჯამში, ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა, არ ელოდა. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნამდვილად არ არის სახარბიელო. როგორც გუშინ სახალხო დამცველმაც აღნიშნა, ასეთ პირობებში მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელია. როგორც ექსპერტებმაც გააკეთეს დასკვნები, მეც შემიძლია გავიმეორო, რაც ვნახე ჩემი თვალით, ეს არის ადამიანის გაწირვა, გაწირვა როგორც ეკლესიის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ჩემი პირადი განწყობილება. სჭირდება სერიოზული მკურნალობა და ეს უნდა უზრუნველყოს როგორც ეკლესიამ, როდესაც ის ამბობს, რომ ის ზრუნავს მრევლზე“, - განაცხადა მან.

ჩინელებით დასახლებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის სპეციალისტები იწყებენ ვიზიტებს - ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე

როგორია აეროპორტში შემოწმებული მგზავრების მონაცემები - ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი

თქვა თუ არა უარი სასწრაფოს ექიმების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება