პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა
იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა
  • ვერ­ძი

მეტი დრო და­უთ­მეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­კა­მა­თო და გა­უ­გე­ბა­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ეს თემა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბო იქ­ნე­ბა შუა იან­ვარ­ში. მო­ა­წეს­რი­გეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. თუ კრე­დი­ტის აღე­ბას აპი­რებთ, ესეც შუა თვე­ში ჯო­ბია მო­აგ­ვა­როთ.

თუ ბიზ­ნეს­მე­ნი ხართ ან ბი­ნა­ზე მუ­შა­ობთ (თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი ხართ), გირ­ჩევთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კლი­ენ­ტებ­თან, გა­ა­ფარ­თო­ოთ კლი­ენ­ტთა ბაზა. ამი­სათ­ვის და­იხ­მა­რეთ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, გა­მოც­დი­ლი პარტნი­ო­რე­ბი. კარ­გი თვე ელით მათ, ვი­საც სურს კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს.

იან­ვა­რი სა­უ­კე­თე­სო თვეა და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ის საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც მეტი დრო და ენერ­გია და­ა­ხარ­ჯეთ. პარტნი­ო­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან თქვენ­თან წარ­მო­ე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბით. მათ­თან შე­თან­ხმე­ბით კარგ შე­დე­გებს მი­ი­ღებთ.

ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ და სწრაფ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, თუ კონ­კუ­რენ­ტე­ბი კუ­თხე­ში მო­გიმ­წყვდე­ვენ. ასეთ დროს უმ­ჯო­ბე­სია, შინ გა­ა­ტა­როთ მეტი დრო, ახ­ლობ­ლე­ბის ზრუნ­ვა მეტ თვითრწმე­ნას შეგ­ძენთ. დამ­შვი­დე­ბუ­ლი კი მოვ­ლე­ნებს სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­დავთ.

თვის ბო­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა გე­ლით ყვე­ლა საქ­მე­ში, რა­საც ხელს მო­კი­დებთ. მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნუ და­ი­ვი­წყებთ დას­ვე­ნე­ბა­საც. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გექ­ნე­ბათ, რომ რამ­დე­ნი­მე დღით ქა­ლაქ­გა­რეთ და­ის­ვე­ნოთ, უარი არ თქვათ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გმა­რებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის შევ­სე­ბი­სას, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას.

იან­ვა­რი თქვენ­თვის სტა­ბი­ლუ­რი თვეა, მაგ­რამ მცი­რე უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­მა რომ არ იჩი­ნოს თავი, მო­ი­წყენთ კი­დეც. ეცა­დეთ, სწო­რად შე­ა­ფა­სოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, ძა­ლე­ბი. ნუ და­უ­ყე­ნებთ სა­კუ­თარ თავს ზედ­მე­ტად მა­ღალ მო­თხოვ­ნებს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით.

  • კურო

იან­ვარ­ში სი­ზარ­მა­ცე არ გე­პა­ტი­ე­ბათ. და­აკ­ვირ­დით იმ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, რომ­ლებ­საც ამ თვე­ში მი­ი­ღებთ. ყური და­უგ­დეთ იმას, რა­საც ამ­ბობს მერ­წყუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის თქვე­ნი სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რია. წარ­მა­ტე­ბა ელის პროგ­რა­მი­რე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებს, ინ­ჟი­ნე­რებ­სა და მათ, ვი­საც კლი­ენ­ტებ­თან უწევს მუ­შა­ო­ბა.

იან­ვრის და­სა­წყის­ში შე­იძ­ლე­ბა ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მო­გი­წი­ოთ შე­ხე­ბამ, იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ეცა­დეთ, არ მო­ა­დუ­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. აგ­რეთ­ვე, ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ ყვე­ლა მო­ნა­ცემ­თან, რო­მე­ლიც ხელ­ში ჩა­გი­ვარ­დე­ბათ. იყა­ვით სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის მზად. ზო­გი­ერ­თი სი­ახ­ლე პირ­ველ­წყა­რო­და­ნაც შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ.

მა­მა­კაც კუ­რო­ებს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გაც­ნო­ბა მო­გი­წევთ. სა­ინ­ტე­რე­სო და გა­მორ­ჩე­ულ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ეცა­დეთ, იყოთ ყუ­რა­დღე­ბით და თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნოთ. მგზავ­რო­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იც­ნოთ. შე­გიძ­ლი­ათ მათ სთხო­ვოთ დახ­მა­რე­ბა, თუ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გსურთ და სპონ­სორს ეძებთ. სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბა გამ­რთებთ.

თვის ბო­ლოს შე­ა­ჯა­მეთ შე­დე­გე­ბი, დას­კვნე­ბი ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ი­ტა­ნეთ. კარ­გი დროა და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. თუ შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გაქვთ, უქ­მე­ე­ბი მა­ინც გა­ა­ტა­რეთ მშვიდ გა­რე­მო­ში, სა­დაც აღიდ­გენთ ძა­ლებს.

  • ტყუ­პე­ბი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვე ელით მო­დი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ქალ ტყუ­პებს. აგ­რეთ­ვე, თმის სტი­ლის­ტებს. ხოლო მა­მა­კა­ცე­ბი რთუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას შეძ­ლე­ბენ აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უცხო ენის კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­რე­ბი­ან.

იან­ვარ­ში გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოთ ან ფული მო­ი­გოთ. თუ ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობთ, მო­ი­მა­ტებს კლი­ენ­ტთა რა­ო­დე­ნო­ბა.

ამ თვე­ში კარ­გია მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა, რე­ფორ­მე­ბი, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვა სამ­სა­ხურ­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად მო­ემ­ზა­დეთ, შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს მი­მოს­ვლა, მი­მო­წე­რა. მო­ე­რი­დეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის პარტნი­ო­რებ­თან მო­უგ­ვა­რებ­ლად გა­დაჭ­რას. დაგ­ვი­ა­ნე­ბას საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე.

შან­სი მო­გე­ცე­მათ, უცხო ქა­ლაქ­ში ან ქვე­ყა­ნა­ში გა­ემ­გზავ­როთ სა­მუ­შა­ოდ. ავ­ტო­რი­ტე­ტებს შეხ­ვდეთ, მათ­გან მი­ი­ღოთ რჩე­ვე­ბი და და­უ­მე­გობ­რდეც კი­დეც.

ფუ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ მშო­ბელ ტყუ­პებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, ვი­საც იან­ვარ­ში ეყო­ლე­ბა შვი­ლი. თუ მამა ხართ, და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბა. ეცა­დეთ, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის ნაც­ვლად გა­მო­სა­დე­გი საგ­ნე­ბი შე­ი­ძი­ნოთ და არც გარ­თო­ბა­ზე და­ხარ­ჯოთ დიდი თან­ხე­ბი.

  • კირჩხი­ბი

მო­ემ­ზა­დეთ, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ უამ­რა­ვი საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გე­ბის მიერ მი­ტო­ვე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც თქვენ მო­გი­წი­ოთ. თუ გა­უ­გე­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ვერ გა­უმკლავ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას, დახ­მა­რე­ბის­თვის ნუ მო­გე­რი­დე­ბათ და სპე­ცი­ა­ლის­ტებს მი­მარ­თეთ.

და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა იმა­ზე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ვიდ­რე თქვენ ვა­რა­უ­დობ­დით. არა­ფე­რი შე­გიშ­ლით ხელს რომ გა­მარ­ჯვე­ბის მწვერ­ვალს მი­აღ­წი­ოთ. იყა­ვით მე­ტად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, გა­მო­ავ­ლი­ნეთ სი­ჯი­უ­ტე იქ, სა­დაც სა­ჭი­როა. თუ კარ­გად იქ­ნე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, შე­გიძ­ლი­ათ ინი­ცი­ა­ტი­ვაც ხში­რად გა­მო­ავ­ლი­ნოთ. ახლა მო­დუ­ნე­ბის დრო ნამ­დვი­ლად არაა. არ იმოქ­მე­დოთ ქა­რაფ­შუ­ტუ­ლად, არ გა­დად­გათ არც ერთი ნა­ბი­ჯი გვერ­დზე, ამას არა­ვინ გა­პა­ტი­ებთ.

ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე იგ­რძნობთ. ამ პე­რი­ოდ­ში მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გარ­შე­მო მყო­ფებს და­უმ­ტკი­ცეთ, რომ რთულ საქ­მე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა არ გი­ჭირთ.

თვის ბო­ლოს, ვარ­სკვლა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით და თქვე­ნი მონ­დო­მე­ბით და­ას­რუ­ლებთ და­წყე­ბულ საქ­მე­ებს, რომ­ლებ­შიც დიდი დრო და ენერ­გია გაქვთ ჩა­დე­ბუ­ლი.

თვის და­სა­წყის­ში მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბე­ბი სამ­სა­ხურ­ში პო­ზი­ცი­ებს გა­იმ­ყა­რებთ. კო­ლე­გე­ბის­თვის ავ­ტო­რი­ტე­ტი გახ­დე­ბით. რთულ საქ­მე­ებს მარ­ტი­ვად და სწრა­ფად გა­უმკლავ­დე­ბით. ისე, რო­გორც ეს ნამ­დვილ პრო­ფე­სი­ო­ნალს შე­ე­ფე­რე­ბა. კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ჯილ­დოს მი­ი­ღებთ ან ხელ­ფა­სი მო­გე­მა­ტე­ბათ. თუმ­ცა, აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ დიდ თან­ხას მხო­ლოდ გა­ზა­ფხულ­ზე მი­ი­ღებთ.

  • ლომი

დროა, საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბით და­კავ­დეთ, კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად შრო­მამ შე­იძ­ლე­ბა შე­სა­ბა­მი­სი შე­დე­გი არ მოგ­ცეთ. მარ­ტო კი მე­ტად იქ­ნე­ბით ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი შე­დეგ­ზე და სხვი­სი იმე­დი არ გექ­ნე­ბათ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია წარ­მო­იქ­მნე­ბა და კი­დევ უფრო მე­ტად და­კარ­გავთ დროს.

სამ­სა­ხურ­ში ეცა­დეთ ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ. არ ჩა­ე­რი­ოთ კო­ლე­გე­ბის კა­მათ­ში და არც ვინ­მე კონ­კრე­ტუ­ლის მხა­რე და­ი­ჭი­ოთ. უფრო მე­ტიც, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა პრო­ვო­კა­ცია მო­გი­წყოთ, ჭო­რე­ბი აა­გო­როს თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ.

იან­ვრის და­სა­წყი­სი და შუა პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სო დროა იმ პრო­ექ­ტებ­ზე სა­მუ­შა­ოდ, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გარ­შე­მო მყო­ფებს არა­ფერს უმ­ხელთ. კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ გა­სა­უბ­რე­ბა, სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. აგ­რეთ­ვე ის საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც დიდი ხნის წინ გქონ­დათ და­გეგ­მი­ლი.

სა­ნამ ძველ საქ­მე­ებს არ და­ას­რუ­ლებთ, ახალ პრო­ექ­ტებს ნუ და­ი­წყებთ. ენ­თუ­ზი­აზ­მი გე­ყო­ფათ. ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნეთ ყვე­ლა საქ­მე, არ მო­ი­ტო­ვოთ კუ­დე­ბი ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ დაბ­რკო­ლე­ბად გა­და­იქ­ცნენ.

სხვა­თა შო­რის, კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის კარ­გა­დაც და­სა­ჩუქრდე­ბით და თან­ხის გარ­კვე­ულ ნა­წილს გა­და­დებთ კი­დეც. დაგ­რო­ვი­ლი თან­ხით შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ი­ძი­ნოთ. აი, უზა­რო ნივ­თებ­ზე კი თქვენს ნაშ­რომს ნუ გაფ­ლან­გავთ. ყვე­ლამ იცის, რო­გო­რი მფლან­გვე­ლიც ხართ და ვა­ლე­ბის­გან რომ და­იც­ვათ სა­კუ­თა­რი თავი, შე­მო­სავ­ლი­სა და გა­სავ­ლის აღ­წე­რა და­ი­წყეთ.

  • ქალ­წუ­ლი

კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით, იან­ვა­რი სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი. თქვენს მო­საზ­რე­ბას ყურს და­უგ­დე­ბენ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მა­ლე­ვე გა­ღი­ა­რე­ბენ ლი­დე­რად. ეცა­დეთ, ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოთ. ეს მე­ტად მიზ­ნა­მი­მარ­თულს და თავ­და­ჯე­რე­ბულს გაგხდით. თუმ­ცა, მხო­ლოდ მი­თი­თე­ბე­ბის გა­ცე­მით ნუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბით, თა­ვა­დაც მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა.

შან­სი მო­გე­ცე­მათ გუ­ლუხ­ვი ინ­ვეს­ტო­რი და­ა­ინ­ტე­რე­სოთ თქვე­ნი იდე­ე­ბით და მან ახა­ლი პრო­ექ­ტი და­გი­ფი­ნან­სოთ. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­წუ­ხე­ბა. თქვენს წარ­მა­ტე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს გავ­ლე­ნი­ა­ნი ქალი.

ეცა­დეთ, ისე იმოქ­მე­დოთ, რომ კა­ნო­ნი არ და­არ­ღვი­ოთ. ეს ეხე­ბა ორი­ვე სქე­სის ქალ­წუ­ლებს. შე­იძ­ლე­ბა სა­ეჭ­ვო პრო­ექ­ტში შე­მოგ­თვა­ზონ ჩარ­თვა. კარ­გად და­ფიქ­რდით, რად გი­ღირთ რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა? ერთი არას­წო­რი ნა­ბი­ჯის გამო მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­გი­წევთ ვა­ლე­ბის (მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და მო­რა­ლუ­რი) გა­დახ­და.

იან­ვარ­ში არ გა­ა­სეს­ხოთ ფული. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მათ სა­მუ­და­მოდ და­ემ­შვი­დო­ბე­ბით. კარ­გი თვე ელით მათ, ვინც სწავ­ლის და­წყე­ბა ამ გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბიც.

  • სას­წო­რი

იან­ვა­რი ის თვეა, როცა უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ით იქ­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი და მათი გა­ფილ­ტვრა თქვენ მო­გი­წევთ. ეცა­დეთ, და­იმ­სახ­სოვ­როთ მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია.

იან­ვარ­ში წარ­მა­ტე­ბა ელით მარ­კე­ტო­ლო­გებს, ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლიც სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბენ. ზო­გი­ერთ სას­წორს, გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის გამო, მუ­შა­ო­ბა ში­ნაც მო­უ­წევს. გა­მო­ნა­ხეთ დრო და და­ი­წყეთ იმ სფე­როს შეს­წავ­ლა, რო­მელ­შიც მუ­შა­ობთ ან ჩა­ე­წე­რეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე.

თვის და­სა­წყის­ში გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ და­ას­რუ­ლოთ დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას, კარ­გად შე­ა­მოწ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, ფული და პას­პორ­ტი და, რა თქმა უნდა, ბარ­გიც.

კარგ შე­დე­გებს მო­გი­ტანთ კო­ლექ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. ად­ვი­ლად გა­მო­ნა­ხავთ სა­ერ­თო ენას ლი­დე­რებ­თან, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ერ­თად კი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რჩე­ვა გვაქვს მათ­თვის, ვი­საც ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურს, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ჩა­მო­ყა­როთ ყუ­რე­ბი, არ გა­და­ი­ფიქ­როთ, თუ ერთი კა­რი­დან უა­რით გა­მო­გის­ტუმ­რეს, არ­სე­ბობს სხვა უამ­რა­ვი კარი, ეს მუ­დამ გახ­სოვ­დეთ.

საქ­მე­ე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნურც დას­ვე­ნე­ბას და­ი­ვი­წყებთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო გან­მარ­ტო­ე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის­თვის.

შუა იან­ვარ­ში სა­ინ­ტე­რე­სო შე­მოთ­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ. მათ შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი შე­გი­ცავ­ლონ. მო­ე­რი­დეთ იმედ­გაც­რუ­ე­ბას, იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რი და გახ­სოვ­დეთ, რომ ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უნდა შეძ­ლოთ ლა­ვი­რე­ბის უნა­რი. იან­ვრის სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და­წი­ნა­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა მო­კა­ლათ­დეთ უფ­რო­სის სა­ვარ­ძელ­ში, გა­ა­ფარ­თო­ოთ ბიზ­ნე­სი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის სა­თა­ვე­ში მო­ექ­ცეთ.

მა­მა­კა­ცი სას­წო­რე­ბი შეძ­ლე­ბენ სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხონ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც ადრე მუ­შა­ო­ბას ვერ ახერ­ხებ­დნენ. თუმ­ცა, რა პო­ზი­ცი­ა­ზეც არ უნდა იყოთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, უფ­როს­თან. ამ უკა­ნას­კნელ­თან და­მე­გობ­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ და­ე­ლა­პა­რა­კოთ ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა­ზე.

  • მო­რი­ე­ლი

იან­ვა­რი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბით და მივ­ლი­ნე­ბე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლა­დაც კი გა­ემ­გზავ­როს. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი პარტნი­ო­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ და ის შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­ლი აღ­მოჩ­ნდეს. ზო­გი­ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რდე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ზე და სა­სურ­ველ ქვე­ყა­ნა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა იქა­უ­რო­ბის შე­სას­წავ­ლად.

წარ­მა­ტე­ბა ელით მათ, ვინც ინ­ვეს­ტი­ცი­ას აპი­რებს ან დიპ­ლო­მის აღე­ბას და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უკვე ნას­წავ­ლის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა კი, რო­მელ­შიც თქვენს ძა­ლებს გა­მოც­დით, და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს გპირ­დე­ბათ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის ბრძო­ლის. თქვენ საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა და­აგ­რო­ვეთ, რომ და­წი­ნა­ურ­დეთ, ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვოთ.

მსხვი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად მი­მარ­თეთ ბანკს. კრე­დიტს თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო პი­რო­ბე­ბით გა­ა­ფორ­მებთ. აგ­რეთ­ვე, ნუ მო­გე­რი­დე­ბათ გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­წუ­ხე­ბა, თუ რა თქმა უნდა, სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ.

  • მშვილ­დო­სა­ნი

იან­ვარ­ში პლა­ნე­ტე­ბის გან­ლა­გე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას გპირ­დე­ბათ. იმა­ზე მეტი შე­მო­სავ­ლი გექ­ნე­ბათ, ვიდ­რე თქვენ ვა­რა­უ­დობ­დით. შეძ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოთ ძვე­ლი ვალი ან მი­ი­ღოთ პრე­მია.

2020 წლის იან­ვარ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა. შე­იძ­ლე­ბა კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი გა­გიჩ­ნდეთ. ზო­გი­ერ­თი თა­ვის ნამ­დვილ გზას აღ­მო­ა­ჩენს. ზო­გი­ერ­თი პი­რა­დი ბიზ­ნე­სის გახ­სნას გა­და­წყვეტს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ეხე­ბა მათ, ვი­საც და­ქი­რა­ვე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლად ყოფ­ნა ყელ­ში ამო­უ­ვი­და. ზო­გი­ერ­თი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა იმ პარტნი­ო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც გან­ვი­თა­რე­ბა­ში ხელს უშ­ლი­ან.

იან­ვარ­ში ნუ გა­ემ­გზავ­რე­ბით მივ­ლი­ნე­ბა­ში, ნუ და­ი­წყებთ ახ­ლის შეს­წავ­ლას. ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის უმ­ჯო­ბე­სია, უკე­თეს პე­რი­ოდს და­ე­ლო­დოთ. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის დაქ­ვემ­დე­ბე­რე­ბა­ში მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ, კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ისე მო­ი­ქე­ცით, რომ არ და­არ­ღვი­ოთ წე­სე­ბი.

წარ­მა­ტე­ბა ელის მათ, ვინც გა­და­წყვეტს, რომ ძველ პრო­ექ­ტებს უნდა და­უბ­რუნ­დეს. მო­აგ­ვა­რეთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. სა­ნამ რა­მეს იტყვით ან გა­ა­კე­თებთ ორ­ჯერ და­ფიქ­რდით.

ნუ გა­და­დებთ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას მო­მავ­ლის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ეხე­ბა. არ ჩა­ვარ­დეთ პა­ნი­კა­ში, თუ პრობ­ლე­მა ერთი შე­ხედ­ვით რთუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. თუ კარ­გად და­ფიქ­რდე­ბით, მიხ­ვდე­ბით, რომ თქვენ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვას. ისიც მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ აღე­ბუ­ლი ფუ­ლით ვი­ღა­ცას ასი­ა­მოვ­ნოთ.

  • თხის რქა

კო­ლე­გებ­თან, უფ­როს­თან და პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ გე­ლით. სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას ყვე­ლას­თან შეძ­ლებთ. უფ­რო­სი გა­ფა­სებთ რო­გორც კარგ სპე­ცი­ა­ლისტს. შე­იძ­ლე­ბა წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცეთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შან­სი. მა­მა­კა­ცი თხის რქე­ბი სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს გა­ა­ფორ­მებთ; გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს და­უ­მე­გობ­რდე­ბით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ახალმთვა­რე­ბი­სას მო­ე­რი­დეთ კონ­კუ­რენ­ტებ­თან გაბ­რძო­ლე­ბას. იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი და ეცა­დეთ, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მი­უ­ჩი­ნოთ ყვე­ლას სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი. თა­ნაც არც აგ­რე­სია გა­მო­ავ­ლი­ნოთ, იყა­ვით ღი­მი­ლი­ა­ნი.

ყვე­ლა სა­ჭირ­ბო­რო­ტო და ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხი დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ. შეც­დო­მა არ გე­პა­ტი­ე­ბათ. ეცა­დეთ, მხო­ლოდ სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ზე იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნად იბ­რძო­ლოთ. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას და ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის დროს.

თუ კრე­დი­ტიდ აღე­ბას გა­და­წყვეტთ, ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გად გა­ერ­კვი­ეთ. და­ფიქ­რდით, რო­გორ იმოქ­მე­დებს ეს მოვ­ლე­ნა თქვენს ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე.

  • მერ­წყუ­ლი

თვის და­სა­წყის­ში, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­წე­რეთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის სია და ეცა­დეთ, გრა­ფი­კის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დოთ. იყა­ვით პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა. თვით­დის­ციპ­ლი­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ სწრა­ფად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ჩა­ნა­ფიქ­რე­ბი.

სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს უამ­რა­ვი საქ­მე დაგ­ხვდე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და­გე­კის­როთ ან შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ. იყა­ვით მშვი­დად და ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად გა­არ­თმევთ თავს.

მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვეთ თავი კა­მა­თის­გან. გან­სა­კუთ­რე­ბით, პარტნი­ო­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან. მარ­თა­ლი რომც იყოთ, ეს თქვენ სი­კე­თეს მა­ინც არ მო­გი­ტანთ. თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხეთ და სამ­სა­ხურ­ში ისე იმოქ­მე­დეთ, რომ საქ­მე­ე­ბი არ გა­ა­ფუ­ჭოთ.

იან­ვარ­ში შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს ის პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობ­დით, შე­იძ­ლე­ბა შე­გი­წყვი­ტონ და­ფი­ნა­სე­ბა. არ და­ღონ­დეთ, უსი­ა­მოვ­ნე­ბა მალე შე­გეც­ვლე­ბათ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტით. ახა­ლი ფი­ნან­სუ­რი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ იმა­ზე უკე­თე­სი, ვიდ­რე გქონ­დათ. ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი ხან­და­ხან ხდე­ბა ხოლ­მე ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ უკე­თე­სი ახა­ლი შე­დე­გი რომ მი­ი­ღოთ, ძვე­ლი უნდა გა­უშ­ვათ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ახ­ლობ­ლე­ბის­გან ან და-ძმე­ბის­გა­ნაც მი­ი­ღოთ.

  • თევ­ზე­ბი

დღე­სას­წა­უ­ლე­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­გი­ჭირ­დეთ, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს უნდა გა­ებ­რძო­ლოთ. წინ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მე და შეკ­ვე­თა გე­ლით. მთა­ვა­რია. იყოთ მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. აგ­რეთ­ვე, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან.

წარ­მა­ტე­ბა გე­ლით სამ­სა­ხურ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მოქ­მე­დე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დე­ბათ, მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით კი მდი­და­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბით. საყ­ვა­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას ბავ­შვი­ვით მი­უ­დე­ქით - სიყ­ვა­რუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა არ მო­აკ­ლოთ. ჩა­დეთ მას­ში მთე­ლი თქვე­ნი პო­ტენ­ცი­ა­ლი. უსი­ა­მოვ­ნე­ბებს ფი­ლო­სო­ფი­უ­რად მი­უ­დე­ქით. არ გა­მო­გი­ვი­დათ ამ ჯერ­ზე, შემ­დეგ­ზე გა­მო­გი­ვათ.

იყა­ვით ღი­მი­ლი­ა­ნი და ეცა­დე, ღი­მი­ლი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნოთ ია­რა­ღად. გა­რის­კეთ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეთ კონ­კურ­სებ­ში, სა­დაც შეძ­ლებთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის გა­მოვ­ლე­ნას. თუ კარ­გად იმუ­შა­ვებთ, სამ­სა­ხურ­ში შე­იძ­ლე­ბა "თვის სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრომ­ლის" სტა­ტუ­სი მი­ი­ღოთ.

და­აკ­ვირ­დით ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს, ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია უბ­რა­ლო სა­უბ­რის დროს გა­ამ­ჟღავ­ნოს. სწო­რედ ასე­თი წვრილ­მა­ნე­ბის­გან შეძ­ლებთ დას­კვნის გა­მო­ტა­ნას და საქ­მე­ე­ბის უკეთ წარ­მარ­თვას. თუ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ, სა­კუ­თა­რი თავი ახალ საქ­მე­შიც გა­მოს­ცა­დეთ. ეს კი­დევ უფრო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, რომ გან­ვი­თარ­დეთ. უ კარ­გად მუ­შა­ვებთ, მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში იდე­ა­ლუ­რად იქ­ნე­ბით. უფრო მე­ტიც, თუ ფულს მო­ზო­მი­ლად და­ხარ­ჯავთ, თვის ბო­ლოს ვა­ლე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რებთ.

ავტორი:

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა
  • ვერძი

მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. განსაკუთრებით, საკამათო და გაუგებარი სიტუაციების შემთხვევაში. ეს თემა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება შუა იანვარში. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. თუ კრედიტის აღებას აპირებთ, ესეც შუა თვეში ჯობია მოაგვაროთ.

თუ ბიზნესმენი ხართ ან ბინაზე მუშაობთ (თვითდასაქმებული ხართ), გირჩევთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება კლიენტებთან, გააფართოოთ კლიენტთა ბაზა. ამისათვის დაიხმარეთ ოჯახის წევრები, გამოცდილი პარტნიორები. კარგი თვე ელით მათ, ვისაც სურს კარიერაში წარმატებას მიაღწიოს.

იანვარი საუკეთესო თვეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კარგ შედეგს მოგიტანთ ის საქმეები, რომლებსაც მეტი დრო და ენერგია დაახარჯეთ. პარტნიორები კმაყოფილები იქნებიან თქვენთან წარმოებული მოლაპარაკებებით. მათთან შეთანხმებით კარგ შედეგებს მიიღებთ.

ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ და სწრაფ გადაწყვეტილებას, თუ კონკურენტები კუთხეში მოგიმწყვდევენ. ასეთ დროს უმჯობესია, შინ გაატაროთ მეტი დრო, ახლობლების ზრუნვა მეტ თვითრწმენას შეგძენთ. დამშვიდებული კი მოვლენებს სულ სხვა თვალით შეხედავთ.

თვის ბოლოს გამარჯვება გელით ყველა საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. მუშაობის პარალელურად ნუ დაივიწყებთ დასვენებასაც. თუ საშუალება გექნებათ, რომ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ დაისვენოთ, უარი არ თქვათ. ამავე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება გმარებთ დოკუმენტების შევსებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას.

იანვარი თქვენთვის სტაბილური თვეა, მაგრამ მცირე უსიამოვნებებმა რომ არ იჩინოს თავი, მოიწყენთ კიდეც. ეცადეთ, სწორად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, ძალები. ნუ დაუყენებთ საკუთარ თავს ზედმეტად მაღალ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩებით.

  • კურო

იანვარში სიზარმაცე არ გეპატიებათ. დააკვირდით იმ შემოთავაზებებს, რომლებსაც ამ თვეში მიიღებთ. ყური დაუგდეთ იმას, რასაც ამბობს მერწყული. განსაკუთრებით, თუ ის თქვენი საიმედო პარტნიორია. წარმატება ელის პროგრამირების სფეროში მომუშავეებს, ინჟინერებსა და მათ, ვისაც კლიენტებთან უწევს მუშაობა.

იანვრის დასაწყისში შეიძლება ბევრ ინფორმაციასთან მოგიწიოთ შეხებამ, იყავით დაკვირვებული და ეცადეთ, არ მოადუნოთ ყურადღება მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმებისას. აგრეთვე, ყურადღება გმართებთ ყველა მონაცემთან, რომელიც ხელში ჩაგივარდებათ. იყავით სიახლეებისთვის მზად. ზოგიერთი სიახლე პირველწყაროდანაც შეგიძლიათ მიიღოთ.

მამაკაც კუროებს ბევრი ადამიანის გაცნობა მოგიწევთ. საინტერესო და გამორჩეულ ადამიანებთან ურთიერთობისას ეცადეთ, იყოთ ყურადღებით და თქვენთვის საინტერესო დასკვნები გამოიტანოთ. მგზავრობისას შეიძლება გავლენიანი ადამიანები გაიცნოთ. შეგიძლიათ მათ სთხოვოთ დახმარება, თუ ახალი სამსახურის დაწყება ან საინტერესო პროექტის განხორციელება გსურთ და სპონსორს ეძებთ. საინტერესო შემოთავაზებებისადმი ყურადღება გამრთებთ.

თვის ბოლოს შეაჯამეთ შედეგები, დასკვნები ობიექტურად გამოიტანეთ. კარგი დროა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. თუ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, უქმეები მაინც გაატარეთ მშვიდ გარემოში, სადაც აღიდგენთ ძალებს.

  • ტყუპები

წარმატებული თვე ელით მოდისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალ ტყუპებს. აგრეთვე, თმის სტილისტებს. ხოლო მამაკაცები რთული პროექტების რეალიზებას შეძლებენ აგრეთვე, კარგი იქნება, თუ უცხო ენის კურსებზე ჩაეწერებიან.

იანვარში გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. კარგ შედეგს მოგიტანთ ფულის დაბანდება, შეიძლება საინტერესო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ ან ფული მოიგოთ. თუ ვაჭრობის სფეროში მუშაობთ, მოიმატებს კლიენტთა რაოდენობა.

ამ თვეში კარგია მასშტაბური პროექტების დაწყება, რეფორმები, სიახლეების დანერგვა სამსახურში. პარალელურად მოემზადეთ, შეიძლება შეფერხდეს მიმოსვლა, მიმოწერა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების პარტნიორებთან მოუგვარებლად გადაჭრას. დაგვიანებას საქმიან შეხვედრებზე.

შანსი მოგეცემათ, უცხო ქალაქში ან ქვეყანაში გაემგზავროთ სამუშაოდ. ავტორიტეტებს შეხვდეთ, მათგან მიიღოთ რჩევები და დაუმეგობრდეც კიდეც.

ფულის გადანაწილება გაუჭირდებათ მშობელ ტყუპებს. განსაკუთრებით, ვისაც იანვარში ეყოლება შვილი. თუ მამა ხართ, დამატებითი სამუშაოს მოძიება დაგჭირდება. ეცადეთ, ძვირად ღირებული ნივთების ნაცვლად გამოსადეგი საგნები შეიძინოთ და არც გართობაზე დახარჯოთ დიდი თანხები.

  • კირჩხიბი

მოემზადეთ, დღესასწაულების შემდეგ უამრავი საქმის შესრულება მოგიწევთ. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას. შეიძლება კოლეგების მიერ მიტოვებული საქმეების შესრულებაც თქვენ მოგიწიოთ. თუ გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებით და საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებით სიტუაციას, დახმარებისთვის ნუ მოგერიდებათ და სპეციალისტებს მიმართეთ.

დასახული მიზნების მიღწევა იმაზე მარტივი აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ ვარაუდობდით. არაფერი შეგიშლით ხელს რომ გამარჯვების მწვერვალს მიაღწიოთ. იყავით მეტად მიზანმიმართული, გამოავლინეთ სიჯიუტე იქ, სადაც საჭიროა. თუ კარგად იქნებით მოტივირებული, შეგიძლიათ ინიციატივაც ხშირად გამოავლინოთ. ახლა მოდუნების დრო ნამდვილად არაა. არ იმოქმედოთ ქარაფშუტულად, არ გადადგათ არც ერთი ნაბიჯი გვერდზე, ამას არავინ გაპატიებთ.

ენერგიის მოზღვავებას ახალმთვარეობაზე იგრძნობთ. ამ პერიოდში მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გარშემო მყოფებს დაუმტკიცეთ, რომ რთულ საქმეებთან გამკლავება არ გიჭირთ.

თვის ბოლოს, ვარსკვლავების დახმარებით და თქვენი მონდომებით დაასრულებთ დაწყებულ საქმეებს, რომლებშიც დიდი დრო და ენერგია გაქვთ ჩადებული.

თვის დასაწყისში მამაკაცი კირჩხიბები სამსახურში პოზიციებს გაიმყარებთ. კოლეგებისთვის ავტორიტეტი გახდებით. რთულ საქმეებს მარტივად და სწრაფად გაუმკლავდებით. ისე, როგორც ეს ნამდვილ პროფესიონალს შეეფერება. კარგად შესრულებული ვალდებულებისთვის ჯილდოს მიიღებთ ან ხელფასი მოგემატებათ. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დიდ თანხას მხოლოდ გაზაფხულზე მიიღებთ.

  • ლომი

დროა, საქმეების მოგვარებით დაკავდეთ, კოლექტივთან ერთად შრომამ შეიძლება შესაბამისი შედეგი არ მოგცეთ. მარტო კი მეტად იქნებით ორიენტირებული შედეგზე და სხვისი იმედი არ გექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუთანხმებლობის შემთხვევაში, კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება და კიდევ უფრო მეტად დაკარგავთ დროს.

სამსახურში ეცადეთ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ. არ ჩაერიოთ კოლეგების კამათში და არც ვინმე კონკრეტულის მხარე დაიჭიოთ. უფრო მეტიც, ზოგიერთმა შეიძლება პროვოკაცია მოგიწყოთ, ჭორები ააგოროს თქვენ წინააღმდეგ.

იანვრის დასაწყისი და შუა პერიოდი საუკეთესო დროა იმ პროექტებზე სამუშაოდ, რომლის შესახებაც გარშემო მყოფებს არაფერს უმხელთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ გასაუბრება, სასურველი თანამდებობის დასაკავებლად. აგრეთვე ის საქმიანი შეხვედრა, რომელიც დიდი ხნის წინ გქონდათ დაგეგმილი.

სანამ ძველ საქმეებს არ დაასრულებთ, ახალ პროექტებს ნუ დაიწყებთ. ენთუზიაზმი გეყოფათ. ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეთ ყველა საქმე, არ მოიტოვოთ კუდები ისინი შეიძლება სერიოზულ დაბრკოლებად გადაიქცნენ.

სხვათა შორის, კარგად შესრულებული საქმეებისთვის კარგადაც დასაჩუქრდებით და თანხის გარკვეულ ნაწილს გადადებთ კიდეც. დაგროვილი თანხით შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანი შეიძინოთ. აი, უზარო ნივთებზე კი თქვენს ნაშრომს ნუ გაფლანგავთ. ყველამ იცის, როგორი მფლანგველიც ხართ და ვალებისგან რომ დაიცვათ საკუთარი თავი, შემოსავლისა და გასავლის აღწერა დაიწყეთ.

  • ქალწული

კარიერის თვალსაზრისით, იანვარი საინტერესო მოვლენებითაა დატვირთული. თქვენს მოსაზრებას ყურს დაუგდებენ. გარშემო მყოფები მალევე გაღიარებენ ლიდერად. ეცადეთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. ეს მეტად მიზნამიმართულს და თავდაჯერებულს გაგხდით. თუმცა, მხოლოდ მითითებების გაცემით ნუ შემოიფარგლებით, თავადაც მოგიწევთ მუშაობა.

შანსი მოგეცემათ გულუხვი ინვესტორი დააინტერესოთ თქვენი იდეებით და მან ახალი პროექტი დაგიფინანსოთ. ნუ მოგერიდებათ გავლენიანი ადამიანების შეწუხება. თქვენს წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გავლენიანი ქალი.

ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ კანონი არ დაარღვიოთ. ეს ეხება ორივე სქესის ქალწულებს. შეიძლება საეჭვო პროექტში შემოგთვაზონ ჩართვა. კარგად დაფიქრდით, რად გიღირთ რეპუტაციის შელახვა? ერთი არასწორი ნაბიჯის გამო მთელი ცხოვრება მოგიწევთ ვალების (მატერიალური და მორალური) გადახდა.

იანვარში არ გაასესხოთ ფული. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამუდამოდ დაემშვიდობებით. კარგი თვე ელით მათ, ვინც სწავლის დაწყება ამ გაგრძელება გადაწყვიტა. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ დიზაინის სფეროში მომუშავეებიც.

  • სასწორი

იანვარი ის თვეა, როცა უამრავი ინფორმაციით იქნებით დატვირთული და მათი გაფილტვრა თქვენ მოგიწევთ. ეცადეთ, დაიმსახსოვროთ მხოლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

იანვარში წარმატება ელით მარკეტოლოგებს, ადამიანებს, რომელიც სარეკლამო სფეროში მუშაობენ. ზოგიერთ სასწორს, გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, მუშაობა შინაც მოუწევს. გამონახეთ დრო და დაიწყეთ იმ სფეროს შესწავლა, რომელშიც მუშაობთ ან ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.

თვის დასაწყისში გამონახეთ დრო, რომ დაასრულოთ დოკუმენტებთან მუშაობა. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, კარგად შეამოწმეთ დოკუმენტები, ფული და პასპორტი და, რა თქმა უნდა, ბარგიც.

კარგ შედეგებს მოგიტანთ კოლექტიური მუშაობა. ადვილად გამონახავთ საერთო ენას ლიდერებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერთად კი საინტერესო პროექტებს განახორციელებთ.

განსაკუთრებული რჩევა გვაქვს მათთვის, ვისაც ახალი იდეების განხორციელება სურს, არავითარ შემთხვევაში არ ჩამოყაროთ ყურები, არ გადაიფიქროთ, თუ ერთი კარიდან უარით გამოგისტუმრეს, არსებობს სხვა უამრავი კარი, ეს მუდამ გახსოვდეთ.

საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად ნურც დასვენებას დაივიწყებთ. გამონახეთ დრო განმარტოებისა და მოვლენების გაანალიზებისთვის.

შუა იანვარში საინტერესო შემოთვაზებებს მიიღებთ. მათ შეიძლება ცოტათი სამომავლო გეგმები შეგიცავლონ. მოერიდეთ იმედგაცრუებას, იყავით პოზიტიური და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შეძლოთ ლავირების უნარი. იანვრის სავსემთვარეობა დაწინაურების საშუალებას მოგცემთ. თვალის დახამხამებაში შეიძლება მოკალათდეთ უფროსის სავარძელში, გააფართოოთ ბიზნესი ან მნიშვნელოვანი პროექტის სათავეში მოექცეთ.

მამაკაცი სასწორები შეძლებენ საერთო ენა გამონახონ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ადრე მუშაობას ვერ ახერხებდნენ. თუმცა, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოთ, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, უფროსთან. ამ უკანასკნელთან დამეგობრება საშუალებას მოგცემთ დაელაპარაკოთ ხელფასის მომატებაზე.

  • მორიელი

იანვარი საქმიანი შეხვედრებით და მივლინებებით იქნება დატვირთული. ზოგიერთი შეიძლება საზღვარგარეთ სასწავლებლადაც კი გაემგზავროს. ზოგმა შეიძლება ახალი პარტნიორები გაიჩინოთ და ის შეიძლება უცხოელი აღმოჩნდეს. ზოგიერთი სერიოზულად დაფიქრდება ემიგრაციაზე და სასურველ ქვეყანაში გაემგზავრება იქაურობის შესასწავლად.

წარმატება ელით მათ, ვინც ინვესტიციას აპირებს ან დიპლომის აღებას და განათლების მიღებას. უახლოეს მომავალში უკვე ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა მოგეცემათ. ახალი საქმიანობა კი, რომელშიც თქვენს ძალებს გამოცდით, დამატებით შემოსავალს გპირდებათ. ნუ შეგეშინდებათ კარიერული წინსვლისთვის ბრძოლის. თქვენ საკმარისი ცოდნა დააგროვეთ, რომ დაწინაურდეთ, ხელფასის მომატება მოითხოვოთ.

მსხვილი მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად მიმართეთ ბანკს. კრედიტს თქვენთვის სასარგებლო პირობებით გააფორმებთ. აგრეთვე, ნუ მოგერიდებათ გავლენიანი ადამიანების შეწუხება, თუ რა თქმა უნდა, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ.

  • მშვილდოსანი

იანვარში პლანეტების განლაგება მატერიალურ კეთილდღეობას გპირდებათ. იმაზე მეტი შემოსავლი გექნებათ, ვიდრე თქვენ ვარაუდობდით. შეძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან მიიღოთ პრემია.

2020 წლის იანვარში მოსალოდნელია პრიორიტეტების, ღირებულებების გადაფასება. შეიძლება კარიერაში ახალი მისწრაფებები და სურვილები გაგიჩნდეთ. ზოგიერთი თავის ნამდვილ გზას აღმოაჩენს. ზოგიერთი პირადი ბიზნესის გახსნას გადაწყვეტს. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც დაქირავებულ თანამშრომლად ყოფნა ყელში ამოუვიდა. ზოგიერთი გათავისუფლდება იმ პარტნიორებისგან, რომლებიც განვითარებაში ხელს უშლიან.

იანვარში ნუ გაემგზავრებით მივლინებაში, ნუ დაიწყებთ ახლის შესწავლას. ამ უკანასკნელისთვის უმჯობესია, უკეთეს პერიოდს დაელოდოთ. შეიძლება ვიღაცის დაქვემდებერებაში მოგიწიოთ მუშაობამ, კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ისე მოიქეცით, რომ არ დაარღვიოთ წესები.

წარმატება ელის მათ, ვინც გადაწყვეტს, რომ ძველ პროექტებს უნდა დაუბრუნდეს. მოაგვარეთ კომუნიკაციასთან დაკავშირებული უსიამოვნებები. სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ ორჯერ დაფიქრდით.

ნუ გადადებთ პრობლემების მოგვარებას მომავლისთვის. განსაკუთრებით, თუ ის მატერიალური საკითხების გაუმჯობესებას ეხება. არ ჩავარდეთ პანიკაში, თუ პრობლემა ერთი შეხედვით რთული მოგეჩვენებათ. თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების გაყიდვას. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ აღებული ფულით ვიღაცას ასიამოვნოთ.

  • თხის რქა

კოლეგებთან, უფროსთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში უსიამოვნებები არ გელით. საერთო ენის გამონახვას ყველასთან შეძლებთ. უფროსი გაფასებთ როგორც კარგ სპეციალისტს. შეიძლება წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა მოგეცეთ და გამოიყენეთ ეს შანსი. მამაკაცი თხის რქები სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ; გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ახალმთვარებისას მოერიდეთ კონკურენტებთან გაბრძოლებას. იყავით სამართლიანი და ეცადეთ, კანონის ფარგლებში მიუჩინოთ ყველას საკადრისი პასუხი. თანაც არც აგრესია გამოავლინოთ, იყავით ღიმილიანი.

ყველა საჭირბოროტო და ფინანსური საკითხი დიდი დაკვირვებით მოაგვარეთ. შეცდომა არ გეპატიებათ. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე იყოთ ორიენტირებული, მაგრამ სამართლიანად იბრძოლოთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას და ფინანსური გარიგებების დროს.

თუ კრედიტიდ აღებას გადაწყვეტთ, ყველაფერში კარგად გაერკვიეთ. დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე.

  • მერწყული

თვის დასაწყისში, დღესასწაულების შემდეგ ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და ეცადეთ, გრაფიკის მიხედვით იმოქმედოთ. იყავით პუნქტუალური, დაკვირვებული, ორგანიზებული და მეტად გამოავლინოთ პასუხისმგებლობის გრძნობა. თვითდისციპლინა დაგეხმარებათ, რომ სწრაფად განახორციელოთ ჩანაფიქრები.

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებულს უამრავი საქმე დაგხვდებათ მოსაგვარებელი. შეიძლება დამატებითი ვალდებულებები დაგეკისროთ ან შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. იყავით მშვიდად და ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს.

მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კამათისგან. განსაკუთრებით, პარტნიორებთან და კოლეგებთან. მართალი რომც იყოთ, ეს თქვენ სიკეთეს მაინც არ მოგიტანთ. თქვენი მოსაზრება თქვენთვის შეინახეთ და სამსახურში ისე იმოქმედეთ, რომ საქმეები არ გააფუჭოთ.

იანვარში შეიძლება დასრულდეს ის პროექტი, რომელზეც მუშაობდით, შეიძლება შეგიწყვიტონ დაფინასება. არ დაღონდეთ, უსიამოვნება მალე შეგეცვლებათ სასიამოვნო მომენტით. ახალი ფინანსური წყარო გამოგიჩნდებათ იმაზე უკეთესი, ვიდრე გქონდათ. ასეთი ცვლილებები ხანდახან ხდება ხოლმე ცხოვრებაში, მაგრამ უკეთესი ახალი შედეგი რომ მიიღოთ, ძველი უნდა გაუშვათ. მატერიალური დახმარება შეიძლება ახლობლებისგან ან და-ძმებისგანაც მიიღოთ.

  • თევზები

დღესასწაულების შემდეგ შეიძლება სამსახურში დაბრუნება გაგიჭირდეთ, მაგრამ საკუთარ თავს უნდა გაებრძოლოთ. წინ უამრავი საინტერესო საქმე და შეკვეთა გელით. მთავარია. იყოთ მიზნამიმართული და დაკვირვებული. აგრეთვე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თანამოაზრეებთან.

წარმატება გელით სამსახურში. განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა დაკავშირებული. ახალ-ახალი იდეები დაგებადებათ, მათი განხორციელებით კი მდიდარი და წარმატებული ადამიანი გახდებით. საყვარელ საქმიანობას ბავშვივით მიუდექით - სიყვარული, ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოთ. ჩადეთ მასში მთელი თქვენი პოტენციალი. უსიამოვნებებს ფილოსოფიურად მიუდექით. არ გამოგივიდათ ამ ჯერზე, შემდეგზე გამოგივათ.

იყავით ღიმილიანი და ეცადე, ღიმილი ხშირად გამოიყენოთ იარაღად. გარისკეთ და მონაწილეობა მიიღეთ კონკურსებში, სადაც შეძლებთ თქვენი პროფესიონალიზმის გამოვლენას. თუ კარგად იმუშავებთ, სამსახურში შეიძლება "თვის საუკეთესო თანამშრომლის" სტატუსი მიიღოთ.

დააკვირდით ყველასა და ყველაფერს, ზოგმა შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია უბრალო საუბრის დროს გაამჟღავნოს. სწორედ ასეთი წვრილმანებისგან შეძლებთ დასკვნის გამოტანას და საქმეების უკეთ წარმართვას. თუ შემოთავაზებას მიიღებთ, საკუთარი თავი ახალ საქმეშიც გამოსცადეთ. ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგცემთ, რომ განვითარდეთ. უ კარგად მუშავებთ, მატერიალურ საკითხებში იდეალურად იქნებით. უფრო მეტიც, თუ ფულს მოზომილად დახარჯავთ, თვის ბოლოს ვალების გარეშე გაატარებთ.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"

ვინ არის სტეფან ჰაუზერი? - გაიცანით ხორვატი მუსიკოსი, რომელმაც ქართველების გული დაიპყრო