მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს
მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­თან“ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას წყვეტს და შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­ტა­რე­ბას იწყებს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე იმ­სჯე­ლეს და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ცხად­და.

მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი „ანაკ­ლი­ა­ში შავი ზღვის ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის, ოპე­რი­რე­ბი­სა და გა­და­ცე­მის (BOT) შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და შპს “ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“ შო­რის 2016 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს გა­ფორ­მე­ბუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მოშ­ლის შე­სა­ხებ“, გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი პირ­ვე­ლი იყო.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“ და­რი­ცხუ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს გა­დახ­და მო­უ­წევს.

მი­ნისტრს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა თან­ხას შე­ად­გენს ამ დრო­ის­თვის პირ­გა­სამ­ტეხ­ლო, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ხელ­მწი­ფომ „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“ 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის პირ­გა­სამ­ტეხ­ლო უკვე აპა­ტია.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმს“ ასე­ვე მო­უ­წევს სა­ხელ­მწი­ფოს და­უბ­რუ­ნოს გა­და­ცე­მუ­ლი მი­წე­ბი და ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტი.

„პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით უკვე იქნა ნა­პა­ტი­ე­ბი 10 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი პირ­გა­სამ­ტეხ­ლო, რა თან­ხაც უკვე გა­წე­უ­ლი შე­ღა­ვა­თია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კონ­სორ­ცი­უმს აქვს კი­დევ და­რი­ცხუ­ლი გარ­კვე­უ­ლი პირ­გა­სამ­ტეხ­ლო და შე­სა­ბა­მი­სად, ამ პირ­გა­სამ­ტეხ­ლოს ანაზ­რა­უ­რე­ბის სა­კი­თხი, ისე­ვე, რო­გორც შემ­დგო­მი იუ­რი­დი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ­ნე­ბა და­წყე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, ეს გუ­ლის­ხმობს იმა­საც, რომ კონ­სორ­ცი­უმ­მა უნდა მო­ახ­დი­ნოს სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­და­ცე­მუ­ლი მი­წე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა მოხ­დეს საპ­რო­ექ­ტო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. მთე­ლი ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­წე­რი­ლია ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში და ზედ­მი­წევ­ნით მივ­ყვე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს“, - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბის მიერ ბოლო გა­და­ვა­დე­ბის შე­დე­გად კონ­სორ­ცი­უმს 31 დე­კემ­ბრამ­დე ჰქონ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის, კერ­ძოდ, პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებ­თან 120 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლის შევ­სე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბის, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბან­კებ­თან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით სეს­ხის გა­მო­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვი­სა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის, პორ­ტის პირ­ვე­ლი ფა­ზის ტერ­მი­ნა­ლის ოპე­რა­ტორ­თან და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის კონ­ტრაქ­ტორ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის ვადა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­ფა­სე­ბით, „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ვერ შეძ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
22

რას ნიშნავს - “იქნა ნაპატიები 10 მილიონი” ეს მაშინ, როცა ხალხს, ბინებს ართმევენ დაგროვილი პროცენტის გამო. დეზერტირების ბაზარში დგეხართ და ვაჭროთ თუ სახელმწიფოს მართავთ?!

აკა-კა
1

იმ გადათხრილ, გაუბედურებულ მიწებს რა ეშველება? არ დაიწყოთ ახლა მაინც ჭაობი იყოო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს

მთავრობა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულებას წყვეტს

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს. აღნიშნულ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობას და შპს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ“, განსახილველი საკითხი პირველი იყო.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა თანხას შეადგენს ამ დროისთვის პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ 10 მილიონი დოლარის პირგასამტეხლო უკვე აპატია.

ამასთან, მისივე განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ასევე მოუწევს სახელმწიფოს დაუბრუნოს გადაცემული მიწები და ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

„პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზრაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ ბოლო გადავადების შედეგად კონსორციუმს 31 დეკემბრამდე ჰქონდა ვალდებულებების შესრულების, კერძოდ, პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან ( EBRD, OPIC, ADB, AIIB ) 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევისა და ხელშეკრულების გაფორმების, პორტის პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმების ვადა. საქართველოს მთავრობის შეფასებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

18- წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ხვალ იწყება - დეტალური ინფორმაცია

მეთხილე ფერმერები წელს რეკორდულ მოსავალს ელოდებიან - რა ფასში იბარებენ წელს თხილს?

193 300 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბანკის 3 თანამშრომელი დააკავეს - როგორ ატყუებდნენ ბანკს ბრალდებულები