პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს
"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს

ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მექა ხან­გოშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას ყვე­ბა მის წი­ნაპ­რებ­სა და სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის უჩ­ვე­უ­ლო ის­ტო­რი­ა­ზე. თურ­მე, ცნო­ბილ უფ­ლე­ბა­დამ­ცველს მრა­ვა­ლი სა­ხე­ლის გა­მოც­ვლა მო­უ­წია, სა­ნამ ბა­ბუ­ის მიერ დარ­ქმე­ულ ის­ტო­რი­ულ სა­ხელს და­იბ­რუ­ნებ­და. თუ რა­ტომ, ამას მექა ხან­გოშ­ვი­ლის ვრცე­ლი პოს­ტი­დან შე­ი­ტყობთ:

"ჩემს და­ბა­დე­ბას შუშ­ხუ­ნე­ბი არ მო­ყო­ლია"...

როცა და­ვი­ბა­დე, ამ ამ­ბავს დიდი სი­ხა­რუ­ლი არ მო­ყო­ლია, მი­თუ­მე­ტეს რი­გით მე­ო­რე გო­გო­ნა ვი­ყა­ვი ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის. დე­და­ჩემს ისე რცხვე­ნო­და თით­ქოს დიდი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ე­დი­ნოს, მამა კი იმ დღეს გვი­ა­ნო­ბამ­დე ლო­გი­ნი­დან არ ამ­დგა­რა.

ერ­თა­დერ­თი ვი­საც დე­და­ჩე­მი გა­უმხნე­ვე­ბია, შენ არა­ფერ­ზე იდარ­დო, ჩვენ დიშ­ნე­ლებს მა­მა­ცი და ძლი­ე­რი ქა­ლე­ბი გვეზ­რდე­ბაო, ცხო­ნე­ბუ­ლი პა­პა­ჩე­მი ყო­ფი­ლა, თა­ვად უძ­ლი­ე­რე­სი და უვაჟ­კა­ცე­სი პი­როვ­ნე­ბა, სა­ხე­ლო­ვა­ნი მა­მის, გე­ბიშ-ჰა­ჯის ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე.

გე­ბიშ-ჰაჯი იყო პირ­ვე­ლი პან­კი­სე­ლი, ვინც იმ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს (1880-იანი წლე­ბი) პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან წა­ვი­და წმინ­და ქა­ლაქ მე­ქა­ში, მო­ი­ლო­ცა მექა და მე­დი­ნა, ჰა­ჯის წო­დე­ბით დაბ­რუნ­და სამ­შობ­ლო­ში, როცა ის ხე­ო­ბა­ში (გა­სუ­ლი იყო 6 თვე) გა­მოგ­ლო­ვი­ლიც იყო და საფ­ლა­ვის ქვაც და­უდ­გეს პი­რო­ბი­თად.

მე­ქა­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გე­ბიშ-ჰაჯი უკვე 78 წელს იყო მიღ­წე­უ­ლი, თუმ­ცა ძა­ლი­ან მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, რო­გორც ძვე­ლი ხალ­ხი იტყო­და, ორ ჭე­დი­ლას ისე მო­იგ­დებ­და მხარ­ზე და გა­ცუ­რავ­და მრის­ხა­ნე ალა­ზანს, რომ თვა­ლიც ძნე­ლად ეწე­ო­და. ერთი სი­ტყვით, თა­ვი­სი ასა­კის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად ჩა­უ­ქი, მა­მა­ცი და ლა­მა­ზი (მა­მა­კაც­ზე ამ ეპი­თეტს არ ხმა­რო­ბენ და მა­ინც) ყო­ფი­ლა გე­ბიშ-ჰაჯი.

მას პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და (იმ დრო­ის­თვის მის ქა­ლიშ­ვი­ლებს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ჰყავ­დათ), ხოლო მე­ო­რე ცო­ლის­გან შვი­ლი არ ჰყავ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ია­მეი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა და სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ასა­კო­ვან (50 წლის) გე­ბი­შა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის, მაგ­რამ გე­ბი­შამ მო­ა­ხერ­ხა ქა­ლის ძმა და დედა და­ი­თან­ხმა და ქალ­ზე ძა­ლად იქორ­წი­ნა, ფიქ­რობ­და ქალი თან­და­თან შე­იყ­ვა­რებ­და და რად­გან ეს არ მოხ­და, გე­ბი­შა იმ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლი კაცი იყო, ქალ­ზე ძალა არ უხ­მა­რია და ერთ წე­ლი­წად­ში და­აბ­რუ­ნა მა­მის სახ­ლში.

ქის­ტებ­ში კა­ცის უძე­ოდ გა­და­კარ­გვა დღემ­დე ტრა­გე­დი­ად ით­ვლე­ბა, ამი­ტო­მაც უფ­როს­მა ქა­ლიშ­ვილ­მა იფიქ­რა და გა­და­წყვი­ტა მა­მის­თვის მე­სა­მე ცოლი წი­ნა­პარ­თა სამ­შობ­ლო­დან მო­ეყ­ვა­ნა და ამ და­ვა­ლე­ბით წა­სულ­მა მის­მა ქმარ­მა, თა­ვი­სი სა­ნა­თე­სა­ო­დან, მი­თხო­დან (მთი­ა­ნი ჩეჩ­ნე­თი) 15 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჩა­მო­უყ­ვა­ნა ცო­ლად სი­მამრს.

წლის­თავ­ზე გე­ბიშ -ჰა­ჯის (მა­შინ 80 წელს ყო­ფი­ლა მიღ­წე­უ­ლი) ტყუ­პი ვაჟი შე­ე­ძი­ნა, ბავ­შვებს მა­ხამ­ღე­ე­ზი და ღე­ეზ­მა­ხა­მი და­არ­ქვეს. 83 წლის ასაკ­ში გე­ბიშ-ჰაჯი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა და მისი ქვრი­ვი, დუ­ი­სელ­მა უმაი მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა (ცნო­ბი­ლი ად­ვო­კა­ტის მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლის დიდი პაპა) მო­ი­ტა­ცა.

და­ობ­ლე­ბუ­ლი ვა­ჟე­ბი დე­დის ძმამ ოს­მან ნავ­რუ­ზოვ­მა მი­თხო­ში ჩა­იყ­ვა­ნა და იქ გა­ზარ­და. ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბოდ­ნენ სოფ. ბამ­ბუთ­ში, რო­მელ­საც რუ­სე­ბი 1995 წელს ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბომ­ბავ­დნენ და ერთ-ერთ აუ­ღე­ბელ ცი­ხე­სი­მაგ­რედ ით­ვლე­ბო­და ზე­იმ­პე­რი­ის­თვის.12 წლის ასაკ­ში მა­ხამ­ღე­ე­ზის ტყუ­პის­ცა­ლი ღე­ეზ­მა­ხა­მი ავად­მყო­ფო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო მა­ხამ­ღე­ე­ზი 17 წლის ასაკ­ში, რო­გორც კი გონ­ში ჩა­ვარ­და, მო­ძებ­ნა თა­ვი­სი მა­მე­უ­ლე­ბი და დაბ­რუნ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში.

შე­უყ­ვარ­და ულა­მა­ზე­სი ძაბა ბა­ღა­კაშ­ვი­ლი და და­ქორ­წინ­და კი­დეც მას­ზე. რვა შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, სამი ბავ­შვო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა და ხუთი შვი­ლი გა­უ­ზარ­დეს სამ­შობ­ლოს. სა­ხე­ლე­ბიც პა­პამ დაგ­ვარ­ქვა მეც და ჩემს უფ­როს და­საც, მა­მა­მი­სის სა­პა­ტივ­სა­ცე­მოდ - მექა და მე­დი­ნა. თუმ­ცა, იმ პე­რი­ოდ­ში პას­პორ­ტებ­ში მხო­ლოდ ქარ­თულ სა­ხე­ლებს სწერ­დნენ და ამი­ტომ მე ნანა ჩა­მი­წე­რეს, ჩემს უფ­როს დას მე­დი­ნას ნა­ი­რა ჩა­უ­წე­რეს, ხოლო უმ­ცროს დას თუ­მი­შას - ნონა.

მექა ხან­გოშ­ვი­ლი დებ­თან ერ­თად

სკო­ლას რომ ვამ­თავ­რებ­დით (90-იან წლებ­ში), დე­და­ჩემს იმ­დე­ნად უყ­ვარ­და და პა­ტივს სცემ­და თა­ვის მა­მამ­თილს, გა­და­წყვი­ტა მისი დარ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლე­ბი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ჩვენ­თვის. მარ­თა­ლია, სახ­ლში ყვე­ლა მა­ქას და მა­დი­ნას გვე­ძახ­და, მაგ­რამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სა­პას­პორ­ტო სა­ხე­ლე­ბით რომ ჩა­ვი­რი­ცხე­ბო­დით, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. დე­და­ჩემ­მა საკ­მა­ოდ კარ­გი ფული გა­და­ი­ხა­და ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ქრთა­მის ამ­ღებ­მა ნა­ი­რა შეც­ვა­ლა მე­დი­ნა­თი, ხოლო ჩემი სა­ხე­ლი ნა­ნა­დან მა­კად გა­და­ა­კე­თა და მე­ქას მა­გივ­რად ისევ მაკა ჩა­მი­წე­რა, ერთი სი­ტყვით ჩემი სა­ხე­ლი ბო­ლომ­დე ვერ გას­წორ­და, დავ­რჩი მა­კად...

როცა უკვე სტუ­დენ­ტი გავ­ხდი (უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­გობ­რე­ბის­თვის დღემ­დე მაკა ვარ) და ბა­გე­ბის სტუდ­ქა­ლაქ­ში და­ვი­წყე ცხოვ­რე­ბა, ჩემს ახლო მე­გო­ბარს ნინო გა­ბურს შევ­ჩივ­ლე ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი მაკა კი არა მექა არის მეთ­ქი და ის დღე იყო და გა­ბუ­რე­ბის წყა­ლო­ბით მთე­ლი სტუდ­ქა­ლა­ქის­თვის მექა გავ­ხდი.

სა­ბო­ლო­ოდ, დიდი წვა­ლე­ბის შემ­დეგ, როცა 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამი­ნის­ტია გა­მო­ცხად­და, უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც აღ­ვიდ­გი­ნე ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და 40 წლის ასაკ­ში და­ვიბ­რუ­ნე ძვირ­ფა­სი პა­პის მიერ დარ­ქმე­უ­ლი წმინ­და ქა­ლა­ქის სა­ხე­ლი მექა.

მექა ჩეჩ­ნუ­რად რო­გორც მაქა ჟღერს, უფრო სწო­რედ მაქქ, ასე მე­ძა­ხი­ან კი­დეც ვა­ი­ნა­ხე­ბი. პა­ტა­რა­ო­ბა­ში დედა მო­ფე­რე­ბით მა­ქა­ლის მე­ძახ­და, ერთი სი­ტყვით უნდა ჩა­მოვ­თვა­ლო ყვე­ლა ის სა­ხე­ლი, რი­თაც დღემ­დე მო­უ­მარ­თავთ ჩემ­თვის: მექა, მაქა, მაქქ, მაქ­ქა, მა­ქა­ლი, მა­ქა­ლე, მა­ქუ­ლი, მე­ქია, მე­ქუ­ნი, მე­ქუ­ნი­ტო, მე­ქუ­ნია, მა­ქუ­ში, მა­ქუშ­კი, მაკა, მა­კუ­ნი, მაკ­რი­ნე, მა­კა­ტე­რი­ნე, ნანა, ნა­ნი­კო და მეტი აღარ მახ­სენ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, წუ­ხან­დელ­მა ამ­ბავ­მა გა­მახ­სე­ნა. რა­ღა­ცას ვე­ძებ­დი ჩემს ძველ ჩა­ნა­წე­რებ­ში და სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით ვნა­ხე ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯი, რო­მელ­ზეც ჩემ­და­მი მო­ძღვნი­ლი უავ­ტო­რო ლექ­სი ეწე­რა, უავ­ტო­რო ლექ­სე­ბი და წე­რი­ლე­ბი ხში­რად მხვდე­ბო­და ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის დროს, ბა­გე­ბის სტუდ­ქა­ლაქ­ში ჩვე­ნი სტუ­დენ­ტუ­რი ოთა­ხის კა­რებ­ზე. სა­ერ­თოდ არ მახ­სოვ­და ეს ლექ­სი და მთე­ლი ის­ტო­რი­აც ამან გა­მახ­სე­ნა და თქვენც გა­გი­ზი­ა­რეთ:

"მე­ქელ მა­ქალსვაი,

რა ქალს, აქ ცე­ცხლის ალს,

ცა­ზედ მასკლავს...

ვე­რა­ფე­რი შე­ვას­მი­ნე, ვერც მე­ქას და ვე­ღარც მა­ქალს,

სუ­ლით ლა­მაზს, გუ­ლით ქვა ქალს, მამ­კა­ლით და მა­ინც კა ქალს.

p.s. მწე­რელ­ტყვე ვარ, მისი ტყვე ვარ...

ქ. თბი­ლი­სი, 1991 წელი"

ავ­ტო­რი აშ­კა­რად ხევ­სუ­რია, ვი­ნა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ ვიცი. თუმ­ცა, ფაქ­ტია მო­გო­ნე­ბე­ბის ქარ-ცე­ცხლში გამ­ხვია ამ ლექსმა...", - წერს მექა ხან­გოშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
4

ღირსეულ წინაპრებს მართლაც ღირსეული ქალი გაუზრდიხარ, მაგრამ ამ "კა ქალს" ის კი აღაე გეკადრებოდა, იმ "პუტინის შემშინებელი" კადიროვით რომ დაემუქრე შენსავე სამშობლოს-საქართველოს.

ჰო, მართლა
0

ვარსკვლავს ხევსურულად მასკვლავი ჰქვია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს

"როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის..." - მექა ხანგოშვილი წინაპრებსა და სახელის ისტორიას იხსენებს

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო ისტორიას ყვება მის წინაპრებსა და საკუთარი სახელის უჩვეულო ისტორიაზე. თურმე, ცნობილ უფლებადამცველს მრავალი სახელის გამოცვლა მოუწია, სანამ ბაბუის მიერ დარქმეულ ისტორიულ სახელს დაიბრუნებდა. თუ რატომ, ამას მექა ხანგოშვილის ვრცელი პოსტიდან შეიტყობთ:

"ჩემს დაბადებას შუშხუნები არ მოყოლია"...

როცა დავიბადე, ამ ამბავს დიდი სიხარული არ მოყოლია, მითუმეტეს რიგით მეორე გოგონა ვიყავი ჩემი მშობლებისთვის. დედაჩემს ისე რცხვენოდა თითქოს დიდი დანაშაული ჩაედინოს, მამა კი იმ დღეს გვიანობამდე ლოგინიდან არ ამდგარა.

ერთადერთი ვისაც დედაჩემი გაუმხნევებია, შენ არაფერზე იდარდო, ჩვენ დიშნელებს მამაცი და ძლიერი ქალები გვეზრდებაო, ცხონებული პაპაჩემი ყოფილა, თავად უძლიერესი და უვაჟკაცესი პიროვნება, სახელოვანი მამის, გებიშ-ჰაჯის ერთადერთი მემკვიდრე.

გებიშ-ჰაჯი იყო პირველი პანკისელი, ვინც იმ ძნელბედობის ჟამს (1880-იანი წლები) პანკისის ხეობიდან წავიდა წმინდა ქალაქ მექაში, მოილოცა მექა და მედინა, ჰაჯის წოდებით დაბრუნდა სამშობლოში, როცა ის ხეობაში (გასული იყო 6 თვე) გამოგლოვილიც იყო და საფლავის ქვაც დაუდგეს პირობითად.

მექადან დაბრუნებული გებიშ-ჰაჯი უკვე 78 წელს იყო მიღწეული, თუმცა ძალიან მხნედ გამოიყურებოდა, როგორც ძველი ხალხი იტყოდა, ორ ჭედილას ისე მოიგდებდა მხარზე და გაცურავდა მრისხანე ალაზანს, რომ თვალიც ძნელად ეწეოდა. ერთი სიტყვით, თავისი ასაკისთვის შეუფერებლად ჩაუქი, მამაცი და ლამაზი (მამაკაცზე ამ ეპითეტს არ ხმარობენ და მაინც) ყოფილა გებიშ-ჰაჯი.

მას პირველი ცოლისგან ორი ქალიშვილი ჰყავდა (იმ დროისთვის მის ქალიშვილებს შვილიშვილებიც ჰყავდათ), ხოლო მეორე ცოლისგან შვილი არ ჰყავდა. როგორც ამბობენ, იამეი ძალიან ლამაზი ქალიშვილი ყოფილა და სასტიკი წინააღმდეგი იყო ასაკოვან (50 წლის) გებიშაზე დაქორწინების, მაგრამ გებიშამ მოახერხა ქალის ძმა და დედა დაითანხმა და ქალზე ძალად იქორწინა, ფიქრობდა ქალი თანდათან შეიყვარებდა და რადგან ეს არ მოხდა, გებიშა იმდენად ღირსეული კაცი იყო, ქალზე ძალა არ უხმარია და ერთ წელიწადში დააბრუნა მამის სახლში.

ქისტებში კაცის უძეოდ გადაკარგვა დღემდე ტრაგედიად ითვლება, ამიტომაც უფროსმა ქალიშვილმა იფიქრა და გადაწყვიტა მამისთვის მესამე ცოლი წინაპართა სამშობლოდან მოეყვანა და ამ დავალებით წასულმა მისმა ქმარმა, თავისი სანათესაოდან, მითხოდან (მთიანი ჩეჩნეთი) 15 წლის ქალიშვილი ჩამოუყვანა ცოლად სიმამრს.

წლისთავზე გებიშ -ჰაჯის (მაშინ 80 წელს ყოფილა მიღწეული) ტყუპი ვაჟი შეეძინა, ბავშვებს მახამღეეზი და ღეეზმახამი დაარქვეს. 83 წლის ასაკში გებიშ-ჰაჯი მოულოდნელად გარდაიცვალა და მისი ქვრივი, დუისელმა უმაი მაჩალიკაშვილმა (ცნობილი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის დიდი პაპა) მოიტაცა.

დაობლებული ვაჟები დედის ძმამ ოსმან ნავრუზოვმა მითხოში ჩაიყვანა და იქ გაზარდა. ბავშვები იზრდებოდნენ სოფ. ბამბუთში, რომელსაც რუსები 1995 წელს ორი კვირის განმავლობაში ბომბავდნენ და ერთ-ერთ აუღებელ ციხესიმაგრედ ითვლებოდა ზეიმპერიისთვის.12 წლის ასაკში მახამღეეზის ტყუპისცალი ღეეზმახამი ავადმყოფობით გარდაიცვალა, ხოლო მახამღეეზი 17 წლის ასაკში, როგორც კი გონში ჩავარდა, მოძებნა თავისი მამეულები და დაბრუნდა პანკისის ხეობაში.

შეუყვარდა ულამაზესი ძაბა ბაღაკაშვილი და დაქორწინდა კიდეც მასზე. რვა შვილი შეეძინათ, სამი ბავშვობაში გარდაიცვალა და ხუთი შვილი გაუზარდეს სამშობლოს. სახელებიც პაპამ დაგვარქვა მეც და ჩემს უფროს დასაც, მამამისის საპატივსაცემოდ - მექა და მედინა. თუმცა, იმ პერიოდში პასპორტებში მხოლოდ ქართულ სახელებს სწერდნენ და ამიტომ მე ნანა ჩამიწერეს, ჩემს უფროს დას მედინას ნაირა ჩაუწერეს, ხოლო უმცროს დას თუმიშას - ნონა.

მექა ხანგოშვილი დებთან ერთად

სკოლას რომ ვამთავრებდით (90-იან წლებში), დედაჩემს იმდენად უყვარდა და პატივს სცემდა თავის მამამთილს, გადაწყვიტა მისი დარქმეული სახელები დაებრუნებინა ჩვენთვის. მართალია, სახლში ყველა მაქას და მადინას გვეძახდა, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში საპასპორტო სახელებით რომ ჩავირიცხებოდით, გაგვიჭირდებოდა ნამდვილი სახელების შენარჩუნება. დედაჩემმა საკმაოდ კარგი ფული გადაიხადა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ქრთამის ამღებმა ნაირა შეცვალა მედინათი, ხოლო ჩემი სახელი ნანადან მაკად გადააკეთა და მექას მაგივრად ისევ მაკა ჩამიწერა, ერთი სიტყვით ჩემი სახელი ბოლომდე ვერ გასწორდა, დავრჩი მაკად...

როცა უკვე სტუდენტი გავხდი (უნივერსიტეტის მეგობრებისთვის დღემდე მაკა ვარ) და ბაგების სტუდქალაქში დავიწყე ცხოვრება, ჩემს ახლო მეგობარს ნინო გაბურს შევჩივლე ჩემი ნამდვილი სახელი მაკა კი არა მექა არის მეთქი და ის დღე იყო და გაბურების წყალობით მთელი სტუდქალაქისთვის მექა გავხდი.

საბოლოოდ, დიდი წვალების შემდეგ, როცა 2010 წელს საქართველოში სახელებისა და გვარების შეცვლასთან დაკავშირებული ამინისტია გამოცხადდა, უკვე ოფიციალურადაც აღვიდგინე ჩემი ნამდვილი სახელი და 40 წლის ასაკში დავიბრუნე ძვირფასი პაპის მიერ დარქმეული წმინდა ქალაქის სახელი მექა.

მექა ჩეჩნურად როგორც მაქა ჟღერს, უფრო სწორედ მაქქ, ასე მეძახიან კიდეც ვაინახები. პატარაობაში დედა მოფერებით მაქალის მეძახდა, ერთი სიტყვით უნდა ჩამოვთვალო ყველა ის სახელი, რითაც დღემდე მოუმართავთ ჩემთვის: მექა, მაქა, მაქქ, მაქქა, მაქალი, მაქალე, მაქული, მექია, მექუნი, მექუნიტო, მექუნია, მაქუში, მაქუშკი, მაკა, მაკუნი, მაკრინე, მაკატერინე, ნანა, ნანიკო და მეტი აღარ მახსენდება.

ეს ყველაფერი, წუხანდელმა ამბავმა გამახსენა. რაღაცას ვეძებდი ჩემს ძველ ჩანაწერებში და სრულიად შემთხვევით ვნახე ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც ჩემდამი მოძღვნილი უავტორო ლექსი ეწერა, უავტორო ლექსები და წერილები ხშირად მხვდებოდა ჩემი სტუდენტობის დროს, ბაგების სტუდქალაქში ჩვენი სტუდენტური ოთახის კარებზე. საერთოდ არ მახსოვდა ეს ლექსი და მთელი ისტორიაც ამან გამახსენა და თქვენც გაგიზიარეთ:

"მექელ მაქალსვაი,

რა ქალს, აქ ცეცხლის ალს,

ცაზედ მასკლავს...

ვერაფერი შევასმინე, ვერც მექას და ვეღარც მაქალს,

სულით ლამაზს, გულით ქვა ქალს, მამკალით და მაინც კა ქალს.

p.s. მწერელტყვე ვარ, მისი ტყვე ვარ...

ქ. თბილისი, 1991 წელი"

ავტორი აშკარად ხევსურია, ვინაობა ნამდვილად არ ვიცი. თუმცა, ფაქტია მოგონებების ქარ-ცეცხლში გამხვია ამ ლექსმა...", - წერს მექა ხანგოშვილი.

"ნახეთ, ბაბუს ჰქონია ასეთი ლაქა-მეთქი... გაოგნებული მიყურებდა" - ედუარდ შევარდნაძეს ყოფილი რძალი ემოციურად იხსენებს

რას წერს "ფეისბუქში" ზაზა სარალიძე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნპრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნების შესახებ

"შვილმა დამიტოვა ფული, მინდა ჩემს სამშობლოს მივეხმაროო" - მოხუცმა ქალმა ხელოვნების სასახლეს 500 ლარი შესწირა