პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"
"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"

მერე რა, რომ გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძეს მა­ყუ­რე­ბე­ლი ჯგუ­ფი­დან „ურსა“ იც­ნობს. ის ახლა მე­გაპ­რო­ექტ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ მო­ნა­წი­ლეა და კონ­კურ­სან­ტო­ბა ისე­ვე უწევს, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ მო­ნა­წი­ლე­ებს, რად­გა­ნაც ამ შო­უ­ში ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია ჩა­ერ­თოს, ვი­საც ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა.

გი­ორ­გი მის­თვის მი­ცე­მულ ამო­ცა­ნას თავს ყო­ველ­თვის კარ­გად არ­თმევს, თუმ­ცა ჟი­უ­რის ზო­გი­ერ­თი წევ­რის­გან აქა-იქ მა­ინც გა­მოსჭვი­ვის მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმუ­ლი გარ­კვე­უ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბიც... პრო­ექ­ტი პრო­ექ­ტია, რო­მელ­საც თა­ვი­სი მკაც­რი წე­სე­ბი აქვს. ამას­თან, ის ჯგუ­ფის გა­რე­შე, რო­გორც სოლო მომ­ღე­რა­ლი, ისე გა­მო­დის „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ სცე­ნა­ზე.

სა­ერ­თოდ კი ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, ჰგო­ნია, რომ ფი­ნალ­ში უნდა მოხ­ვდეს, მაგ­რამ მერე რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი, ეს უკვე აღარ იცის...

„თა­ვი­დან ამ პრო­ექტს ორაზ­როვ­ნად ვუ­ყუ­რებ­დი, ერთი, რომ რის­კი იყო ჩემი მხრი­დან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რად­გა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი ჯგუ­ფი „ურსა“ მყავს, რო­მე­ლიც უკვე 10 წე­ლია, მოღ­ვა­წე­ობს და ჩემი თი­თო­ე­უ­ლი გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი მას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ, რა­ღაც ისე რომ ვერ გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც მინ­დო­და, პირ­და­პირ ჩემს ჯგუფს და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და და ამა­ზე ვფიქ­რობ­დი... მაგ­რამ მუ­სი­კა იმ­დე­ნად მიყ­ვარს, რომ ამ რის­კის გა­ღე­ბა ღირ­და და გავ­რის­კე.

რაც შე­ე­ხე­ბა „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ და­დე­ბით მხა­რე­ებს, - ჩემი პო­პუ­ლა­რო­ბაც თა­ვის­თა­ვად გა­ი­ზარ­და, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე. ისე­დაც კი ვმღე­რი, მაგ­რამ ახლა მეტი რამ ვის­წავ­ლე სიმ­ღე­რა­ში, რა­ღა­ცე­ბი ტექ­ნი­კუ­რად მუ­სი­კა­ლუ­რად, ემო­ცი­უ­რად სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ნა­ხე. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ არის, რაც ამ პრო­ექტს უკავ­შირ­დე­ბა. ზო­გა­დად კი ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ...თუმ­ცა ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, ხომ არ ვნა­ნობ, რომ აქ მო­ვე­დი, პი­რი­ქით, რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­ნა­ნე­ბე­ლი ის იქ­ნე­ბო­და.

- თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნე და ასეც არის, კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი მუ­სი­კო­სი ხარ, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის დიდი ხნის გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვს. ამით მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან უპი­რა­ტე­სო­ბით სარ­გებ­ლობ... ამა­ზე რას გვე­ტყვი?

- კი, ესეც იყო ერთ-ერთი რამ, რის გა­მოც ვფიქ­რობ­დი, მივ­სუ­ლი­ყა­ვი თუ არა პრო­ექ­ტში... „ურ­სას“ კონ­ცერ­ტებ­ზე მო­დის ჩენი მსმე­ნე­ლი და გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რო­მე­ლიც ბევრ ემო­ცი­ას და ენერ­გი­ას გვაწ­ვდის, მაგ­რამ აქ კონ­კურ­სია და ყვე­ლა შეც­დო­მა, რა­საც და­უშ­ვებ, პა­ტა­რა დე­ტალ­საც კი, ცუდი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. ამი­ტო­მაც, გარ­და ამი­სა, მსმე­ნე­ლი რო­მე­ლიც „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ დარ­ბაზ­შია და ტე­ლე­ეკ­რა­ნებ­თან გვი­ყუ­რებს, ის მხო­ლოდ ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ არის, რად­გა­ნაც ყვე­ლა კონ­კურ­სანტს თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი ჰყავს და მათ­გან გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბის ქო­მა­გე­ბი არი­ან. ამი­ტო­მაც, ენერ­გი­ის მი­ღე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა იმ მა­ყუ­რებ­ლის­გან, რო­მე­ლიც "ურ­სას" კონ­ცერ­ტზე მო­დის...

კი, სცე­ნაა, სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბაც მაქვს, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა სცე­ნაა. კონ­ცერ­ტი რომ იყოს და ჩემს ჯგუფ­თან ერ­თად გა­მოვ­დი­ო­დე და იმ კონ­ცერ­ტზე სხვა ახალ­ბე­დაც მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს, მა­შინ სხვა დიდი უპი­რა­ტე­სო­ბა მექ­ნე­ბო­და. ეს კონ­კურ­სია და თან, სო­ლო­სიმ­ღე­რა მი­წევს...

- ე.ი. არ ნა­ნობ, რომ ახლა უკვე ეს სა­კონ­კურ­სო გა­მოც­დი­ლე­ბაც არის შენს მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში, ხომ?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, რომ არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მარ­თლა სა­ნა­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გა­ნაც ისეთ მუ­სი­კო­სებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე, რომ მათ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე დგო­მა, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ყოფ­ნა დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა...

- შენი მუ­სი­კით, ნამ­ღე­რით რას გა­დას­ცემ მა­ყუ­რე­ბელს?

- რო­გორც ნა­ხა­ტი მხატ­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბის გად­მო­ცე­მაა, ასე­ვეა ნამ­ღე­რით, დაკ­რუ­ლით სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ის, მდგო­მა­რე­ო­ბის გად­მო­ცე­მა. ეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერთ-ერთი სა­სი­ა­მოვ­ნო მე­თო­დია და სა­ერ­თოდ მუ­სი­კას აქვს ასე­თი დატ­ვირ­თვა.

- გი­ორ­გი გა­ბუ­ნია ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას ტურ­ზე შე­ნით ცოტა უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო...

- ეს რომ კონ­ცერ­ტი ყო­ფი­ლი­ყო და გა­ბუ­ნია დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რებ­ლის სტა­ტუ­სით მჯდა­რი­ყო, ალ­ბათ არ ექ­ნე­ბო­და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ ვე­თან­ხმე­ბი იმა­ში, რომ მქონ­და რამ­დე­ნი­მე დე­ტო­ნა­ცია... დიახ, ეს კონ­კურ­სია და პა­ტა­რა შეც­დო­მა­საც კი ის, რო­გორც ჟი­უ­რი, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს. არ ვამ­ბობ, რომ არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი იყო გი­ორ­გი, ან ჟი­უ­რის რო­მე­ლი­მე წევ­რი, ვინც შე­მა­ფა­სეს და 10-ია­ნე­ბი და­მი­წე­რეს, იმი­ტომ, რომ მათ თა­ვი­სე­ბუ­რად და­ი­ნა­ხეს...

- პირ­ვე­ლად სიმ­ღე­რა 13-14 წლის ასაკ­ში და­გი­წყია, რა­ტომ?

- მა­ნამ­დე ვცეკ­ვავ­დი ან­სამ­ბლში „გე­ორ­გი­კა“. იქ მომ­ღერ­ლე­ბიც იყ­ვნენ და გას­ტრო­ლებ­ზე ერ­თად რომ დავ­დი­ო­დით, ავ­ტო­ბუ­სით სამი-ოთხი დღე ერ­თად გვი­წევ­და ხოლ­მე ყოფ­ნა, სა­დაც მღე­როდ­ნენ ხოლ­მე და ერთხე­ლაც, მათ­თან ერ­თად ამ­ღე­რე­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მეც რა­ღა­ცე­ბი გა­მო­მი­დის. იქვე შე­მა­ფა­სა ლოტ­ბარ­მა ბა­ტონ­მა შალ­ვამ (კუსა). ეს იყო პირ­ვე­ლად ჩემი სა­სიმ­ღე­რო მო­ნა­ცე­მე­ბის აღი­ა­რე­ბა...

- ჯგუფ­ში კი მოღ­ვა­წე­ობ, მაგ­რამ გა­ირ­კვა, რომ პა­რა­ლე­ლუ­რად ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­შიც საქ­მი­ა­ნობ...

- კი, ჩემი სამ­სა­ხუ­რი პი­ა­რის, მარ­კე­ტინ­გის და რეკ­ლა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით მაქვს, კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ და ვარ სა­რეკ­ლა­მო მი­მარ­თუ­ო­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რი. „ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი საგ­ზაო ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მაგ­რამ პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­ვი­ა­რე კურ­სი და ტრე­ნინ­გე­ბი ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე მა­ხა­რა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო პი­არ­ში­კი, მარ­კე­ტო­ლო­გია და ამ­ჟა­მად სწო­რედ მას­თან ვმუ­შა­ობ.

- სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან ნამ­ღე­რი „სვა­ნუ­რი“ ძა­ლი­ან მომ­წონს. ეს ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბობს და ვინც არ იცის, მისი ნახ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია... მი­უ­ხე­და­ვად თქვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბი­სა, სოფო ობი­ექ­ტუ­რად გა­ფა­სებს...

- „X ფაქ­ტორ­ში“ რომ გა­მო­ვე­დი, მა­შინ ნიკა გვა­რა­მი­ას გა­უჩ­ნდა ასე­თი იდეა, რომ ჩვე­ნი დუ­ე­ტი შექ­მნი­ლი­ყო... კი, მეც მომ­წონს, მგო­ნი, გა­მოგ­ვი­ვი­და.

ჟი­უ­რის წევ­რო­ბა ამ პრო­ექ­ტში სო­ფოს ამ­პლუაა და მისი ობი­ექ­ტუ­რო­ბა არა­ნა­ი­რად მაკ­ნი­ნებს. პი­რი­ქით ყვე­ლა­ფერს ვი­ღებ ისე, რო­გორც არის და არა მხო­ლოდ სო­ფოს­გან, ჟი­უ­რის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის­გან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"

"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"

მერე რა, რომ გიორგი ძოწენიძეს მაყურებელი ჯგუფიდან „ურსა“ იცნობს. ის ახლა მეგაპროექტ „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეა და კონკურსანტობა ისევე უწევს, როგორც სხვა დანარჩენ მონაწილეებს, რადგანაც ამ შოუში ნებისმიერს შეუძლია ჩაერთოს, ვისაც ამის სურვილი ექნება.

გიორგი მისთვის მიცემულ ამოცანას თავს ყოველთვის კარგად ართმევს, თუმცა ჟიურის ზოგიერთი წევრისგან აქა-იქ მაინც გამოსჭვივის მისი მისამართით გამოთქმული გარკვეული საყვედურებიც... პროექტი პროექტია, რომელსაც თავისი მკაცრი წესები აქვს. ამასთან, ის ჯგუფის გარეშე, როგორც სოლო მომღერალი, ისე გამოდის „მხოლოდ ქართულის“ სცენაზე.

საერთოდ კი ოპტიმისტურად არის განწყობილი, ჰგონია, რომ ფინალში უნდა მოხვდეს, მაგრამ მერე როგორ განვითარდება ამბები, ეს უკვე აღარ იცის...

„თავიდან ამ პროექტს ორაზროვნად ვუყურებდი, ერთი, რომ რისკი იყო ჩემი მხრიდან მასში მონაწილეობა, რადგანაც სერიოზული ჯგუფი „ურსა“ მყავს, რომელიც უკვე 10 წელია, მოღვაწეობს და ჩემი თითოეული გადადგმული ნაბიჯი მასთან ასოცირდება. ამიტომ, რაღაც ისე რომ ვერ გამეკეთებინა, როგორც მინდოდა, პირდაპირ ჩემს ჯგუფს დაუკავშირდებოდა და ამაზე ვფიქრობდი... მაგრამ მუსიკა იმდენად მიყვარს, რომ ამ რისკის გაღება ღირდა და გავრისკე.

რაც შეეხება „მხოლოდ ქართულის“ დადებით მხარეებს, - ჩემი პოპულარობაც თავისთავად გაიზარდა, დიდი გამოცდილებაც მივიღე. ისედაც კი ვმღერი, მაგრამ ახლა მეტი რამ ვისწავლე სიმღერაში, რაღაცები ტექნიკურად მუსიკალურად, ემოციურად სხვანაირად დავინახე. მოკლედ, ბევრი რამ არის, რაც ამ პროექტს უკავშირდება. ზოგადად კი ძალიან კმაყოფილი ვარ...თუმცა ბევრი მეკითხება, ხომ არ ვნანობ, რომ აქ მოვედი, პირიქით, რომ არ მოვსულიყავი, სანანებელი ის იქნებოდა.

- თავადაც აღნიშნე და ასეც არის, კონკურსანტებს შორის ყველაზე გამოცდილი მუსიკოსი ხარ, სცენაზე გამოსვლის დიდი ხნის გამოცდილება გაქვს. ამით მონაწილეებისგან უპირატესობით სარგებლობ... ამაზე რას გვეტყვი?

- კი, ესეც იყო ერთ-ერთი რამ, რის გამოც ვფიქრობდი, მივსულიყავი თუ არა პროექტში... „ურსას“ კონცერტებზე მოდის ჩენი მსმენელი და გულშემატკივარი, რომელიც ბევრ ემოციას და ენერგიას გვაწვდის, მაგრამ აქ კონკურსია და ყველა შეცდომა, რასაც დაუშვებ, პატარა დეტალსაც კი, ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამიტომაც, გარდა ამისა, მსმენელი რომელიც „მხოლოდ ქართულის“ დარბაზშია და ტელეეკრანებთან გვიყურებს, ის მხოლოდ ჩემი გულშემატკივარი არ არის, რადგანაც ყველა კონკურსანტს თავისი ფავორიტი ჰყავს და მათგან გარკვეული ნაწილი ჩემი კონკურენტების ქომაგები არიან. ამიტომაც, ენერგიის მიღება ამ ადამიანებისგან აბსოლუტურად განსხვავდება იმ მაყურებლისგან, რომელიც "ურსას" კონცერტზე მოდის...

კი, სცენაა, სასცენო გამოცდილებაც მაქვს, მაგრამ ვიმეორებ, ის აბსოლუტურად სხვა სცენაა. კონცერტი რომ იყოს და ჩემს ჯგუფთან ერთად გამოვდიოდე და იმ კონცერტზე სხვა ახალბედაც მონაწილეობდეს, მაშინ სხვა დიდი უპირატესობა მექნებოდა. ეს კონკურსია და თან, სოლოსიმღერა მიწევს...

- ე.ი. არ ნანობ, რომ ახლა უკვე ეს საკონკურსო გამოცდილებაც არის შენს მუსიკალურ კარიერაში, ხომ?

- როგორც აღვნიშნე, რომ არ მოვსულიყავი, მართლა სანანებელი იქნებოდა, რადგანაც ისეთ მუსიკოსებთან ერთად ვიმუშავე, რომ მათთან ერთად სცენაზე დგომა, რეპეტიციებზე ყოფნა დიდი ბედნიერებაა...

- შენი მუსიკით, ნამღერით რას გადასცემ მაყურებელს?

- როგორც ნახატი მხატვრის მდგომარეობის გადმოცემაა, ასევეა ნამღერით, დაკრულით საკუთარი ემოციის, მდგომარეობის გადმოცემა. ეს კომუნიკაციის ერთ-ერთი სასიამოვნო მეთოდია და საერთოდ მუსიკას აქვს ასეთი დატვირთვა.

- გიორგი გაბუნია ინოლა გურგულიას ტურზე შენით ცოტა უკმაყოფილო იყო...

- ეს რომ კონცერტი ყოფილიყო და გაბუნია დარბაზში მაყურებლის სტატუსით მჯდარიყო, ალბათ არ ექნებოდა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ვეთანხმები იმაში, რომ მქონდა რამდენიმე დეტონაცია... დიახ, ეს კონკურსია და პატარა შეცდომასაც კი ის, როგორც ჟიური, ყურადღებას აქცევს. არ ვამბობ, რომ არაობიექტური იყო გიორგი, ან ჟიურის რომელიმე წევრი, ვინც შემაფასეს და 10-იანები დამიწერეს, იმიტომ, რომ მათ თავისებურად დაინახეს...

- პირველად სიმღერა 13-14 წლის ასაკში დაგიწყია, რატომ?

- მანამდე ვცეკვავდი ანსამბლში „გეორგიკა“. იქ მომღერლებიც იყვნენ და გასტროლებზე ერთად რომ დავდიოდით, ავტობუსით სამი-ოთხი დღე ერთად გვიწევდა ხოლმე ყოფნა, სადაც მღეროდნენ ხოლმე და ერთხელაც, მათთან ერთად ამღერებისას აღმოვაჩინე, რომ მეც რაღაცები გამომიდის. იქვე შემაფასა ლოტბარმა ბატონმა შალვამ (კუსა). ეს იყო პირველად ჩემი სასიმღერო მონაცემების აღიარება...

- ჯგუფში კი მოღვაწეობ, მაგრამ გაირკვა, რომ პარალელურად ერთ-ერთ კომპანიაშიც საქმიანობ...

- კი, ჩემი სამსახური პიარის, მარკეტინგის და რეკლამის მიმართულებით მაქვს, კომპანიაში ვმუშაობ და ვარ სარეკლამო მიმართუოლების მენეჯერი. „ჯავახიშვილის“ უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული საგზაო ინჟინერიის მიმართულებით, მაგრამ პიარისა და მარკეტინგის მიმართულებითაც გავიარე კურსი და ტრენინგები ქალბატონ სალომე მახარაძესთან, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პიარშიკი, მარკეტოლოგია და ამჟამად სწორედ მასთან ვმუშაობ.

- სოფო ნიჟარაძესთან ნამღერი „სვანური“ ძალიან მომწონს. ეს ვიდეო ინტერნეტში არსებობს და ვინც არ იცის, მისი ნახვა ყველას შეუძლია... მიუხედავად თქვენი ნაცნობობისა, სოფო ობიექტურად გაფასებს...

- „X ფაქტორში“ რომ გამოვედი, მაშინ ნიკა გვარამიას გაუჩნდა ასეთი იდეა, რომ ჩვენი დუეტი შექმნილიყო... კი, მეც მომწონს, მგონი, გამოგვივიდა.

ჟიურის წევრობა ამ პროექტში სოფოს ამპლუაა და მისი ობიექტურობა არანაირად მაკნინებს. პირიქით ყველაფერს ვიღებ ისე, როგორც არის და არა მხოლოდ სოფოსგან, ჟიურის დანარჩენი წევრებისგან...

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია

აჩი ფურცელაძემ სტამბოლში ოპერაცია გაიკეთა - "ვერ ვსუნთქავდი..."

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა