სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამდენი ხანი ვდუმდი, არ მინდოდა ადამიანებს რწმენა შერყეოდათ... 3-ჯერ ვცადე სუიციდი" - რას ყვება სასულიერო პირის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე
"ამდენი ხანი ვდუმდი, არ მინდოდა ადამიანებს რწმენა შერყეოდათ... 3-ჯერ ვცადე სუიციდი" - რას ყვება სასულიერო პირის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე

ნინო გორ­გო­ში­ძე ყო­ფილ მე­უღ­ლეს და მა­მამ­თილს ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. 5 შვი­ლის დე­დამ ჟურ­ნა­ლის­ტებს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, რომ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლეც და მა­მამ­თი­ლიც სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი არი­ან.

"მე ქორ­წი­ნე­ბის დღი­დან დღემ­დე ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ვარ. 5 წე­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს აქამ­დე იმი­ტომ ვით­მენ­დი, რომ ჩემი მა­მამ­თი­ლი, მამა ნი­კო­ლო­ზი, ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე, მამა გი­ორ­გი ჩი­ქო­ვან­ზე მე­უბ­ნე­ბო­და და მა­ტყუ­ებ­და, რომ უმ­კურ­ნა­ლებ­დნენ და აღარ და­ლევ­და.

პატ­რი­არ­ქის­გან კურ­თხე­ვა ჰქონ­და ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს, რამ­დე­ნი­მე ხანი არ სვამ­და და ამ პე­რი­ოდ­ში ჩვენ ოჯახ­ში სიმ­შვი­დე და ჰარ­მო­ნია გვქონ­და, მაგ­რამ, რო­გორც კი მან კურ­თხე­ვა და­არ­ღვია და სმა და­ი­წყო, ისევ ყვე­ლა­ფე­რი აი­რია.

ამ­დე­ნი ხანი მე იმი­ტომ ვდუმ­დი, რომ არ მინ­დო­და ადა­მი­ა­ნებს რწმე­ნა შერ­ყე­ო­დათ. მე შე­მერ­ყა რწმე­ნა და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სუ­ი­ცი­დი 3-ჯერ ვცა­დე. მე ვდუმ­დი, რად­გან ამ ადა­მი­ა­ნის გა­ფარ­ჩა­კე­ბა არ მინ­დო­და. ვდუმ­დი იმი­ტომ, რომ ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ჩემი 5 შვი­ლის მამა, თვი­თონ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია მისი მშობ­ლე­ბის­გან.

პრო­კუ­რა­ტუ­რას ვთხოვ გამ­ცეს პა­სუ­ხი, რა­ტომ არ არის წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. ასე­ვე, სა­პატ­რი­არ­ქოს ვახ­სე­ნებ რჯუ­ლის 27-ე კა­ნონს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მღვდელს, რო­მე­ლიც სცემს ადა­მი­ანს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა მო­ეხ­სნას სტა­ტუ­სი, მას ჯვა­რი უნდა ჰქონ­დეს აყ­რი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ნინო გორ­გო­ში­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ნინო გორ­გო­ში­ძემ გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოც გა­მოქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის თა­ვის ყო­ფილ მე­უღ­ლეს, სა­სუ­ლი­ე­რო პირს, რო­მე­ლიც სვა­ნე­თის უბან­ში წმი­ნა მო­წა­მე არ­ჩი­ლი­სა და ლუ­არ­სა­ბის ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობს, ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არჩილი
65

ძალადობა ცუდია, მარა რატომ მიაჩნია რომ რწმენა უნდა შემერყას. მაგაზეც ეტყობა რომ ნახევარი სიმართლით ლაპარაკობს.

ილო
63

რატომ არ იჭერენ იმ ანაფორიანს,თუკი ცემდა,აი ესაა გასაკვირვი

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამდენი ხანი ვდუმდი, არ მინდოდა ადამიანებს რწმენა შერყეოდათ... 3-ჯერ ვცადე სუიციდი" - რას ყვება სასულიერო პირის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე

"ამდენი ხანი ვდუმდი, არ მინდოდა ადამიანებს რწმენა შერყეოდათ... 3-ჯერ ვცადე სუიციდი" - რას ყვება სასულიერო პირის ყოფილი ცოლი ოჯახურ ძალადობაზე

ნინო გორგოშიძე ყოფილ მეუღლეს და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. 5 შვილის დედამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, რომ ყოფილი მეუღლეც და მამამთილიც სასულიერო პირები არიან.

"მე ქორწინების დღიდან დღემდე ძალადობის მსხვერპლი ვარ. 5 წელია განქორწინებული ვარ და ამ ყველაფერს აქამდე იმიტომ ვითმენდი, რომ ჩემი მამამთილი, მამა ნიკოლოზი, ჩემს ყოფილ მეუღლეზე, მამა გიორგი ჩიქოვანზე მეუბნებოდა და მატყუებდა, რომ უმკურნალებდნენ და აღარ დალევდა.

პატრიარქისგან კურთხევა ჰქონდა ჩემს ყოფილ მეუღლეს, რამდენიმე ხანი არ სვამდა და ამ პერიოდში ჩვენ ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია გვქონდა, მაგრამ, როგორც კი მან კურთხევა დაარღვია და სმა დაიწყო, ისევ ყველაფერი აირია.

ამდენი ხანი მე იმიტომ ვდუმდი, რომ არ მინდოდა ადამიანებს რწმენა შერყეოდათ. მე შემერყა რწმენა და ამ წლების განმავლობაში, სუიციდი 3-ჯერ ვცადე. მე ვდუმდი, რადგან ამ ადამიანის გაფარჩაკება არ მინდოდა. ვდუმდი იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი მეუღლე, ჩემი 5 შვილის მამა, თვითონ ძალადობის მსხვერპლია მისი მშობლებისგან.

პროკურატურას ვთხოვ გამცეს პასუხი, რატომ არ არის წინასწარ პატიმრობაში ჩემი ყოფილი მეუღლე. ასევე, საპატრიარქოს ვახსენებ რჯულის 27-ე კანონს, რომლის მიხედვითაც, მღვდელს, რომელიც სცემს ადამიანს, დაუყოვნებლივ უნდა მოეხსნას სტატუსი, მას ჯვარი უნდა ჰქონდეს აყრილი“, - განაცხადა ნინო გორგოშიძემ.

ინფორმაციისთვის, ნინო გორგოშიძემ გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთის უბანში წმინა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს.

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!" - რა დეტალებზე საუბრობს შაქარაშვილის ბიძა ექსპერტიზის შემდეგ და რას ამბობს მკვლელობის მოტივზე?

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს