მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვითარებაა ავსტრალიაში - სატელიტიდან გადაღებული რეალური ფოტოები, სადაც ხანძრის კერები ჩანს
რა ვითარებაა ავსტრალიაში - სატელიტიდან გადაღებული რეალური ფოტოები, სადაც ხანძრის კერები ჩანს

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ავ­სტრა­ლი­ის ხან­ძრის ამ­სახ­ვე­ლი არა­ერ­თი ფოტო ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა მათი დიდი ნა­წი­ლი ყალ­ბია და სი­ნამ­დვი­ლეს არ ასა­ხავს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა წარ­სულ­ში, სხვა ხან­ძრე­ბის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი.

გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია ცე­ცხლში გახ­ვე­უ­ლი ავ­სტრა­ლი­ის კონ­ტი­ნენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც წე­რენ, რომ ნა­სას მიერ სა­ტე­ლი­ტი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. ფოტო მარ­თლაც მძი­მე სა­ნა­ხა­ვია, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რი არ არის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა­საც ქვე­მოთ მო­ცე­მულ სუ­რათ­ზე ხე­დავთ გრა­ფი­კოს ენ­ტო­ნი ჰირ­სის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც ნა­სას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით შექ­მნა.

გთა­ვა­ზობთ სა­ტე­ლი­ტით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, რო­მელ­საც space.com და nasa.gov ავ­რცე­ლე­ბენ. ფო­ტო­ე­ბი და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლია. წი­თე­ლი წერ­ტი­ლე­ბით კი ხან­ძრის კე­რე­ბია მო­ნიშ­ნუ­ლი

ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ მას­შტა­ბურ­მა ხან­ძრებ­მა ავ­სტრა­ლი­ა­ში "კა­ტას­ტრო­ფუ­ლი და­ნა­კარ­გი“ გა­მო­იწ­ვია და ფლო­რა-ფა­უ­ნის მთე­ლი რიგი სა­ხე­ო­ბე­ბი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და.

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, შე­საძ­ლოა, სრუ­ლი­ად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყოს პა­ტა­რა ჩან­თოს­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი და შავი კა­კა­დუ. გა­რე­მოს ექ­სპერ­ტის, ჰე­ი­დი გრო­ფე­ნის გან­ცხა­დე­ბით, თაგ­ვის­მაგ­ვა­რი ჩან­თოს­ნე­ბი ისე­თი პა­ტა­რე­ბი არი­ან, რომ დიდი ალ­ბა­თო­ბით, უზარ­მა­ზარ ცეცლხს ვერ გა­ექ­ცე­ოდ­ნენ.

„თუკი ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­დარ­ჩა, შიმ­ში­ლით და­ი­ხო­ცე­ბი­ან იმი­ტომ რომ იქ მათი საჭ­მე­ლი აღარ დარ­ჩა“, - აცხა­დებს გრო­ფე­ნი.

ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ასე­ვე კონ­ტი­ნენტზე მცხოვ­რე­ბი კო­ა­ლე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი, რაც სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მათი თქმით, კო­ა­ლე­ბი ნელა მოძ­რა­ო­ბენ, რის გა­მოც, ცე­ცხლს თავს ვე­ღარ აღ­წე­ვენ.

კენ­გუ­რუს კუნ­ძუ­ლის ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის პარ­კის ერთ-ერთი თა­ნამ­ფლო­ბე­ლი სემ მიტ­ჩე­ლი აცხა­დებს, რომ ეკო სის­ტე­მის აღ­დგე­ნას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ავ­სტრა­ლი­ა­ში ხან­ძრის შე­დე­გად 24 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო და­კარ­გუ­ლად 20-ზე მეტი ით­ვლე­ბა. დამ­წვა­რია 1300-ზე მეტი სახ­ლი. CNN-ის ცნო­ბით, ხან­ძარ­მა ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მი­ლი­არ­დო­ბით ბი­ნა­და­რი იმ­სხვერ­პლა. დამ­წვა­რია 4 მი­ლი­ონი ჰექ­ტა­რი ტე­რი­ტო­რია. ახა­ლი სამ­ხრეთ უელ­სის შტა­ტის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შტატ­ში ხან­ძრის 127 კერა ფიქ­სირ­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

რა ვითარებაა ავსტრალიაში - სატელიტიდან გადაღებული რეალური ფოტოები, სადაც ხანძრის კერები ჩანს

რა ვითარებაა ავსტრალიაში - სატელიტიდან გადაღებული რეალური ფოტოები, სადაც ხანძრის კერები ჩანს

სოციალურ ქსელებში ავსტრალიის ხანძრის ამსახველი არაერთი ფოტო ვრცელდება, თუმცა მათი დიდი ნაწილი ყალბია და სინამდვილეს არ ასახავს. გავრცელებული ფოტოების უმეტესობა წარსულში, სხვა ხანძრების დროსაა გადაღებული.

განსაკუთრებით აქტუალურია ცეცხლში გახვეული ავსტრალიის კონტინენტის ამსახველი ფოტო, რომელზეც წერენ, რომ ნასას მიერ სატელიტითაა გადაღებული. ფოტო მართლაც მძიმე სანახავია, თუმცა რეალური არ არის. სინამდვილეში, რასაც ქვემოთ მოცემულ სურათზე ხედავთ გრაფიკოს ენტონი ჰირსის მიერ გაკეთებული სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციაა, რომელიც ნასას მიერ გავრცელებულ სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე დაყრდნობით შექმნა.

გთავაზობთ სატელიტით გადაღებულ ფოტოებს, რომელსაც space.com და nasa.gov ავრცელებენ. ფოტოები დაუმუშავებელია. წითელი წერტილებით კი ხანძრის კერებია მონიშნული

ველური ბუნების ექსპერტები შიშობენ, რომ მასშტაბურმა ხანძრებმა ავსტრალიაში "კატასტროფული დანაკარგი“ გამოიწვია და ფლორა-ფაუნის მთელი რიგი სახეობები სრულად განადგურდა.

ექსპერტების აზრით, შესაძლოა, სრულიად განადგურებული იყოს პატარა ჩანთოსნების გარკვეული სახეობები და შავი კაკადუ. გარემოს ექსპერტის, ჰეიდი გროფენის განცხადებით, თაგვისმაგვარი ჩანთოსნები ისეთი პატარები არიან, რომ დიდი ალბათობით, უზარმაზარ ცეცლხს ვერ გაექცეოდნენ.

„თუკი ზოგიერთი მათგანი გადარჩა, შიმშილით დაიხოცებიან იმიტომ რომ იქ მათი საჭმელი აღარ დარჩა“, - აცხადებს გროფენი.

ექსპერტების თქმით, განადგურებულია ასევე კონტინენტზე მცხოვრები კოალების თითქმის ნახევარი, რაც საგანგაშო მაჩვენებელია. მათი თქმით, კოალები ნელა მოძრაობენ, რის გამოც, ცეცხლს თავს ვეღარ აღწევენ.

კენგურუს კუნძულის ველური ბუნების პარკის ერთ-ერთი თანამფლობელი სემ მიტჩელი აცხადებს, რომ ეკო სისტემის აღდგენას წლები დასჭირდება.

ბოლო მონაცემებით, ავსტრალიაში ხანძრის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად 20-ზე მეტი ითვლება. დამწვარია 1300-ზე მეტი სახლი. CNN-ის ცნობით, ხანძარმა ველური ბუნების მილიარდობით ბინადარი იმსხვერპლა. დამწვარია 4 მილიონი ჰექტარი ტერიტორია. ახალი სამხრეთ უელსის შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შტატში ხანძრის 127 კერა ფიქსირდება.

აშშ-ში საშვილოსნოს გადანერგვის შემდეგ ქალმა ბავშვი გააჩინა - "გარდაცვლილის საშვილოსნო გადავუნერგეთ“

ავსტრალიის ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლი დედამიწას შემოუვლის - რა საფრთხეზე საუბრობს NASA

პრინცების ერთობლივი განცხადება და დედოფლის პირველი კომენტარი სამეფო სკანდალზე - "გვერჩივნა, უარი არ ეთქვათ სტატუსზე"