სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია
"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია

"ხა­ჯიმ­ბას ბუ­მე­რან­გი" ასე აფა­სებს აფხა­ზუ­რი მე­დია რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს. უკვე გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ ე.წ. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი 22 მარ­ტის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში თა­ვის კან­დი­და­ტუ­რას აღარ და­ა­ყე­ნებს. რე­გი­ო­ნი სი­ახ­ლის მო­ლო­დინ­შია, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი.

"იძუ­ლე­ბით მშვი­დო­ბი­ა­ნად წა­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თა ცნო­ბი­თაც, ხა­ჯიმ­ბას მო­მა­ვა­ლი ჯერ ისევ გა­ურ­კვე­ვე­ლია.

"2014 წლი­დან დღემ­დე, აფხაზ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა - თუ მა­შინ ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა გუ­და­უ­თა­ში, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზას შე­ა­ფა­რა თავი, ახლა რაულ ხა­ჯიმ­ბა აღ­მო­სავ­ლე­თით სა­ხელ­მწი­ფო აგა­რაკ­ზე გან­მარ­ტოვ­და და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქი­დან ცდი­ლობ­და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მარ­თვას. ან­ქვა­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ხა­ჯიმ­ბას ძა­ლი­ან მალე შე­მო­ე­ცა­ლა მხარ­დამ­ჭე­რე­ბი - ისი­ნი ან ჩუ­მად იყ­ვნენ, ან ას­ლან ბჟა­ნი­ას მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ", - წერს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ტა­ლი შა­რია.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ახლა რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტი 56 წლის ას­ლან ბჟა­ნი­აა, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ე.წ. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­წამ­ლა, თუმ­ცა ის სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. ბოლო ხა­ნებ­ში მის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რა­ში მკვეთ­რი აღ­მას­ვლა და­ი­წყო.

რე­გი­ონ­ში კი­დევ ერთ კან­დი­დატს გა­ნი­ხი­ლა­ვენ - ეს არის 45 წლის კანა კვარ­ჩია, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და და სწო­რედ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მან ქა­ლა­ქის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­ა­კე­თა და ად­გი­ლობ­რი­ვი ელი­ტის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

ასე­ვე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა 50 წლის ზუ­რაბ მარ­ღა­ნია, რო­მე­ლიც ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­სა­ზღვრო რაზ­მის უფ­რო­სი იყო. წლე­ბის წინ, რო­დე­საც აფხა­ზე­ბი ე.წ. ენ­გუ­რის სა­ზღვარ­თან "ბერ­ლი­ნის კედ­ლის" აშე­ნე­ბა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, მან ინ­ფორ­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ "აფხა­ზურ-ქარ­თულ ნა­თე­სა­ურ კავ­ში­რებ­სა და ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს შო­რის ჩად­გო­მა ძალ­ზედ არაჰუ­მა­ნუ­რი აქტი იქ­ნე­ბო­და".

სა­კუ­თარ "საპ­რე­ზი­დენ­ტო" ამ­ბი­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა 59 წლის ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბამ, რო­მე­ლიც ბოლო ორ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, თუმ­ცა "ლი­დერ­თა სა­მე­ულ­ში" ვერ­ცერ­თხელ მოხ­ვდა.

მთე­ლი აფხა­ზე­თი მსჯე­ლობს, ვის­ზე და­დებ­და ფსონს ყო­ფი­ლი "პრე­ზი­დენ­ტი" ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი. ცნო­ბი­ლია, რომ ის ყო­ველ­თვის ასა­კო­ვან და გა­მოც­დილ კადრზე აკე­თებს არ­ჩე­ვანს. "რკი­ნის ალი­კას" მიერ მხარ­და­ჭე­რილ კან­დი­დატს მო­გე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი ექ­ნე­ბა, თუმ­ცა ის ჯერ­ჯე­რო­ბით დუმს და, რო­გორც აფხა­ზეთ­ში ამ­ბო­ბენ, მათ ქმე­დე­ბებს აკ­ვირ­დე­ბა.

რუ­სე­თი, ერთი შე­ხედ­ვით, აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში არ ერე­ვა და მხო­ლოდ ზო­გა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. რუ­სე­თის "სა­ელ­ჩომ" აფხა­ზეთ­ში მყოფ თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­და, რა­მაც აფხა­ზე­ბი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა - "ომს არ ვა­პი­რებთ!" - წერ­დნენ აფხა­ზე­ბი პა­სუ­ხად სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა კონ­სტან­ტინ კო­სა­ჩოვ­მა "ТАСС"- თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­ში თით­ქოს ჩა­წყნა­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და - მთე­ლი სირ­თუ­ლე წინ არის. კო­სა­ჩოვ­თან ინ­ტერ­ვი­უს apsadgil.info აქ­ვეყ­ნებს.

"ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, აფხა­ზეთ­ში ვი­თა­რე­ბა ისე ვი­თარ­დე­ბა, რო­გორც მათ სურთ, რად­გან ეს მათი შიდა საქ­მეა. თუმ­ცა 22 მარ­ტამ­დე საკ­მა­ოდ დიდი დროა, რაც ნიშ­ნავს, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის ყვე­ლა კერა ღიაა", - აცხა­დებს რუსი სე­ნა­ტო­რი, რომ­ლის თქმი­თაც, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, თუ აფხა­ზეთს რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რა დას­ჭირ­დე­ბა, არაფ­რის იმე­დი არ უნდა ჰქონ­დეს.

"არ გვჯე­რა, რუ­სე­თი ხომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც გვაყ­ვედ­რის, რომ მის იქით გზა არ გვაქვს, თით­ქოს ჩვენ არ ვჭირ­დე­ბო­დეთ..."

"მერე სად გა­ა­თეთ­რე­ბენ ფულს, თუ არა აფხა­ზეთ­ში, სა­დაც ამ­დენ სი­კე­თეს აკე­თე­ბენ..." - ასე­თი ირო­ნი­უ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან აფხა­ზე­ბი კო­სა­ჩო­ვის მი­მარ­თვას.

"არ ვე­რე­ვით აფხა­ზეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­შიო, რად­გან თქვენს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს პა­ტივს ვცემ­თო, მაგ­რამ აღ­შფო­თე­ბას ვერ მა­ლა­ვენ, რად­გან შევ­ძე­ლით და მათი კად­რი უარ­ვყა­ვით. ასე­თი თა­ნად­გო­მა მეს­მის", - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ირაკ­ლი სუ­ხუმსკი".

"აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ იქ­ნე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი, რო­დე­საც კრემლში გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ "აფხა­ზი ია­ნუ­კო­ვი­ჩე­ბი" არ გვჭირ­დე­ბა", - წერს ლუ­ი­ზა კილ­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პოპარაცი
7

თქვენ თქვენი ამბავი იკითხეთ თორემ იქ ძაან კარგადაც წამოსკუპდება კრემლის მიერ არჩეული პრეზიდენტი

darabi
1

ხო აბა სულ აფხაზები გადაწყვეტენ მაქ ყველაფერს წავა ხადჯიმბა მოვა ხადჯიმბა 2 და არ გინდათ ეხლა დამოუკიდებლობანას თამაში ან საქართველო გონია ვინმეს დამოუკიდებელი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია

"აფხაზი იანუკოვიჩი" და რეგიონის გაურკვეველი პოლიტიკური მომავალი - როგორ აფასებს "არჩევნების" შედეგებს აფხაზური მედია

"ხაჯიმბას ბუმერანგი" ასე აფასებს აფხაზური მედია რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ე.წ. ყოფილი პრეზიდენტი 22 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს. რეგიონი სიახლის მოლოდინშია, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები.

"იძულებით მშვიდობიანად წასული პრეზიდენტი" - წერენ ადგილობრივი ჟურნალისტები, რომელთა ცნობითაც, ხაჯიმბას მომავალი ჯერ ისევ გაურკვეველია.

"2014 წლიდან დღემდე, აფხაზ საზოგადოებაში ბევრი რამ შეიცვალა - თუ მაშინ ალექსანდრე ანქვაბმა გუდაუთაში, რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი, ახლა რაულ ხაჯიმბა აღმოსავლეთით სახელმწიფო აგარაკზე განმარტოვდა და რამდენიმე დღის განმავლობაში იქიდან ცდილობდა სახელმწიფო უწყებების მართვას. ანქვაბისგან განსხვავებით, ხაჯიმბას ძალიან მალე შემოეცალა მხარდამჭერები - ისინი ან ჩუმად იყვნენ, ან ასლან ბჟანიას მხარეს გადავიდნენ", - წერს აფხაზი ჟურნალისტი ვიტალი შარია.

მისივე ცნობით, ახლა რეგიონში ყველაზე რეალური კანდიდატი 56 წლის ასლან ბჟანიაა, რომელიც გასულ წელს ე.წ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოწამლა, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ბოლო ხანებში მის პოლიტიკურ კარიერაში მკვეთრი აღმასვლა დაიწყო.

რეგიონში კიდევ ერთ კანდიდატს განიხილავენ - ეს არის 45 წლის კანა კვარჩია, რომელიც სოხუმის მერის თანამდებობას იკავებდა და სწორედ ამ დროის განმავლობაში გახდა პოპულარული. მან ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საკმაოდ ბევრი გააკეთა და ადგილობრივი ელიტის მოწონება დაიმსახურა.

ასევე აქტიურად განიხილება 50 წლის ზურაბ მარღანია, რომელიც ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის უფროსი იყო. წლების წინ, როდესაც აფხაზები ე.წ. ენგურის საზღვართან "ბერლინის კედლის" აშენებაზე საუბრობდნენ, მან ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ "აფხაზურ-ქართულ ნათესაურ კავშირებსა და ადამიანურ ურთიერთობებს შორის ჩადგომა ძალზედ არაჰუმანური აქტი იქნებოდა".

საკუთარ "საპრეზიდენტო" ამბიციაზე ისაუბრა 59 წლის ლეონიდ ძიაპშბამ, რომელიც ბოლო ორ არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა "ლიდერთა სამეულში" ვერცერთხელ მოხვდა.

მთელი აფხაზეთი მსჯელობს, ვისზე დადებდა ფსონს ყოფილი "პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი. ცნობილია, რომ ის ყოველთვის ასაკოვან და გამოცდილ კადრზე აკეთებს არჩევანს. "რკინის ალიკას" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს მოგების ყველაზე დიდი შანსი ექნება, თუმცა ის ჯერჯერობით დუმს და, როგორც აფხაზეთში ამბობენ, მათ ქმედებებს აკვირდება.

რუსეთი, ერთი შეხედვით, აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა და მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლება. რუსეთის "საელჩომ" აფხაზეთში მყოფ თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რამაც აფხაზები გააღიზიანა - "ომს არ ვაპირებთ!" - წერდნენ აფხაზები პასუხად სოციალურ ქსელებში.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა "ТАСС"- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთში თითქოს ჩაწყნარებული სიტუაცია სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარდა - მთელი სირთულე წინ არის. კოსაჩოვთან ინტერვიუს apsadgil.info აქვეყნებს.

"ყველაფრის მიუხედავად, აფხაზეთში ვითარება ისე ვითარდება, როგორც მათ სურთ, რადგან ეს მათი შიდა საქმეა. თუმცა 22 მარტამდე საკმაოდ დიდი დროა, რაც ნიშნავს, რომ დაპირისპირების ყველა კერა ღიაა", - აცხადებს რუსი სენატორი, რომლის თქმითაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ აფხაზეთს რუსეთის მხარდაჭერა დასჭირდება, არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

"არ გვჯერა, რუსეთი ხომ ჩვენი მთავარი მეგობარია, რომელიც გვაყვედრის, რომ მის იქით გზა არ გვაქვს, თითქოს ჩვენ არ ვჭირდებოდეთ..."

"მერე სად გაათეთრებენ ფულს, თუ არა აფხაზეთში, სადაც ამდენ სიკეთეს აკეთებენ..." - ასეთი ირონიული შეფასებებით ეხმაურებიან აფხაზები კოსაჩოვის მიმართვას.

"არ ვერევით აფხაზეთში მიმდინარე პროცესებშიო, რადგან თქვენს სუვერენიტეტს პატივს ვცემთო, მაგრამ აღშფოთებას ვერ მალავენ, რადგან შევძელით და მათი კადრი უარვყავით. ასეთი თანადგომა მესმის", - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი".

"აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობა მაშინ იქნება სრულფასოვანი, როდესაც კრემლში გააცნობიერებენ, რომ "აფხაზი იანუკოვიჩები" არ გვჭირდება", - წერს ლუიზა კილბა.

"პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი ბარცბასთვის, რომ ქართველებს შენი გაგორება არ გაუჭირდებათო" - აფხაზეთში "კრიმინალური ავტორიტეტების" დაკავებების სერია დაიწყო

სარკინიგზო ავარია გაგრაში - "მოსკოვი-სოხუმის" რეისის მატარებელი ეკსკავატორს შეეჯახა

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე