სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უცხოელი მეგობრები ამბობენ,­ რომ ღვინო ძალიან მგავს" - როგორ გახდა ფილოლოგი ქალი ქვეყნის წარმატებული მეღვინე
"უცხოელი მეგობრები ამბობენ,­ რომ ღვინო ძალიან მგავს" - როგორ გახდა ფილოლოგი ქალი ქვეყნის წარმატებული მეღვინე

ფი­ლო­ლოგ­მა, ჟურ­ნა­ლის­ტმა, ბლო­გერ­მა და დღეს უკვე წარ­მა­ტე­ბულ­მა მეღ­ვი­ნე­ ქალ­მა ქეთო ნი­ნი­ძემ ახა­ლი საქ­მე თა­ვის­თა­ვად აარ­ჩია - უბ­რა­ლოდ, მიჰ­ყვა იმას, რაც აინ­ტე­რე­სებ­და. მე­უღ­ლემ, ზაზა გა­გუ­ამ, რო­მე­ლიც სხვა უამ­რავ საქ­მეს­თან ერ­თად, ქე­თო­სა­ვით მეღ­ვი­ნეც არის, ხელი შე­უ­წყო: "მე­უღ­ლის მხარ­და­ჭე­რამ დიდი სტი­მუ­ლი მომ­ცა. საქ­მი­ა­ნო­ბა 2015 წელს და­ვი­წყე, ზა­ზას კი მეღ­ვი­ნე­ო­ბა პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად 2012 წელს უკვე ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი. ის სხვა ბრენ­დს აწარ­მო­ებს".

ქეთო ნი­ნი­ძე:

- თავ­და­პირ­ვე­ლად ღვი­ნის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მალ­ხაზ ხარ­ბე­დი­ას მიწ­ვე­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ღვი­ნის კლუბ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. ამ საქ­მე­ში ისე აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე, რომ მო­ვი­და სურ­ვი­ლიც, სა­კუ­თა­რი ღვი­ნის და­ყე­ნე­ბა და­მე­წყო.­ იმ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბა­ში - ვკი­თხუ­ლობ­დი სხვა­დას­ხვა სტა­ტი­ას, ვიკ­ვლევ­დი ამა თუ იმ წყა­როს, ვწერ­დი ინ­ტერ­ვი­უ­ებს. ამას­თან, ჩარ­თუ­ლი გახ­ლდით ჩემი მე­უღ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­შიც, მარ­კე­ტინგსა და პი­არ­ში.­ მერე კი თვი­თონ­ვე შე­მომ­თა­ვა­ზა, ხომ არ გე­სინ­ჯა ღვი­ნის წარ­მო­ე­ბაო.

პირ­ვე­ლად 2015 წელს დავ­წუ­რე ნა­ყი­დი ყუ­რძე­ნი. ახ­ლაც ყუ­რძნის უმე­ტეს ნა­წილს ვყი­დუ­ლობ, ეზო­ში 2000 კვმ-ზე ახალ­შე­ნი გვაქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი ვე­ნა­ხი პა­ტა­რაა, წლე­ულს პირ­ვე­ლი მო­სა­ვა­ლი ავი­ღეთ. გვაქვს ოჯა­ლე­ში, შევ­ქმე­ნით პა­ტა­რა საც­დე­ლი სა­კო­ლექ­ციო ვე­ნა­ხიც, სა­დაც ძვე­ლი მეგ­რუ­ლი და აფხა­ზუ­რი ჯი­შე­ბი გვაქვს, მო­სა­ვალს ჯერ ვერ ავი­ღებ, ახა­ლი ვე­ნა­ხია.

წლე­ულს პირ­ვე­ლი ღვი­ნო დავ­წუ­რე იმ 2000 კვმ-ზე მო­წე­უ­ლი, და­ნარ­ჩენს ერთი და იმა­ვე ხალ­ხის­გან ვყი­დუ­ლობ - სა­მეგ­რელ­ოში ოჯა­ლეშ­სა და ცო­ლი­კო­ურს, ლე­ჩხუმ­ში - ორ­ბე­ლურ ოჯა­ლეშს (ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად­ სხვა ჯი­შია), ვყი­დუ­ლობ რა­ჭა­შიც... თავ­და­პირ­ვე­ლად 200 ბოთ­ლი­დან და­ვი­წყე, ჯერ სა­ექ­სპე­რი­მენ­ტო საქ­მე იყო, ბიზ­ნე­სად ვერ გან­ვი­ხი­ლავ­დი, წლე­ულს 5000 ბოთლს ჩა­მო­ვას­ხამთ.

- სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით შე­ძე­ლით ეს?

- სა­კუ­თა­რი­თაც და და­ფი­ნან­სე­ბით სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მი­დან, მათ შო­რის "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში" ორ­ჯერ დაგ­ვა­ფი­ნან­სეს. ტუ­რიზ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბაც გვაქვს და "იუ­ე­სე­ი­დის" პროგ­რა­მა­მაც დაგ­ვა­ფი­ნან­სა. გა­ე­როს ქალ­თა ფონდმა არ­ყის სახ­დე­ლი გვი­ყი­და, ბრენ­დის წარ­მო­ე­ბა­საც ვი­წყებთ.

- სხვა საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მეღ­ვი­ნეც ბრძან­დე­ბით, რას ნიშ­ნავს ეს?

- სა­ნამ ღვი­ნის ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, 10 წე­ლი­წადს სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბას ვე­წე­ო­დი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში. რო­დე­საც ოჯა­ხით მარ­ტვილ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვე­დით, მეღ­ვი­ნე­ო­ბა და­ვი­წყე. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ჩემ­თვის დიდი მეც­ნი­ე­რე­ბაა, ერ­თგვა­რი კვლე­ვა-ძი­ე­ბა და დაკ­ვირ­ვე­ბა. ამ საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ად­გი­ლის ღვი­ნო­ში გა­ცო­ცხლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ოჯა­ლე­ში, რო­მე­ლიც ბან­ძა­ში მო­დის, არაფ­რით არ ჰგავს ტე­ხუ­რის ხე­ო­ბა­ში მოყ­ვა­ნილ ოჯა­ლეშს, სრუ­ლი­ად სხვა ხა­სი­ა­თი აქვს, იგი­ვე ით­ქმის სალ­ხი­ნოს ოჯა­ლე­შ­ზეც.

- შრო­მამ შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, შეგ­ნიშ­ნეს, წარ­მა­ტე­ბულ მეღ­ვი­ნედ გა­ღი­ა­რეს.

- ალ­ბათ, ამა­ში ჩვე­ნი ოჯა­ხის ამ­ბავ­მაც ითა­მა­შა როლი - ქა­ლა­ქი მი­ვა­ტო­ვეთ და სო­ფელ­ში გად­მო­ვე­დით. ამ ნა­ბიჯს მარ­კე­ტინ­გუ­ლი გათ­ვლა არ ჰქო­ნია, ან უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი. ეს ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი­ იყო, მაგ­რამ შემ­დეგ ჩვენ­მა ამ­ბავ­მა იმ­დენს გა­უჩ­ნდა სოფ­ლად და­სახ­ლე­ბის სურ­ვი­ლი, რომ მივ­ხვდი, კი­დევ მეტი გა­და­ვი­დო­და სოფ­ლად სა­ცხოვ­რებ­ლად, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი რომ იყოს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ დღემ­დე არა გვაქვს გაზი და ნა­ჭუ­ჭის ღუმ­ლით ვთბე­ბით. ბევ­რი სხვა პრობ­ლე­მაც არის, მათ შო­რის ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი, ასე­ვე მო­ი­კოჭ­ლებს გა­ნათ­ლე­ბა....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"უცხოელი მეგობრები ამბობენ,­ რომ ღვინო ძალიან მგავს" - როგორ გახდა ფილოლოგი ქალი ქვეყნის წარმატებული მეღვინე

"უცხოელი მეგობრები ამბობენ,­ რომ ღვინო ძალიან მგავს" - როგორ გახდა ფილოლოგი ქალი ქვეყნის წარმატებული მეღვინე

ფილოლოგმა, ჟურნალისტმა, ბლოგერმა და დღეს უკვე წარმატებულმა მეღვინე ქალმა ქეთო ნინიძემ ახალი საქმე თავისთავად აარჩია - უბრალოდ, მიჰყვა იმას, რაც აინტერესებდა. მეუღლემ, ზაზა გაგუამ, რომელიც სხვა უამრავ საქმესთან ერთად, ქეთოსავით მეღვინეც არის, ხელი შეუწყო: "მეუღლის მხარდაჭერამ დიდი სტიმული მომცა. საქმიანობა 2015 წელს დავიწყე, ზაზას კი მეღვინეობა პარტნიორებთან ერთად 2012 წელს უკვე ჰქონდა დაწყებული. ის სხვა ბრენდს აწარმოებს".

ქეთო ნინიძე:

- თავდაპირველად ღვინის ჟურნალისტიკაში დავიწყე მუშაობა, მალხაზ ხარბედიას მიწვევით საქართველოს ღვინის კლუბში საინფორმაციო ცენტრს ვხელმძღვანელობდი. ამ საქმეში ისე აქტიურად ჩავერთე, რომ მოვიდა სურვილიც, საკუთარი ღვინის დაყენება დამეწყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიყავი ჩართული მეღვინეობაში - ვკითხულობდი სხვადასხვა სტატიას, ვიკვლევდი ამა თუ იმ წყაროს, ვწერდი ინტერვიუებს. ამასთან, ჩართული გახლდით ჩემი მეუღლის მეურნეობაშიც, მარკეტინგსა და პიარში. მერე კი თვითონვე შემომთავაზა, ხომ არ გესინჯა ღვინის წარმოებაო.

პირველად 2015 წელს დავწურე ნაყიდი ყურძენი. ახლაც ყურძნის უმეტეს ნაწილს ვყიდულობ, ეზოში 2000 კვმ-ზე ახალშენი გვაქვს, ჯერჯერობით ჩემი ვენახი პატარაა, წლეულს პირველი მოსავალი ავიღეთ. გვაქვს ოჯალეში, შევქმენით პატარა საცდელი საკოლექციო ვენახიც, სადაც ძველი მეგრული და აფხაზური ჯიშები გვაქვს, მოსავალს ჯერ ვერ ავიღებ, ახალი ვენახია.

წლეულს პირველი ღვინო დავწურე იმ 2000 კვმ-ზე მოწეული, დანარჩენს ერთი და იმავე ხალხისგან ვყიდულობ - სამეგრელოში ოჯალეშსა და ცოლიკოურს, ლეჩხუმში - ორბელურ ოჯალეშს (ეს აბსოლუტურად სხვა ჯიშია), ვყიდულობ რაჭაშიც... თავდაპირველად 200 ბოთლიდან დავიწყე, ჯერ საექსპერიმენტო საქმე იყო, ბიზნესად ვერ განვიხილავდი, წლეულს 5000 ბოთლს ჩამოვასხამთ.

- საკუთარი სახსრებით შეძელით ეს?

- საკუთარითაც და დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამიდან, მათ შორის "აწარმოე საქართველოში" ორჯერ დაგვაფინანსეს. ტურიზმის მიმართულებაც გვაქვს და "იუესეიდის" პროგრამამაც დაგვაფინანსა. გაეროს ქალთა ფონდმა არყის სახდელი გვიყიდა, ბრენდის წარმოებასაც ვიწყებთ.

- სხვა საქმიანობასთან ერთად, წარმატებული მეღვინეც ბრძანდებით, რას ნიშნავს ეს?

- სანამ ღვინის ჟურნალისტიკაში ჩავერთვებოდი, 10 წელიწადს სამეცნიერო მუშაობას ვეწეოდი ლიტერატურის ინსტიტუტში. როდესაც ოჯახით მარტვილში საცხოვრებლად გადავედით, მეღვინეობა დავიწყე. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემთვის დიდი მეცნიერებაა, ერთგვარი კვლევა-ძიება და დაკვირვება. ამ საქმეში მნიშვნელოვანია საქართველოს სხვადასხვა ადგილის ღვინოში გაცოცხლება. მაგალითად, ოჯალეში, რომელიც ბანძაში მოდის, არაფრით არ ჰგავს ტეხურის ხეობაში მოყვანილ ოჯალეშს, სრულიად სხვა ხასიათი აქვს, იგივე ითქმის სალხინოს ოჯალეშზეც.

- შრომამ შედეგი მოიტანა, შეგნიშნეს, წარმატებულ მეღვინედ გაღიარეს.

- ალბათ, ამაში ჩვენი ოჯახის ამბავმაც ითამაშა როლი - ქალაქი მივატოვეთ და სოფელში გადმოვედით. ამ ნაბიჯს მარკეტინგული გათვლა არ ჰქონია, ან უზრუნველი ცხოვრების მიზანი. ეს ჩვენი არჩევანი იყო, მაგრამ შემდეგ ჩვენმა ამბავმა იმდენს გაუჩნდა სოფლად დასახლების სურვილი, რომ მივხვდი, კიდევ მეტი გადავიდოდა სოფლად საცხოვრებლად, ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული რომ იყოს. მაგალითად, ჩვენ დღემდე არა გვაქვს გაზი და ნაჭუჭის ღუმლით ვთბებით. ბევრი სხვა პრობლემაც არის, მათ შორის ხარისხიანი სამედიცინო სერვისი, ასევე მოიკოჭლებს განათლება....წაიკითხეთ სრულად

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

გრიპის მომატებული შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."