სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ შეგვეშინდება ამ ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ასლან ბჟანიას განცხადებას ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ
"თუ შეგვეშინდება ამ ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ასლან ბჟანიას განცხადებას ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ

დი­ა­ლო­გი არის პირ­ვე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა, რომ დე­ო­კუ­პა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჩვე­ნი მხრი­და­ნაც გარ­კვე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იყოს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი გი­ორ­გი კა­ნაშ­ვი­ლი აფხა­ზე­თის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის და „პრე­ზი­დენ­ტო­ბის“ კან­დი­და­ტის ას­ლან ბჟა­ნი­ას „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ პო­ზი­ცი­ას სო­ხუმ­სა და თბი­ლისს შო­რის დი­ა­ლო­გის და­წყე­ბის შე­სა­ხებ.

კონ­ფლიქ­ტო­ლო­გის შე­ფა­სე­ბით, ამ ეტაპ­ზე ეს გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია.

„ჩვენ ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ­გვა­რი რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა ვნა­ხეთ. იგი­ვე აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სერ­გეი შამ­ბა­სი, იგი­ვე ას­ლან ბჟა­ნი­ა­სი, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა. ეს არის პირი, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო 4-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე ეს გან­ცხა­დე­ბა ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ჩვე­ნი მხრი­და­ნაც, თბი­ლი­სის მხრი­და­ნაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იყოს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი მხა­რეც მზად არის. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ბჟა­ნი­ას ნათ­ქვამ­ში ის, რომ ისი­ნი, ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბის გა­რე­შე მზად არი­ან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. ამა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში ბჟა­ნი­ამ გალ­თან და­კავ­ში­რე­ბით პირ­და­პი­რი პა­სუ­ხე­ბი არ გას­ცა, მაგ­რამ აშ­კა­რაა, რომ გალ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვლე­ბა. ინ­ტერ­ვი­უ­ში არ­სად არ ფი­გუ­რი­რებს სი­ტყვა რუ­სე­თი და აფხა­ზე­თის ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუ­ფა­ლი არც არა­ფერს არ იტყვის რუ­სეთ­ზე ნე­გა­ტი­ურს ამ კონ­ტექ­სტში“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ნაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი პერ­სპექ­ტი­ვა კარ­გად უნდა და­ა­ნა­ხოს.

„კი­დევ ერთი ფაქ­ტო­რი არის ის, რომ ქარ­თვე­ლებ­თან უფრო მეტი დი­ა­ლო­გით მათ აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის მზარ­დი ზე­გავ­ლე­ნის და­ბა­ლან­სე­ბა სურთ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ფიქ­რა­ლია და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უფრო მეტი უნდა იფიქ­როს, თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო წე­ლია და ეჭვი მე­პა­რე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­ცა­ლოს. მაგ­რამ არი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა ძა­ლუძთ და ამა­ზე უნდა იფიქ­რონ კი­დეც. ყვე­ლაფ­რის ქარ­თულ-რუ­სულ კონ­ტექ­სტში გა­და­ტა­ნა შეც­დო­მაა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცალ-ცალ­კე სო­ხუმ­თან და ცხინ­ვალ­თან სა­უ­ბა­რი იმი­ტომ, რომ დე­ო­კუ­პა­ცია ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა თუ აფხა­ზე­ბის და ოსე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბა არ მოხ­დე­ბა. ეს არის პირ­ვე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბა, რომ დე­ო­კუ­პა­ცი­ის პრო­ცე­სი და­ი­წყოს. თუ ჩვენ სა­ზო­გა­დო­ე­ბებს შო­რის ნდო­ბა არ აღ­დგა, რუ­სე­თი ამით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. დიახ, ქარ­თვე­ლებს, ოსებ­სა და აფხა­ზებს შო­რის ხი­დე­ბია ასა­შე­ნე­ბე­ლი და ნდო­ბა არის გა­სა­ჩე­ნი.იმის ილუ­ზია არ უნდა გვქონ­დეს, რომ აფხა­ზეთ­ში და ოსეთ­ში რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბი დღეს და ხვალ გაქ­რე­ბა, ამი­ტომ ვიდ­რე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პროგ­რე­სი არ არის, ჩვენ უნდა ვი­მუ­შა­ვოთ იმა­ზე, რომ ნდო­ბა აღ­დგეს იქ აფხა­ზურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქარ­თვე­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და კარ­გად და­ი­ნა­ხონ რა გან­სხვა­ვე­ბაა, ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებს შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის. სა­ქარ­თვე­ლო­ში მათი პერ­სპექ­ტი­ვა კარ­გად უნდა და­ა­ნა­ხოს ქარ­თულ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი კა­ნაშ­ვილ­მა.

ას­ლან ბჟა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ა­ფა­სა ასე­ვე ექ­სპერ­ტმა, თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ. თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძის აზ­რით, ბჟა­ნი­ას ეს პა­სუ­ხი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია და აფხა­ზეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცე­სის დაძ­ვრის ნიშ­ნებს ხე­დავს.

„ჩემი აზ­რით, ას­ლან ბჟა­ნი­ას ეს პა­სუ­ხი და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია. ყვე­ლა­ფერს ისეთს ვერ იტყვის, რაც ჩვენ მოგ­ვე­წო­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად ის ამ­ბობს, რომ ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში მზად არის დი­ა­ლო­გის­თვის, ჩვე­ნი მხრი­დან პრან­ჭვას და პი­რო­ბის წა­ყე­ნე­ბას აზრი არ აქვს. დრო მი­დის და რო­გორც ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ, ისე მათ წი­ნა­აღ­მდეგ მუ­შა­ობს, ისი­ნი უფრო ზი­ან­დე­ბი­ან იმი­ტომ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის გზას ად­გა­ნან, მაგ­რამ ჩვენს ინ­ტე­რე­სებ­ში არის, რომ და­იძ­რას პრო­ცე­სი. მე ამის ნიშ­ნებს ვხე­დავ, მაგ­რამ, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მე მე­ში­ნია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ის­ტე­რი­კის, რო­მე­ლიც მოჰ­ყვე­ბა ამ გან­ცხა­დე­ბას. და­ვე­ლა­პა­რა­კოთ, ოღონდ ჩუ­მად, წყნა­რად სხვა ფორ­მატ­ში შევ­ხვდეთ. თუ შეგ­ვე­შინ­დე­ბა ფორ­მა­ტის, კი­დევ 28 წელი გავა. ჩვენ თა­ო­ბას კი­დევ ახ­სოვს აფხა­ზე­თი, მო­მა­ვალ თა­ო­ბას სა­ერ­თოდ არ ემახ­სოვ­რე­ბა და არა­ნა­ი­რი ემო­ცი­უ­რი ბმა აფხა­ზეთ­თან არ ექ­ნე­ბა, სურ­ვი­ლი არ ექ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი, რომ აფხა­ზე­თი და­იბ­რუ­ნოს და თუ გვინ­და ეს პრობ­ლე­მა გა­დავ­ჭრათ, ეს ჩვე­ნი თა­ო­ბის საქ­მეა და მო­მა­ვალ თა­ო­ბას ამას ვე­რა­ნა­ი­რად ვერ და­ვუ­ტო­ვებთ. მათ ამის არც სურ­ვი­ლი და არც სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ,“ - აღ­ნიშ­ნა თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძემ.

სო­ხუმ­სა და თბი­ლისს შო­რის დი­ა­ლო­გი უნდა იყოს, რო­გორ ფორ­მატ­ში, რა ფორ­მით, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში, აფხა­ზე­თის ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­მა და „პრე­ზი­დენ­ტო­ბის“ კან­დი­დატ­მა ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „მთა­ვა­რია დი­ა­ლოგ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი მოგ­ვცეს და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ამ დი­ა­ლოგ­ში რამ­დე­ნი მხა­რე იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი“.

tngh
0

გაეხსნათ გონება ექსპერტებს???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ შეგვეშინდება ამ ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ასლან ბჟანიას განცხადებას ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ

"თუ შეგვეშინდება ამ ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა" - როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ასლან ბჟანიას განცხადებას ქართულ-აფხაზური დიალოგის შესახებ

დიალოგი არის პირველი აუცილებელი წინაპირობა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს და აუცილებელია, რომ ჩვენი მხრიდანაც გარკვეული ინიციატივები იყოს გაჟღერებული, - ასე ეხმაურება კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის და „პრეზიდენტობის“ კანდიდატის ასლან ბჟანიას „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში გაჟღერებულ პოზიციას სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის დაწყების შესახებ.

კონფლიქტოლოგის შეფასებით, ამ ეტაპზე ეს განცხადება ძალიან პოზიტიურია.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ამგვარი რამდენიმე განცხადება ვნახეთ. იგივე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბასი, იგივე ასლან ბჟანიასი, რომელიც დიდი ალბათობით დე ფაქტო პრეზიდენტი გახდება. ეს არის პირი, რომელიც მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთავარი ადამიანი იქნება. ამ ეტაპზე ეს განცხადება ძალიან პოზიტიურია. აუცილებელია, რომ ჩვენი მხრიდანაც, თბილისის მხრიდანაც ამ მიმართულებით გარკვეული ინიციატივები იყოს გაჟღერებული, რომ ჩვენი მხარეც მზად არის. საინტერესო იყო ბჟანიას ნათქვამში ის, რომ ისინი, ყველანაირი წინაპირობის გარეშე მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ამავე ინტერვიუში ბჟანიამ გალთან დაკავშირებით პირდაპირი პასუხები არ გასცა, მაგრამ აშკარაა, რომ გალთან მიმართებაშიც, დიდი ალბათობით, რაღაცები შეიცვლება. ინტერვიუში არსად არ ფიგურირებს სიტყვა რუსეთი და აფხაზეთის ნებისმიერი ხელისუფალი არც არაფერს არ იტყვის რუსეთზე ნეგატიურს ამ კონტექსტში“, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზებს საქართველოში მათი პერსპექტივა კარგად უნდა დაანახოს.

„კიდევ ერთი ფაქტორი არის ის, რომ ქართველებთან უფრო მეტი დიალოგით მათ აფხაზეთში რუსეთის მზარდი ზეგავლენის დაბალანსება სურთ. ამ მიმართულებით საფიქრალია და საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა იფიქროს, თუმცა საარჩევნო წელია და ეჭვი მეპარება ხელისუფლებამ ამ საქმიანობისთვის მნიშვნელოვნად მოიცალოს. მაგრამ არიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ამ ყველაფერზე ფიქრის გაძლიერება ძალუძთ და ამაზე უნდა იფიქრონ კიდეც. ყველაფრის ქართულ-რუსულ კონტექსტში გადატანა შეცდომაა. აუცილებელია ცალ-ცალკე სოხუმთან და ცხინვალთან საუბარი იმიტომ, რომ დეოკუპაცია ვერანაირად ვერ განხორციელდება თუ აფხაზების და ოსების საქართველოსკენ შემობრუნება არ მოხდება. ეს არის პირველი აუცილებელი წინაპირობა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს. თუ ჩვენ საზოგადოებებს შორის ნდობა არ აღდგა, რუსეთი ამით მანიპულირებას განაგრძობს. დიახ, ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის ხიდებია ასაშენებელი და ნდობა არის გასაჩენი.იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ აფხაზეთში და ოსეთში რუსული ბაზები დღეს და ხვალ გაქრება, ამიტომ ვიდრე ამ მიმართულებით პროგრესი არ არის, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ნდობა აღდგეს იქ აფხაზურ საზოგადოებაში ქართველებთან მიმართებაში და კარგად დაინახონ რა განსხვავებაა, ქართველებსა და რუსებს შორის, საქართველოსა და რუსეთს შორის. საქართველოში მათი პერსპექტივა კარგად უნდა დაანახოს ქართულმა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ“, - აღნიშნა გიორგი კანაშვილმა.

ასლან ბჟანიას განცხადებები შეაფასა ასევე ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ. თორნიკე შარაშენიძის აზრით, ბჟანიას ეს პასუხი დამაიმედებელია და აფხაზეთთან მოლაპარაკებების პროცესის დაძვრის ნიშნებს ხედავს.

„ჩემი აზრით, ასლან ბჟანიას ეს პასუხი დამაიმედებელია. ყველაფერს ისეთს ვერ იტყვის, რაც ჩვენ მოგვეწონება. რეალურად ის ამბობს, რომ ნებისმიერ ფორმატში მზად არის დიალოგისთვის, ჩვენი მხრიდან პრანჭვას და პირობის წაყენებას აზრი არ აქვს. დრო მიდის და როგორც ჩვენ წინააღმდეგ, ისე მათ წინააღმდეგ მუშაობს, ისინი უფრო ზიანდებიან იმიტომ, რომ აბსოლუტური თვითიზოლაციის გზას ადგანან, მაგრამ ჩვენს ინტერესებში არის, რომ დაიძრას პროცესი. მე ამის ნიშნებს ვხედავ, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენზე არის დამოკიდებული. მე მეშინია ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ისტერიკის, რომელიც მოჰყვება ამ განცხადებას. დაველაპარაკოთ, ოღონდ ჩუმად, წყნარად სხვა ფორმატში შევხვდეთ. თუ შეგვეშინდება ფორმატის, კიდევ 28 წელი გავა. ჩვენ თაობას კიდევ ახსოვს აფხაზეთი, მომავალ თაობას საერთოდ არ ემახსოვრება და არანაირი ემოციური ბმა აფხაზეთთან არ ექნება, სურვილი არ ექნება არანაირი, რომ აფხაზეთი დაიბრუნოს და თუ გვინდა ეს პრობლემა გადავჭრათ, ეს ჩვენი თაობის საქმეა და მომავალ თაობას ამას ვერანაირად ვერ დავუტოვებთ. მათ ამის არც სურვილი და არც საშუალება ექნებათ,“ - აღნიშნა თორნიკე შარაშენიძემ.

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი

"სანქციები საკმარისი არ არის, რუსეთთან "წითელი ხაზები“ უნდა გავავლოთ" - ემანუელ მაკრონი