პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა 2 იანვარს "დამპალოს სასაფლაოზე" - პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რა მოხდა 2 იანვარს "დამპალოს სასაფლაოზე" - პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე შსს-ს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი.

საქ­მე ეხე­ბა 2 იან­ვარს, ვარ­კე­თი­ლის სა­საფ­ლა­ო­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რა დრო­საც 24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ა სას­ტი­კი ცე­მით მოკ­ლეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტრომ 2019 წლის 3 იან­ვარს და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა 2 იან­ვარს ქ. თბი­ლის­ში ე.წ. "დამ­პა­ლოს სა­საფ­ლა­ოს” ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცე­მის და მ.წ.-ს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 1’ ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბი­თა და 143-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით.

2020 წლის 4 იან­ვარს, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე გა­მო­ტა­ნილ იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე და გა­მო­ძი­ე­ბა გაგ­რძელ­და სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 117-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით,(ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) სსკ-ის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ’’ ქვე­პუნ­ქტით, (ცემა ან სხვაგ­ვა­რი ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) სსკ-ის 143-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით.( თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა)

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 2 იან­ვარს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, მ. ჩ. და მ. წ. იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ქ. თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მე-3 მა­სივ­ში, ე.წ. „დამ­პა­ლოს სა­საფ­ლა­ოს“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლი ზ. ფ. და ვ. ბ. ხსე­ნე­ბულ პი­რებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა წარ­მო­იშ­ვა მ. ჩ.-ს და გარ­დაც­ვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალ­დე­ბულ ზ. ფ. -ს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის ნი­ა­დაგ­ზე.

ბრალ­დე­ბუ­ლი ზ. ფ. შე­ე­ცა­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას, რა დრო­საც სცე­მა მ. ჩ. და მ. წ.

ხსე­ნე­ბულ პი­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა დრო­საც ბრალ­დე­ბულ­მა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, რა­მაც ამ უკა­ნას­კნე­ლის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, ხოლო ცე­მის შე­დე­გად მ. ჩ.-მ გა­ნი­ცა­და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი.

5 იან­ვარს, ზ.ფ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლომ და­ა­კა­ვა.

ვი­ნა­ი­დან დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მოქ­მე­დი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, მიმ­დი­ნა­რე წლის 6 იან­ვარს საქ­მე შემ­დგო­მი გა­მო­ძი­ე­ბის წარ­მარ­თვის მიზ­ნით ქვემ­დე­ბა­რე­ო­ბით გა­და­ეგ­ზავ­ნა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილს.

2020 წლის 6 იან­ვარს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელს ზ.ფ-ს ბრა­ლი წა­რედ­გე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117 -ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და სსკ-ის 126 -ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ცე­მას ან სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას, რა­მაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია. ასე­ვე ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას, რა­მაც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. 2020 წლის 6 იან­ვარს თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გრძელ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა მო­პო­ვე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 117 - ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით, 117- ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით, 126 - ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 126 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით, 143- ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით და 177-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით, რაც გუ­ლის­ხმობს ქურ­დო­ბას სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ",-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"მთა­ვა­რი არ­ხის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი შსს-ს სპეც­რაზ­მე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, და­ნა­შა­ულ­ში რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა და შსს და­ნარ­ჩენ ბრალ­დე­ბუ­ლებს ხელს აფა­რებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კირილე
0

აი ამ სტატიდიიდან რისი გაგება შეიძლება?ჩ.ძ.ტ.ხ, ბ.რ.ღ.ტ, 156-ე მუხლის ჰ ქვეპუნქტი. მართლა? რა საინტერესოა?!

HM
11

GIRGVLINI NOMERI 2!

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა მოხდა 2 იანვარს "დამპალოს სასაფლაოზე" - პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რა მოხდა 2 იანვარს "დამპალოს სასაფლაოზე" - პროკურატურა მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული.

საქმე ეხება 2 იანვარს, ვარკეთილის სასაფლაოზე მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 24 წლის მურად წურწუმია სასტიკი ცემით მოკლეს.

"საქართველოს შს სამინისტრომ 2019 წლის 3 იანვარს დაიწყო გამოძიება 2 იანვარს ქ. თბილისში ე.წ. "დამპალოს სასაფლაოს” ტერიტორიაზე მ.ჩ.-ს და მ. წ.-ს მიმართ განხორციელებული ცემის და მ.წ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1’ ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

2020 წლის 4 იანვარს, მიმდინარე გამოძიების ეტაპზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით.( თავისუფლების უკანონო აღკვეთა)

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ.-ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ.

ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა.

ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

2020 წლის 6 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზ.ფ-ს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2020 წლის 6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117 - ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126 - ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ",-ნათქვამია ინფორმაციაში.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს სპეცრაზმელია. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, დანაშაულში რამდენიმე თანამონაწილეა და შსს დანარჩენ ბრალდებულებს ხელს აფარებს.

24 წლის მუ­რად წურ­წუ­მი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

"მარიხუანას აქტიური მომხმარებელია, ერთი თვის წინ კომაში იყო" - რას ყვება ადვოკატი ბრალდებულზე, რომელმაც გურიაში 80 წლის ქალი გააუპატიურა და მოკლა

ფოთში 24 წლის გოგა თავბერიძეს ეძებენ