სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, პლა­ნე­ტის მკვიდრთა 92% ცხოვ­რობს გა­რე­მო­ში, სა­დაც ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და­წე­სე­ბულ ზედა ზღვარს აღე­მა­ტე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ "გლო­ბა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ალი­ან­სი" უახ­ლე­სი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ევ­რო­პა­ში ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­რე ად­გილ­ზეა, სა­დაც 100 000 ადა­მი­ა­ნი­დან 140-ის სიკ­ვდი­ლი ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მოხ­სე­ნე­ბა ეყ­რდნო­ბა მსოფ­ლიო ჯან­მრთე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­სა და გა­ზომ­ვის ინ­სტი­ტუ­ტის (IHME) მო­ნა­ცე­მებს.კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­შია. ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით ქვეყ­ნე­ბი­დან პირ­ველ ად­გილ­ზე ინ­დო­ე­თია.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებ­თან და­კავ­შრე­ბით პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოწ­ვე­ვაა.

"კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა და ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა. 21-ე სა­უ­კუ­ნის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა არა­მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. ჰა­ე­რის და­ბინ­ძრე­ბა გახ­ლავთ მთე­ლი რიგი არა­გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.58 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან 7 მი­ლი­ო­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის გამო გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით კვდე­ბა. გა­რე­მო გახ­ლავთ სო­ცი­ა­ლურ ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რი­თან ერ­თად სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის და ავა­დო­ბის უმ­თავ­რე­სი გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი. ამი­ტომ ერ­თობ­ლი­ვად უნდა ვიზ­რუ­ნოთ. 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლოს აქვს გა­რე­მოს ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი გეგ­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ხუთი მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს სა­ხელ­მწი­ფო. ეს არის ჰა­ე­რი, წყა­ლი, ნი­ა­და­გი, ქი­მია და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა“ - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია დიდი ხა­ნია ამ­ბობს, რომ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა არის პირ­და­პირ კავ­შირ­ში მთე­ლი რიგი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და დამ­ძი­მე­ბას­თან. "ჯან­მო" ასა­ხე­ლებს ხუთ და­ა­ვა­დე­ბას, რო­მე­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ეს არის გულ­სის­ხლძარ­ღვთა სხვა­დას­ხვა ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ინ­სულ­ტი, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ფილ­ტვის კიბო.

რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას ძი­რი­თა­დად გა­ნა­პი­რო­ბებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვი, უხე­ში ნარ­ჩე­ნე­ბის წვის დროს წარ­მოქ­მნი­ლი კვამ­ლი და სხვა. რას აკე­თებს სა­ხელ­მწი­ფო ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად - ამ კი­თხვით AMBEBI.GE -მ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნელს მა­ნა­ნა ქო­ჩ­ლა­ძეს მი­მარ­თა.

ექ­სპერ­ტი გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხებ­ში მი­იჩ­ნევს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მად არ მი­იჩ­ნევს და შე­სა­ბა­მი­სად, რა­ი­მე ქმე­დით ნა­ბი­ჯებ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია.

"სა­ხელ­მწი­ფოს არა­ფე­რი ქმე­დი­თი არ გა­უ­კე­თე­ბია ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ერთი, რაც გა­კეთ­და, შე­მო­ვი­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ-დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ცნო­ბი­ლია, ესეც საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ 2020 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან მხო­ლოდ ევრო ოთხის ტი­პის საწ­ვა­ვი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მოხ­მა­რე­ბა­ში და ასე არ მოხ­და. გა­და­ი­დო 2021 წლამ­დე. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა სრუ­ლად ჩა­მორ­ჩე­ბა ყვე­ლა იმ გრა­ფიკს, რო­მე­ლიც თვი­თონ და­ად­გი­ნა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა და რაც არა­საკ­მა­რი­სია. სა­წარ­მოო გაფ­რქვე­ვე­ბი ისევ სას­წა­უ­ლია, გინ­და რუს­თა­ვი აი­ღეთ, გინ­და - ზეს­ტა­ფო­ნი. სა­ხელ­მწი­ფო ჯე­რაც არ თვლის ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბას მთა­ვარ პრობ­ლე­მად. გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შიც, თუმ­ცა სა­ხელ­მწი­ფოს არა­ნა­ი­რი მი­ზა­ნი არ და­უდ­გე­ნია იმის­თვის, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში ჰა­ე­რის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. რო­დე­საც არ გა­გაჩ­ნია მი­ზა­ნი და არ აღი­ა­რებ რომ ეს პრობ­ლე­მაა, რა­ღაც ფრაგ­მენ­ტუ­ლი მიდ­გო­მე­ბი ძა­ლი­ან არა­ე­ფექ­ტუ­რია.

მე ვფიქ­რობ, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უნდა შე­იქ­მნას სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა და მას­ზე ბი­უ­ჯე­ტი­დან უნდა გა­მო­ი­ყოს თან­ხე­ბი. რი­თაც რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­წარ­მო­ებ­ში ფილტრე­ბის დად­გმა, სატ­რან­სპორ­ტო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა და ა.შ. ამას სჭირ­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­ის გა­წე­რა და მულ­ტი­კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა. თუ არ იქ­ნე­ბა ინ­ვეს­ტი­რე­ბა, ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წევთ. 2020 წლის ბი­უ­ჯე­ტი­დან მთავ­რო­ბას ისევ 0.02 პრო­ცენ­ტი აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი გა­რე­მოს დაც­ვა­ზე და ეს მდგო­მა­რე­ო­ბა წლე­ბია გრძელ­დე­ბა. მა­შინ რო­დე­საც, ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა­ში 2.4 პრო­ცენ­ტია მთე­ლი ბი­უ­ჯე­ტის გა­რე­მოს დაც­ვა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ სა­ხელ­მწი­ფო რა­მეს აკე­თებს ამ კუ­თხით, ზედ­მე­ტია", - ამ­ბობს მა­ნა­ნა ქო­ჩ­ლა­ძე.

vax
3

კატალიზატორს შემოიღებენ, აუფ მთავრობა რას შვება გვღუპავსო, არ შემოიღებენ და აუფ მთავრობა რას შვება გვწამლავსო. არაფერი გეშელებათ, იესო ქრისტე რომ მოვიდეს პრეზიდენტად(ანუ ყველაზე ობიექტური და უანგარო პიროვნება) მაინც ვერ გიშველით. სანამ შინიგანად არ განვითარდებით მანამ ესე იქნებით, უპასუხისმგებლო პრიმიტივები! და ის 1% მოაზროვნეების სულ ტერორში გეყოლებათ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა - საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგაშო კვლევა და ექსპერტის შეფასება

ჰაერის დაბინძურება მთელი მსოფლიოსთვის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, პლანეტის მკვიდრთა 92% ცხოვრობს გარემოში, სადაც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს აღემატება. საერთაშორისო ორგანიზაციამ "გლობალური ჯანმრთელობის ალიანსი" უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ევროპაში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობით საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც 100 000 ადამიანიდან 140-ის სიკვდილი ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული.

მოხსენება ეყრდნობა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის და ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და გაზომვის ინსტიტუტის (IHME) მონაცემებს.კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია. ჰაერის დაბინძურებით განპირობებული სიკვდილიანობით ქვეყნებიდან პირველ ადგილზე ინდოეთია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნული კვლევის შედეგებთან დაკავშრებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჰაერის დაბინძურება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

"კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა და ჰაერის დაბინძურება. 21-ე საუკუნის დიდი გამოწვევაა არამარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჰაერის დაბინძრება გახლავთ მთელი რიგი არაგადამდები დაავადებების გამომწვევი მიზეზი.58 მილიონი ადამიანიდან 7 მილიონი ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო გამოწვეული დაავადებებით კვდება. გარემო გახლავთ სოციალურ ეკონომიკური ფაქტორითან ერთად სიკვდილიანობის და ავადობის უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი. ამიტომ ერთობლივად უნდა ვიზრუნოთ. 2018 წელს საქართველოს აქვს გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული გეგმა, რომლის მიხედვითაც ხუთი მიმართულებით მუშაობს სახელმწიფო. ეს არის ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ქიმია და კლიმატის ცვლილება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურება არის პირდაპირ კავშირში მთელი რიგი დაავადებების განვითარებასთან და დამძიმებასთან. "ჯანმო" ასახელებს ხუთ დაავადებას, რომელებიც ძირითადად ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული. ეს არის გულსისხლძარღვთა სხვადასხვა ტიპის დაავადებები, გულის იშემიური დაავადებები, ინსულტი, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სასუნთქი სისტემის დაავადებები და ფილტვის კიბო.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ჰაერის დაბინძურებას ძირითადად განაპირობებს ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი და სხვა. რას აკეთებს სახელმწიფო ჰაერის დაბინძურების პრობლემის აღმოსაფხვრელად - ამ კითხვით AMBEBI.GE -მ არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელს მანანა ქოჩლაძეს მიმართა.

ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ჰაერის დაბინძურებას მნიშვნელოვან პრობლემად არ მიიჩნევს და შესაბამისად, რაიმე ქმედით ნაბიჯებზე საუბარი ზედმეტია.

"სახელმწიფოს არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთი, რაც გაკეთდა, შემოვიდა ავტომობილების ტექ-დათვალიერება, მაგრამ როგორც ცნობილია, ესეც საკმაოდ პრობლემურად მიმდინარეობს. საუბარი იყო იმაზე, რომ 2020 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ ევრო ოთხის ტიპის საწვავი უნდა ყოფილიყო მოხმარებაში და ასე არ მოხდა. გადაიდო 2021 წლამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება სრულად ჩამორჩება ყველა იმ გრაფიკს, რომელიც თვითონ დაადგინა მუნიციპალიტეტმა და რაც არასაკმარისია. საწარმოო გაფრქვევები ისევ სასწაულია, გინდა რუსთავი აიღეთ, გინდა - ზესტაფონი. სახელმწიფო ჯერაც არ თვლის ჰაერის დაბინძურებას მთავარ პრობლემად. გარკვეული ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაშიც, თუმცა სახელმწიფოს არანაირი მიზანი არ დაუდგენია იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდეს. როდესაც არ გაგაჩნია მიზანი და არ აღიარებ რომ ეს პრობლემაა, რაღაც ფრაგმენტული მიდგომები ძალიან არაეფექტურია.

მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის მასშტაბით უნდა შეიქმნას სახელმწიფო პროგრამა და მასზე ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს თანხები. რითაც რეალურად განხორციელდება საწარმოებში ფილტრების დადგმა, სატრანსპორტო პრობლემების მოგვარება და ა.შ. ამას სჭირდება დეტალური სტრატეგიის გაწერა და მულტიკომპლექსური მიდგომა. თუ არ იქნება ინვესტირება, ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ. 2020 წლის ბიუჯეტიდან მთავრობას ისევ 0.02 პროცენტი აქვს გამოყოფილი გარემოს დაცვაზე და ეს მდგომარეობა წლებია გრძელდება. მაშინ როდესაც, ნორმალური ქვეყანაში 2.4 პროცენტია მთელი ბიუჯეტის გარემოს დაცვაზე გამოყოფილი. ასეთ ვითარებაში იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო რამეს აკეთებს ამ კუთხით, ზედმეტია", - ამბობს მანანა ქოჩლაძე.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი დაუდგინდა

"წინა სავარძელზე ჯდება, თუმცა ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას" - ჯანდაცვის სამინისტრო ეკატერინე ტიკარაძეზე გავრცელებულ კადრებზე

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში