პოლიტიკა
კონფლიქტები

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი
"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჩორ­ჩა­ნა-პე­რე­ვის მო­ნაკ­ვეთ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

გუ­შინ ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბა „ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ ლი­დერ­მა, და­ვით ქა­ცა­რა­ვამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა ჩორ­ჩა­ნა-პე­რე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ტყე­ში სა­ღე­ბა­ვე­ბით მო­ნიშ­ნეს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზა­ფხულ­ზე, ახალ სა­ო­კუ­პა­ციო ღო­ბე­ებს და­ა­მონ­ტა­ჟე­ბენ. ქა­ცა­რა­ვამ ამის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც გა­ავ­რცე­ლა:

"ოკუ­პან­ტე­ბის­თვის დათ­მო­ბი­ლია ახა­ლი ტე­რი­ტო­რია ჩორ­ჩა­ნა-პე­რე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უახ­ლო­ეს ხან­ში ასე­უ­ლო­ბით ჰექ­ტა­რი ტყე მო­ექ­ცე­ვა ოკუ­პან­ტე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კო­ლა­ბო­რა­ცი­ო­ნის­ტი მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით.

და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფოტო მა­სა­ლა ან­ტი­ო­კუ­პა­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბა "ძალა ერ­თო­ბა­ში­ამ" გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვე­ბის და მუდ­მი­ვი თვალ­თვა­ლის მი­უ­ხე­და­ვად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მო­ი­პო­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­გან­გა­შო დუ­მი­ლი­სა და "არ­გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კის" გამო, ბოლო ერთ წე­ლი­წად­ში უკვე მე­ო­რედ გვი­წევს ჩა­ვა­ტა­როთ პრე­ზენ­ტა­ცია, სა­დაც რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ მი­ტა­ცე­ბულ ისეთ ტე­რი­ტო­რი­ას წარ­მო­გიდ­გენთ, რო­მე­ლიც არას­დროს, თვით სსრ კავ­ში­რის დრო­საც კი, არ შე­დი­ო­და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში.

ამ­ჯე­რად ოკუ­პან­ტებ­მა ჩორ­ჩა­ნა-პე­რე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, კარ­გად ნა­ცად მე­თოდს მი­მარ­თეს: ტყე­ში სა­ღე­ბა­ვე­ბით მო­ნიშ­ნეს ად­გი­ლე­ბი, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზა­ფხულ­ზე, ახალ სა­ო­კუ­პა­ციო ღო­ბე­ებს მი­ვი­ღებთ. სა­ღე­ბა­ვე­ბით მო­ნიშ­ვნას­თან ერ­თად, ოკუ­პან­ტებ­მა იმა­ზეც იზ­რუ­ნეს, რომ ტყე­ში მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გა­აფრ­თხი­ლონ ასე­თი წარ­წე­რით (კადრში ჩანს აბრა) და მი­ა­ნიშ­ნონ არარ­სე­ბულ სა­ზღვარ­ზე.

ამ და სხვა ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ნაც­ვლად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვე­ნი შე­ზღუდ­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ატო­ცი­დან ჩვე­ნი გაყ­ვა­ნი­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ზოლ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი გუნ­დი აგ­რძე­ლებს 940 დღის წინ და­წყე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო პატ­რუ­ლი­რე­ბას და წარ­მო­გიდ­გენთ ჩვენს მიერ გა­და­ღე­ბულ ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას" - ეს ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლა გუ­შინ და­ვით ქა­ცა­რა­ვამ.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის შეს­წავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს:

"მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის სრულ­ყო­ფი­ლი შეს­წავ­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სად რე­ა­გი­რებს უკა­ნო­ნო მო­ნიშ­ვნე­ბი­სა და შე­საძ­ლო ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ზე.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მივ რე­ჟიმ­ში აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას ( EUMM) და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს.

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩორ­ჩა­ნას მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ ტყის მა­სივ­ში, ხე­ე­ბის წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვით მო­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა წარ­სულ­შიც, 2016 წელს იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი.

სა­კი­თხის გან­ხილ­ვა მოხ­და ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის (IPRM) რი­გით 72-ე შეხ­ვედ­რა­ზე. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ის შე­დე­გად აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ხილ­ვის ფარ­გლებ­ში სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა უარ­ყვეს კავ­ში­რი ხე­ებ­ზე და­ტა­ნილ მო­ნიშ­ვნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით" - ნათ­ქვა­მია სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
107

დ ა ნ ა ღ მ ე თ

მოდი და ეხა გაამტყუნე მიშა
207

მიშამ ზუსტად ეგეთები რომ არ მოითმინა იმიტო დაუპორისპირდა რუსეთს - თორე ამხელა ქვეყანას რომელიი ჭკუათმყოფელი დაულირისპირდებოდა............... ეხლა კიდევ ნებით აბარებენ ქართულ მიწებს რათ უნდა ომი რუსეთს............მიშამ თუნდაკარგა ვაჟკაცურად მაინც გასცა პასუხი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანა-პერევის მონაკვეთზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გუშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს დაამონტაჟებენ. ქაცარავამ ამის ამსახველი ფოტომასალაც გაავრცელა:

"ოკუპანტებისთვის დათმობილია ახალი ტერიტორია ჩორჩანა-პერევის მიმართულებით. უახლოეს ხანში ასეულობით ჰექტარი ტყე მოექცევა ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაში საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობის ხელშეწყობით.

დამადასტურებელი ფოტო მასალა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიამ" გადაადგილების შეზღუდვების და მუდმივი თვალთვალის მიუხედავად რამდენიმე საათის წინ მოიპოვა. სამწუხაროდ, ხელისუფლების საგანგაშო დუმილისა და "არგაღიზიანების პოლიტიკის" გამო, ბოლო ერთ წელიწადში უკვე მეორედ გვიწევს ჩავატაროთ პრეზენტაცია, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ მიტაცებულ ისეთ ტერიტორიას წარმოგიდგენთ, რომელიც არასდროს, თვით სსრ კავშირის დროსაც კი, არ შედიოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში.

ამჯერად ოკუპანტებმა ჩორჩანა-პერევის მიმართულებით, კარგად ნაცად მეთოდს მიმართეს: ტყეში საღებავებით მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ, გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ. საღებავებით მონიშვნასთან ერთად, ოკუპანტებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ტყეში მოხვედრის შემთხვევაში ადგილობრივები გააფრთხილონ ასეთი წარწერით (კადრში ჩანს აბრა) და მიანიშნონ არარსებულ საზღვარზე.

ამ და სხვა ნიშნულების გამოვლენისა და პრევენციის ნაცვლად, ხელისუფლება ჩვენი შეზღუდვითაა დაკავებული, თუმცა, ატოციდან ჩვენი გაყვანისა და საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების აკრძალვის მიუხედავად, ჩვენი გუნდი აგრძელებს 940 დღის წინ დაწყებულ სამოქალაქო პატრულირებას და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას" - ეს ინფორმაცია და ფოტომასალა გაავრცელა გუშინ დავით ქაცარავამ.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთის შესწავლა მიმდინარეობს:

"მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ( EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელს იქნა აღმოჩენილი.

საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით" - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

გაგრასა და გუდაუთაში ტყის მასივები იწვის - "სპეციალური აღჭურვილობის არ ქონის გამო, ხანძარი მაღალმთიან რაიონში გავრცელდა"

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება "საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაზე" განცხადებას ავრცელებს