254 ჯარიმა და 75 გაფრთხილება - ასეთია საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეების დეკლარაციების მონიტორინგის შედეგი.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს შემოწმებული საჯარო მოხელეებიდან ნახევარზე მეტს დეკლარაცია დარღვევებით აქვს შევსებული. უწყების ინფორმაციით, გასულ წელს სულ 596 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეისწავლეს, საიდანაც დადებითად მხოლოდ 237 შეფასდა.
უწყების განცხადებით, უარყოფითად შეფასებული დეკლარაციებიდან ყველაზე მეტ - 63%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დეკლარირების გამო. ასევე, 63% უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო. დაჯარიმებულ მოხელეთა რიცხვში არის 29 პარლამენტის წევრი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეპუტატების სიას, რომლებიც 2019 წელს ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაჯარიმდნენ:
- ზვიად კვაჭანტირაძე - მითითებული არ არის მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში;
- ლევან კობიაშვილი - მითითებული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, მითითებული არ არის მეუღლის სახელფასო შემოსავალი;
- გურამ მაჭარაშვილი - შეუსაბამობა უძრავ ქონებაში;
- ერეკლე ტრიპოლსკი - სამეწარმეო საქმინოაბა არ არის ასახული დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფუნქციონირებს;
- გოჩა ენუქიძე - არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 3 000 ლარს და ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5 000 ლარს;
- ზაზა კედელაშვილი - არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5 000 ლარს;
- სამველ მანუკიანი - დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული; ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა; მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება; მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული;
- ზაქარია ქუცნაშვილი - ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება, არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 5 000 ლარს;
- მიხეილ ყაველაშვილი - შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში, მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილი საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა, ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული;
- ივლიანე წულაია - მის მიერ მიღებული შემოსავლის ცდომილება; წაიკითხეთ სრულად
საქმეც იმაშია, რომ ეს სტატია რუბრიკა "ეკონომიკაში" არ უნდა იყოს, ის თემა, ეს სტატია რომ ეხება, პოლიტიკურია და შემოსავლის არ ჩვენება იძულებითია, ეს ასე უნდა ქნას , არ გაახარებენ ამ წყობაში და სისტემაში, რომელსაც 30 წელია ემსახურება შევარდნაძე , სააკაშვილი და ივანიშვილი მოქნაცქოც გუნდებით ! ისინი სისტემის ბენეფიციარი მოსარგებლეებია, ამ სისტემაში დარღვეულია ანგარიშვალედებულება პასუხისმგებლობის კლასიკური ბალანსი, კარგ ქვეყენებში რომაა, ისეთი ! აქ აქლემის ქურდია კანონმდებელი, ორი აქლემისა კი გამსამართლებელი და რომ არ იპაროს ნემსი ვინმემ, ამის დარაჯი, სამ აქლემ ნაპარია, ესენი ერთადაა აი ის გუნდი და ნემსის ქურდს კი არ იჭერენ,მას იგონებენ,იმისთვის არსებობენ , რომ ნემსის ქურდი იშვას ,მის დასაჭერადაა სისტემა აშენებული ,ამ დროს იპარება აქლემები, კი, ასეა, ამ დარაჯობის დროს იპარავენ აქლემებს,მათი დარაჯი კი არაა სისტემის შაშტატო განრიგში გათვალისწინებული! ვთქვათ გაუწყრა ღმერთი და ამხილა ვიღაცამ აქლემის ქურდი-ასწლიანს მიუსჯის დარაზმული სისტემა, სიცოცხლეს სიკვდილად უქცევს,აყვე უნდა ამ ხორცსაკეპს და შენც მოგინელებს,ეგრეა! ნემსის ქურდს 20 წლის ციხით და ნახევარი სიცოცხლის ფასით სჯიან! აბა რად არ დადის არჩევნებზე ხალხი? ამად, იცან ეს,ესენი მათ არ აურჩევიათ,გაყალბდა დღემდე ყველა არჩევნები,სიაც ყალბია და როგორ იქნება არჩევნები გაუყალბებელი, ძალად მოვიდნენ,ასეა! ანგარიშვლდებულება კი რეფერენდუმ პლებისციტზე ჩანას,არ არის ხომ ? არც იქნება ,სანამ არ მივალთ ყველა სიის დასადგენად და ამ დადგენილი სიით არ ავირჩევთ !