რაულ ხაჯიმბა მზად არის ახალი არჩევნების გამართვისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ განაცხადა.
„პრეზიდენტი არსად არ მიდის და ამით პრობლემაც არ წყდება. ამიტომ კომპრომისი აუცილებელია. ამ ყველაფერში რუსული მხარეც მონაწილეობს. პრეზიდენტი მზად არის ახალი არჩევნებისთვის.. კანონის შესაბამისად, ის მომდევნო სამი თვე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება“, - განაცხადა გაბნიამ.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფაზეთში ორი დღის მანძილზე ოპოზიციის მხარდამჭერების აქციები იმართებოდა. მომიტინგეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფანჯრები ჩაამსხვრიეს და შენობაში შეიჭრნენ. მოგვიანებით, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიამ დააკმაყოფილა „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიწინიას საჩივარი „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ“.
ალბათ დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტს გულისხმობთ
30 წელი გავიდა და არაფერს აკეთებს მთავრობა ლტოლვილების დასაბრუნებლად..არც ახსენებენ..
ყველაფერს რუსეთს აბრალებენ და შემრიგებლად მარტო აშშ და ევროპას ხედავენ.. აფხაზების დაახლოებას არც ცდილობენ! მგონი არც აინტერესებთ.. მთავარია რუსები აგინონ და დაადანაშაულონ, რომ ევროპასთან ქონდეთ ,, ტირილის,, მიზეზი.