საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 ცვლილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა
8 ცვლილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა

2020 წლი­დან ქვე­ყა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბა ამოქ­მედ­დე­ბა. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" იმ სი­ახ­ლე­ებს გთა­ვა­ზობთ, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში ხვა­ლი­დან, 1-ლი იან­ვრი­დან შევა.

1-ლი იან­ვრი­დან თხე­ვა­დი აი­რის აირ­ბა­ლო­ნე­ბი­სა და აი­რის სის­ტე­მე­ბის ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა

2020 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი თხე­ვა­დი აი­რის აირ­ბა­ლო­ნი­სა და მისი სის­ტე­მის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მძღო­ლე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის დროს, თან იქო­ნი­ონ თხე­ვა­დი აი­რის აირ­ბა­ლო­ნი­სა და შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მის ტექ­ნი­კუ­რი გა­მარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­სპექ­ტი­რე­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

ის გა­ცე­მუ­ლი უნდა იყოს აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბის შემ­ფა­სე­ბე­ლი პი­რის მიერ. ხოლო ამ სერ­ტი­ფი­კა­ტის არ­ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლი პე­რი­ო­დულ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა­ზე არ და­იშ­ვე­ბა. გა­თხე­ვა­დე­ბუ­ლი აი­რის აირ­ბა­ლო­ნი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა პე­რი­ო­დულ ტექ­ნი­კურ ინ­სპექ­ტი­რე­ბას 5 წე­ლი­წად­ში ერთხელ, ხოლო თხე­ვა­დი აი­რის სის­ტე­მა - 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ.

სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის აქ­ცი­ზი 100 ლარი იქ­ნე­ბა

2020 წლის 1-ლი იან­ვრი­დან სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი იც­ვლე­ბა. კერ­ძოდ, ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სპორ­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დის თან­ხა მათი წლო­ვა­ნე­ბი­თა და ძრა­ვის მო­ცუ­ლო­ბით აღარ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სპორ­ტუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი ფიქ­სი­რე­ბუ­ლად, 100 ლარი იქ­ნე­ბა. ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპორ­ტის­თვის შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბა და სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბის ხელ­შე­წყო­ბა იყო.

სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის სას­მე­ლი წყლის სპე­ცტა­რი­ფი ამოქ­მედ­დე­ბა

2020 წლის 1-ლი იან­ვრი­დან სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბის­თვის სას­მე­ლი წყლის ახა­ლი ტა­რი­ფის მო­დე­ლი ამოქ­მედ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ იმ სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებს, რომ­ლის მფლო­ბე­ლი, ფი­ზი­კუ­რი პირი, სას­მელ წყალს ყი­დუ­ლობს ერ­თდრო­უ­ლად - რო­გორც სა­კუ­თა­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბის­თვის, ასე­ვე მის სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გილ­ზე ტუ­რის­ტთა გან­სა­თავ­სებ­ლად, მათი სის­ტე­მა­ტუ­რი და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის.

კო­მი­სი­ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია ორი ტი­პის მო­დე­ლი და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, მათ­გან ერთ-ერთი მო­ი­თხო­ვოს. პირ­ვე­ლი მო­დე­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ობი­ექ­ტზე სას­მე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბა ერ­თობ­ლი­ვად აღი­რი­ცხე­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი და­ე­რი­ცხე­ბა მოხ­მა­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი წყლის მხო­ლოდ იმ ოდე­ნო­ბას, რაც აღე­მა­ტე­ბა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 25 კუ­ბურ მეტრს. მე­ო­რე მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, სას­მე­ლი წყლის მოხ­მა­რე­ბა გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლად აღი­რი­ცხე­ბა ობი­ექ­ტის იმ ნა­წილ­ზე, სა­დაც ტუ­რის­ტებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ში ორი მრი­ცხვე­ლი იქ­ნე­ბა - სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მოხ­მა­რე­ბის­თვის და ტუ­რის­ტებ­ზე და­ხარ­ჯუ­ლი წყლის­თვის და არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფიც მხო­ლოდ მას და­ე­რი­ცხე­ბა.

ხვა­ლი­დან მო­წე­ვა სტა­დი­ონ­ზეც აიკ­რძა­ლე­ბა

1-ლი იან­ვრი­დან მო­წე­ვა სტა­დი­ო­ნებ­სა და სპორ­ტულ კომ­პლექ­სებ­შიც აიკ­რძა­ლე­ბა. რე­გუ­ლა­ცი­ის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მო­უ­წევთ ისეთ სტა­დი­ო­ნებს თუ სპორ­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რო­მელ­თაც ად­მი­ნის­ტრა­ცია ჰყავთ. მათ ევა­ლე­ბათ სტა­დი­ონ­ზე ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნე­ბის გან­თავ­სე­ბა და გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა; შე­უძ­ლი­ათ მწე­ველ­თათ­ვის მო­სა­წე­ვი ად­გი­ლე­ბის გა­მო­ყო­ფა.

დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში ად­მი­ნის­ტრა­ცია პირ­ველ ჯერ­ზე 500 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა, გან­მე­ო­რე­ბი­თი ქმე­დე­ბის­თვის სან­ქცია ათა­სი ლა­რია, მე­სა­მე და შემ­დეგ ჯერ­ზე კი ჯა­რი­მა უკვე 2 ათას ლარს აღ­წევს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის 1-ელ იან­ვრამ­დე და­საშ­ვე­ბი იყო თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის არა უმე­ტეს 20%-ში და ასე­ვე სტა­დი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ის არა უმე­ტეს 50%-ში და ეს დაშ­ვე­ბა ძა­ლას და­კარ­გავს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

8 ცვლილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა

8 ცვლილება, რომელიც 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა

2020 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება. "ბიზნესპრესნიუსი" იმ სიახლეებს გთავაზობთ, რომელიც ძალაში ხვალიდან, 1-ლი იანვრიდან შევა.

1-ლი იანვრიდან თხევადი აირის აირბალონებისა და აირის სისტემების ტექინსპექტირება სავალდებულო გახდება

2020 წლის 1-ლი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული თხევადი აირის აირბალონისა და მისი სისტემის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდება. შესაბამისად, მძღოლები ვალდებული იქნებიან, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს, თან იქონიონ თხევადი აირის აირბალონისა და შესაბამისი სისტემის ტექნიკური გამართულობის შესახებ ინსპექტირების სერტიფიკატი.

ის გაცემული უნდა იყოს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ. ხოლო ამ სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ავტომობილი პერიოდულ ტექინსპექტირებაზე არ დაიშვება. გათხევადებული აირის აირბალონი ექვემდებარება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 5 წელიწადში ერთხელ, ხოლო თხევადი აირის სისტემა - 3 წელიწადში ერთხელ.

სპორტული ავტომობილისთვის აქციზი 100 ლარი იქნება

2020 წლის 1-ლი იანვრიდან სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი იცვლება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად, 100 ლარი იქნება. ცვლილების მიზეზი საავტომობილო სპორტისთვის შეღავათების დაწესება და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობა იყო.

საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის სპეცტარიფი ამოქმედდება

2020 წლის 1-ლი იანვრიდან საოჯახო სასტუმროებისთვის სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი ამოქმედდება. ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ საოჯახო ტიპის სასტუმროებს, რომლის მფლობელი, ფიზიკური პირი, სასმელ წყალს ყიდულობს ერთდროულად - როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის.

კომისიის მიერ დამტკიცებულია ორი ტიპის მოდელი და საოჯახო სასტუმროს მფლობელი უფლებამოსილია, მათგან ერთ-ერთი მოითხოვოს. პირველი მოდელის შესაბამისად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25 კუბურ მეტრს. მეორე მოდელის მიხედვით, სასმელი წყლის მოხმარება განცალკევებულად აღირიცხება ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება - საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება.

ხვალიდან მოწევა სტადიონზეც აიკრძალება

1-ლი იანვრიდან მოწევა სტადიონებსა და სპორტულ კომპლექსებშიც აიკრძალება. რეგულაციის დაკმაყოფილება მოუწევთ ისეთ სტადიონებს თუ სპორტულ დაწესებულებებს, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ. მათ ევალებათ სტადიონზე ამკრძალავი ნიშნების განთავსება და გულშემატკივართა ინფორმირება; შეუძლიათ მწეველთათვის მოსაწევი ადგილების გამოყოფა.

დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია პირველ ჯერზე 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი ქმედებისთვის სანქცია ათასი ლარია, მესამე და შემდეგ ჯერზე კი ჯარიმა უკვე 2 ათას ლარს აღწევს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დასაშვები იყო თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არა უმეტეს 20%-ში და ასევე სტადიონის ტერიტორიის არა უმეტეს 50%-ში და ეს დაშვება ძალას დაკარგავს...წაიკითხეთ სრულად

387-კვებითი და 844-ალკოჰოლური ინტოქსიკაცია - საახალწლო დღებში ქვეყანაში 1254 გამოძახება დაფიქსირდა

ქუთაისში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 21 წლის გოგო გარდაიცვალა

მკვლელობა წნორში - ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდა მოკლა