მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მო­მი­ტინ­გე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სო­ხუმ­ში, დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ, ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად, რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მა­საც ითხო­ვენ.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან შე­ტა­კე­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რებს ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

შე­გახ­სე­ნებთ, აქ­ცია დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნო­ბის წინ და­ი­წყო და მოგ­ვი­ა­ნე­ბით ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან გაგ­რძელ­და. ცოტა ხნით ადრე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის „უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ“ სა­კა­სა­ციო სა­ჩივ­რის მოს­მე­ნა და­ი­წყო ყო­ფი­ლი ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია „ამ­ცა­ხა­რას“ ლი­დე­რის, ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას სარ­ჩელ­ზე. სარ­ჩე­ლი გუ­ლის­ხმობს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა „სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ“ გა­მო­ცხად­დეს ბა­თი­ლად.

აფხა­ზეთ­ში ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტური გა­სუ­ლი წლის 8 სექ­ტემ­ბერს გა­ი­მარ­თა, სა­დაც დე ფაქ­ტო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მინ­დელ­მა დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა, რაულ ხა­ჯიმ­ბამ 47.39%-ით გა­ი­მარ­ჯვა, მო­სახ­ლე­ო­ბის 46,17%-მა კი ხმა ალ­ხას კვი­ცი­ნი­ას მის­ცა. „ამ­ცა­ხა­რა“ „არ­ჩევ­ნე­ბის“ შე­დე­გებს არ აღი­ა­რებს და მის გა­ბა­თი­ლე­ბას ითხოვს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Anna
34

არ დაერევიან ერთმანეთს აფხაზები, ნუ გეშინიათ!...ეს ქართველებს შეუძლია დახოცონ ერთმანეთი და არ დაინდონ!!

ავტორი:

მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მომიტინგეები, რომლებიც სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

რა ხდებოდა აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, როცა შენობაში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ

ვითარება სოხუმში: მედიის ცნობით, ქალაქში სროლის ხმა გაისმა - რას აცხადებენ ე.წ სამინისტროები

"არსად წავალო, ბატონმა ხაჯიმბამ, მით უფრო არ გავიქცევიო... აბა რა, გაგაცილებენ" - არეულობა აფხაზეთში და ადგილობრივების გამოხმაურება