სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, 52 ირანულ სამიზნეს ძალიან ძლიერად დავარტყამთ" - როგორ ემუქრებიან ერთმანეთს ტრამპი და ირანელი ლიდერები
"თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, 52 ირანულ სამიზნეს ძალიან ძლიერად დავარტყამთ" - როგორ ემუქრებიან ერთმანეთს ტრამპი და ირანელი ლიდერები

ირა­ნე­ლი გე­ნერ­ლის, ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი სე­სია გა­მარ­თა. „სიკ­ვდი­ლი ამე­რი­კას“ - სკან­დი­რებ­დნენ ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. ირა­ნის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ყა­სემ სუ­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბას აშშ-ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი უწო­და და აშშ-ს ურ­ჩია, იქამ­დე და­ტო­ვოს რე­გი­ო­ნი, სა­ნამ რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი მოხ­დე­ბა.

„დო­ნალდ ტრამპ, თქვენ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეთ. ეს თქვენ­თვის ძა­ლი­ან მძი­მე შე­დე­გებს მო­ი­ტანს“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ამას­თა­ნა­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სო­ლე­ი­მა­ნის ცხე­და­რი ერა­ყი­დან ირა­ნის ქა­ლაქ აჰვაზ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი კი აცხა­დებს, რომ თუკი ირა­ნი ამე­რი­კე­ლებს და­ეს­ხმე­ბა თავს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი 52 ირა­ნულ სა­მიზ­ნეს ძა­ლი­ან სწრა­ფად და ძლი­ე­რად და­არ­ტყამს.

“ირა­ნი ძა­ლი­ან თა­მა­მად აცხა­დებს: იმის გამო, რომ მათი ტე­რო­რის­ტი ლი­დე­რი სამ­ყა­როს ჩა­მო­ვა­შო­რეთ, ისი­ნი აშშ-ის გარ­კვე­ულ ობი­ექ­ტებს უმიზ­ნე­ბენ. დაე, ეს ჩა­ით­ვა­ლოს მუ­ქა­რად: იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ირა­ნი ამე­რი­კე­ლებს ან ამე­რი­კულ ობი­ექ­ტებს და­ეს­ხმე­ბა თავს, ჩვე­ნი სა­მიზ­ნე 52 ირა­ნუ­ლი ად­გი­ლია და ამ სა­მიზ­ნე­ებ­სა და თა­ვად ირანს ძა­ლი­ან სწრა­ფად და ძლი­ე­რად და­ვარ­ტყამთ“, - წერს ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში.“

მი­სი­ვე თქმით, ამ 52 სა­მიზ­ნის­გან ზო­გი­ერ­თი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ირა­ნი­სა და ირა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის.

გე­ნე­რალ ყა­სემ სო­ლე­ი­მა­ნის მოკ­ვლა, იგი­ვეა რაც ირა­ნის­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ში ირა­ნის ელჩმა მა­ჯიდ თახთ რა­ვან­ჩიმ CNN-ს გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, პა­სუ­ხი სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბა­ზე - სამ­ხედ­რო ქმე­დე­ბაა.

„სო­ლე­ი­მა­ნის მკვლე­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი თვალ­საზ­რი­სით არის სა­ხელ­მწი­ფო ტე­რო­რიზ­მის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა და რო­გორც კრი­მი­ნა­ლუ­რი აქტი წარ­მო­ად­გენს უდი­დეს საფრ­თხეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი­სად­მი“, - გა­ნა­ცხა­და რა­ვან­ჩიმ.

ამას­თან, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, მაიკ პომ­პეო ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს აკ­რი­ტი­კებს და აცხა­დებს, რომ აშშ-მა გე­ნე­რალ ყა­სიმ სუ­ლე­ი­მა­ნის ლიკ­ვი­და­ცი­ით, ევ­რო­პე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე­ე­ბიც იხ­სნა.

„ბრი­ტა­ნე­ლებ­მა, ფრან­გებ­მა, გერ­მა­ნე­ლებ­მა, ყვე­ლამ უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ჩვენ რა გა­ვა­კე­თეთ, ამე­რი­კე­ლებ­მა რა გა­ა­კე­თეს, მათ ადა­მი­ა­ნე­ბი იხ­სნეს ევ­რო­პა­შიც... ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის და­დე­ბი­თი მოვ­ლე­ნა იყო“, - გა­ნა­ცხა­და პომ­პე­ომ „ფოქს ნი­უ­სის“ ეთერ­ში.

მი­სი­ვე თქმით, სო­ლე­ი­მა­ნი და მისი სამ­ხედ­რო მო­კავ­ში­რე­ე­ბი თავ­დას­ხმებს გეგ­მავ­დნენ.

„ჩვენ დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რს ვერ ვი­სა­უბ­რებთ, თუმ­ცა საკ­მა­რი­სია იმის თქმა, რომ ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა უნდა იცო­დეს, რომ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სუ­ლე­ი­მა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­არ­ჩი­ნა ამე­რი­კე­ლე­ბის სი­ცო­ცხლე“, - გა­ნა­ცხა­და პომ­პე­ომ.

„მე, ორი დღე რე­გი­ონ­ში ჩვენს პარ­ტი­ო­ნებ­თან სა­უ­ბარ­ში გა­ვა­ტა­რე. მათ ვუ­ზი­ა­რებ­დი ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რას ვა­კე­თებთ, რა­ტომ ვა­კე­თებთ. მათი დახ­მა­რე­ბა გვსურ­და. მათ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ი­გეს, ხოლო როცა სხვა რე­გი­ნებ­ში და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ყვე­ლა­ფე­რი არც ისე კარ­გად იყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ევ­რო­პე­ლე­ბი არ აღ­მოჩ­ნდნენ დახ­მა­რე­ბის­თვის მზად ისე, რო­გორც მინ­დო­და ყო­ფილყვნენ“, - გა­ნა­ცხა­და პომ­პე­ომ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 3 დღის წინ ერა­ყის დე­და­ქა­ლაქ­ში, აშშ-ის მიერ აე­რო­პორტზე მომ­ხდარ სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმი­სას სხვა სამ­ხედ­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ირა­ნის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი, ქა­სიმ სუ­ლე­ი­მა­ნი და­ი­ღუ­პა. ირა­ნის უმაღ­ლე­სი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რე­ბი აშშ-ს შუ­რის­ძი­ე­ბით ემუქ­რე­ბი­ან.

გუ­შინ ირა­ნის რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გვარ­დი­ის ერთ-ერ­თმა მე­თა­ურ­მა გო­ლა­მა­ლი აბუ­ჰემ­ზამ გა­ნა­ცხა­და, რომ ირან­მა ამე­რი­კუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა დიდი ხნის წინ მო­ახ­დი­ნა. „ჩვენ­თვის ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი 35 ამე­რი­კუ­ლი სა­მიზ­ნე რე­გი­ონ­ში და ასე­ვე თელ-ავი­ვია“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
5555
32

ტრამპი რა შუაშია, 3 დღე გადაწვეს და მიანგრ-მოანგრიეს ამერიკს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია ბაღდადში და ტეამპს აბა რა უნდა ექნა?! არაფერი?! ეტყობა თეირანში ჯერ არ მიუღწევია ამბავს რომ, ამერიკის პრეზიდენტი ჰუსეინ ობამა აღარ არის. ზუსტად ისეა, დედაბერი აკუებდა და თვითონ წყრებოდაო. კიდევ გაფხაკუნდებიან?! ლაზერული ბომბები მზადაა და ჩამოიკიდონ მერე ყურებზე ის ატომური ბომბები, რომლითაც მთელ მსოფლიოს რომ აშინებენ. 

daviti
206

სადაც ამერიკამ ფეხი დადგა, ყველგან ძალით აურია სიტუაცია. სირია, ავღანეთი, ლიბია, პაკისტანი, ეს ყველა ამერიკის ,,აშენებული'' ქვეყნებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, 52 ირანულ სამიზნეს ძალიან ძლიერად დავარტყამთ" - როგორ ემუქრებიან ერთმანეთს ტრამპი და ირანელი ლიდერები

"თუ ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, 52 ირანულ სამიზნეს ძალიან ძლიერად დავარტყამთ" - როგორ ემუქრებიან ერთმანეთს ტრამპი და ირანელი ლიდერები

ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა. „სიკვდილი ამერიკას“ - სკანდირებდნენ ირანის პარლამენტის წევრები. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ყასემ სულეიმანის მკვლელობას აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა და აშშ-ს ურჩია, იქამდე დატოვოს რეგიონი, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება.

„დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა მან.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ სოლეიმანის ცხედარი ერაყიდან ირანის ქალაქ აჰვაზში გადაასვენეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი აცხადებს, რომ თუკი ირანი ამერიკელებს დაესხმება თავს, შეერთებული შტატები 52 ირანულ სამიზნეს ძალიან სწრაფად და ძლიერად დაარტყამს.

“ირანი ძალიან თამამად აცხადებს: იმის გამო, რომ მათი ტერორისტი ლიდერი სამყაროს ჩამოვაშორეთ, ისინი აშშ-ის გარკვეულ ობიექტებს უმიზნებენ. დაე, ეს ჩაითვალოს მუქარად: იმ შემთხვევაში, თუ ირანი ამერიკელებს ან ამერიკულ ობიექტებს დაესხმება თავს, ჩვენი სამიზნე 52 ირანული ადგილია და ამ სამიზნეებსა და თავად ირანს ძალიან სწრაფად და ძლიერად დავარტყამთ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მისივე თქმით, ამ 52 სამიზნისგან ზოგიერთი ძალიან მაღალი დონის და ძალიან მნიშვნელოვანია ირანისა და ირანული კულტურისთვის.

გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლა, იგივეა რაც ირანისთვის ომის გამოცხადება, - ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ CNN-ს განუცხადა. მისივე თქმით, პასუხი სამხედრო ქმედებაზე - სამხედრო ქმედებაა.

„სოლეიმანის მკვლელობა ნებისმიერი თვალსაზრისით არის სახელმწიფო ტერორიზმის გამოხატულება და როგორც კრიმინალური აქტი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი“, - განაცხადა რავანჩიმ.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ევროპულ ქვეყნებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ აშშ-მა გენერალ ყასიმ სულეიმანის ლიკვიდაციით, ევროპელების სიცოცხლეებიც იხსნა.

„ბრიტანელებმა, ფრანგებმა, გერმანელებმა, ყველამ უნდა გააცნობიეროს ჩვენ რა გავაკეთეთ, ამერიკელებმა რა გააკეთეს, მათ ადამიანები იხსნეს ევროპაშიც... ეს მთელი მსოფლიოსთვის დადებითი მოვლენა იყო“, - განაცხადა პომპეომ „ფოქს ნიუსის“ ეთერში.

მისივე თქმით, სოლეიმანი და მისი სამხედრო მოკავშირეები თავდასხმებს გეგმავდნენ.

„ჩვენ დეტალების შესახებ ბევრს ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საკმარისია იმის თქმა, რომ ამერიკელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ სულეიმანის განადგურების შესახებ გადაარჩინა ამერიკელების სიცოცხლე“, - განაცხადა პომპეომ.

„მე, ორი დღე რეგიონში ჩვენს პარტიონებთან საუბარში გავატარე. მათ ვუზიარებდი ინფორმაციას ჩვენი ქმედებების შესახებ, რას ვაკეთებთ, რატომ ვაკეთებთ. მათი დახმარება გვსურდა. მათ არაჩვეულებრივად გაიგეს, ხოლო როცა სხვა რეგინებში დავიწყეთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ყველაფერი არც ისე კარგად იყო. სიმართლე გითხრათ, ევროპელები არ აღმოჩნდნენ დახმარებისთვის მზად ისე, როგორც მინდოდა ყოფილყვნენ“, - განაცხადა პომპეომ.

შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის მიერ აეროპორტზე მომხდარ საჰაერო თავდასხმისას სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ირანის უმაღლესი სამხედრო ოფიციალური პირი, ქასიმ სულეიმანი დაიღუპა. ირანის უმაღლესი ხელისუფლების პირები აშშ-ს შურისძიებით ემუქრებიან.

გუშინ ირანის რევოლუციური გვარდიის ერთ-ერთმა მეთაურმა გოლამალი აბუჰემზამ განაცხადა, რომ ირანმა ამერიკული სამიზნეების იდენტიფიცირება დიდი ხნის წინ მოახდინა. „ჩვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი 35 ამერიკული სამიზნე რეგიონში და ასევე თელ-ავივია“, - აღნიშნა მან.

ყასემ სოლეიმანის ცოლი და ოჯახი - უცნობი ფაქტები აშშ-ს მიერ ლიკვიდირებულ ირანელ გენერალზე

Unian.info - კიევი თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ ვერსიად რუსული "ტორ"-ის ტიპის რაკეტის გაშვებას განიხილავს

უკრაინა ბოინგ-737-ის კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავს - როგორია ირანული გამოძიების პირველადი შედეგები?