მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს
"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

2 წლის ანი­ტა ფა­ცა­ცია, რო­მელ­იც ებ­რძვის უმ­ძი­მეს და­ა­ვა­დე­ბას და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია - გუ­ლის გა­და­ნერგვა ესა­ჭი­რო­ე­ბა, ამ­ჟა­მად ინ­დო­ე­თის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ტა­რა გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­დო­ე­თი­დან მისი მშობ­ლე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ანი­ტას დედა მა­რი­კო სად­რა­ძე წერს, რომ ინ­დო­ელ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბი და­ფა­როს.

"მო­გე­სალ­მე­ბით! შო­ბას სას­წა­უ­ლე­ბი ხდე­ბაო, ბევ­რმა და­წე­რეთ და სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვი უნდა გი­თხრათ. ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ: ინ­დო­ეთ­ში ჩა­მო­სუ­ლებს აე­რო­პორ­ტში­ვე დაგ­ვხვდა სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ინ­დო­ეთ­ში, ბა­ტო­ნი არ­ჩილ ძუ­ლი­აშ­ვი­ლი. იმ წუ­თი­დან ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დით მის თავ­და­უ­ზო­გავ დახ­მა­რე­ბა­სა და მო­რა­ლურ მხარ­და­ჭე­რას.

ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლის ინ­დო­ე­ლი მე­გობ­რე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად გვედგნენ გვერ­დში. მო­დი­ოდ­ნენ ანი­ტას სა­ნა­ხა­ვად და გა­მოთ­ქვამ­დნენ მზა­ო­ბას მხარ­და­სა­ჭე­რად. მათ შო­რის ერთ-ერ­თმა Dr.S. Jagathrakshakan-მა გა­მო­ხა­ტა არა მხო­ლოდ მო­რა­ლუ­რი, არა­მედ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის სურ­ვი­ლიც. ის არის ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, პო­ლი­ტი­კო­სი, ქველ­მოქ­მე­დი და უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გულ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა ანი­ტას ამ­ბა­ვი...

დღეს სა­ღა­მოს გვეს­ტუმრნენ Dr. S Jagathrakshakan-ის კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლეს ანი­ტა და დაგვპირ­დნენ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის ხარ­ჯე­ბის და­ფარ­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ეს იმ­დე­ნად დიდი სას­წა­უ­ლი იყო ჩვენ­თვის, რომ დაბ­ნე­უ­ლო­ბის­გან მად­ლო­ბის თქმაც კი ძლივს მო­ვა­ხერ­ხეთ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ინ­დო­ელ­მა ექი­მებ­მა გა­და­წყვი­ტეს თე­რა­პი­უ­ლი კურ­სი სცა­დონ და თუ არ გა­ა­მარ­თლებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში და­გეგ­მონ ოპე­რა­ცია. ჩვენ­თვის ეს პა­ტა­რა შან­სი უფ­ლის სა­ჩუ­ქა­რი იყო და მას­ზე თან­ხე­ბის უქონ­ლო­ბის გამო, უა­რის თქმა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია კლი­ნი­კამ წი­ნას­წარ გა­გი­კე­თოს მკურ­ნა­ლო­ბის კალ­კუ­ლა­ცია, რად­გან არა­ვინ იცის რამ­დენ ხანს გას­ტანს ის და რა კვლე­ვე­ბი თუ წამ­ლე­ბი დაგ­ვჭირ­დე­ბა პრო­ცეს­ში. ჩვენ კი მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ის თან­ხა გვქონ­და შეგ­რო­ვე­ბუ­ლი.

ამის გამო სა­გო­ნე­ბელ­ში ჩავ­ვარ­დით, გვი­ჭირ­და ხალ­ხის­თვის გვე­თხო­ვა გა­ურ­კვე­ვე­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. თა­ნაც ვი­ცით რამ­დე­ნი გა­ი­ღეთ ჩვენ გამო. იმა­საც კარ­გად ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ჩვენ მსგავ­სად უამ­რავ მშო­ბელს უჭირს...

ასე­თი დიდი პრობ­ლე­მი­დან გა­მო­სა­ვა­ლი კი, ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლის მონ­დო­მე­ბი­სა და Dr. S Jagathrakshakan-ის კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ნა­ხეთ. ახლა სი­ტუ­ა­ცია ასე­თია: თქვე­ნი უდი­დე­სი თა­ნად­გო­მის შე­დე­გად, გვაქვს შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის თან­ხა. უფ­ლის წყა­ლო­ბით, თუკი თა­ვი­დან ავი­რი­დებთ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას, ეს ფული მოხ­მარ­დე­ბა სხვა ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც იმ მო­მენ­ტში ექ­ნე­ბათ ამის დიდი სა­ჭი­რო­ე­ბა.

მა­ნამ­დე კი საქ­ვეყ­ნოდ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ბა­ტონ არ­ჩილ­სა და Dr. S Jagathrakshakan-ს. მინ­და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო იც­ნობ­დეს ამ ორ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­მაც სრუ­ლი­ად უან­გა­როდ გა­მო­ხა­ტეს ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი და გვჯე­რა ამ ბრძო­ლის ბო­ლომ­დე ჩვენ გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან. ბო­ლოს კი ერ­თად გა­ვი­მარ­ჯვებთ.

თქვენ კი ჩვე­ნო კე­თი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო, რომ­ლე­ბიც მუ­დამ მზად ხართ ჩვენს და­სახ­მა­რებ­ლად, დიდ მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ და გთხოვთ, რომ ლოც­ვე­ბით დაგ­ვიდ­გეთ გვერ­დში. რო­გორც კი პირ­ვე­ლი ჩა­რი­ცხვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მა­შინ­ვე მო­გა­ხა­რებთ!" - წერს ანი­ტას და­სახ­მა­რებ­ლად შექ­მნილ "ფე­ის­ბუ­ქის" ჯგუფ­ში გო­გო­ნას დედა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
joi zaza
0

გფარავდეთ ღმერთი!

kato
1

ყველა ადამის შვილი ვართ ) განსაკუთრებული მადლობა ამ ინდოელ კეთილ კაცს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელიც ებრძვის უმძიმეს დაავადებას და მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა ესაჭიროება, ამჟამად ინდოეთის კლინიკაში იმყოფება.

ინფორმაციას პატარა გოგონას მდგომარეობის შესახებ ინდოეთიდან მისი მშობლები ავრცელებენ. ანიტას დედა მარიკო სადრაძე წერს, რომ ინდოელმა ბიზნესმენმა სურვილი გამოთქვა ქართველი გოგონას მკურნალობის ხარჯები დაფაროს.

"მოგესალმებით! შობას სასწაულები ხდებაო, ბევრმა დაწერეთ და სასწაული ამბავი უნდა გითხრათ. ცოტა შორიდან დავიწყებ: ინდოეთში ჩამოსულებს აეროპორტშივე დაგვხვდა საქართველოს ელჩი ინდოეთში, ბატონი არჩილ ძულიაშვილი. იმ წუთიდან ყოველთვის ვგრძნობდით მის თავდაუზოგავ დახმარებასა და მორალურ მხარდაჭერას.

ბატონი არჩილის ინდოელი მეგობრებიც ყოველდღიურად გვედგნენ გვერდში. მოდიოდნენ ანიტას სანახავად და გამოთქვამდნენ მზაობას მხარდასაჭერად. მათ შორის ერთ-ერთმა Dr.S. Jagathrakshakan-მა გამოხატა არა მხოლოდ მორალური, არამედ ფინანსური მხარდაჭერის სურვილიც. ის არის ცნობილი ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და უბრალოდ, ძალიან კარგი ადამიანი, რომელმაც გულთან ახლოს მიიტანა ანიტას ამბავი...

დღეს საღამოს გვესტუმრნენ Dr. S Jagathrakshakan-ის კომპანიის წარმომადგენლები, მოინახულეს ანიტა და დაგვპირდნენ, რომ მკურნალობის ხარჯების დაფარვაში დაგვეხმარებოდნენ. ეს იმდენად დიდი სასწაული იყო ჩვენთვის, რომ დაბნეულობისგან მადლობის თქმაც კი ძლივს მოვახერხეთ.

შეგახსენებთ, რომ ინდოელმა ექიმებმა გადაწყვიტეს თერაპიული კურსი სცადონ და თუ არ გაამართლებს, ამ შემთხვევაში დაგეგმონ ოპერაცია. ჩვენთვის ეს პატარა შანსი უფლის საჩუქარი იყო და მასზე თანხების უქონლობის გამო, უარის თქმა წარმოუდგენელი იქნებოდა. შეუძლებელია კლინიკამ წინასწარ გაგიკეთოს მკურნალობის კალკულაცია, რადგან არავინ იცის რამდენ ხანს გასტანს ის და რა კვლევები თუ წამლები დაგვჭირდება პროცესში. ჩვენ კი მხოლოდ ოპერაციის თანხა გვქონდა შეგროვებული.

ამის გამო საგონებელში ჩავვარდით, გვიჭირდა ხალხისთვის გვეთხოვა გაურკვეველი ოდენობის თანხების შეგროვება. თანაც ვიცით რამდენი გაიღეთ ჩვენ გამო. იმასაც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ მსგავსად უამრავ მშობელს უჭირს...

ასეთი დიდი პრობლემიდან გამოსავალი კი, ბატონი არჩილის მონდომებისა და Dr. S Jagathrakshakan-ის კეთილშობილების შედეგად გამოვნახეთ. ახლა სიტუაცია ასეთია: თქვენი უდიდესი თანადგომის შედეგად, გვაქვს შეგროვებული ოპერაციის თანხა. უფლის წყალობით, თუკი თავიდან ავირიდებთ ქირურგიულ ჩარევას, ეს ფული მოხმარდება სხვა ბავშვებს, რომლებსაც იმ მომენტში ექნებათ ამის დიდი საჭიროება.

მანამდე კი საქვეყნოდ დიდ მადლობას ვუხდი ბატონ არჩილსა და Dr. S Jagathrakshakan-ს. მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს, რომლებმაც სრულიად უანგაროდ გამოხატეს ჩვენი დახმარების სურვილი და გვჯერა ამ ბრძოლის ბოლომდე ჩვენ გვერდით იქნებიან. ბოლოს კი ერთად გავიმარჯვებთ.

თქვენ კი ჩვენო კეთილო ადამიანებო, რომლებიც მუდამ მზად ხართ ჩვენს დასახმარებლად, დიდ მადლობას მოგახსენებთ და გთხოვთ, რომ ლოცვებით დაგვიდგეთ გვერდში. როგორც კი პირველი ჩარიცხვა განხორციელდება, მაშინვე მოგახარებთ!" - წერს ანიტას დასახმარებლად შექმნილ "ფეისბუქის" ჯგუფში გოგონას დედა.

"23 თებერვალს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს, ამ ადგილას მივალ..." - რა ოცნება აისრულა მაია ასათიანმა და რატომ წავიდა კუნძულ ბალიზე მარტო

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია