მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა
ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

ის­ტო­რია ინა­ხავს გე­ნი­ა­ლუ­რი მხატ­ვრე­ბის და მათი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბებს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბი რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი თა­ო­ბებს შე­მო­უ­ნა­ხეს.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის არ არის ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სი­ით ექიმ­მა-კოს­მე­ტო­ლოგ­მა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი გა­ტა­ცე­ბა ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბის შე­ძე­ნა იყო, სა­ქარ­თვე­ლოს 400-მი­ლი­ონ ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­გან­ძუ­რი და­უ­ტო­ვა - თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­ში, ამ­ჟა­მად, 1870 ექ­სპო­ნა­ტია გა­მო­ფე­ნი­ლი, რო­მელ­თა­ნაგ 200 ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის პი­რად კო­ლექ­ცი­ას ეკუთ­ვნის.

ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი (მარ­ცხნი­დან პირ­ვე­ლი) თე­ლავ­ში

იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­დან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის კარლ პი­ლო­ტის "ლუ­დო­ვი­კო მე-17 ტყვედ ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან"; ფრან­გი მხატ­ვრის რე­ნოს "მთვა­რი­ა­ნი ღამე"; მი­ხაი ზი­ჩის "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის მირ­თმე­ვა თა­მა­რი­სათ­ვის"; უც­ნო­ბი ავ­ტო­რის "მა­დო­ნა ყრმით" და ა.შ.

ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­დან ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში ისე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი არი­ან წარ­მოდ­გენლ­ნი, რო­გო­რე­ბი­ცაა: გიგო გა­ბაშ­ვი­ლი (ოთხი ორი­გი­ნა­ლი ტილო), ელე­ნე ახვლე­დი­ა­ნი, ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი.

"ნა­ხე­ვარ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ჩემი ხალ­ხის ფი­ზი­კურ მშვე­ნი­ე­რე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მისი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბის­თვი­საც გა­მე­წია ან­გა­რი­ში, ამ მიზ­ნით ვი­ძენ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ქმნი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩემს ხალ­ხს, ერს, ჩემს სამ­შობ­ლოს ვუ­ძღვე­ნი..." - წერ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი.

AMBEBI.GE თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცველს, ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც პი­რა­დად იც­ნობ­და კო­ლექ­ცი­ო­ნერს:

"ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში 1883 წლის 23 აპ­რილს თა­ვად მე­რაბ იაშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მან ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა.

1900 წელს და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა თე­ლა­ვის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ქალ­თა სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო. სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში კი გა­ემ­გზავ­რა ხარ­კოვ­ში და ფარ­მა­ცევ­ტო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო სწავ­ლა. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ თე­ლავ­ში კერ­ძო აფ­თი­აქ­ში პრო­ვი­ზო­რად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. 1930-იან წლებ­ში ახა­ლი ინ­ტე­რე­სი, კოს­მე­ტო­ლო­გია გა­უჩ­ნდა. ამ პრო­ფე­სი­ას ის ქა­ლაქ პე­ტერ­ბურ­გში და­ე­უფ­ლა, სწავ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი თბი­ლის­ში სა­კუ­თარ სახ­ლში კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი გახ­სნა, სა­დაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მუ­შა­ობ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და მხატ­ვრო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. თე­ლავ­ში მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვა­რი, გვა­რად ან­ტე­ნი და ჰქონ­და გახ­სნი­ლი ხატ­ვის წრე. ქე­თე­ვა­ნი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად შე­სუ­ლა ამ წრე­ზე, მაგ­რამ მხატ­ვრო­ბა არ გა­მოს­ვლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლოვ­ნე­ბას მა­ინც არ ჩა­მო­შორ­და და და­ი­წყო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა.

მა­მა­მი­სი მე­რაბ იაშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო პირი იყო და შა­მი­ლის ბრძო­ლებ­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. რო­დე­საც ვნა­ხე ფრანც რუ­ბოს ფერ­წე­რუ­ლი ტილო "გუ­ნი­ბის აღე­ბა", მა­მას მო­ნა­თხრო­ბი გა­მახ­სენ­დაო, იგო­ნებ­და ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი. 1930 წელს ეს ტილო თბი­ლის­ში ერთ-ერთ სამ­ხატ­ვრო სა­ლონ­ში შე­უ­ძე­ნია.

ფრანც რუ­ბოს ნა­ხა­ტი "აულ ღუ­ნი­ბის აღე­ბა". ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ის პირ­ვე­ლი ტილო

მას ფუ­ფუ­ნე­ბით არა­სო­დეს უცხოვ­რია. ხარ­კოვ­ში კოს­მე­ტო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, თბი­ლის­ში დამ­კვიდ­რდა, გახ­სნა კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი და მთელ თა­ვის შე­მო­სა­ვალს ხარ­ჯავ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ში. გარ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა, მის კო­ლექ­ცი­ას ამ­შვე­ნებს უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბიც: გუ­დო­ნის ვე­ნე­რა, უნი­კა­ლუ­რი ჩი­ნუ­რი ვა­ზე­ბი, ბუ­დას ქან­და­კე­ბა, რო­მის მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ხე­დე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი" - გვიყ­ვე­ბა თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის მცვე­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი ექ­სპო­ნა­ტის შე­ძე­ნას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში აღ­წე­რა და შე­მო­ი­ნა­ხა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის, კარლ პი­ლო­ტის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს - "საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო მეჩ­ვიდ­მე­ტე ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან" აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ტი­ლოს ორი­გი­ნა­ლი, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი, ხოლო მხატ­ვრის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, დრეზ­დენ­ში მისი ას­ლია გა­მო­ფე­ნი­ლი.

"ქე­თე­ვა­ნი ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი და შვი­ლი არ ჰყავ­და. ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი კო­ლექ­ცი­ის გად­მო­ცე­მა მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის­თვის. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე ნი­კო­ლოზ კა­ზა­ე­ვი იყო - მო­ხე­ტი­ა­ლე სამ­სა­ხი­ო­ბო და­სის მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი, ისიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­ძე­ნით. ორი­ვეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მოგ­ზა­უ­რო­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა, წყვი­ლი ოდე­სა­ში იყო სა­მოგ­ზა­უ­როდ, ერთ-ერთ სა­სა­დი­ლო­ში შე­სუ­ლან სა­სა­უზ­მოდ.

მა­გი­დას­თა­ნაც დამ­სხდა­რან, რო­მელ­ზეც კარლ პი­ლო­ტის ეს ტილო იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. გად­მო­უბ­რუ­ნე­ბია ქალ­ბა­ტონ ქე­თე­ვანს და უნა­ხავს გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის ხელ­მო­წე­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლა. მე­პატ­რო­ნეს­თვის უთ­ქვამს, ეს სუფ­რა მოგ­ვყი­დე და რამ­დენ­საც გნე­ბავთ გა­და­ვიხ­დი­თო. გაკ­ვირ­ვე­ბია ბა­რის მე­პატ­რო­ნეს, არ იცო­და რა ტი­ლო­ზე იყო სა­უ­ბა­რი და მი­ნი­მა­ლურ თან­ხად შე­უ­ძე­ნი­ათ ეს ტილო და წა­მო­ი­ღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ყვე­ბა ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის ღვაწ­ლის შე­სა­ხებ უამ­ბო, ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რია. ის სი­ნა­ნულს გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ მე­ცე­ნა­ტი ქალი სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი არ არის და ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მის შე­სა­ხებ არ იცის:

"გარ­და იმი­სა, რომ იგი ყი­დუ­ლობ­და უნი­კა­ლურ ნა­მუ­შევ­რებს, ცნო­ბი­ლი მხატ­ვრე­ბი ჩუქ­ნიდ­ნენ კი­დეც თა­ვი­ანთ ტი­ლო­ებს, რად­გან იცოდ­ნენ ამ ქა­ლის ასე­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის, მხატ­ვრო­ბის მი­მართ.

გარ­და იმი­სა, რომ ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი ქა­ლებს ალა­მა­ზებ­და და მათ ფი­ზი­კურ სი­ლა­მა­ზე­ზე ზრუ­ნავ­და, მან ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­როს გან­ვი­თა­რე­ბა­შიც შე­ი­ტა­ნა უდი­დე­სი წვლი­ლი. ეს არის 400 მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­ლექ­ცია, რო­მე­ლიც მან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს შე­მო­უ­ნა­ხა!" - ამ­ბობს გოგა ჩა­ნა­დი­რი.

ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვი­სი კო­ლექ­ცია თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმს სამ ეტა­პად გა­დას­ცა. იგი სი­ცო­ცხლე­ში­ვე მო­ეს­წრო სა­კუ­თა­რი კო­ლექ­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნას და და­ათ­ვა­ლი­ე­რა კი­დეც ის.

თე­ლა­ვე­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე 1980 წელს ღრმად მო­ხუ­ცე­ბუ­ლი, 97 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა და სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლი­სა­მებრ, თე­ლა­ვის ის­ტო­რი­უ­ლი მუ­ზე­უ­მის ეზო­შია დაკ­რძა­ლუ­ლი...

ფოტო: გოგა ჩა­ნა­დი­რი

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
max
3

dideba 

qeti
3

10 წლის წინ ვნახე თელავში ეს მუზეუმი და აღფრთოვანებული დავრჩი, ასევე გაკვირვებული რომ არაფერი ვიცოდი მის შესახებ მანამდე. 

მართალია ჩანადირი, საზოგადოებაში თითქმის არაფერია ცნობილი ამ ქალბატონზე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა

ისტორია ინახავს გენიალური მხატვრების და მათი შემოქმედების შესახებ ცნობებს, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც ხელოვნების უნიკალური ნიმუშები თაობებს შემოუნახეს.

თელაველი კოლექციონერის, ქეთევან იაშვილის სახელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არ არის ცნობილი. პროფესიით ექიმმა-კოსმეტოლოგმა, რომლის ცხოვრების უდიდესი გატაცება ფერწერული ტილოების შეძენა იყო, საქართველოს 400-მილიონ ლარად შეფასებული საგანძური დაუტოვა - თელავის ისტორიულ მუზეუმში, ამჟამად, 1870 ექსპონატია გამოფენილი, რომელთანაგ 200 ქეთევან იაშვილის პირად კოლექციას ეკუთვნის.

ქეთევან იაშვილი (მარცხნიდან პირველი) თელავში

იაშვილის კოლექცია მრავალფეროვანია. მსოფლიოში ცნობილი ფერწერული ტილოებიდან, აღსანიშნავია გერმანელი მხატვრის კარლ პილოტის "ლუდოვიკო მე-17 ტყვედ იაკობინელებთან"; ფრანგი მხატვრის რენოს "მთვარიანი ღამე"; მიხაი ზიჩის "ვეფხისტყაოსნის მირთმევა თამარისათვის"; უცნობი ავტორის "მადონა ყრმით" და ა.შ.

ქართველი მხატვრებიდან ქეთევან იაშვილის კოლექციაში ისეთი გენიალური შემოქმედები არიან წარმოდგენლნი, როგორებიცაა: გიგო გაბაშვილი (ოთხი ორიგინალი ტილო), ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი და სხვები.

"ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები, მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში, ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი..." - წერდა თავის მოგონებებში ქეთევან იაშვილი.

AMBEBI.GE თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდის მცველს, ქეთევან ხუციშვილს ესაუბრა, რომელიც პირადად იცნობდა კოლექციონერს:

"ქეთევან იაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 1883 წლის 23 აპრილს თავად მერაბ იაშვილის ოჯახში დაიბადა. მან ბავშვობა და ახალგაზრდობა თელავში გაატარა.

1900 წელს დაწყებითი განათლება თელავის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მიიღო. საუკუნის დასაწყისში კი გაემგზავრა ხარკოვში და ფარმაცევტოლოგიურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. დაბრუნების შემდეგ თელავში კერძო აფთიაქში პროვიზორად დაიწყო მუშაობა. 1930-იან წლებში ახალი ინტერესი, კოსმეტოლოგია გაუჩნდა. ამ პროფესიას ის ქალაქ პეტერბურგში დაეუფლა, სწავლის დამთავრების შემდეგ კი თბილისში საკუთარ სახლში კოსმეტოლოგიური კაბინეტი გახსნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

აღსანიშნავია, რომ ქეთევანი ბავშვობიდანვე ხელოვნებით იყო დაინტერესებული და მხატვრობაზე ოცნებობდა. თელავში მუშაობდა გერმანელი მხატვარი, გვარად ანტენი და ჰქონდა გახსნილი ხატვის წრე. ქეთევანი ბავშვობის ოცნების ასასრულებლად შესულა ამ წრეზე, მაგრამ მხატვრობა არ გამოსვლია. მიუხედავად ამისა, ხელოვნებას მაინც არ ჩამოშორდა და დაიწყო კოლექციონერობა.

მამამისი მერაბ იაშვილი სამხედრო პირი იყო და შამილის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. როდესაც ვნახე ფრანც რუბოს ფერწერული ტილო "გუნიბის აღება", მამას მონათხრობი გამახსენდაო, იგონებდა ქალბატონი ქეთევანი. 1930 წელს ეს ტილო თბილისში ერთ-ერთ სამხატვრო სალონში შეუძენია.

ფრანც რუბოს ნახატი "აულ ღუნიბის აღება". ქეთევან იაშვილის კოლექციის პირველი ტილო

მას ფუფუნებით არასოდეს უცხოვრია. ხარკოვში კოსმეტოლოგიის შესწავლის შემდეგ, თბილისში დამკვიდრდა, გახსნა კოსმეტოლოგიური კაბინეტი და მთელ თავის შემოსავალს ხარჯავდა ფერწერული ტილოებისა და უნიკალური ნივთების შეძენაში. გარდა ფერწერული ტილოებისა, მის კოლექციას ამშვენებს უნიკალური ნივთებიც: გუდონის ვენერა, უნიკალური ჩინური ვაზები, ბუდას ქანდაკება, რომის მინიატურული ხედები და სხვა საინტერესო ნივთები" - გვიყვება თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდის მცველი.

თითოეული ექსპონატის შეძენას თავისი ისტორია აქვს, რომელიც ქეთევან იაშვილმა თავის მოგონებებში აღწერა და შემოინახა. განსაკუთრებით საინტერესოა გერმანელი მხატვრის, კარლ პილოტის ფერწერული ტილოს - "საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეჩვიდმეტე იაკობინელებთან" აღმოჩენის ისტორია. აღსანიშნავია, რომ ამ ტილოს ორიგინალი, ქეთევან იაშვილის წყალობით თელავის ისტორიულ მუზეუმშია დაცული, ხოლო მხატვრის მშობლიურ ქალაქში, დრეზდენში მისი ასლია გამოფენილი.

"ქეთევანი ორჯერ იყო გათხოვილი და შვილი არ ჰყავდა. ამან განაპირობა მისი კოლექციის გადმოცემა მშობლიური ქალაქისთვის. მისი მეორე მეუღლე ნიკოლოზ კაზაევი იყო - მოხეტიალე სამსახიობო დასის მსახიობი და მომღერალი, ისიც დაინტერესებული იყო ხელოვნების ნიმუშების შეძენით. ორივეს ძალიან უყვარდა მოგზაურობა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული ყოფილა, წყვილი ოდესაში იყო სამოგზაუროდ, ერთ-ერთ სასადილოში შესულან სასაუზმოდ.

მაგიდასთანაც დამსხდარან, რომელზეც კარლ პილოტის ეს ტილო იყო გადაფარებული. გადმოუბრუნებია ქალბატონ ქეთევანს და უნახავს გერმანელი მხატვრის ხელმოწერა, გაოცებულა. მეპატრონესთვის უთქვამს, ეს სუფრა მოგვყიდე და რამდენსაც გნებავთ გადავიხდითო. გაკვირვებია ბარის მეპატრონეს, არ იცოდა რა ტილოზე იყო საუბარი და მინიმალურ თანხად შეუძენიათ ეს ტილო და წამოიღეს საქართველოში" - ყვება ქეთევან ხუციშვილი.

ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ფართო საზოგადოებას ქეთევან იაშვილის ღვაწლის შესახებ უამბო, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირია. ის სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მეცენატი ქალი სათანადოდ დაფასებული არ არის და ქართველმა ხალხმა მის შესახებ არ იცის:

"გარდა იმისა, რომ იგი ყიდულობდა უნიკალურ ნამუშევრებს, ცნობილი მხატვრები ჩუქნიდნენ კიდეც თავიანთ ტილოებს, რადგან იცოდნენ ამ ქალის ასეთი დაინტერესება და სიყვარული ხელოვნების, მხატვრობის მიმართ.

გარდა იმისა, რომ ქეთევან იაშვილი ქალებს ალამაზებდა და მათ ფიზიკურ სილამაზეზე ზრუნავდა, მან ადამიანების სულიერი სამყაროს განვითარებაშიც შეიტანა უდიდესი წვლილი. ეს არის 400 მილიონზე მეტის ღირებულების კოლექცია, რომელიც მან საკუთარ სამშობლოს შემოუნახა!" - ამბობს გოგა ჩანადირი.

ქეთევან იაშვილმა თავისი კოლექცია თელავის ისტორიულ მუზეუმს სამ ეტაპად გადასცა. იგი სიცოცხლეშივე მოესწრო საკუთარი კოლექციის მუზეუმში გამოფენას და დაათვალიერა კიდეც ის.

თელაველი კოლექციონერი და საზოგადო მოღვაწე 1980 წელს ღრმად მოხუცებული, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა და საკუთარი სურვილისამებრ, თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოშია დაკრძალული...

ფოტო: გოგა ჩანადირი

რა ხდება სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

"ბუნებრივი იმუნიტეტი კოვიდის მიმართ გრძელდება მინიმუმ 1 წელი" - ინფექციონისტი ახალი კვლევის შედეგებზე