პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რისკებზე, რასაც საკეისრო შეიცავს" - რატომ არის საქართველოში საკეისროების რიცხვი საგანგაშოდ მაღალი?
"ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რისკებზე, რასაც საკეისრო შეიცავს" - რატომ არის საქართველოში საკეისროების რიცხვი საგანგაშოდ მაღალი?

ბოლო ათწლე­უ­ლე­ბია, მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში, სა­კე­ის­რო კვე­თით მშო­ბი­ა­რო­ბა­თა რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო ამ მხრივ, ერთ-ერთ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზეა.

გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის უახ­ლე­სი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, სა­კე­ის­რო კვე­თის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 55% ბრა­ზი­ლი­ა­ში და­ფიქ­სირ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ეს მო­ნა­ცე­მი 47%-ია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ამ მხრივ სტა­ტის­ტი­კა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. მა­გა­ლი­თად, 1999 წელს სა­კე­ის­რო კვე­თე­ბის რი­ცხვი და­ახ­ლო­ე­ბით 12% -ს შე­ად­გენ­და, 2010 წელს კი 24%-მდე გა­ი­ზარ­და.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მზარდ მაჩ­ვე­ნე­ბელს პრობ­ლე­მას უწო­დე­ბენ და კომ­პლექ­სურ მი­ზე­ზებს ასა­ხე­ლე­ბენ - და­წყე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კი­დან, სა­ზო­გა­დო­ებ­რის ცნო­ბი­ე­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

"მთელ მსოფ­ლი­ო­ში დგას ეს პრობ­ლე­მა. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დად­გე­ნი­ლია, რომ სა­კე­ის­რო კვე­თის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15%- ზე მეტი არის დაშ­ვე­ბუ­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ სა­კი­თხზე ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა - არ ხდე­ბა ორ­სულ­თა სრულ­ფა­სო­ვა­ნი კონ­სულ­ტა­ცია სა­კე­ის­რო კვე­თის გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, მე­ლო­გი­ნე­ე­ბი არ არი­ან სრულ­ყო­ფი­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის, რო­გორც დე­დის, ისე ნა­ყო­ფის მხრივ გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

და­დას­ტურ­და, რომ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ზოგ შემ­თხვე­ვებ­ში, არა­საკ­მა­რი­სად იცა­ვენ პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტებს და ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას ფი­ნან­სუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გამო მი­მარ­თა­ვენ" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გა­ე­როს ბავ­შვთა ფონ­დის ჯან­დაც­ვი­სა და ნუტ­რი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი თაკო უგუ­ლა­ვა.

2013 წლი­დან, სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა ფი­ნანსდე­ბა 500 ლა­რით, სა­კე­ის­რო კვე­თა - 800 ლა­რით. სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე, დე­დის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში სა­კე­ის­რო კვე­თა ფი­ნანსდე­ბა 500 ლა­რით, ისე რო­გორც ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა.

შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ნი­კის მფლო­ბე­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბი­ა­რო­ბა­სა და სა­კე­ის­რო კვე­თის ოპე­რა­ცი­ის ფა­სებს შო­რის 60%-იანი სხვა­ო­ბის გამო, უფრო მე­ტად, სა­კე­ის­რო კვე­თის ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი თენ­გიზ ასა­თი­ა­ნი AMBEBI.GE-ს იმ მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა, რაც სა­კე­ის­რო კვე­თე­ბის რი­ცხვის ზრდას იწ­ვევს.

"და­ვი­წყოთ იმით, რომ პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის ასა­კი გა­ი­ზარ­და, ქალ­ბა­ტო­ნე­ბი პირ­ველ შვილს გა­ცი­ლე­ბით გვი­ან ასაკ­ში აჩე­ნენ, ვიდ­რე წლე­ბის წინ. ამას­თან, არა­ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი, თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა, ღა­მის ცხოვ­რე­ბა, არა­ჯან­სა­ღი კვე­ბა, სპორ­ტის­გან შორს ყოფ­ნა - ამ ყვე­ლა­ფერს ბევ­რი ორ­სუ­ლი მიჰ­ყავს იმ ობი­ექ­ტურ მი­ზე­ზე­ბამ­დე, რაც სა­კე­ის­რო კვე­თას გარ­და­უ­ვალს ხდის.

თუმ­ცა, ბევ­რი მშო­ბი­ა­რე სა­კუ­თა­რი ახი­რე­ბის, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და ცრუ წარ­მოდ­გე­ნე­ბის გამო მი­მარ­თავს სა­კე­ის­რო კვე­თას. ხში­რად ორ­სუ­ლებს აქვთ აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი შიში მშო­ბი­ა­რო­ბის მი­მართ, რო­მელ­საც აღ­რმა­ვებს მშობ­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ნე­გა­ტი­უ­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბა. მე­ო­რე მი­ზე­ზი ის არის, რომ სა­ხელ­მწი­ფოს არ ატა­რებს სწორ პო­ლი­ტი­კას. ეს სის­ტე­მა პრაქ­ტი­კუ­ლად უკონ­ტრო­ლოდ არის მიშ­ვე­ბუ­ლი, რას აკე­თე­ბენ არა­ვინ იცის.

2017 წლი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სა­კე­ის­რო კვე­თის და­საშ­ვე­ბი მაჩ­ვე­ნებ­ლის ზღვა­რი და­ა­წე­სა, რაც კარ­გია, თუმ­ცა არ ხდე­ბა კონ­ტრო­ლი იმი­სა, თუ რამ­დე­ნად სწო­რად უთი­თებს ექი­მი სა­კე­ის­როს სა­ჭი­რო­ე­ბას.

ხში­რად ექი­მე­ბი, კლი­ნი­კე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის მი­თი­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბებ­ში წე­რენ, რომ პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს ხე­ლოვ­ნურ მშო­ბი­ა­რო­ბას, მა­შინ რო­დე­საც სი­ნამ­დვი­ლე­ში ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არ­სე­ბობს

სა­ქარ­თვე­ლო მეან-გი­ნე­კო­ლო­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის წევ­რია. ორ­გა­ნი­ზა­ცია ამ­ბობს, რომ სა­კე­ის­რო­ე­ბის რი­ცხვის რე­გუ­ლი­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ინ­ტრუ­მენ­ტია, სა­ხელ­მწი­ფომ გა­ა­თა­ნაბ­როს სა­კე­ის­რო კვე­თე­ბი­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბა. მაგ­რამ, ამას არა­ვინ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ასე რომ მოხ­დეს, თვი­თონ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ შე­ამ­ცი­რონ სა­კე­ის­რო­ე­ბი. რად­გან სა­კე­ის­როს მეტი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბი­ა­რო­ბას­თან შე­და­რე­ბით" - ამ­ბობს თენ­გიზ ასა­თი­ა­ნი.

მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­რე­მო­ე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. ასა­თი­ა­ნის თქმით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო აჯა­რი­მებს იმ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც დაშ­ვე­ბუ­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის სტან­დარტს არ იცა­ვენ და დად­გე­ნილ ნიშ­ნულს აჭარ­ბე­ბენ. მისი მო­საზ­რე­ბით, ჯა­რი­მა პრე­ვენ­ცი­ის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მი ვერ იქ­ნე­ბა, მით უფრო მა­შინ, რო­დე­საც ჯა­რი­მე­ბით შეკ­რე­ბი­ლი სო­ლი­დუ­რი თან­ხა ისევ ბი­უ­ჯეტ­ში ბრუნ­დე­ბა:

"ხომ შე­იძ­ლე­ბა ეს ჯა­რი­მე­ბი ისევ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას მოხ­მარ­დეს?! სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­ხარ­ჯოს ისევ სის­ტე­მას ეს ჯა­რი­მის ფული თუ გული შეს­ტკი­ვათ. კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ ექი­მებს სჭირ­დე­ბა ტრე­ნინ­გე­ბი, გა­დამ­ზა­დე­ბა, ქა­ლებს სჭირ­დე­ბათ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბით... სად აქვთ ექი­მებს იმ­ხე­ლა შე­მო­სა­ვა­ლი, ტრე­ნინ­გებ­ში ფული იხა­დონ?!

დიდი პრობ­ლე­მაა რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ორი წლის წინ და­ი­წყო. პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და­ი­ყო სამ დო­ნედ - პირ­ვე­ლი დო­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბია ისე­თი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, სა­დაც მხო­ლოდ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბის სერ­ვი­სე­ბია ხელ­მი­საწ­ვდო­მი და ასე­თე­ბი სოფ­ლებ­ში და პა­ტა­რა ქა­ლა­ქებ­შია. მე­ო­რე დონე უფრო რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მშო­ბი­ა­რე­ებს აწ­ვდის ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სერ­ვისს.

მე­სა­მე დონე კი უკვე აღ­ჭურ­ვი­ლია მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სერ­ვი­სე­ბით. იქ ბავ­შვის მოვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად არის და­ნერ­გი­ლი და ყვე­ლა­ნა­ირ გარ­თუ­ლე­ბა­ზეა გათ­ვლი­ლი.

მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით შვი­დი მე­სა­მე დო­ნის სამ­შო­ბი­ა­როა - ერთი ბა­თუმ­ში, ერთი ქუ­თა­ის­ში და და­ნარ­ჩე­ნი ხუთი - თბი­ლის­ში. საქ­მე ის არის, რომ ამ­დე­ნი მე­სა­მე დო­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის. გარ­და იმი­სა, რომ ეს ბი­უ­ჯე­ტის არა­მარ­თე­ბუ­ლად ხარ­ჯვის რისკს შე­იძ­ლე­ბა აჩენ­დეს.

ასე­ვე სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ მე­სა­მე დო­ნის კლი­ნი­კებს არ აქვთ და­წე­სე­ბუ­ლი არა­ნა­ი­რი ზღვა­რი სა­კე­ის­რო კვე­თე­ბის მხრივ. მათ შე­უძ­ლი­ათ აკე­თონ იმ­დე­ნი სა­კე­ის­რო, რამ­დე­ნიც სურთ და ამას არა­ვინ გა­უ­კონ­ტრო­ლებს. ამი­ტო­მაც მშო­ბი­ა­რე­ებს, რომ­ლებ­საც უარს ეუბ­ნე­ბი­ან სა­კე­ის­რო კვე­თა­ზე, რად­გან არ აქვს შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბა, შე­უძ­ლი­ათ იპო­ვონ გა­მო­სა­ვა­ლი და მი­ვიდ­ნენ მე­სა­მე დო­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და იქ გა­ი­კე­თონ სა­კე­ის­რო.

ასე რომ, პრობ­ლე­მა კომ­პლექ­სუ­რია და ამ კუ­თხით სა­ჭი­როა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა, სა­ხელ­მწი­ფოს კე­თი­ლი ნება და რთუ­ლად და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი აქ არა­ფე­რია" - აცხა­დებს თენ­გიზ ასა­თი­ა­ნი.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია აღი­ა­რებს, რომ სა­კე­ის­რო კვე­თე­ბის სა­კი­თხი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მწვა­ვე და პრობ­ლე­მუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის­თვის.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ სა­კე­ის­რო­ე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის მარ­თვის მიზ­ნით, ცვლი­ლე­ბე­ბი 2020 წლის აპ­რი­ლი­დან იგეგ­მე­ბა. მას შემ­დეგ რაც სა­მი­ნის­ტრო ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კვლე­ვის შე­დე­გებს მი­ი­ღებს სა­კე­ის­რო­ე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ეს ძალ­ზედ პრობ­ლე­მუ­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა. პე­რი­ნა­ტა­რუ­ლი რე­გი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მა რო­დე­საც ამოქ­მედ­და, ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სწო­რედ სა­კე­ის­რო კვე­თე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლით. ასე­ვე სე­ლექ­ტი­უ­რი კონ­ტრაქ­ტი­რე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ კლი­ნი­კებ­მა უნდა უჩ­ვე­ნონ კლე­ბის ტენ­დენ­ცია ამ კუ­თხით. კლე­ბა აღი­ნიშ­ნე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მცი­რე - ხუთ პრო­ცენტზე ნაკ­ლე­ბი.

ეს მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ამ კუ­თხით სა­ჭი­როა უფრო ეფექ­ტუ­რი ჩა­რე­ვა. სა­მი­ნის­ტრო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭო და რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი­ის საბ­ჭო. ორი­ვე საბ­ჭო­ზე გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა სწო­რედ სა­კე­ის­რო­ე­ბის სა­კი­თხია. სა­უ­ბა­რია ჯა­რი­მე­ბის გამ­კაც­რე­ბა­ზეც, თუმ­ცა იმა­საც ვი­ღებთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში, რომ მხო­ლოდ ჯა­რი­მე­ბი ვერ იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი და დიდი სა­მუ­შა­ოა გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამ­ღლე­ბა­ზე.

თი­თო­ე­ულ ქალ­თან არის სა­მუ­შაო, რომ მათ ჰქონ­დეთ ინ­ფორ­მა­ცია იმ რის­კებ­ზე, რა­საც ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე სა­კე­ის­რო შე­ი­ცავს და მი­ა­ნი­ჭონ უპი­რა­ტე­სო­ბა ბუ­ნებ­რივ მშო­ბი­ა­რო­ბას. ასე­ვე, ამ კუ­თხით სა­მუ­შა­ოა ექი­მებ­თა­ნაც

ყვე­ლა ექიმ­მა იცის, რომ ჩვე­ნე­ბის გა­რე­შე სა­კე­ის­რო კვე­თა არ უნდა ჩა­ტარ­დეს, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ იმა­ტებს სა­კე­ის­რო­ე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

უნდა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს კონ­სულ­ტი­რე­ბის პრაქ­ტი­კაც. სა­უ­ბა­რია და­ფი­ნან­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შეც­ვლა­ზე. მსოფ­ლიო გა­მოც­დი­ლე­ბაც აჩ­ვე­ნებს, რომ ტა­რი­ფი წეს­დე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი იქ­ნე­ბა თუ ხე­ლოვ­ნუ­რი, ერ­თნა­ი­რი ტა­რი­ფი უნდა იყოს. თუმ­ცა, გან­სხა­ვე­ბუ­ლი ტა­რი­ფი არის თუ არა პირ­და­პირ კავ­შირ­ში სა­კე­ის­რო­ე­ბის მა­ღალ რი­ცხვთან, ამის თქმა არ იქ­ნე­ბა სწო­რი.

ამი­ტომ, ჩვენ ვთხო­ვეთ კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რათა დად­გინ­დეს რა იწ­ვევს სა­კე­ის­რო კვე­თე­ბის რი­ცხვის ზრდას. აპ­რი­ლის­თვის გვექ­ნე­ბა შე­დე­გე­ბი და გვე­ცო­დი­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი. ამის შემ­დეგ დავ­გეგ­მავთ ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი. შე­საძ­ლოა ტა­რი­ფი გა­თა­ნაბრდეს, შე­საძ­ლოა ჯა­რი­მე­ბის მე­ქა­ნიზ­მი შე­იც­ვა­ლოს და ა.შ" - აცხა­დებს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

სა­კე­ის­რო კვე­თა მე­ტად რთუ­ლი და საკ­მა­ოდ სა­ში­ში ოპე­რა­ცი­აა. სა­კე­ის­რო კვე­თას შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს ტრომ­ბო-ემ­ბო­ლი­უ­რი და სეპ­ტი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ჭრი­ლო­ბა და­ჩირ­ქდეს, და­ი­წყოს საშ­ვი­ლოს­ნოს ლორ­წო­ვა­ნის ან­თე­ბა, გან­ვი­თარ­დეს ნა­კე­რის უკ­მა­რი­სო­ბა, საშ­ვი­ლოს­ნო და­ინ­ფი­ცირ­დეს და ამო­სა­ღე­ბი გახ­დეს.

ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა გარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ი­წყოს ოპე­რა­ცი­ის მსვლე­ლო­ბის დრო­საც, კერ­ძოდ სის­ხლდე­ნა.

თუნ­დაც ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დეს, სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დგომ 2-3 წელი ორ­სუ­ლო­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი აღარ არის. ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლია შვი­ლოს­ნო­ბა, რად­გან საშ­ვი­ლოს­ნოს კუნ­თის რე­გე­ნე­რა­ცია და­უს­რუ­ლებ­ლად არ ხდე­ბა. ნა­კე­ის­რალ ქალს ნა­წი­ბუ­რო­ვა­ნი საშ­ვი­ლოს­ნო რჩე­ბა, რო­მელ­ზეც გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია.

სა­კე­ის­რო კვე­თას თუნ­დაც იმი­ტომ არ აქვს უპი­რა­ტე­სო­ბა, რომ დედა პირ­ველ ხა­ნებ­ში მოკ­ლე­ბუ­ლია შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. არ შე­უძ­ლია წა­მოდ­გო­მა, ბავ­შვის ხელ­ში და­ჭე­რა და მას­ზე ზრუნ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად დედა-შვი­ლო­ბის ხაზი პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში ირ­ღვე­ვა.

სა­კე­ის­რო კვე­თა ლაქ­ტა­ცი­ა­ზეც მოქ­მე­დებს. ქალს ხში­რად ისე­თი ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი აქვს, ძუ­ძუს ვერ აწო­ვებს ახალ­შო­ბილს, რაც მკერ­დში რძის შე­გუ­ბე­ბის რის­კებს ზრდის.

სა­კე­ის­რო კვე­თის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­ნუ­სია ენ­დოტ­რა­ქე­ა­ლუ­რი ნარ­კო­ზი. ცენ­ტრა­ლუ­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის­თვის სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ის დოზა, რო­მე­ლიც ერთი სა­ა­თი მოქ­მე­დებს თა­ვის ტვინ­ზე, უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის.

მშო­ბი­ა­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი დე­დე­ბის 80% სა­კე­ის­რო კვე­თით იყო ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი. 2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მშო­ბი­ა­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­დე­გად 12 ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, სა­ი­და­ნაც რვას სა­კე­ის­რო კვე­თა ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
9

ოცნებად მქონდა 4 ან 5 შვილი მყოლოდა, ჩემს მეუღლეს პირველივე ორსულობაზე უთხრეს რომ ბავშვი ჯდომით იყო და საკესირო დასჭირდებოდა, არადა დრო გვქონდა .. სასწრაფოდ დაგვიგეგმეს.., სულ უფრო და უფრო მიმყარდება ეჭვი რომ ექიმებმა საქმე გაიმარტივეს.. თუ დავრწმუნდი რომ ეს ასე იყო არასოდეს დავივიწყებ............

lol
3

შეეშვით ქალებს , დაასვენეთ. გეყოთ

ავტორი:

"ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რისკებზე, რასაც საკეისრო შეიცავს" - რატომ არის საქართველოში საკეისროების რიცხვი საგანგაშოდ მაღალი?

"ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რისკებზე, რასაც საკეისრო შეიცავს" - რატომ არის საქართველოში საკეისროების რიცხვი საგანგაშოდ მაღალი?

ბოლო ათწლეულებია, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საკეისრო კვეთით მშობიარობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და საქართველო ამ მხრივ, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა.

გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი კვლევის მიხედვით, საკეისრო კვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 55% ბრაზილიაში დაფიქსირდა. საქართველოში კი ეს მონაცემი 47%-ია. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, 1999 წელს საკეისრო კვეთების რიცხვი დაახლოებით 12% -ს შეადგენდა, 2010 წელს კი 24%-მდე გაიზარდა.

სპეციალისტები მზარდ მაჩვენებელს პრობლემას უწოდებენ და კომპლექსურ მიზეზებს ასახელებენ - დაწყებული სახელმწიფო პოლიტიკიდან, საზოგადოებრის ცნობიერებით დამთავრებული.

"მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილია, რომ საკეისრო კვეთის მაჩვენებელი 15%- ზე მეტი არის დაშვებული. აუცილებელია ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება - არ ხდება ორსულთა სრულფასოვანი კონსულტაცია საკეისრო კვეთის გართულებების შესახებ, მელოგინეები არ არიან სრულყოფილად ინფორმირებულნი საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდის, როგორც დედის, ისე ნაყოფის მხრივ გართულებების შესახებ.

დადასტურდა, რომ სამედიცინო დაწესებულებები, ზოგ შემთხვევებში, არასაკმარისად იცავენ პროფესიულ სტანდარტებს და ქირურგიულ ჩარევას ფინანსური დაინტერესების გამო მიმართავენ" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვისა და ნუტრიციის სპეციალისტი თაკო უგულავა.

2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, ფიზიოლოგიური მშობიარობა ფინანსდება 500 ლარით, საკეისრო კვეთა - 800 ლარით. სამედიცინო ჩვენების გარეშე, დედის მოთხოვნის შემთხვევაში საკეისრო კვეთა ფინანსდება 500 ლარით, ისე როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობა.

შესაბამისად, კლინიკის მფლობელები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფიზიოლოგიურ მშობიარობასა და საკეისრო კვეთის ოპერაციის ფასებს შორის 60%-იანი სხვაობის გამო, უფრო მეტად, საკეისრო კვეთის ოპერაციის ჩატარებით არიან დაინტერესებულნი.

საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი თენგიზ ასათიანი AMBEBI.GE-ს იმ მიზეზების შესახებ უყვება, რაც საკეისრო კვეთების რიცხვის ზრდას იწვევს.

"დავიწყოთ იმით, რომ პირველი მშობიარობის ასაკი გაიზარდა, ქალბატონები პირველ შვილს გაცილებით გვიან ასაკში აჩენენ, ვიდრე წლების წინ. ამასთან, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ღამის ცხოვრება, არაჯანსაღი კვება, სპორტისგან შორს ყოფნა - ამ ყველაფერს ბევრი ორსული მიჰყავს იმ ობიექტურ მიზეზებამდე, რაც საკეისრო კვეთას გარდაუვალს ხდის.

თუმცა, ბევრი მშობიარე საკუთარი ახირების, სტერეოტიპული და ცრუ წარმოდგენების გამო მიმართავს საკეისრო კვეთას. ხშირად ორსულებს აქვთ აკვიატებული შიში მშობიარობის მიმართ, რომელსაც აღრმავებს მშობლების და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მეორე მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფოს არ ატარებს სწორ პოლიტიკას. ეს სისტემა პრაქტიკულად უკონტროლოდ არის მიშვებული, რას აკეთებენ არავინ იცის.

2017 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრომ საკეისრო კვეთის დასაშვები მაჩვენებლის ზღვარი დააწესა, რაც კარგია, თუმცა არ ხდება კონტროლი იმისა, თუ რამდენად სწორად უთითებს ექიმი საკეისროს საჭიროებას.

ხშირად ექიმები, კლინიკების მფლობელების მითითების შესაბამისად, სამედიცინო ჩვენებებში წერენ, რომ პაციენტი საჭიროებს ხელოვნურ მშობიარობას, მაშინ როდესაც სინამდვილეში ამის საჭიროება არ არსებობს

საქართველო მეან-გინეკოლოგიის საერთაშორისო ფედერაციის წევრია. ორგანიზაცია ამბობს, რომ საკეისროების რიცხვის რეგულირებისთვის უმნიშვნელოვანესი ინტრუმენტია, სახელმწიფომ გაათანაბროს საკეისრო კვეთებისა და ფიზიოლოგიური მშობიარობის დაფინანსება. მაგრამ, ამას არავინ ითვალისწინებს.

ასე რომ მოხდეს, თვითონ დაწესებულებების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული, რომ შეამცირონ საკეისროები. რადგან საკეისროს მეტი რესურსი სჭირდება ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით" - ამბობს თენგიზ ასათიანი.

მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. ასათიანის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო აჯარიმებს იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც დაშვებული საკეისრო კვეთის სტანდარტს არ იცავენ და დადგენილ ნიშნულს აჭარბებენ. მისი მოსაზრებით, ჯარიმა პრევენციის ეფექტური მექანიზმი ვერ იქნება, მით უფრო მაშინ, როდესაც ჯარიმებით შეკრებილი სოლიდური თანხა ისევ ბიუჯეტში ბრუნდება:

"ხომ შეიძლება ეს ჯარიმები ისევ დარგის განვითარებას მოხმარდეს?! სახელმწიფომ დაახარჯოს ისევ სისტემას ეს ჯარიმის ფული თუ გული შესტკივათ. კვლევები აჩვენებს, რომ ექიმებს სჭირდება ტრენინგები, გადამზადება, ქალებს სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება საინფორმაციო კამპანიებით... სად აქვთ ექიმებს იმხელა შემოსავალი, ტრენინგებში ფული იხადონ?!

დიდი პრობლემაა რეგიონალიზაცია, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო. პერინატალური სამსახური დაიყო სამ დონედ - პირველი დონის დაწესებულებებია ისეთი საავადმყოფოები, სადაც მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის სერვისებია ხელმისაწვდომი და ასეთები სოფლებში და პატარა ქალაქებშია. მეორე დონე უფრო რთული მდგომარეობის მშობიარეებს აწვდის ყველა შესაბამის სერვისს.

მესამე დონე კი უკვე აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სერვისებით. იქ ბავშვის მოვლის საშუალებები სრულყოფილად არის დანერგილი და ყველანაირ გართულებაზეა გათვლილი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით შვიდი მესამე დონის სამშობიაროა - ერთი ბათუმში, ერთი ქუთაისში და დანარჩენი ხუთი - თბილისში. საქმე ის არის, რომ ამდენი მესამე დონის დაწესებულების არსებობა არ არის მიზანშეწონილი ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. გარდა იმისა, რომ ეს ბიუჯეტის არამართებულად ხარჯვის რისკს შეიძლება აჩენდეს.

ასევე საგულისხმოა ისიც, რომ მესამე დონის კლინიკებს არ აქვთ დაწესებული არანაირი ზღვარი საკეისრო კვეთების მხრივ. მათ შეუძლიათ აკეთონ იმდენი საკეისრო, რამდენიც სურთ და ამას არავინ გაუკონტროლებს. ამიტომაც მშობიარეებს, რომლებსაც უარს ეუბნებიან საკეისრო კვეთაზე, რადგან არ აქვს შესაბამისი სამედიცინო ჩვენება, შეუძლიათ იპოვონ გამოსავალი და მივიდნენ მესამე დონის დაწესებულებაში და იქ გაიკეთონ საკეისრო.

ასე რომ, პრობლემა კომპლექსურია და ამ კუთხით საჭიროა სისტემური მიდგომა, სახელმწიფოს კეთილი ნება და რთულად დასარეგულირებელი აქ არაფერია" - აცხადებს თენგიზ ასათიანი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღიარებს, რომ საკეისრო კვეთების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და პრობლემური გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემისთვის.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საკეისროების მაჩვენებლის მართვის მიზნით, ცვლილებები 2020 წლის აპრილიდან იგეგმება. მას შემდეგ რაც სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს მიიღებს საკეისროების ზრდის ტენდენციის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით.

"ეს ძალზედ პრობლემური და სერიოზული გამოწვევა. პერინატარული რეგიონალიზაციის პროგრამა როდესაც ამოქმედდა, ეს გარკვეულწილად იყო განპირობებული სწორედ საკეისრო კვეთების მაღალი მაჩვენებლით. ასევე სელექტიური კონტრაქტირება ითვალისწინებს იმას, რომ კლინიკებმა უნდა უჩვენონ კლების ტენდენცია ამ კუთხით. კლება აღინიშნება, მაგრამ ძალიან მცირე - ხუთ პროცენტზე ნაკლები.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ კუთხით საჭიროა უფრო ეფექტური ჩარევა. სამინისტროში ფუნქციონირებს პერინატალური რეგიონალური საბჭო და რეპროდუქტოლოგიის საბჭო. ორივე საბჭოზე განხილვის მთავარი თემა სწორედ საკეისროების საკითხია. საუბარია ჯარიმების გამკაცრებაზეც, თუმცა იმასაც ვიღებთ მხედველობაში, რომ მხოლოდ ჯარიმები ვერ იქნება ეფექტური და დიდი სამუშაოა გასატარებელი ცნობიერების ამღლებაზე.

თითოეულ ქალთან არის სამუშაო, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია იმ რისკებზე, რასაც ჩვენების გარეშე საკეისრო შეიცავს და მიანიჭონ უპირატესობა ბუნებრივ მშობიარობას. ასევე, ამ კუთხით სამუშაოა ექიმებთანაც

ყველა ექიმმა იცის, რომ ჩვენების გარეშე საკეისრო კვეთა არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ ფაქტია, რომ იმატებს საკეისროების მაჩვენებელი.

უნდა გაუმჯობესდეს კონსულტირების პრაქტიკაც. საუბარია დაფინანსების მექანიზმის შეცვლაზე. მსოფლიო გამოცდილებაც აჩვენებს, რომ ტარიფი წესდება მშობიარობაზე და არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიოლოგიური იქნება თუ ხელოვნური, ერთნაირი ტარიფი უნდა იყოს. თუმცა, განსხავებული ტარიფი არის თუ არა პირდაპირ კავშირში საკეისროების მაღალ რიცხვთან, ამის თქმა არ იქნება სწორი.

ამიტომ, ჩვენ ვთხოვეთ კვლევის ჩატარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რათა დადგინდეს რა იწვევს საკეისრო კვეთების რიცხვის ზრდას. აპრილისთვის გვექნება შედეგები და გვეცოდინება კონკრეტული მიზეზები. ამის შემდეგ დავგეგმავთ ცვლილებებს, რომელიც იქნება ეფექტური. შესაძლოა ტარიფი გათანაბრდეს, შესაძლოა ჯარიმების მექანიზმი შეიცვალოს და ა.შ" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საკეისრო კვეთა მეტად რთული და საკმაოდ საშიში ოპერაციაა. საკეისრო კვეთას შეიძლება მოყვეს ტრომბო-ემბოლიური და სეპტიური გართულებები, შეიძლება ჭრილობა დაჩირქდეს, დაიწყოს საშვილოსნოს ლორწოვანის ანთება, განვითარდეს ნაკერის უკმარისობა, საშვილოსნო დაინფიცირდეს და ამოსაღები გახდეს.

ასევე, შეიძლება გართულებები დაიწყოს ოპერაციის მსვლელობის დროსაც, კერძოდ სისხლდენა.

თუნდაც ყველაფერი კარგად დასრულდეს, საკეისრო კვეთის შემდგომ 2-3 წელი ორსულობა რეკომენდირებული აღარ არის. ასევე შეზღუდულია შვილოსნობა, რადგან საშვილოსნოს კუნთის რეგენერაცია დაუსრულებლად არ ხდება. ნაკეისრალ ქალს ნაწიბუროვანი საშვილოსნო რჩება, რომელზეც გართულებები გაცილებით მეტია.

საკეისრო კვეთას თუნდაც იმიტომ არ აქვს უპირატესობა, რომ დედა პირველ ხანებში მოკლებულია შვილთან ურთიერთობას. არ შეუძლია წამოდგომა, ბავშვის ხელში დაჭერა და მასზე ზრუნვა. შესაბამისად დედა-შვილობის ხაზი პირველივე დღეებში ირღვევა.

საკეისრო კვეთა ლაქტაციაზეც მოქმედებს. ქალს ხშირად ისეთი ძლიერი ტკივილები აქვს, ძუძუს ვერ აწოვებს ახალშობილს, რაც მკერდში რძის შეგუბების რისკებს ზრდის.

საკეისრო კვეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინუსია ენდოტრაქეალური ნარკოზი. ცენტრალური ნერვული სისტემისთვის საძილე საშუალებების ის დოზა, რომელიც ერთი საათი მოქმედებს თავის ტვინზე, უკვალოდ არ ჩაივლის.

მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების შედეგად გარდაცვლილი დედების 80% საკეისრო კვეთით იყო ნამშობიარები. 2019 წელს საქართველოში მშობიარობასთან დაკავშირებული გართულებების შედეგად 12 ქალი გარდაიცვალა, საიდანაც რვას საკეისრო კვეთა ჰქონდა ჩატარებული.

როგორია გელათის ტაძარი დღეს - ფოტორეპორტაჟი სამონასტრო კომპლექსიდან

"გავხსნით დამოუკიდებლად დახლებს და ვაჭრობას განვაახლებთ" - მოვაჭრეების განცხადებით, თუ "ლილოს" ბაზრობას არ გახსნიან, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ

1-ელი თებერვლიდან 3 დიდი ქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება