პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?
"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბებს გა­ნაგ­რძო­ბენ. ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გუ­გუ­ტი­ანთკარ­ში, უკა­ნო­ნო ინ­სტა­ლა­ცი­ე­ბის აღ­მარ­თვა გრძელ­დე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ ფაქტს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რიც ადას­ტუ­რებს. უწყე­ბის შე­ფა­სე­ბით, მავ­თულხლარ­თე­ბის, ე.წ. სა­ზღვრის აღმნიშ­ვე­ლი ღო­ბე­ე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­ცე­სი, რაც ე.წ. ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია “ცხე­ლი ხაზი” და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია", - ამ­ბო­ბენ უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე თქმით, სუს-ს არ ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის (IPРM) ფარ­გლებ­შიც გა­ნი­ხი­ლოს, რო­მე­ლიც სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად 2019 წლის 29 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ შე­წყვე­ტი­ლია.

სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის ქმე­დე­ბებს, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ახალ­გო­რის მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა უძღო­და წინ. თით­ქმის 5-თვი­ან იზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, მათ შო­რის, ოსუ­რი ოჯა­ხე­ბი, ბი­ბი­ლოვს გზის გახ­სნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ და უხ­სნიდ­ნენ, რომ მათ­თვის ამას სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა დრო­საც ბი­ბი­ლოვ­მა უპა­სუ­ხა, რომ გზა გა­იხ­სნე­ბო­და, თუ ქარ­თუ­ლი მხა­რე ჩორ­ჩა­ნას სა­გუ­შა­გოს აი­ღებ­და.

ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, რო­მე­ლიც ორ წელ­ზე მე­ტია ცხინ­ვა­ლის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მძე­ვა­ლია, ბი­ბი­ლო­ვი ად­გი­ლობ­რი­ვებს აი­ძუ­ლებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გა­ხა­რი­ას წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნონ, რო­მელ­შიც ჩორ­ჩა­ნას სა­გუ­შა­გოს აღე­ბა უნდა მო­ი­თხო­ვონ იმის­თვის, რათა გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღონ.

ერთ-ერთი ახალ­გო­რე­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კრი­ზი­სი ყო­ველ­დღი­უ­რად მწვავ­დე­ბა, მაგ­რამ უმ­ძი­მე­სი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბი­ბი­ლო­ვის ულ­ტი­მა­ტუმს არ თან­ხმდე­ბი­ან.

"დი­ლის გა­თე­ნე­ბა არ გვინ­და, რად­გან უკვე აღარ ვი­ცით, რა გვე­ლო­დე­ბა წინ, რით ვიკ­ვე­ბოთ, თუ მე­დი­კა­მენ­ტი დაგ­ვჭირ­და, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ. ამ­დენ ვალს და ნი­სი­ას ოდეს­მე გა­ვის­ტუმ­რებთ თუ არა, არც ეგ ვი­ცით, მაგ­რამ რაც უნდა მოხ­დეს, ბი­ბი­ლო­ვის ხალ­ხის მო­თხოვ­ნას არ შე­ვას­რუ­ლებთ. ქვეყ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი შე­უც­ვლე­ლია. სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად ვით­მენთ, სა­ნამ­დე შევ­ძლებთ, არ ვი­ცით!" - ამ­ბობს ერთ-ერთი მათ­გა­ნი.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახალ­გო­რის რა­ი­ონ­სა და ზო­გა­დად, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ქარ­თულ, ოსურ და ზო­გა­დად, ყვე­ლა მე­დი­ას­თან მუდ­მი­ვად სა­უბ­რობს და ასე­ვე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ამ­ბობს, რომ "ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა" ბოლო ხა­ნებ­ში ყვე­ლა გზას იყე­ნებს იმის­თვის, რომ მას რა­ი­ო­ნი და­ა­ტო­ვე­ბი­ნოს.

"17 იან­ვარს ცხინ­ვალ­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს კო­ლე­გი­ამ გა­ნი­ხი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­კა­სა­ციო სარ­ჩე­ლი, რო­მე­ლიც ჩემს გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს არ ეთან­ხმე­ბო­და. ცი­ლის­წა­მე­ბის ბრალ­დე­ბა­ში პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა - ბრალ­დე­ბა მო­მიხ­სნა, მაგ­რამ პას­პორტთან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ველ ინ­სტან­ცი­ა­ში გან­სა­ხილ­ვე­ლად და­აბ­რუ­ნა. სა­სა­მარ­თლო­ზე იყო მი­ნიშ­ნე­ბა ჩემი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი რა­ი­ო­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა­ზე - ეს იყო მი­ზე­ზიც ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბი­სა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დუმს, მათ­თვის, რო­გორც ბი­ბი­ლო­ვის­თვის, მი­უ­ღე­ბე­ლი ვარ, რად­გან მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბით დის­კომ­ფორ­ტს ვუქ­მნი. ამ ტექსტს რომ იქი­დან ვწერ, სა­დაც ჩემი დამ­ცვე­ლი არა­ვი­ნაა, ჩემი მშობ­ლი­უ­რი რა­ი­ო­ნი­დან გა­მო­ძე­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე ვარ. მო­ვი­თხოვ, მსოფ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­მა უმაღ­ლეს­მა პი­რებ­მა გა­ა­კე­თონ გან­ცხა­დე­ბე­ბი და იცოდ­ნენ, რომ სხვი­სი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თვის ვის­ჯე­ბი. მე­გობ­რე­ბო, გთხოვთ გა­ა­ზი­ა­როთ - ცო­ცხა­ლი ჩემს ბი­ნას, ჩემს რა­ი­ონს არ დავ­ტო­ვებ!", - ამ­ბობს თა­მარ მე­ა­რა­ყაშ­ვი­ლი.

რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩორ­ჩა­ნას­თან ძვე­ლით ახა­ლი წლი­დან გა­აქ­ტი­ურ­დნენ, თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­ე­ბი­დან გავ­რცელ­და. პირ­ვე­ლად ფოტო-მა­სა­ლა ჩორ­ჩა­ნას მიმ­დე­ბა­რე ტყე­ში ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბა “ძალა ერ­თო­ბა­ში­ას” მიერ გავ­რცელ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გლახუნა
18

მაგ დიდი ხანია არ აღელვებს პუტინის ებრაელი ვაჭრის ,,ყვარყვარეებს,,-კრემლიდან ერთადერთი დავალება-ფუნქცია აქვთ - სახელმწიფო საქართველოს დაუსუსურება, დაკნინება, გაძარცვა, გაღატაკება, უპრეტენზიო,მით უპერსპექტივო, ანუ რუსულ-აზიურ გუბერნიად გადაქცევა და ნაც-ების-რეფორმისტული-პატრიოტობული ძალების განადგურება-დასრულება-ლიკვიდაცია... სხვაგვარად ,,საცვლების ამარა,,-საც არ დატოვებენ და უსრულებენ და უსრულებენ ეს ფრთხალი მძევლები და...ტერ-ული მთლიანობის ა ღ დ გ ე ნ ა-დაცვა... არაა...- როგორც კი ერი მოიშორებს -ერი ამ კრემლის - გუბერნატურა, ისევე გ ა ნ ა ხ ლ დ ე ბ ა -სახელმწიფოს განვითარება - განტკიცება, სახელმწიფოს უსაფრთხოება- ჯარის სერიოზულად გამძლავრება, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების განხორციელება...1-ლ 4 წელიწადში მინიმუმ -ეკონომიკის 2 - ჯერ გაზრდა,მით ...

თეა
66

ვინც ეს ხალხი ამ დღეში ჩააგდო, ყველაზე მეტს ახლა ისინი ყვირიან და ამუნათებენ ხელისუფლებას, რომ არაფერს აკეთებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

საოკუპაციო ძალები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობენ. ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციების აღმართვა გრძელდება.

აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. უწყების შეფასებით, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - ამბობენ უწყებაში.

მათივე თქმით, სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა, აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPРM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია.

საოკუპაციო ძალების ქმედებებს, ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრა უძღოდა წინ. თითქმის 5-თვიან იზოლაციაში მყოფი სასოწარკვეთილი მოსახლეობა, მათ შორის, ოსური ოჯახები, ბიბილოვს გზის გახსნის აუცილებლობაზე ესაუბრებოდნენ და უხსნიდნენ, რომ მათთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რა დროსაც ბიბილოვმა უპასუხა, რომ გზა გაიხსნებოდა, თუ ქართული მხარე ჩორჩანას საგუშაგოს აიღებდა.

ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, რომელიც ორ წელზე მეტია ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მძევალია, ბიბილოვი ადგილობრივებს აიძულებს პრემიერ-მინისტრ გახარიას წერილი გაუგზავნონ, რომელშიც ჩორჩანას საგუშაგოს აღება უნდა მოითხოვონ იმისთვის, რათა გადაადგილების უფლება მიიღონ.

ერთ-ერთი ახალგორელი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება, მაგრამ უმძიმესი პირობების მიუხედავად, ბიბილოვის ულტიმატუმს არ თანხმდებიან.

"დილის გათენება არ გვინდა, რადგან უკვე აღარ ვიცით, რა გველოდება წინ, რით ვიკვებოთ, თუ მედიკამენტი დაგვჭირდა, რა უნდა გავაკეთოთ. ამდენ ვალს და ნისიას ოდესმე გავისტუმრებთ თუ არა, არც ეგ ვიცით, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, ბიბილოვის ხალხის მოთხოვნას არ შევასრულებთ. ქვეყნის სიყვარული შეუცვლელია. სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ვითმენთ, სანამდე შევძლებთ, არ ვიცით!" - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორის რაიონსა და ზოგადად, ცხინვალის რეგიონში არსებულ პრობლემებზე ქართულ, ოსურ და ზოგადად, ყველა მედიასთან მუდმივად საუბრობს და ასევე ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში, ამბობს, რომ "ხელმძღვანელობა" ბოლო ხანებში ყველა გზას იყენებს იმისთვის, რომ მას რაიონი დაატოვებინოს.

"17 იანვარს ცხინვალში უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ განიხილა პროკურატურის საკასაციო სარჩელი, რომელიც ჩემს გამამართლებელ განაჩენს არ ეთანხმებოდა. ცილისწამების ბრალდებაში პირველი ინსტანციის გამამართლებელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა - ბრალდება მომიხსნა, მაგრამ პასპორტთან დაკავშირებულ პირველ ინსტანციაში განსახილველად დააბრუნა. სასამართლოზე იყო მინიშნება ჩემი საცხოვრებელი რაიონიდან გაძევების საკითხის დაყენებაზე - ეს იყო მიზეზიც ჩემი დაპატიმრებისა.

ხელისუფლება დუმს, მათთვის, როგორც ბიბილოვისთვის, მიუღებელი ვარ, რადგან მოუგვარებელი პრობლემების გახმოვანებით დისკომფორტს ვუქმნი. ამ ტექსტს რომ იქიდან ვწერ, სადაც ჩემი დამცველი არავინაა, ჩემი მშობლიური რაიონიდან გამოძევების რეალური საფრთხის წინაშე ვარ. მოვითხოვ, მსოფლიოს ადამიანის უფლებების დამცველმა უმაღლესმა პირებმა გააკეთონ განცხადებები და იცოდნენ, რომ სხვისი უფლებების დაცვისთვის ვისჯები. მეგობრებო, გთხოვთ გააზიაროთ - ცოცხალი ჩემს ბინას, ჩემს რაიონს არ დავტოვებ!", - ამბობს თამარ მეარაყაშვილი.

რუსი ჯარისკაცები ჩორჩანასთან ძველით ახალი წლიდან გააქტიურდნენ, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალური წყაროებიდან გავრცელდა. პირველად ფოტო-მასალა ჩორჩანას მიმდებარე ტყეში ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” მიერ გავრცელდა.

ოკუპანტებმა 85 წლის დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი ცხინვალში გადაიყვანეს

"ბიბილოვი საქართველოს ხელისუფლების ჯინაზე ახალგორელების მკვლელად იქცა" - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში?

"უპასუხისმგებლო ადმიანების გამო ფრონტის წინა ხაზზე შიშველი ხელებით ვიბრძვით" - სომხურ კლასტერს აფხაზეთში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა