საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“  შედეგები, რომელიც კონკურსის სახელწოდებას ამართლებს
პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“  შედეგები, რომელიც კონკურსის სახელწოდებას ამართლებს

იშ­ვი­ა­თია ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ერთხელ მა­ინც რა­ი­მე არ და­უ­წე­რია, თუნ­დაც პა­ტა­რა ჩა­ნა­ხა­ტი ან ერ­თსტრო­ფი­ა­ნი ლექ­სი, რომ­ლის წა­კი­თხვის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც არა­ვის მის­ცემ­და. მი­ზე­ზი კი ისაა, რომ ისი­ნი საკ­მა­რი­სად „კარ­გი“ არ ჰგო­ნია, თუმ­ცა თუ სხვე­ბის აზრს არ მო­ის­მენს, ვე­რას­დროს მიხ­ვდე­ბა, რო­გო­რი მწე­რა­ლი ან პო­ე­ტი გა­მო­ვი­დო­და მის­გან.

სწო­რედ ამ­გვა­რი მოკ­რძა­ლე­ბის დაძ­ლე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-ის პრო­ექ­ტმა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ უამ­რავ დამ­წყებ თუ შემ­დგარ ავ­ტორს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბა ფარ­თო მკი­თხველს წა­რუდ­გი­ნეს და მათი ნა­წი­ლის რო­მა­ნე­ბი ახლა დიდი ტი­რა­ჟით იყი­დე­ბა.

პრო­ექ­ტი 2017 წელს და­ი­წყო. მისი მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახა­ლი, ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა-ხელ­შე­წყო­ბაა.

ბევ­რმა მო­ნა­წი­ლემ წერა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც კონ­კურ­სის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეს ძა­ლი­ან მოს­წონ­და და კარ­გა­დაც გა­მოს­დი­ო­და. გა­მარ­ჯვე­ბულ ავ­ტორ­თა დიდი ნა­წი­ლი კი არ ელო­და, რომ მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი მარ­თლაც ბესტსე­ლე­რი გახ­დე­ბო­და და ზო­გი­ერ­თი და­მა­ტე­ბი­თი ტი­რა­ჟი­თაც კი და­ი­ბეჭ­დე­ბო­და.

თუ მათ ჯერ კი­დევ არ იც­ნობთ, დროა, დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბას თვა­ლი გა­და­ავ­ლოთ და დარ­წმუნ­დეთ, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რე­ბენ მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რას.

გვინ­და შე­ვა­ჯა­მოთ კონ­კურ­სის სა­მი­ვე სე­ზო­ნი და ის წარ­მა­ტე­ბე­ბი გა­გი­ზი­ა­როთ, რაც „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა მო­ი­პო­ვეს.

2019 წელს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თვე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ავ­ტო­რე­ბის სიას კი­დევ 5 ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი შე­ე­მა­ტა. გა­მარ­ჯვე­ბულ­მა რო­მან­მა „მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი", რო­მე­ლიც დახ­ლებ­ზე 3 დე­კემ­ბრი­დან გა­მოჩ­ნდა, უკვე და­ი­კა­ვა ად­გი­ლი დე­კემ­ბრის ტოპ 10 წიგნს შო­რის, ის 1000- ზე მეტი გა­ი­ყი­და.

2019 წლის ბესტსე­ლე­რი წიგ­ნის "ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის" ნო­მი­ნა­ცი­ა­ში ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის რო­მან­მა "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა" გა­ი­მარ­ჯვა (ის 2018 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და „პა­ლიტ­რა L”-ის კონ­კურ­სში). ჯამ­ში მისი წიგ­ნის8000-ზე მეტი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი.

რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­ყი­და „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017-ის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ია კარ­გა­რე­თე­ლის წიგ­ნი „სხვა უდაბ­ნოს სა­ი­დუმ­ლო“–24 000-ზე მეტი.

აგ­რეთ­ვე, 2017 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე, რომ­ლის წიგ­ნი „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ დღე­საც არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას. იგი 20 000 ეგ­ზემპლარ­ზე მეტი.

თი­თო­ე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნის ში­ნა­არ­სი და მთა­ვა­რი სათ­ქმე­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა მკი­თხველ­მა ყვე­ლა მათ­გა­ნი შე­იყ­ვა­რა. თა­ვი­ან­თი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გარ­შე­მომ­ყო­ფებ­საც უამ­ბო და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის რო­მა­ნე­ბი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბის თა­რო­ე­ბი­დან დიდი მწერ­ლე­ბის მსგავ­სად იყი­დე­ბა.

ასე­ვე ბესტსე­ლე­რებს შო­რის მოხ­ვდნენ ,პრო­ექ­ტის 2018 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბიც: გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძის „შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი“ და ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის „ცდუ­ნე­ბა“; ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი - ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძის „ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია“ და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის „ტრან­სმუ­ტა­ცია“.

რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რულ წარ­მა­ტე­ბებს:

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შო­რე­ნა ხუ­ხუა და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი პრე­მია "ლი­ტე­რას" ლა­უ­რე­ა­ტე­ბი არი­ან. ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე კი ლი­ტე­რას ფი­ნა­ლის­ტი იყო;

შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას "შე­მო­ვალ ეტ­ლით" ითარ­გმა გერ­მა­ნულ ენა­ზე და ფრან­კფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე, მის­მა ავ­სტრი­ელ­მა რე­დაქ­ტორ­მა წა­რად­გი­ნა;

ელის დოჯ­სო­ნის „რაფ­ლე­ზია“ ინ­დო­ეთ­ში გა­ი­ყი­და;

თი­თო­ე­ულ ავ­ტორს პო­პუ­ლა­რო­ბა ერ­თმა კონ­კურ­სმა მო­უ­ტა­ნა, რო­მე­ლიც დამ­წყებ ავ­ტო­რებს სამ­წერ­ლო­ბო უნა­რე­ბის დახ­ვე­წა­ში, მათ აღ­მო­ჩე­ნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

დე­ბი­უ­ტანტ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე არა­ერ­თხელ გა­მო­ი­ცა. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის ავ­ტო­რო­ბით კი უკვე ახალ რო­მა­ნებ­სა და მო­თხრო­ბებ­საც შეხ­ვდე­ბით. მათ შო­რის, სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ი­ცა, იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლის მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი -"გარ­და­სუ­ლე­ბი", რო­მე­ლიც ავ­ტო­რის ილუსტრა­ცი­ე­ბი­თაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის წარ­მა­ტე­ბა რომ კი­დევ უფრო თვალ­სა­ჩი­ნო იყოს, უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კონ­კურ­სის და­წყე­ბი­დან დღემ­დე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის ტი­რა­ჟი 100 000-ზე მე­ტია. მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორ გა­იზ­რდე­ბა მათი ტი­რა­ჟი კი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რე­ბის ავ­ტო­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, მარ­ტი­ვი წე­სე­ბის­გან შედ­გე­ბა: გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის ნა­წილს ირ­ჩევს სა­ზო­გა­დო­ე­ბა (რო­მელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბაც 2019 წელს საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და და კონ­კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხმა 110 000-ზე მეტი უნი­კა­ლუ­რი ნომ­რი­დან შე­ვი­და); ნა­წილს კი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჟი­უ­რი - ლი­ტე­რა­ტო­რე­ბი და მწერ­ლე­ბი ირ­ჩე­ვენ.

და ბო­ლოს, შე­გახ­სე­ნებთ, რომ "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2019-ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან:

თი­ნა­თინ ბე­რი­ძე -"მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი";

არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი - "ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე";

ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი - "ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი";

თა­მარ გო­დე­რი­ძე - "ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს";

ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი - "ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან".

პრო­ექ­ტი წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა და მე­ო­თხე სე­ზო­ნის­თვის გა­მომ­ცემ­ლო­ბა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბას აპ­რი­ლი­დან და­ი­წყებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“  შედეგები, რომელიც კონკურსის სახელწოდებას ამართლებს

პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“  შედეგები, რომელიც კონკურსის სახელწოდებას ამართლებს

იშვიათია ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც რაიმე არ დაუწერია, თუნდაც პატარა ჩანახატი ან ერთსტროფიანი ლექსი, რომლის წაკითხვის საშუალებასაც არავის მისცემდა. მიზეზი კი ისაა, რომ ისინი საკმარისად „კარგი“ არ ჰგონია, თუმცა თუ სხვების აზრს არ მოისმენს, ვერასდროს მიხვდება, როგორი მწერალი ან პოეტი გამოვიდოდა მისგან.

სწორედ ამგვარი მოკრძალების დაძლევის საშუალება მისცა გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტმა „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უამრავ დამწყებ თუ შემდგარ ავტორს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ფართო მკითხველს წარუდგინეს და მათი ნაწილის რომანები ახლა დიდი ტირაჟით იყიდება.

პროექტი 2017 წელს დაიწყო. მისი მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა-ხელშეწყობაა.

ბევრმა მონაწილემ წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც კონკურსის შესახებ შეიტყო. საბოლოოდ კი აღმოაჩინა, რომ ეს ძალიან მოსწონდა და კარგადაც გამოსდიოდა. გამარჯვებულ ავტორთა დიდი ნაწილი კი არ ელოდა, რომ მათი ნამუშევრები მართლაც ბესტსელერი გახდებოდა და ზოგიერთი დამატებითი ტირაჟითაც კი დაიბეჭდებოდა.

თუ მათ ჯერ კიდევ არ იცნობთ, დროა, დამწყები ავტორების შემოქმედებას თვალი გადაავლოთ და დარწმუნდეთ, რომ ისინი ნამდვილად იმსახურებენ მკითხველის ყურადღებასა და მხარდაჭერას.

გვინდა შევაჯამოთ კონკურსის სამივე სეზონი და ის წარმატებები გაგიზიაროთ, რაც „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულებმა მოიპოვეს.

2019 წელს თანამედროვე ქართველი პოპულარული ავტორების სიას კიდევ 5 ბესტსელერის ავტორი შეემატა. გამარჯვებულმა რომანმა „მოპარული სიყვარული", რომელიც დახლებზე 3 დეკემბრიდან გამოჩნდა, უკვე დაიკავა ადგილი დეკემბრის ტოპ 10 წიგნს შორის, ის 1000- ზე მეტი გაიყიდა.

2019 წლის ბესტსელერი წიგნის "ქართველი ავტორის" ნომინაციაში ნიკოლოზ ტოტოღაშვილის რომანმა "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" გაიმარჯვა (ის 2018 წელს მონაწილეობდა „პალიტრა L”-ის კონკურსში). ჯამში მისი წიგნის8000-ზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

რეკორდული რაოდენობით გაიყიდა „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებულის ია კარგარეთელის წიგნი „სხვა უდაბნოს საიდუმლო“–24 000-ზე მეტი.

აგრეთვე, 2017 წლის გამარჯვებულია თათული ღვინიანიძე, რომლის წიგნი „აღიარება ხელისგულზე“ დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. იგი 20 000 ეგზემპლარზე მეტი.

თითოეული გამარჯვებული რომანის შინაარსი და მთავარი სათქმელი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მკითხველმა ყველა მათგანი შეიყვარა. თავიანთი აღმოჩენის შესახებ გარშემომყოფებსაც უამბო და საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ ამ სრულიად უცნობი თანამედროვე ავტორების რომანები წიგნის მაღაზიების თაროებიდან დიდი მწერლების მსგავსად იყიდება.

ასევე ბესტსელერებს შორის მოხვდნენ ,პროექტის 2018 წლის გამარჯვებული ავტორებიც: გვანცა გუბელაძის „შულამელი გოგონები“ და ნათია ჯაგოდნიშვილის „ცდუნება“; ჟიურის რჩეულები - ვახტანგ ვახტანგაძის „ალაჰი ჩემი მეგობარია“ და იაგო თვალაბეიშვილის „ტრანსმუტაცია“.

რაც შეეხება ლიტერატურულ წარმატებებს:

აღსანიშნავია, რომ შორენა ხუხუა და იაგო თვალაბეიშვილი პრემია "ლიტერას" ლაურეატები არიან. ვახტანგ ვახტანგაძე კი ლიტერას ფინალისტი იყო;

შორენა ხუხუას "შემოვალ ეტლით" ითარგმა გერმანულ ენაზე და ფრანკფურტის ფესტივალზე, მისმა ავსტრიელმა რედაქტორმა წარადგინა;

ელის დოჯსონის „რაფლეზია“ ინდოეთში გაიყიდა;

თითოეულ ავტორს პოპულარობა ერთმა კონკურსმა მოუტანა, რომელიც დამწყებ ავტორებს სამწერლობო უნარების დახვეწაში, მათ აღმოჩენასა და განვითარებაში ეხმარება.

დებიუტანტ ავტორთა წიგნები რამდენჯერმე არაერთხელ გამოიცა. რამდენიმე მათგანის ავტორობით კი უკვე ახალ რომანებსა და მოთხრობებსაც შეხვდებით. მათ შორის, სულ ახლახან გამოიცა, იაგო თვალაბეიშვილის მოთხრობების კრებული -"გარდასულები", რომელიც ავტორის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

ახალი ავტორების წარმატება რომ კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონკურსის დაწყებიდან დღემდე გამოცემული წიგნების ტირაჟი 100 000-ზე მეტია. მოთხოვნის შესაბამისად, როგორ გაიზრდება მათი ტირაჟი კი ჯერჯერობით უცნობია.

პროექტი, რომელმაც თანამედროვე ბესტსელერების ავტორები აღმოაჩინა, მარტივი წესებისგან შედგება: გამარჯვებულების ნაწილს ირჩევს საზოგადოება (რომელთა ჩართულობაც 2019 წელს საგრძნობლად გაიზარდა და კონკურსის განმავლობაში, ხმა 110 000-ზე მეტი უნიკალური ნომრიდან შევიდა); ნაწილს კი მაღალკვალიფიციური ჟიური - ლიტერატორები და მწერლები ირჩევენ.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულები არიან:

თინათინ ბერიძე -"მოპარული სიყვარული";

არჩილ ფირიაშვილი - "ფეხბურთის მოთამაშე";

ნანი მანველიშვილი - "ოდისევსის სინდრომი";

თამარ გოდერიძე - "ყვავილები სახლთან ახლოს";

ნიკოლას მაჩაბელი - "ჩაინა კონტრასტებიდან".

პროექტი წელსაც გაგრძელდება და მეოთხე სეზონისთვის გამომცემლობა აპლიკაციების მიღებას აპრილიდან დაიწყებს.

პრაქტიკული თანამგზავრი წარმატების მისაღწევად - 16 იანვრიდან მკითხველი "წარმატების 365 გასაღების" მეხუთე ნაწილს მიიღებს

ყატარის უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა