პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცდილობდნენ მანქანის წაყვანას... მოხდა გაწევ-გამოწევა" - რას ყვება ვარკეთილში 24 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
"ცდილობდნენ მანქანის წაყვანას... მოხდა გაწევ-გამოწევა" - რას ყვება ვარკეთილში 24 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ვარ­კე­თილ­ში, 24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლის, ზურა ფო­ფხა­ძის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ცე­მის ფაქტს აღი­ა­რებს.

რო­გორც მევ­ლუდ ჯან­ჯღა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნუ­ცხა­და, მან ბრალ­დე­ბუ­ლი იზო­ლა­ტორ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ უამ­ბო.

“გუ­შინ მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში ამ პირ­თან. ის აღი­ა­რებს ფაქტს, რაც მოხ­და - მან სცე­მა, და­არ­ტყა, მაგ­რამ ამას ჰქონ­და სხვა პე­რი­პე­ტი­ე­ბი.

შემ­თხვე­ვა მოხ­და ე.წ. დამ­პა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე, სა­დაც ბრალ­დე­ბუ­ლი მე­გო­ბარ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ახ­ლობ­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე და რო­დე­საც დაბ­რუნ­და, მის მან­ქა­ნა­ში იყო ორი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ცდი­ლობ­და ამ მან­ქა­ნის წაყ­ვა­ნას არა ფა­რუ­ლად, არა­მედ აშ­კა­რად.

შემ­დეგ თა­ვის­თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი ეცა­და, რომ გად­მო­ეყ­ვა­ნა ეს პი­რე­ბი სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნი­დან, მაგ­რამ რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, ისი­ნი იყ­ვნენ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. მათ ბუ­ნებ­რი­ვია, გა­უ­წი­ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, შემ­დეგ მოხ­და გა­წევ-გა­მო­წე­ვა. ამ პი­რებ­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხეს მან­ქა­ნის გაყ­ვა­ნა, და­ახ­ლო­ე­ბით 15 მეტ­რი გა­ი­ა­რეს და ბოძს და­ა­ჯა­ხეს.

ცხა­დია, ესე­ნი გა­ე­კიდ­ნენ. პირი, კა­ნო­ნი­ე­რად იბ­რუ­ნებ­და ნივთს, ამას მოჰ­ყვა ცემა და ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გი დად­გა”, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ის უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ნა­ცე­მი პირი სა­საფ­ლა­ო­ზე და­ტო­ვეს. ად­ვო­კა­ტის თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლი სახ­ლში წა­იყ­ვა­ნეს და მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეს სას­წრა­ფო.

ამას­თან, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ქა­შა­კაშ­ვილ­მა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ზურა ფო­ფხა­ძეს აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. გარ­და ამი­სა, მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე.

პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად სა­სა­მარ­თლო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას დედა მი­ვი­და. წურ­წუ­მი­ას დე­დის თქმით, მას არ აინ­ტე­რე­სებს, რას შე­უ­ფარ­დე­ბენ და­კა­ვე­ბულს, რად­გან ურ­ჩევს “თავი მო­იკ­ლას”, სხვა შემ­თხვე­ვა­ში მას არ გა­ა­ხა­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლის­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 2 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მა­სივ­ში, ე.წ. „დამ­პა­ლოს სა­საფ­ლა­ოს“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. პი­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, ბრალ­დე­ბულ­მა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
30

ki magram manqanis gasagebi mopares tavidan tu rogor dazres

მეოცნებე
6

სასტიკად დასასჯელია... მ ო კ ლ უ ლ ი !

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ცდილობდნენ მანქანის წაყვანას... მოხდა გაწევ-გამოწევა" - რას ყვება ვარკეთილში 24 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

"ცდილობდნენ მანქანის წაყვანას... მოხდა გაწევ-გამოწევა" - რას ყვება ვარკეთილში 24 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ვარკეთილში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული ცემის ფაქტს აღიარებს.

როგორც მევლუდ ჯანჯღავამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა, მან ბრალდებული იზოლატორში მოინახულა, რომელმაც მომხდარის შესახებ უამბო.

“გუშინ მქონდა კომუნიკაცია დროებითი მოთავსების იზოლატორში ამ პირთან. ის აღიარებს ფაქტს, რაც მოხდა - მან სცემა, დაარტყა, მაგრამ ამას ჰქონდა სხვა პერიპეტიები.

შემთხვევა მოხდა ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე, სადაც ბრალდებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა ახლობლის სასაფლაოზე და როდესაც დაბრუნდა, მის მანქანაში იყო ორი პიროვნება, რომელიც ცდილობდა ამ მანქანის წაყვანას არა ფარულად, არამედ აშკარად.

შემდეგ თავისთავად ბრალდებული ეცადა, რომ გადმოეყვანა ეს პირები საკუთარი მანქანიდან, მაგრამ როგორც ბრალდებული ამბობს, ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. მათ ბუნებრივია, გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ მოხდა გაწევ-გამოწევა. ამ პირებმა მაინც მოახერხეს მანქანის გაყვანა, დაახლოებით 15 მეტრი გაიარეს და ბოძს დააჯახეს.

ცხადია, ესენი გაეკიდნენ. პირი, კანონიერად იბრუნებდა ნივთს, ამას მოჰყვა ცემა და ჩვენდა სამწუხაროდ, სავალალო შედეგი დადგა”, - განაცხადა ადვოკატმა.

ის უარყოფს ინფორმაციას, რომ ნაცემი პირი სასაფლაოზე დატოვეს. ადვოკატის თქმით, დაშავებული სახლში წაიყვანეს და მდგომარეობის გართულების შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.

პროცესის პარალელურად სასამართლოში გარდაცვლილი ახალგაზრდას დედა მივიდა. წურწუმიას დედის თქმით, მას არ აინტერესებს, რას შეუფარდებენ დაკავებულს, რადგან ურჩევს “თავი მოიკლას”, სხვა შემთხვევაში მას არ გაახარებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"გამიგიჟა ბავშვები, გვიყვარხარო მწერენ..." - რა თქვა პროცესზე ყოფილი მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულმა სასულიერო პირმა

სასულიერო პირი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, თავს დამნაშავედ არ სცნობს

სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა