სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 წლის  ბავშვი, რომელმაც 1500 ძაღლი გადაარჩინა - გაიცანით პატარა გმირი დიდი და კეთილი  გულით
7 წლის  ბავშვი, რომელმაც 1500 ძაღლი გადაარჩინა - გაიცანით პატარა გმირი დიდი და კეთილი  გულით

რო­მან მა­კკი­ნი 7 წლის ამე­რი­კე­ლი ბი­ჭია, რო­მე­ლიც ცხო­ველ­თა გა­დარ­ჩე­ნა­ზე და მათ­თვის უკე­თე­სი გა­რე­მოს შექ­მნა­ზე ზრუ­ნავს. მას ამ საქ­მე­ში დედა, ჯე­ნი­ფე­რი ეხ­მა­რე­ბა.

როცა 4 წლის გახ­და, სა­ჩუქ­რე­ბის ნაც­ვლად, ბი­ჭუ­ნამ მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს სთხო­ვა, რომ ტე­ხა­სის ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

რო­მან მა­კკო­ნი იხ­სე­ნებს, რომ რო­დე­საც ტე­ხა­სის ცხო­ველ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში პირ­ვე­ლად მი­ვი­და, იქ ძაღ­ლე­ბი მო­წყე­ნი­ლე­ბი იყ­ვნენ, რად­გა­ნაც არ ჰქონ­დათ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა და ვერ გრძნობ­დნენ შე­სა­ბა­მის სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს. ბიჭ­მა მიზ­ნად და­ი­სა­ხა, რომ მათ­თვის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხე­ბი ეპოვ­ნა, რომ­ლე­ბიც ძაღ­ლებს თა­ვი­ანთ სახ­ლში წა­იყ­ვან­დნენ.

ბიჭს დედა ვი­დე­ო­ებს უღებს, სა­დაც ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ ეთა­მა­შე­ბა მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებს, ვი­დე­ო­ებ­ში ბიჭი სა­უბ­რობს, თუ რო­გორ სჭირ­დე­ბათ მათ მზრუნ­ვე­ლი პატ­რო­ნე­ბი, შემ­დეგ ამ ვი­დე­ო­ებს "ფე­ის­ბუქ­ზე“ ათავ­სე­ბენ და ასე პო­უ­ლო­ბენ ცხო­ველ­თა მსურ­ველ ადა­მი­ა­ნებს. ამ მე­თო­დით პა­ტა­რა გმირ­მა უკვე 1500-ზე მეტი მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლი და 40 კატა გა­და­არ­ჩი­ნა.

რო­მან მა­კკო­ნი 2018 წელს "წლის ბავ­შვად“ და­ა­სა­ხე­ლეს და 20 ათა­სი დო­ლა­რი გა­დას­ცეს, რო­მე­ლიც ბიჭ­მა სა­კუ­თა­რი ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რის შექ­მნას მო­ახ­მა­რა, სა­დაც ქუ­ჩი­დან მიჰ­ყავს ცხო­ვე­ლე­ბი, ხოლო შემ­დეგ მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხე­ბის პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა მათ.

"ვეხ­მა­რე­ბი ძაღ­ლებს, რომ იპოვ­ნონ ნამ­დვი­ლი მო­სიყ­ვა­რუ­ლე პატ­რო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ სიყ­ვა­რულს აგ­რძნო­ბი­ნე­ბენ,“ - ამ­ბობს ბიჭი.

რო­მანს უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მის მი­მართ სა­ქებ სი­ტყვებს არ იშუ­რე­ბენ:

"ჩვე­ნი დრო­ის გმი­რი",

"პა­ტა­რა ბიჭი დიდი და კე­თი­ლი გუ­ლით", - წე­რენ რო­მან მა­კკი­ნის ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

ავტორი:

7 წლის  ბავშვი, რომელმაც 1500 ძაღლი გადაარჩინა - გაიცანით პატარა გმირი დიდი და კეთილი  გულით

7 წლის  ბავშვი, რომელმაც 1500 ძაღლი გადაარჩინა - გაიცანით პატარა გმირი დიდი და კეთილი  გულით

რომან მაკკინი 7 წლის ამერიკელი ბიჭია, რომელიც ცხოველთა გადარჩენაზე და მათთვის უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნავს. მას ამ საქმეში დედა, ჯენიფერი ეხმარება.

როცა 4 წლის გახდა, საჩუქრების ნაცვლად, ბიჭუნამ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სთხოვა, რომ ტეხასის ცხოველთა თავშესაფარს დახმარებოდნენ.

რომან მაკკონი იხსენებს, რომ როდესაც ტეხასის ცხოველთა თავშესაფარში პირველად მივიდა, იქ ძაღლები მოწყენილები იყვნენ, რადგანაც არ ჰქონდათ სათანადო ყურადღება და ვერ გრძნობდნენ შესაბამის სითბოსა და სიყვარულს. ბიჭმა მიზნად დაისახა, რომ მათთვის მოსიყვარულე ოჯახები ეპოვნა, რომლებიც ძაღლებს თავიანთ სახლში წაიყვანდნენ.

ბიჭს დედა ვიდეოებს უღებს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ეთამაშება მიუსაფარ ძაღლებს, ვიდეოებში ბიჭი საუბრობს, თუ როგორ სჭირდებათ მათ მზრუნველი პატრონები, შემდეგ ამ ვიდეოებს "ფეისბუქზე“ ათავსებენ და ასე პოულობენ ცხოველთა მსურველ ადამიანებს. ამ მეთოდით პატარა გმირმა უკვე 1500-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლი და 40 კატა გადაარჩინა.

რომან მაკკონი 2018 წელს "წლის ბავშვად“ დაასახელეს და 20 ათასი დოლარი გადასცეს, რომელიც ბიჭმა საკუთარი ცხოველთა თავშესაფრის შექმნას მოახმარა, სადაც ქუჩიდან მიჰყავს ცხოველები, ხოლო შემდეგ მზრუნველი ოჯახების პოვნაში ეხმარება მათ.

"ვეხმარები ძაღლებს, რომ იპოვნონ ნამდვილი მოსიყვარულე პატრონები, რომლებიც მათ სიყვარულს აგრძნობინებენ,“ - ამბობს ბიჭი.

რომანს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც სოციალურ ქსელებში მის მიმართ საქებ სიტყვებს არ იშურებენ:

"ჩვენი დროის გმირი",

"პატარა ბიჭი დიდი და კეთილი გულით", - წერენ რომან მაკკინის ვიდეოს კომენტარებში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Udm5RftzBfM" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

იაპონელი მილიარდერი ეძებს მეგობარ გოგონას, რომელთან ერთადაც მთვარეზე იმოგზაურებს - "მინდა ცხოვრების პარტნიორი ვიპოვო"

ვულკანის ამოფრქვევამ ქორწილი დაუვიწყარ სანახაობად აქცია - ექსტრემალური ფოტოები ცერემონიიდან

ირანში მშვიდობიან დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, ცეცხლი გაუხსნეს - "დოიჩე ველე"