მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"
"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"

ყუ­რა­დღე­ბას მარ­თლაც იქ­ცევს, ყო­ველ ტურ­ზე სხვა­დას­ხვა ნო­მერს მშვე­ნივ­რად ირ­გებს. ხმაც გა­მორ­ჩე­უ­ლი აქვს, არა­ვის­ში აგე­რე­ვა. თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ მა­ყუ­რებ­ლის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი კონ­კურ­სან­ტია, რო­მე­ლიც რო­გორც ამ­ბობს, არას­დროს არა­ფერს გეგ­მავს, „არ მიყ­ვარს რა­ღა­ცე­ბის წი­ნას­წარ და­გეგ­მვა, რად­გა­ნაც წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლი ისე აღარ გა­მო­დის. ამი­ტომ, ვფიქ­რობ, მივ­ყვე ხოლ­მე დი­ნე­ბას, ვა­კე­თო საქ­მე, რო­გორც მი­მაჩ­ნია, რომ უნდა გა­კეთ­დეს. თუ კარ­გად გა­ვა­კე­თებ, წარ­მა­ტე­ბა თა­ვი­სით მოვა და სა­ერ­თოდ, ყვე­ლა­ფერს ცხოვ­რე­ბა თვი­თონ მიჩ­ვე­ნებს, საით წა­ვი­დე,“ - გვე­უბ­ნე­ბა თამ­თა და სა­უ­ბარს AMBEBI.GE-სთან ბოლო ტუ­რის შე­ფა­სე­ბით აგ­რძე­ლებს, რო­მე­ლიც ნინო ქა­თა­მა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბას მი­ე­ძღვნა.

თამ­თა ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან ძნე­ლია იმ­ღე­რო ნინო ქა­თა­მა­ძის სიმ­ღე­რე­ბი, თან ისე, რომ არ და­ემ­სგავ­სო მას და მა­ყუ­რე­ბელს ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ნე­ბუ­რი ვერ­სია შეს­თა­ვა­ზო. ასე რომ, არ იყო ად­ვი­ლი და აქვე ვი­ტყვი, ეს ყვე­ლა­ფე­რი უპირ­ვე­ლე­სად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იყო.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ტურ­ზე ნინო ქა­თა­მა­ძე თა­ვად იყო ჩვე­ნი პე­და­გო­გი. ძა­ლი­ან ღრმა ადა­მი­ა­ნი და შე­მოქ­მე­დია, არ არის ად­ვი­ლი ყვე­ლა­ფერ­ში გა­უ­გო, თუ რა­ღაც დო­ნე­ზე არც გეს­მის მისი სიღ­რმე. ნინო ქა­თა­მა­ძის სიმ­ღე­რა სუ­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ძა­ხი­ლია, რა­საც გრძნობს, იმ ყვე­ლა­ფერს ამ­ბობს - სათ­ქმელს არ იტო­ვებს. ყვე­ლა­ზე მე­ტად უფრო ამი­ტომ მეძ­ნე­ლე­ბო­და მის სიმ­ღე­რა­ზე მუ­შა­ო­ბა, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ მაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ნამ­ღერ­ში "ფალ­ში" და­მეშ­ვა, სხვა რა­ღა­ცით გა­და­მე­ფა­რა.

ასე რომ, ჩემ­თვის ეს ტური მარ­თლა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, მათ შო­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. ისე, ცო­ტა­თი იმ კუ­თხით გა­მი­ად­ვილ­და, რომ სიმ­ღე­რა თა­ვის­თა­ვად ენერ­გი­უ­ლი იყო, მე კი­დევ „სი­გი­ჟე­ე­ბი“ მიყ­ვარს...

- ჰოდა, რო­დის და­ი­წყო შენ­თან „ამ სი­გი­ჟე­ებ­მა“ მო­ვარ­დნა?

- პირ­ვე­ლად 5 წლის ასაკ­ში ვიმ­ღე­რე და მას მერე სიმ­ღე­რით მოვ­დი­ვარ... პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ბა­თუმ­ში სტუ­დია „ლიმ­პო­პო­ში“ დავ­დი­ო­დი, სა­დაც დედა ქო­რე­ოგ­რა­ფი იყო. მოკ­ლედ, 5 წლის ასაკ­ში ნამ­ღე­რი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, შე­იძ­ლე­ბა ამ­ღე­რე­ბა და­მეგ­ვი­ა­ნა... ასე რომ, მუ­სი­კა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სულ იყო... უბ­რა­ლოდ, როცა გა­ვი­ზარ­დე, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტად გამ­ძაფ­რდა, ანუ გრძნო­ბე­ბი, სიმ­ღე­რის მი­მართ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და უკვე ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ფიქ­რი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე, საქ­მე­საც უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ვუ­დე­ქი...

- გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმა გაქვს...

- სულ ასე­თი ხმა მქონ­და. ბავ­შვო­ბა­შიც არ მქონ­და „გო­გოშ­კუ­რი“ ხმა, ღმერ­თმა ასე­თი ხმა მარ­გუ­ნა.

- რას გვე­ტყვი მუ­სი­კა­ლურ ხელ­მძღვა­ნელ­ზე, მა­რი­ნა ბე­რი­ძე­ზე, რო­მელ­საც მა­ნამ­დე რო­გორც ჟი­უ­რის მკაცრ წევ­რს, ისე იც­ნობ­დი...

- მა­რი­ნა ბე­რი­ძე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ამ კონ­კურ­სში ასე ვერ ვიმ­ღე­რებ­დი. მა­რი­ნა არ არის მხო­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლი, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­და. მას­თან სუ­ლი­ე­რად ახ­ლოს ვარ, ასეთ დროს ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­ო­ცა­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იქ­მნე­ბა ხოლ­მე, რაც ბევრ რა­ღა­ცას გას­წავ­ლის. მან თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად და­მა­ნა­ხა. ვგრძნობ, რომ პრო­ექ­ტში ყოფ­ნი­სას ძა­ლი­ან „გა­ვი­ზარ­დე“, ამას ჩე­მით, მა­რი­ნა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვერ შევ­ძლებ­დი და მას­თან ერ­თად, სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მად­ლი­ე­რიც ვარ, ვინც ჩემს გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა. კონ­კურ­სის მან­ძილ­ზე ნამ­დვი­ლად ვგრძნობ ამ წინსვლას. მოკ­ლედ, მა­რი­ნა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია.

- ვიცი, რომ სიმ­ღე­რის გარ­და ჩა­ნა­ხა­ტებს, ლექ­სებს, ესე­ებს წერ...

- კი, ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს წერა, რო­მან­ტი­კო­სი ვარ... მუ­სი­კა­საც ვწერ... ვსწავ­ლობ, ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ჟურ­ნა­ლის­ტი­კაც იმი­ტომ ავარ­ჩიე, რომ, რო­გორც ვთქვი, წერა მიყ­ვარს, სულ თე­მე­ბის წე­რა­ში ვი­ყა­ვი... ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, ლექ­სე­ბი, - ეს ინ­ტე­რე­სი თა­ვი­დან­ვე მქონ­და და დღემ­დე მაქვს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ბა­თუმ­მა შე­მაყ­ვა­რა, ქა­ლაქ­მა, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს. იქ ვსწავ­ლობ, იქ ვცხოვ­რობ და იქ რომ ტარ­დე­ბო­დეს ეს კონ­კურ­სი, მი­ვე­სალ­მე­ბო­დი... ახლა პრო­ექ­ტის გამო აქეთ რომ მი­წევს ყოფ­ნა, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა, სა­ერ­თოდ, 5 დღე­ში სა­დაც უნდა ვიყო, მის გა­რე­შე ვი­წყენ ხოლ­მე. ამი­ტომ შუ­ა­ლე­დებ­ში ერთი დღით და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­თაც კი, ჩავ­დი­ვარ ბა­თუმ­ში და მერე უკან ვბრუნ­დე­ბი, რად­გა­ნაც სა­ოც­რად ვარ ამ ქა­ლაქ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმი
18

ამაზე ბევრად კარგი კონკურსანტებიც არიან, მაგრამ ჩაწყობა მაინც ჭრის :) კარგი ვოკალისტია მაგრამ არტისტიზმი და ქარიზმა აკლია რაც სცენას უხდება

ბათუმი
1

გიორგი ძოწენიძე არის ქართველი "ფრენკ სინატრა". 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"

"მარინა ბერიძემ ყველაფერი სხვანაირად დამანახა" - გამორჩეული ხმა "მხოლოდ ქართულიდან"

ყურადღებას მართლაც იქცევს, ყოველ ტურზე სხვადასხვა ნომერს მშვენივრად ირგებს. ხმაც გამორჩეული აქვს, არავისში აგერევა. თამთა ხუხუნაიშვილი „მხოლოდ ქართულის“ მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი კონკურსანტია, რომელიც როგორც ამბობს, არასდროს არაფერს გეგმავს, „არ მიყვარს რაღაცების წინასწარ დაგეგმვა, რადგანაც წინასწარ დაგეგმილი ისე აღარ გამოდის. ამიტომ, ვფიქრობ, მივყვე ხოლმე დინებას, ვაკეთო საქმე, როგორც მიმაჩნია, რომ უნდა გაკეთდეს. თუ კარგად გავაკეთებ, წარმატება თავისით მოვა და საერთოდ, ყველაფერს ცხოვრება თვითონ მიჩვენებს, საით წავიდე,“ - გვეუბნება თამთა და საუბარს AMBEBI.GE-სთან ბოლო ტურის შეფასებით აგრძელებს, რომელიც ნინო ქათამაძის შემოქმედებას მიეძღვნა.

თამთა ხუხუნაიშვილი:

- ძალიან ძნელია იმღერო ნინო ქათამაძის სიმღერები, თან ისე, რომ არ დაემსგავსო მას და მაყურებელს ცნობილი კომპოზიციების შენებური ვერსია შესთავაზო. ასე რომ, არ იყო ადვილი და აქვე ვიტყვი, ეს ყველაფერი უპირველესად დიდი პასუხისმგებლობა იყო.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურზე ნინო ქათამაძე თავად იყო ჩვენი პედაგოგი. ძალიან ღრმა ადამიანი და შემოქმედია, არ არის ადვილი ყველაფერში გაუგო, თუ რაღაც დონეზე არც გესმის მისი სიღრმე. ნინო ქათამაძის სიმღერა სულის ჩვეულებრივი გამოძახილია, რასაც გრძნობს, იმ ყველაფერს ამბობს - სათქმელს არ იტოვებს. ყველაზე მეტად უფრო ამიტომ მეძნელებოდა მის სიმღერაზე მუშაობა, ასეთი დამოკიდებულება არ მაძლევდა საშუალებას, რომ ნამღერში "ფალში" დამეშვა, სხვა რაღაცით გადამეფარა.

ასე რომ, ჩემთვის ეს ტური მართლა ძალიან რთული იყო, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც. ისე, ცოტათი იმ კუთხით გამიადვილდა, რომ სიმღერა თავისთავად ენერგიული იყო, მე კიდევ „სიგიჟეები“ მიყვარს...

- ჰოდა, როდის დაიწყო შენთან „ამ სიგიჟეებმა“ მოვარდნა?

- პირველად 5 წლის ასაკში ვიმღერე და მას მერე სიმღერით მოვდივარ... პატარაობიდანვე ბათუმში სტუდია „ლიმპოპოში“ დავდიოდი, სადაც დედა ქორეოგრაფი იყო. მოკლედ, 5 წლის ასაკში ნამღერი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება ამღერება დამეგვიანა... ასე რომ, მუსიკა ჩემს ცხოვრებაში სულ იყო... უბრალოდ, როცა გავიზარდე, ეს ყველაფერი მეტად გამძაფრდა, ანუ გრძნობები, სიმღერის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და უკვე ამ ყველაფერზე ფიქრი სერიოზულად დავიწყე, საქმესაც უფრო სერიოზულად მივუდექი...

- გამორჩეული ხმა გაქვს...

- სულ ასეთი ხმა მქონდა. ბავშვობაშიც არ მქონდა „გოგოშკური“ ხმა, ღმერთმა ასეთი ხმა მარგუნა.

- რას გვეტყვი მუსიკალურ ხელმძღვანელზე, მარინა ბერიძეზე, რომელსაც მანამდე როგორც ჟიურის მკაცრ წევრს, ისე იცნობდი...

- მარინა ბერიძე რომ არ ყოფილიყო, ამ კონკურსში ასე ვერ ვიმღერებდი. მარინა არ არის მხოლოდ ხელმძღვანელი, ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა. მასთან სულიერად ახლოს ვარ, ასეთ დროს ადამიანებს შორის საოცარი ურთიერთობები იქმნება ხოლმე, რაც ბევრ რაღაცას გასწავლის. მან თითქმის ყველაფერი სხვანაირად დამანახა. ვგრძნობ, რომ პროექტში ყოფნისას ძალიან „გავიზარდე“, ამას ჩემით, მარინა რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი და მასთან ერთად, სხვა ადამიანების მადლიერიც ვარ, ვინც ჩემს განვითარებაში წვლილი შეიტანა. კონკურსის მანძილზე ნამდვილად ვგრძნობ ამ წინსვლას. მოკლედ, მარინა ძალიან ძვირფასი ადამიანია.

- ვიცი, რომ სიმღერის გარდა ჩანახატებს, ლექსებს, ესეებს წერ...

- კი, ბავშვობიდან მიყვარს წერა, რომანტიკოსი ვარ... მუსიკასაც ვწერ... ვსწავლობ, ბათუმის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ჟურნალისტიკაც იმიტომ ავარჩიე, რომ, როგორც ვთქვი, წერა მიყვარს, სულ თემების წერაში ვიყავი... ჩანახატები, ლექსები, - ეს ინტერესი თავიდანვე მქონდა და დღემდე მაქვს.

ეს ყველაფერი კი ბათუმმა შემაყვარა, ქალაქმა, რომელიც უზომოდ მიყვარს. იქ ვსწავლობ, იქ ვცხოვრობ და იქ რომ ტარდებოდეს ეს კონკურსი, მივესალმებოდი... ახლა პროექტის გამო აქეთ რომ მიწევს ყოფნა, ძალიან მენატრება, საერთოდ, 5 დღეში სადაც უნდა ვიყო, მის გარეშე ვიწყენ ხოლმე. ამიტომ შუალედებში ერთი დღით და რამდენიმე საათითაც კი, ჩავდივარ ბათუმში და მერე უკან ვბრუნდები, რადგანაც საოცრად ვარ ამ ქალაქზე მიჯაჭვული.

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან

ეტლში მჯდომი ბრედ პიტი კლინიკის დატოვებისას დააფიქსირეს - რა დაემართა ჰოლივუდის ვარსკვლავს

"იმ ღამეს არც გვიკამათია. დილით კოცნით გამაცილა... მეგონა სახლში და ყოფილა ბათუმში. იცოდა, რომ ტყუილს არ ვაპატიებდი" - ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებებს დეტალურად პასუხობს