საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუზან ბოილი: ქალი, რომელიც ერთ დღეში გააღმერთეს, ღარიბულად ცხოვრობს - რაში დახარჯა მოგებული ფული ბრიტანული "ნიჭიერის“ აღმოჩენამ
სუზან ბოილი: ქალი, რომელიც ერთ დღეში გააღმერთეს, ღარიბულად ცხოვრობს - რაში დახარჯა მოგებული ფული ბრიტანული "ნიჭიერის“ აღმოჩენამ

სუ­ზან ბო­ი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი "ნი­ჭი­ე­რის“ ფი­ნა­ლის­ტია, რომ­ლის მუ­სი­კა­ლურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მაც არა მხო­ლოდ ბრი­ტა­ნე­ლე­ბი, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ერ­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა.

შე­საძ­ლოა, ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია, მაგ­რამ სუ­ზა­ნის ბრი­ტა­ნულ ნი­ჭი­ერ­ში გა­მო­ჩე­ნი­დან თით­ქმის 10 წელი გა­ვი­და.

შოტ­ლან­დი­უ­რი წარ­მო­შო­ბის მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტში მო­გე­ბუ­ლი ფუ­ლით, მან მდიდ­რუ­ლი სახ­ლი იყი­და, თუმ­ცა იქ არ ცხოვ­რობს.

58 წლის სუ­ზა­ნი "ნი­ჭი­ერ­ში“ 2009 წელს გა­მო­ვი­და. მა­შინ ამ­ბობ­და, რომ მომ­ღერ­ლო­ბა, სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა მისი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა იყო. ახლა ბედ­ნი­ე­რია, რად­გა­ნაც ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა. მომ­ღე­რა­ლი მდიდ­რულ ცხოვ­რე­ბა­ზე უარს ამ­ბობს და მშობ­ლე­ბის ძველ სახ­ლში ცხოვ­რობს.

"დიახ, მე ვი­ყი­დე მდიდ­რუ­ლი სახ­ლი, მაგ­რამ იქ არ ვცხოვ­რობ. ბლექ­ბერნ­ში, დე­და­ჩე­მის ძველ სახ­ლში ვცხოვ­რობ, რად­გა­ნაც ეს სახ­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ჩემი მშობ­ლე­ბი ცო­ცხლე­ბი არ არი­ან, მაგ­რამ როცა ამ სახ­ლში ვარ, ვგრძნობ, თით­ქოს ზრუ­ნა­ვენ ჩემ­ზე. ვგრძნობ, თით­ქოს დედა ჩემ გვერ­დი­თაა და ეს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას მმა­ტებს, ძა­ლას მაძ­ლევს, რომ ვა­კე­თო ჩემი საქ­მე.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და არ­სად გა­დას­ვლა არ მსურს, ეს სახ­ლი ჩემი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. მდიდ­რულ სახ­ლს ოჯა­ხის წევ­რებს ვუ­ზი­ა­რებ. იქ ახლა ჩემი დის­შვი­ლი ცხოვ­რობს“, - ამ­ბობს ბო­ი­ლი The Sunday Post-თან სა­უბ­რი­სას.

მომ­ღე­რა­ლი წუხს, რომ მის ვარ­სკვლა­ვო­ბას, იმას, თუ რო­გორ გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი, მშობ­ლე­ბი ვერ ხე­და­ვენ.

"მე უბ­რა­ლოდ მსურს დედა და მამა ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­დნენ, ვფიქ­რობ, ისი­ნი ძა­ლი­ან ია­მა­ყებ­დნენ და ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ“, - ამ­ბობს ბო­ი­ლი.

სუ­ზა­ნის მამა 1990 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო დედა 2007 წელს. სუ­ზა­ნის "ნი­ჭი­ერ­ში“ გა­მო­ჩე­ნამ­დე სამი წლით ადრე. ბრი­ტა­ნულ "ნი­ჭი­ერ­ში" სუ­ზან ბო­ი­ლი ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის მოხ­ვდა და მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzia
1

აი ქვეყანა! მოგებული მისცეს, დღემდე მაინტერესებს, ნიჭიერ ვანო ფიფიას მისცეს თუ არა მოგებული ბინა ბათუმში!

კატო
13

აბა რატომ იყიდა ის სახლი? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სუზან ბოილი: ქალი, რომელიც ერთ დღეში გააღმერთეს, ღარიბულად ცხოვრობს - რაში დახარჯა მოგებული ფული ბრიტანული "ნიჭიერის“ აღმოჩენამ

სუზან ბოილი: ქალი, რომელიც ერთ დღეში გააღმერთეს, ღარიბულად ცხოვრობს - რაში დახარჯა მოგებული ფული ბრიტანული "ნიჭიერის“ აღმოჩენამ

სუზან ბოილი ბრიტანული "ნიჭიერის“ ფინალისტია, რომლის მუსიკალურმა მონაცემებმაც არა მხოლოდ ბრიტანელები, არამედ მთელი მსოფლიო აალაპარა და საქართველოშიც არაერთი გულშემატკივარი გამოუჩნდა.

შესაძლოა, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სუზანის ბრიტანულ ნიჭიერში გამოჩენიდან თითქმის 10 წელი გავიდა.

შოტლანდიური წარმოშობის მომღერალი ამბობს, რომ პროექტში მოგებული ფულით, მან მდიდრული სახლი იყიდა, თუმცა იქ არ ცხოვრობს.

58 წლის სუზანი "ნიჭიერში“ 2009 წელს გამოვიდა. მაშინ ამბობდა, რომ მომღერლობა, სცენაზე გამოსვლა მისი მთავარი ოცნება იყო. ახლა ბედნიერია, რადგანაც ოცნება აიხდინა. მომღერალი მდიდრულ ცხოვრებაზე უარს ამბობს და მშობლების ძველ სახლში ცხოვრობს.

"დიახ, მე ვიყიდე მდიდრული სახლი, მაგრამ იქ არ ვცხოვრობ. ბლექბერნში, დედაჩემის ძველ სახლში ვცხოვრობ, რადგანაც ეს სახლი ჩემი ცხოვრების ისტორიის ნაწილია. ჩემი მშობლები ცოცხლები არ არიან, მაგრამ როცა ამ სახლში ვარ, ვგრძნობ, თითქოს ზრუნავენ ჩემზე. ვგრძნობ, თითქოს დედა ჩემ გვერდითაა და ეს თავდაჯერებულობას მმატებს, ძალას მაძლევს, რომ ვაკეთო ჩემი საქმე.

მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული და არსად გადასვლა არ მსურს, ეს სახლი ჩემი ისტორიის ნაწილია. მდიდრულ სახლს ოჯახის წევრებს ვუზიარებ. იქ ახლა ჩემი დისშვილი ცხოვრობს“, - ამბობს ბოილი The Sunday Post-თან საუბრისას.

მომღერალი წუხს, რომ მის ვარსკვლავობას, იმას, თუ როგორ გახდა პოპულარული, მშობლები ვერ ხედავენ.

"მე უბრალოდ მსურს დედა და მამა ყველაფერს ხედავდნენ, ვფიქრობ, ისინი ძალიან იამაყებდნენ და ბედნიერები იქნებოდნენ“, - ამბობს ბოილი.

სუზანის მამა 1990 წელს გარდაიცვალა, ხოლო დედა 2007 წელს. სუზანის "ნიჭიერში“ გამოჩენამდე სამი წლით ადრე. ბრიტანულ "ნიჭიერში" სუზან ბოილი ფინალისტებს შორის მოხვდა და მეორე ადგილი დაიკავა.