პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა
კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

ყბა-სა­ხის მი­და­მო­ებ­ში კის­ტო­ზუ­რი და კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი იშ­ვი­ა­თი პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არაა. რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ პრობ­ლე­მამ გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვთა და მო­ზარ­დე­ბის ასაკ­ში იჩი­ნა თავი.

რო­გორც წესი, ყბა-სა­ხის მი­და­მო­ში კის­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა დრო­უ­ლად ვერ ხდე­ბა, რად­გან ის მიმ­დი­ნა­რე­ობს უსიმპტო­მოდ და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ. მისი აღ­მო­ჩე­ნა ხდე­ბა ხოლ­მე დაგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც წარ­მო­ნაქ­მნი მი­აღ­წევს დიდ ზო­მებს ან შემ­თხვე­ვით გა­მოვ­ლინ­დე­ბა სა­კონ­ტრო­ლო კვლე­ვე­ბის დროს.

ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ან­გი­ო­ქი­რურ­გი­სა და ყბა-სა­ხის ქი­რურ­გის ერ­თობ­ლი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბით, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას კის­რის მი­და­მო­დან დიდი ზო­მის და­ჩირ­ქე­ბუ­ლი კის­ტო­ზუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი ამო­უ­ღეს. მე­ტად რთუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ თა­ვად ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი ბექა ბა­კუ­რა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა ჩი­ვი­ლე­ბით მოგ­მარ­თათ პა­ცი­ენ­ტმა?

პა­ცი­ენტს აწუ­ხებ­და ზო­გა­დი სი­სუს­ტე და თავ­ბრუს­ხვე­ვა. მი­ზე­ზი ამი­სა კი იყო ის, რომ კის­ტუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი აწ­ვე­ბო­და მა­გის­ტრა­ლურ სის­ხლძარ­ღვებს და იწ­ვევ­და თა­ვის ტვი­ნის სის­ხლით მო­მა­რა­გე­ბის დე­ფი­ციტს.

ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტმა უკვე იცო­და კის­ტო­ზუ­რი წარ­მო­ნაქ­მნის შე­სა­ხებ, რად­გან მა­ნამ­დე კის­ტის და­ჩირ­ქე­ბის გამო ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია ჩირ­ქგ­რო­ვის და­სად­რე­ნი­რებ­ლად. ამ­ჯე­რად კი ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ტარ­და გეგ­მი­უ­რად, წი­ნას­წარ მომ­ზად­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­თე­რა­პი­ით, გა­ი­ა­რა ან­გი­ო­ქი­რურ­გის კონ­სულ­ტა­ცია და ჩა­ტარ­და მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა კონ­ტრას­ტით და და­ი­გეგ­მა ოპე­რა­ცია.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ რა სა­ხის ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და რა­ტომ იყო ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი?

წარ­მო­ნაქ­მნი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი ზო­მის და თან და­ჩირ­ქე­ბუ­ლი. ის ღრმად იჯდა კის­რის ქსო­ვი­ლებ­ში ისე, რომ შე­ხე­ბა­ში იყო სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ას­თან და სა­უღ­ლე ვე­ნას­თან. იწყე­ბო­და იმ ად­გილ­ში სა­დაც არ­ტე­რია გა­რე­თა და შიდა სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ე­ბად იყო­ფა და გრძელ­დე­ბო­და კის­რის ყბა­ყუ­რა ჯირ­კვლის მი­და­მო­ე­ბამ­დე, თით­ქმის ყუ­რის ნი­ჟა­რამ­დე.

კის­ტის გარ­სის სრუ­ლი ამო­ღე­ბა მოხ­და. ზო­გა­დად, კის­ტის ამოკ­ვე­თის ოპე­რა­ცი­ე­ბი იშ­ვი­ა­თი არ არის, თუმ­ცა ეს კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო მისი რთუ­ლი ლო­კა­ცი­ის გამო. ამა­ზე უფრო დიდი ზე­და­პი­რუ­ლი წარ­მო­ნაქ­მნე­ბიც ამოგ­ვი­ღია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს მი­ლი­მეტ­რე­ბით ვშორ­დე­ბო­დით. სწო­რედ ამი­ტომ ორმა ქი­რურ­გმა, ან­გი­ო­ქი­რურ­გმა -გიგი ბრე­გა­ძემ­და მე, ყბა-სა­ხის ქი­რურ­გმა - ბექა ბა­კუ­რა­ძემ ვი­მუ­შა­ვეთ.

ოპე­რა­ცია რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და?

ოპე­რა­ცია 1 სა­ათ­ზე ცოტა მეტ ხანს გაგ­რძელ­და. ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გამო შე­ხორ­ცე­ბე­ბი იყო. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, კის­ტას მდე­ბა­რე­ო­ბაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი ჰქონ­და. სწო­რედ ამი­ტომ დას­ჭირ­და წა­ნა­ზარ­დის ამო­ღე­ბას ამ­დე­ნი დრო. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა არც ერთი მა­გის­ტრა­ლუ­რი სის­ხლძარ­ღვი და არც მისი პე­რი­ფე­რი­უ­ლი ტოტი. წარ­მო­ნაქ­მნი სრუ­ლად ამო­ღე­ბუ­ლია ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე.

ყბა-სა­ხის მი­მარ­თუ­ლე­ბით „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ რა მომ­სა­ხუ­რე­ბას სთა­ვა­ზობს პა­ცი­ენ­ტებს?

„ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ყბა-სა­ხის ქი­რურ­გი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ცენ­ტრში ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყბა-სა­ხის მი­და­მოს და­ა­ვა­დე­ბა­თა დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბის სრუ­ლი სპექტრი ბავ­შვე­ბი­სა და მოზ­რდი­ლე­ბის­თვის. სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სერ­ვი­სე­ბი გუ­ლის­ხმობს კვლე­ვე­ბის დრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბას, რათა შე­ირ­ჩეს პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მე­თო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის. კვლე­ვე­ბის­თვის ვი­ყე­ნებთ ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა­სა და უახ­ლეს ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

სულ ცოტა ხნის წინ შე­ვი­ძი­ნეთ ართროს­კო­პი. არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ რე­გი­ონ­ში არც ერთ კლი­ნი­კას არ აქვს ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტი. ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს სა­ფეთ­ქელ-ქვე­დაყ­ბის სახ­სრე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბი ართროს­კო­პი­უ­რად ანუ მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვა­ზი­ით­გა­ვა­კე­თოთ. ჩვენს მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში მცი­რე ინ­ვა­ზი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად ინო­ვა­ცი­აა.

ჩვენს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ასე­ვე, თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბით მო­სულ პა­ცი­ენ­ტებ­თან ხდე­ბა ძვლის ნამ­სხვრე­ბე­ბის ამო­ღე­ბა და თვალ­ბუ­დის ფსკე­რის იმპლან­ტა­ცია ტი­ტა­ნის ფირ­ფი­ტე­ბით.

კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
2

მადლობა ასეთი პროფესიული მუშაობისათვის.

გზა მივცეთ ახალგაზრდა ქართველ ქირურგებს ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

კისტოზური წარმონაქმნი ყბა-სახის მიდამოებში და ურთულესი ოპერაცია, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ ჩატარდა

ყბა-სახის მიდამოებში კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები იშვიათი პრობლემა ნამდვილად არაა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ბოლო პერიოდში ამ პრობლემამ განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდების ასაკში იჩინა თავი.

როგორც წესი, ყბა-სახის მიდამოში კისტების აღმოჩენა დროულად ვერ ხდება, რადგან ის მიმდინარეობს უსიმპტომოდ და უმტკივნეულოდ. მისი აღმოჩენა ხდება ხოლმე დაგვიანებით, როდესაც წარმონაქმნი მიაღწევს დიდ ზომებს ან შემთხვევით გამოვლინდება საკონტროლო კვლევების დროს.

ცოტა ხნის წინ „ნიუ ჰოსპიტალსში“ ანგიოქირურგისა და ყბა-სახის ქირურგის ერთობლივი ჩართულობით, ახალგაზრდა გოგონას კისრის მიდამოდან დიდი ზომის დაჩირქებული კისტოზური წარმონაქმნი ამოუღეს. მეტად რთული და საინტერესო ოპერაციის შესახებ თავად ყბა-სახის ქირურგი ბექა ბაკურაძე გვესაუბრება.

რა ჩივილებით მოგმართათ პაციენტმა?

პაციენტს აწუხებდა ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა. მიზეზი ამისა კი იყო ის, რომ კისტური წარმონაქმნი აწვებოდა მაგისტრალურ სისხლძარღვებს და იწვევდა თავის ტვინის სისხლით მომარაგების დეფიციტს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტმა უკვე იცოდა კისტოზური წარმონაქმნის შესახებ, რადგან მანამდე კისტის დაჩირქების გამო ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია ჩირქგროვის დასადრენირებლად. ამჯერად კი ოპერაციული მკურნალობა ჩატარდა გეგმიურად, წინასწარ მომზადდა ანტიბიოტიკოთერაპიით, გაიარა ანგიოქირურგის კონსულტაცია და ჩატარდა მაგნიტორეზონანსული კვლევა კონტრასტით და დაიგეგმა ოპერაცია.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ რა სახის ოპერაცია ჩაუტარდა და რატომ იყო ის განსაკუთრებული?

წარმონაქმნი იყო განსაკუთრებულად დიდი ზომის და თან დაჩირქებული. ის ღრმად იჯდა კისრის ქსოვილებში ისე, რომ შეხებაში იყო საძილე არტერიასთან და საუღლე ვენასთან. იწყებოდა იმ ადგილში სადაც არტერია გარეთა და შიდა საძილე არტერიებად იყოფა და გრძელდებოდა კისრის ყბაყურა ჯირკვლის მიდამოებამდე, თითქმის ყურის ნიჟარამდე.

კისტის გარსის სრული ამოღება მოხდა. ზოგადად, კისტის ამოკვეთის ოპერაციები იშვიათი არ არის, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა გამორჩეული იყო მისი რთული ლოკაციის გამო. ამაზე უფრო დიდი ზედაპირული წარმონაქმნებიც ამოგვიღია, მაგრამ ამ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს მილიმეტრებით ვშორდებოდით. სწორედ ამიტომ ორმა ქირურგმა, ანგიოქირურგმა -გიგი ბრეგაძემდა მე, ყბა-სახის ქირურგმა - ბექა ბაკურაძემ ვიმუშავეთ.

ოპერაცია რამდენ ხანს გაგრძელდა?

ოპერაცია 1 საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. ანთებითი პროცესების გამო შეხორცებები იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კისტას მდებარეობაც საკმაოდ რთული ჰქონდა. სწორედ ამიტომ დასჭირდა წანაზარდის ამოღებას ამდენი დრო. თუმცა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. არ დაზიანებულა არც ერთი მაგისტრალური სისხლძარღვი და არც მისი პერიფერიული ტოტი. წარმონაქმნი სრულად ამოღებულია ყოველგვარი გართულებების გარეშე.

ყბა-სახის მიმართულებით „ნიუ ჰოსპიტალსი“ რა მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ყბა-სახის ქირურგიულ განყოფილებაში ცენტრში ხელმისაწვდომია ყბა-სახის მიდამოს დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისების სრული სპექტრი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის. სადიაგნოსტიკო სერვისები გულისხმობს კვლევების დროულად ჩატარებას, რათა შეირჩეს პაციენტის მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი წარმატებული მკურნალობისთვის. კვლევებისთვის ვიყენებთ ულტრათანამედროვე აპარატურასა და უახლეს ტექნოლოგიებს.

სულ ცოტა ხნის წინ შევიძინეთ ართროსკოპი. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არც ერთ კლინიკას არ აქვს ასეთი თანამედროვე აპარატი. ეს მოწყობილობა საშუალებას გვაძლევს საფეთქელ-ქვედაყბის სახსრების ოპერაციები ართროსკოპიურად ანუ მინიმალური ინვაზიითგავაკეთოთ. ჩვენს მიმართულებაში მცირე ინვაზიური მიმართულება ნამდვილად ინოვაციაა.

ჩვენს განყოფილებაში, ასევე, თვალის დაზიანებით მოსულ პაციენტებთან ხდება ძვლის ნამსხვრებების ამოღება და თვალბუდის ფსკერის იმპლანტაცია ტიტანის ფირფიტებით.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

რა უნდა იცოდეთ, თუ თავბრუ ხშირად გეხვევათ

რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები

წამყვანი ამერიკული უნივერისტეტი - ვებსტერი (Webster University) საქართველოში შემოდის