პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზამთრის კურორტებზე წყლის პრობლემას "წყლის საბადოების გაქრობას" უკავშირებს
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზამთრის კურორტებზე  წყლის პრობლემას "წყლის საბადოების გაქრობას" უკავშირებს

კლი­მა­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ნა­ლე­ქის ნაკ­ლე­ბო­ბა და წყლის სა­ბა­დო­ე­ბის გაქ­რო­ბა, ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი წინა წლებ­ში ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, - ამის შე­სა­ხებ რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, კლი­მა­ტუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, ნა­ლე­ქის ნაკ­ლე­ბო­ბა და წყლის სა­ბა­დო­ე­ბის გაქ­რო­ბა მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ამ პრობ­ლე­მებ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად პი­კუ­რი დატ­ვირ­თვის პი­რო­ბებ­ში იჩი­ნა თავი, რო­დე­საც გუ­და­ურ­ში წყლის მი­წო­დე­ბა 37-38 ლიტ­რი წა­მი­დან 26-ზე ჩა­მო­ვი­და.

“24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად, მოვ­რჩით იმ სა­მუ­შა­ო­ებს, რო­მე­ლიც უკავ­შირ­დე­ბა ახა­ლი არ­ხის მი­წო­დე­ბას. მდი­ნა­რე დე­ბე­და­დან გა­დას­რო­ლი­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რე­სურ­სი იმ დო­ნეს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, რაც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა გუ­და­უ­რის­თვის. ასე­თი პრობ­ლე­მა წინა წლებ­ში ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა და მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა კვლავ და კვლავ არის გვალ­ვე­ბი და ნა­ლე­ქის ნაკ­ლე­ბო­ბა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად მუ­შა­ობ­და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა და რიგ შემ­თხვე­ვა­ში, წყალმზი­დე­ბით ხდე­ბო­და მი­წო­დე­ბა,“ - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გუ­და­უ­რის მას­შტა­ბით პრობ­ლე­მა და­ფიქ­სირ­და მხო­ლოდ "რედ­კოს“ და­სახ­ლე­ბა­ში, სა­დაც 5 კორ­პუსს 150 ტო­ნის მო­ცუ­ლო­ბის ავ­ზე­ბი აქვს და ამ ავ­ზე­ბის შევ­სე­ბა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ხდე­ბა.

"დღე­საც 70 ტონა წყა­ლია მი­წო­დე­ბუ­ლი და კი­დევ 18 ტონა გზა­შია. ამავდრო­უ­ლად, დღეს დას­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ მივ­ყვე­ბით ქსელს, სა­ი­და­ნაც მოხ­დე­ბა ჰა­ე­რის გა­მო­დევ­ნა, რა­მაც ავა­რია გა­მო­იწ­ვია, მა­ნამ­დე კი­დევ ერთი ავა­რია და­ფიქ­სირ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი­ვე გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია და მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ სის­ტე­მა უკვე გა­მარ­თუ­ლად იმუ­შა­ვებს და "რედ­კოს“ და­სახ­ლე­ბას სტა­ბი­ლუ­რი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ექ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ქარ­სე­ლა­ძემ.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სრუ­ლი სუ­რა­თის მო­ნი­ტო­რინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, რე­ა­გი­რე­ბა მყი­სი­ე­რად ხდე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
5

ტვინი გაქვთ გამქრალიიი.............

7

ო ც ნ ე ბ ა ს ასეთი უნიათოები საიდან მოიყარეთ ერთად, ვის აბოლებთ ? ვაი თქვენს პატრონს. ბევრი არ დარჩა და ნახავთ "ედემის ბაღს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზამთრის კურორტებზე წყლის პრობლემას "წყლის საბადოების გაქრობას" უკავშირებს

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ზამთრის კურორტებზე  წყლის პრობლემას "წყლის საბადოების გაქრობას" უკავშირებს

კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა, ასეთი პრობლემები წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რითაც ზამთრის კურორტებზე არსებულ პრობლემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კლიმატური გამოწვევები, ნალექის ნაკლებობა და წყლის საბადოების გაქრობა მთლიანად ქვეყანაში შეინიშნება და ამ პრობლემებმა ყველაზე მეტად პიკური დატვირთვის პირობებში იჩინა თავი, როდესაც გუდაურში წყლის მიწოდება 37-38 ლიტრი წამიდან 26-ზე ჩამოვიდა.

“24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა და ფაქტობრივად, მოვრჩით იმ სამუშაოებს, რომელიც უკავშირდება ახალი არხის მიწოდებას. მდინარე დებედადან გადასროლილი ალტერნატიული რესურსი იმ დონეს შეინარჩუნებს, რაც საკმარისი იქნება გუდაურისთვის. ასეთი პრობლემა წინა წლებში ნამდვილად არ ყოფილა და მთავარი გამოწვევა კვლავ და კვლავ არის გვალვები და ნალექის ნაკლებობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება და რიგ შემთხვევაში, წყალმზიდებით ხდებოდა მიწოდება,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, გუდაურის მასშტაბით პრობლემა დაფიქსირდა მხოლოდ "რედკოს“ დასახლებაში, სადაც 5 კორპუსს 150 ტონის მოცულობის ავზები აქვს და ამ ავზების შევსება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

"დღესაც 70 ტონა წყალია მიწოდებული და კიდევ 18 ტონა გზაშია. ამავდროულად, დღეს დასრულებული სამუშაოების კვალდაკვალ მივყვებით ქსელს, საიდანაც მოხდება ჰაერის გამოდევნა, რამაც ავარია გამოიწვია, მანამდე კიდევ ერთი ავარია დაფიქსირდა. ფაქტობრივად, ორივე გამოსწორებულია და მოლოდინი გვაქვს, რომ სისტემა უკვე გამართულად იმუშავებს და "რედკოს“ დასახლებას სტაბილური წყალმომარაგება ექნება,“ - განაცხადა ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების პარალელურად სრული სურათის მონიტორინგი მიმდინარეობს და შესაბამისად, რეაგირება მყისიერად ხდება.