სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში" - სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე
"მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში" - სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი NDI-ის კვლე­ვის შე­დე­გებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა:

"NDI გა­მო­კი­თხვა­ზე: რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ მე პო­პუ­ლა­რო­ბა­ში მკვეთ­რად გა­ვუს­წა­რი ივა­ნიშ­ვილს. შე­და­რე­ბა არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, ჩემს დროს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ზარ­და 4-ჯერ. ივა­ნიშ­ვი­ლის დროს გა­ი­ზარ­და 0%-ით.ჩემს დროს სი­ღა­რი­ბე შემ­ცირ­და 2-ჯერ, ივა­ნიშ­ვი­ლის დროს გა­ი­ზარ­და 2.5-ჯერ.ჩემ დროს პენ­სია გა­ი­ზარ­და მრა­ვალ­გზის, ივა­ნიშ­ვი­ლის დროს გა­ი­ზარ­და დო­ლა­რებ­ში 0%-ით. მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ვა­ბა­რე არ­ჩევ­ნე­ბით და ეს არ აპი­რებს.

მე მჯე­რა იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლე­ბი უნდა დაბ­რუნ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლამ ერ­თად ავა­შე­ნოთ დიდი სა­ქარ­თვე­ლო.ივა­ნიშ­ვილს უნდა და მო­უ­წო­დებს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი გა­ვიდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან.მე მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი და მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი მი­სია, ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის კი სა­ქარ­თვე­ლო არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­პა­ტა­რა სო­ფე­ლი. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს ხალ­ხის­თვის და ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს ხალ­ხის­თვის, არა­ფე­რი არ წა­მი­ღია სახ­ლში.

ივა­ნიშ­ვილ­მა კი შე­მო­რაგ­ვა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ყვე­ლა­ფე­რი მი­აქვს სახ­ლში: ხე­ე­ბი, ზღვა, მი­წე­ბი და უამ­რა­ვი სხვა ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც უნდა ეკუთ­ვნო­დეს ქარ­თველ ხალ­ხს მან მი­ი­სა­კუთ­რა! ამ­გვა­რად, მე მიკ­ვირს რა­ტომ არ არის მეტი გან­სხვა­ვე­ბა ჩვენს შო­რის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში, უბ­რა­ლოდ, რა თქმა უნდა ბო­ლომ­დე ყვე­ლა ვერ ამ­ბობს თა­ვის სათ­ქმელს, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არის უკვე ყვე­ლა­ფერ­ში გარ­კვე­უ­ლი და ეს გა­მო­კი­თხვაც ამა­ზე მე­ტყვე­ლებს" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

NDI-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და­დე­ბი­თად 17% აფა­სებს, მის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი გა­მო­კი­თხულ­თა 49% გა­მო­ხა­ტავს. 29% ამ­ბობს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია, 1% აღ­ნიშ­ნავს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ, 4% კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი, ამ­ბობს, რომ არ იცის;

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­მო­კი­თხულ­თა 26% და­დე­ბი­თად აფა­სებს, 39% მის მი­მართ უარ­ყო­ფით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს, 29 %-ს მის მი­მართ არც და­დე­ბი­თი და არც უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ აქვს, 1% ამ­ბობს, რომ არ სმე­ნია მის შე­სა­ხებ. 4% კი კი­თხვა­ზე და­დე­ბი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს მის მი­მართ თუ უარ­ყო­ფი­თი, პა­სუ­ხობს, რომ არ იცის.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
123

არ გასვენებს გამჩენი დაგენაცვლე

!!!!!!!
121

ჰალსტუხიყლაპია მილიარდელია(ჩვენ ხარჯზე) და შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ზღაპრულად იცხოვროს, მაგრამ პატივმოყვარეობის ჭია უღრღნის გულს ჭორვილელმა ბიძომ როგორ აჯობა და დაასამარა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში" - სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე

"მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში" - სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"NDI გამოკითხვაზე: როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავუსწარი ივანიშვილს. შედარება არის ძალიან მარტივი, ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ. ივანიშვილის დროს გაიზარდა 0%-ით.ჩემს დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 2.5-ჯერ.ჩემ დროს პენსია გაიზარდა მრავალგზის, ივანიშვილის დროს გაიზარდა დოლარებში 0%-ით. მე ხელისუფლება გადავაბარე არჩევნებით და ეს არ აპირებს.

მე მჯერა იმისა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად ავაშენოთ დიდი საქართველო.ივანიშვილს უნდა და მოუწოდებს, რომ ქართველები გავიდნენ საქართველოდან.მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და მსოფლიოში წამყვანი მისია, ივანიშვილისთვის კი საქართველო არის უმნიშვნელოპატარა სოფელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი არ წამიღია სახლში.

ივანიშვილმა კი შემორაგვა მთელი საქართველო და ყველაფერი მიაქვს სახლში: ხეები, ზღვა, მიწები და უამრავი სხვა ქონება, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს მან მიისაკუთრა! ამგვარად, მე მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში, უბრალოდ, რა თქმა უნდა ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არის უკვე ყველაფერში გარკვეული და ეს გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს" - წერს სააკაშვილი.

NDI-ის კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილს დადებითად 17% აფასებს, მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას კი გამოკითხულთა 49% გამოხატავს. 29% ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ გააჩნია, 1% აღნიშნავს, რომ არ სმენია მის შესახებ, 4% კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, ამბობს, რომ არ იცის;

კვლევის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს, 39% მის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, 29 %-ს მის მიმართ არც დადებითი და არც უარყოფითი დამოკიდებულება არ აქვს, 1% ამბობს, რომ არ სმენია მის შესახებ. 4% კი კითხვაზე დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ თუ უარყოფითი, პასუხობს, რომ არ იცის.

LIVE: არჩილ თალაკვაძე "360 გრადუსში"

"გიორგი ვაშაძემ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული ადამიანის შეწყალებაზე იყო საუბარი" - ირაკლი კობახიძე

"მისი მინისტრობისას ბიუჯეტიდან ასი მილიონი დაიკარგა, მან კი ხმა არ ამოიღო..." - რატომ ითხოვენ ივანე მაჭავარიანის დაკითხვას დეპუტატები?