სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნიკალა ყველაზე ახლობელია ჩემთვის" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ფიროსმანის სოფლიდან
"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნიკალა ყველაზე ახლობელია ჩემთვის" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ფიროსმანის სოფლიდან

თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი ბელა ლობ­ჟა­ნი­ძე მირ­ზა­ან­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. მას­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა ნიკო ფი­როს­მა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბამ იქო­ნია, რომ­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­საც მთე­ლი ბავ­შვო­ბა სტუმ­რობ­და... ამ­ჯე­რად იგი გა­ლე­რეა-კა­ფეს პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მისი დის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით მი­სა­ვე სახ­ლში, მირ­ზა­ან­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. იქ ჩა­სულ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, ბელა ლობ­ჟა­ნი­ძის და სხვა მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რონ. ასე­ვე მი­ირ­თვან ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი. გარ­და ამი­სა გეგ­მა­ში აქვს კერ­ძო სამ­ხატ­ვრო სკო­ლის გახ­სნა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვად მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის ხატ­ვა­ში მომ­ზა­დე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი.

ბელა ლობ­ჟა­ნი­ძე თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, დღე­ვან­დე­ლო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მირ­ზა­ა­ნი­დან გვე­სა­უბ­რა:

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვი, რო­დე­საც ხატ­ვა და­ი­წყე?

- ხატ­ვი­სად­მი ინ­ტე­რე­სი ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წლე­ბი­დან შე­მამ­ჩნი­ეს, 3-4 წლის ასაკ­ში უკვე ვა­კე­თებ­დი პა­ტა­რა ბავ­შვურ ჩა­ნა­ხა­ტებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ფან­ქრე­ბით და ფუნ­ჯე­ბით თა­მა­ში, ამი­ტომ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე ხან ფლო­მას­ტე­რებს, ფუნ­ჯებს, სა­ღე­ბა­ვებს და ხა­ნაც ფე­რად ფან­ქრებს მჩუქ­ნიდ­ნენ... სა­წყის წლებ­ში დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია დე­დამ, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის მა­გუ­ლი­ა­ნებ­და და სტი­მულს მაძ­ლევ­და, რომ რამე და­მე­ხა­ტა.

პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი 20 წლის ასაკ­ში გა­დავ­დგი. ქარ­თუ­ლის წიგნ­ში ვნა­ხე პრო­მე­თეს ნა­ხა­ტი, რომ­ლის და­ხატ­ვაც ძა­ლი­ან მო­მინ­და. და­ვი­დე ტილო და გა­დავ­ხა­ტე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გა­მო­მი­ვი­და და ეს გახ­და სტი­მუ­ლი რომ შემ­დგომ­ში კი­დევ უფრო მეტი ნა­ხა­ტი შე­მექ­მნა. მას შემ­დეგ და­ვი­წყე ჩემი ფან­ტა­ზი­ით სხვა­დას­ხვა ნა­ხა­ტე­ბის შექ­მნა. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და ის­ტო­რი­უ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი თე­მე­ბი.

- ნიკო ფი­როს­მა­ნის სოფ­ლი­დან ხართ, რაც უკვე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა... გვი­ამ­ბეთ, რამ­დე­ნად დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა უდი­დე­სი მხატ­ვრის შე­მოქ­მე­დე­ბამ თქვენ­ზე?

- ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა ნიკო ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტებ­მა იქო­ნია. ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად დავ­დი­ო­დი მის სახლ- მუ­ზე­უმ­ში და ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი მის ნა­ხა­ტებს, შე­მეძ­ლო სა­ა­თო­ბით დავკვირ­ვე­ბო­დი მათ და ეს სა­ერ­თოდ არ მღლი­და... პი­რი­ქით, ძა­ლი­ან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ნა­ხა­ტებს, შე­მიძ­ლია ფი­როს­მა­ნის პორ­ტრე­ტე­ბი უსას­რუ­ლოდ ვხა­ტო, რად­გან ეს პრო­ცე­სი ისეთ ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს და ისეთ ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე მა­ყე­ნებს, რომ ამის აღ­წე­რა სი­ტყვი­ე­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნი­კა­ლა და ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, თით­ქოს ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია ჩემ­თვის. დღეს­დღე­ი­სო­ბით ნი­კა­ლას უკვე ოთხი პორ­ტრე­ტი მაქვს შექ­მნი­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მის კი­დევ ბევრ პორ­ტრეტს შევ­ქმნი, სხვა­დას­ხვა კუ­თხით...

- თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბით უკვე არა­ერ­თი წიგ­ნია გა­ფორ­მე­ბუ­ლი...

- ჩემი ნა­ხა­ტე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლია 6 წიგ­ნი... ძი­რი­თა­დად ესე­ნია ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლე­ბი! არის მო­თხრო­ბე­ბის წიგ­ნიც, სა­მო­მავ­ლოდ ჩემი ნა­ხა­ტე­ბით იგეგ­მე­ბა სა­ბავ­შვო ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლის გა­ფორ­მე­ბა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის­ტო­რი­უ­ლი თე­მე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ხატ­ვა ისე. ჩემს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში დიდი ად­გი­ლი სწო­რედ ის­ტო­რი­ულ თე­მა­ტი­კას უკა­ვია. და­ხა­ტუ­ლი მყავს სხვა­დას­ხვა ის­ტო­რი­უ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც დიდი როლი შე­ას­რუ­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, გი­ორ­გი ჭყონ­დი­დე­ლი, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი, შოთა რუს­თა­ვე­ლი, გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე და სხვე­ბი... ზო­გა­დად ჩემ­თვის მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ჩე­ნი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ნა­ხა­ტებ­ში გად­მო­ცე­მა, რად­გან მსურს რომ ის გმი­რე­ბი რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო დღემ­დე მო­იყ­ვა­ნეს ისე გად­მოვ­ცე რო­გორც ჩემს წარ­მო­სახ­ვა­ში არი­ან.

- გა­მო­ფე­ნებს ხში­რად აწყობთ?

- გა­მო­ფე­ნე­ბი ბევ­რი არ მქო­ნია, სულ ოთხი გა­მო­ფე­ნა მქონ­და. სხვა­დას­ხვა დროს გა­მარ­თუ­ლი მაქვს პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნე­ბი სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, სა­მე­ბის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში, ასე­ვე ფი­როს­მა­ნის სახლ-მუ­ზე­უმ­ში. მინ­და გი­თხრათ, რომ გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა­ში დი­დად აქ­ტი­უ­რი არ ვარ და რაც კი გა­მო­ფე­ნა მქო­ნია, ყვე­ლა ჩემი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით ჩა­მი­ტა­რე­ბია. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­უ­ხა­დო ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს, ვინც და­მეხ­მა­რა ამ გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა­ში. ბევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მქო­ნია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რი თუ ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო უარი მით­ქვამს გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვა­ზე. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია და ამი­ტომ მით­ქვამს უარი. გარ­და ამი­სა დიდი ფორ­მა­ტის ნა­ხა­ტე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის ცალ­კე სატ­ვირ­თოა სა­ჭი­რო (იცი­ნის) ეს ხუმ­რო­ბით... ისე, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მო­ფე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მაქვს რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­სა­ტა­რებ­ლად. რა თქმა უნდა, ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბას ვერ დავ­თან­ხმდე­ბი, თუმ­ცა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი მაქვს და კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნის მო­წყო­ბას ვა­პი­რებ. ვნა­ხოთ, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

- ამ­ჯე­რად სად მოღ­ვა­წე­ობთ?

- ამ­ჯე­რად ვმუ­შა­ობ გა­ლე­რეა-კა­ფეს პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ჩემი დის ინი­ცი­ა­ტი­ვით და ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით, ჩემს სახ­ლში - მირ­ზა­ან­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩა­მომ­სვლელ სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და­ათ­ვა­ლი­ე­რონ ჩემი და სხვა მხატ­ვრე­ბის ნა­მუშრვრე­ბი. ასე­ვე მი­ირ­თვან ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძე­ბი. გარ­და ამი­სა გეგ­მა­ში მაქვს, კერ­ძო სამ­ხატ­ვრო სკო­ლის გახ­სნა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვად მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის ხატ­ვა­ში მომ­ზა­დე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­კუთ­ვნი­ლი. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში რა თქმა უნდა ვაგ­რძე­ლებ აქ­ტი­ურ სამ­ხატ­ვრო მოღ­ვა­წე­ო­ბას, ვი­ღებ შეკ­ვე­თებ­საც და ვხა­ტავ სა­კუ­თარ ტი­ლო­ებ­საც. ამ ეტაპ­ზე რამ­დე­ნი­მე დიდ ტი­ლო­ზე ვმუ­შა­ობ.

- რამ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბია დღეს მხატ­ვრის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სამ­ხატ­ვრო სფე­რო­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა ბევრ სფე­რო­ში დი­დად სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გვაქვს. იმის­თვის რომ მხატ­ვარ­მა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს, დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა აქ­ტი­უ­რო­ბას ამ სფე­როს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმა მაქ­სი­მა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი მხატ­ვა­რი ვი­თარ­დე­ბა გარ­კვე­ულ დო­ნემ­დე და უფრო წინ წას­ვლა უჭირს. რა თქმა უნდა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ამ სფე­რო­ში ფე­ხის მო­კი­დე­ბა რთუ­ლია... აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ფი­ნან­სე­ბი ხში­რად ნი­ჭი­ე­რე­ბას გა­და­წო­ნის ხოლ­მე. თუმ­ცა უნდა ით­ქვას, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ნი­ჭი­ე­რე­ბა არ ფას­დე­ბა - ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის და პა­ტი­ვის­ცე­მის მო­პო­ვე­ბა მა­ინც ყო­ველ­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ მხატ­ვრის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა და წარ­მა­ტე­ბა სწო­რე­დაც რომ ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, და­ფა­სე­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მაა. პი­რა­დად მე ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ვგრძნობ ამ პა­ტი­ვის­ცე­მას და სიყ­ვა­რულს. თუნ­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბის მხრი­დან გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სა­ხით! ასე­ვე ზო­გა­დად სხვა­დას­ხვა ჩემ­თვის უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­და­ნაც, რომ­ლე­ბიც ხში­რად მწე­რენ და უბ­რა­ლოდ გა­მო­ხა­ტა­ვენ თა­ვი­ანთ მო­წო­ნე­ბას და თბილ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩემს მი­მართ. ჩემ­თვის ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა. აქვე მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დო ყვე­ლა ჩემს მე­გო­ბარს და იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ოდეს­მე დამ­ხმა­რე­ბია წინსვლა­ში და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში.

ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სურ­ვი­ლი და სა­მო­მავ­ლო გეგ­მაა, რომ და­ვეხ­მა­რო მო­მა­ვალ თა­ო­ბას! გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს სო­ფელ­ში მცხოვ­რებ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან მხატ­ვრო­ბა შე­ის­წავ­ლონ. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩემს მიერ გახ­სნი­ლი სკო­ლა ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რე­ბა. ასე­ვე გეგ­მა­ში მაქვს მო­ვა­წყო გა­მო­ფე­ნე­ბი თბი­ლის­ში, გა­ვაც­ნო ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას - პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დგომ ეტაპ­ზე კი მსურს ჩემი ნა­ხა­ტე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნაც. იმე­დი მაქვს, ჩემი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით მო­ვა­ხერ­ხებ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Temida
0

კარგი გოგო ხარ,ვაფასებ ასეთ შრომისმოყვარე და ნიჭიერ ადამიანებს წარმატებები !

nini
0

დაგლოცოს ღმერთმა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნიკალა ყველაზე ახლობელია ჩემთვის" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ფიროსმანის სოფლიდან

"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნიკალა ყველაზე ახლობელია ჩემთვის" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ფიროსმანის სოფლიდან

თვითნასწავლი მხატვარი, გამორჩეულად ნიჭიერი ბელა ლობჟანიძე მირზაანში დაიბადა და გაიზარდა. მასზე ყველაზე დიდი გავლენა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებამ იქონია, რომლის სახლ-მუზეუმსაც მთელი ბავშვობა სტუმრობდა... ამჯერად იგი გალერეა-კაფეს პროექტზე მუშაობს, რომელიც მისი დის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით მისავე სახლში, მირზაანში ხორციელდება. იქ ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ბელა ლობჟანიძის და სხვა მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერონ. ასევე მიირთვან ქართული ტრადიციული კერძები. გარდა ამისა გეგმაში აქვს კერძო სამხატვრო სკოლის გახსნა, რომელიც ადგილობრივად მცხოვრები ბავშვების ხატვაში მომზადებისთვის იქნება განკუთვნილი.

ბელა ლობჟანიძე თავის შემოქმედებაზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე მირზაანიდან გვესაუბრა:

- რამდენი წლის იყავი, როდესაც ხატვა დაიწყე?

- ხატვისადმი ინტერესი ცხოვრების პირველივე წლებიდან შემამჩნიეს, 3-4 წლის ასაკში უკვე ვაკეთებდი პატარა ბავშვურ ჩანახატებს. ძალიან მიყვარდა ფანქრებით და ფუნჯებით თამაში, ამიტომ დაბადების დღეებზე ხან ფლომასტერებს, ფუნჯებს, საღებავებს და ხანაც ფერად ფანქრებს მჩუქნიდნენ... საწყის წლებში დიდი გავლენა იქონია დედამ, რომელიც ყოველთვის მაგულიანებდა და სტიმულს მაძლევდა, რომ რამე დამეხატა.

პირველი პროფესიონალური ნაბიჯები 20 წლის ასაკში გადავდგი. ქართულის წიგნში ვნახე პრომეთეს ნახატი, რომლის დახატვაც ძალიან მომინდა. დავიდე ტილო და გადავხატე. ძალიან ლამაზი გამომივიდა და ეს გახდა სტიმული რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი ნახატი შემექმნა. მას შემდეგ დავიწყე ჩემი ფანტაზიით სხვადასხვა ნახატების შექმნა. განსაკუთრებით მიყვარდა ისტორიული და რელიგიური თემები.

- ნიკო ფიროსმანის სოფლიდან ხართ, რაც უკვე დიდი პასუხისმგებლობაა... გვიამბეთ, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა უდიდესი მხატვრის შემოქმედებამ თქვენზე?

- ჩემს შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა ნიკო ფიროსმანის ნახატებმა იქონია. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მის სახლ- მუზეუმში და ვათვალიერებდი მის ნახატებს, შემეძლო საათობით დავკვირვებოდი მათ და ეს საერთოდ არ მღლიდა... პირიქით, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. რაც შეეხება ჩემს ნახატებს, შემიძლია ფიროსმანის პორტრეტები უსასრულოდ ვხატო, რადგან ეს პროცესი ისეთ ბედნიერებას მანიჭებს და ისეთ ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს, რომ ამის აღწერა სიტყვიერად შეუძლებელია. ძალიან მიყვარს ნიკალა და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის. დღესდღეისობით ნიკალას უკვე ოთხი პორტრეტი მაქვს შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების მანძილზე მის კიდევ ბევრ პორტრეტს შევქმნი, სხვადასხვა კუთხით...

- თქვენი ნახატებით უკვე არაერთი წიგნია გაფორმებული...

- ჩემი ნახატებით გაფორმებულია 6 წიგნი... ძირითადად ესენია ლექსების კრებულები! არის მოთხრობების წიგნიც, სამომავლოდ ჩემი ნახატებით იგეგმება საბავშვო ლექსების კრებულის გაფორმება. ძალიან მიყვარს ისტორიული თემები და ისტორიული ფიგურების ხატვა ისე. ჩემს შემოქმედებაში დიდი ადგილი სწორედ ისტორიულ თემატიკას უკავია. დახატული მყავს სხვადასხვა ისტორიული პირები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს საქართველოს გაძლიერებაში. მაგალითად ილია ჭავჭავაძე, გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, გიორგი სააკაძე და სხვები... ზოგადად ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია გამოჩენილი ისტორიული ფიგურების ნახატებში გადმოცემა, რადგან მსურს რომ ის გმირები რომლებმაც საქართველო დღემდე მოიყვანეს ისე გადმოვცე როგორც ჩემს წარმოსახვაში არიან.

- გამოფენებს ხშირად აწყობთ?

- გამოფენები ბევრი არ მქონია, სულ ოთხი გამოფენა მქონდა. სხვადასხვა დროს გამართული მაქვს პერსონალური გამოფენები საჯარო ბიბლიოთეკაში, სამების სააქტო დარბაზში, ასევე ფიროსმანის სახლ-მუზეუმში. მინდა გითხრათ, რომ გამოფენების მოწყობაში დიდად აქტიური არ ვარ და რაც კი გამოფენა მქონია, ყველა ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით ჩამიტარებია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩემს მეგობარს, ვინც დამეხმარა ამ გამოფენების მოწყობაში. ბევრი ოფიციალური შემოთავაზებაც მქონია, თუმცა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო უარი მითქვამს გამოფენის გამართვაზე. ხშირ შემთხვევაში გამოფენის მოწყობის სურვილი არ მქონია და ამიტომ მითქვამს უარი. გარდა ამისა დიდი ფორმატის ნახატების ტრანსპორტირებისთვის ცალკე სატვირთოა საჭირო (იცინის) ეს ხუმრობით... ისე, საბედნიეროდ, გამოფენებთან დაკავშირებით შემოთავაზებები მაქვს როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, ყველა წინადადებას ვერ დავთანხმდები, თუმცა ჩემთვის საინტერესო შემოთავაზებები მაქვს და კიდევ ბევრი საინტერესო გამოფენის მოწყობას ვაპირებ. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

- ამჯერად სად მოღვაწეობთ?

- ამჯერად ვმუშაობ გალერეა-კაფეს პროექტზე, რომელიც ჩემი დის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით, ჩემს სახლში - მირზაანში ხორციელდება. ჩამომსვლელ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჩემი და სხვა მხატვრების ნამუშრვრები. ასევე მიირთვან ქართული ტრადიციული კერძები. გარდა ამისა გეგმაში მაქვს, კერძო სამხატვრო სკოლის გახსნა, რომელიც ადგილობრივად მცხოვრები ბავშვების ხატვაში მომზადებისთვის იქნება განკუთვნილი. პარალელურ რეჟიმში რა თქმა უნდა ვაგრძელებ აქტიურ სამხატვრო მოღვაწეობას, ვიღებ შეკვეთებსაც და ვხატავ საკუთარ ტილოებსაც. ამ ეტაპზე რამდენიმე დიდ ტილოზე ვმუშაობ.

- რამდენად ხელსაყრელი პირობებია დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- საქართველოში სამხატვრო სფეროში, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. იმისთვის რომ მხატვარმა წარმატებას მიაღწიოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქტიურობას ამ სფეროს ყველა მიმართულებით, თუმა მაქსიმალური აქტიურობის შემთხვევაშიც კი მხატვარი ვითარდება გარკვეულ დონემდე და უფრო წინ წასვლა უჭირს. რა თქმა უნდა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამ სფეროში ფეხის მოკიდება რთულია... აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსები ხშირად ნიჭიერებას გადაწონის ხოლმე. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნიჭიერება არ ფასდება - ადამიანების სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება მაინც ყოველთვის შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ მხატვრისთვის ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება სწორედაც რომ ადამიანების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული, დაფასება და პატივისცემაა. პირადად მე ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ ამ პატივისცემას და სიყვარულს. თუნდაც ჩემი მეგობრების მხრიდან გაწეული დახმარების სახით! ასევე ზოგადად სხვადასხვა ჩემთვის უცხო ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ხშირად მწერენ და უბრალოდ გამოხატავენ თავიანთ მოწონებას და თბილ დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩემს მეგობარს და იმ ადამიანს, რომელიც ოდესმე დამხმარებია წინსვლაში და წარმატების მიღწევაში.

ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და სამომავლო გეგმაა, რომ დავეხმარო მომავალ თაობას! განსაკუთრებით ჩემს სოფელში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან მხატვრობა შეისწავლონ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს მიერ გახსნილი სკოლა ამ საქმეში ძალიან დამეხმარება. ასევე გეგმაში მაქვს მოვაწყო გამოფენები თბილისში, გავაცნო ჩემი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას - პირველ რიგში საქართველოში, შემდგომ ეტაპზე კი მსურს ჩემი ნახატების საზღვარგარეთ გატანაც. იმედი მაქვს, ჩემი გეგმების განხორციელებას წარმატებით მოვახერხებ.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული