საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს
ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

პარ­ლა­მენ­ტთან წუ­ხელ მომ­ხდა­რი შეხ­ლა-შე­მოხ­ლის შემ­დეგ 9 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე და 173-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის­თვის არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" წევ­რის გიგა მა­ქა­რაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან: ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ბექა კო­კა­ია, ბექა ბა­სი­ლა­ია, რო­მეო ფა­რუ­ლა­ვა.

წუ­ხელ და­პი­რის­პი­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტთან მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კა­რა­ვი აი­ღეს და იქ ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი დად­გეს.

პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია და მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" აქ­ტი­ვის­ტი ზუკა ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი. ისი­ნი კარ­ვე­ბის დაშ­ლას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ.

ელე­ნე ხოშ­ტა­რია "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" კუთ­ვნილ და­სუფ­თა­ვე­ბის მან­ქა­ნა­ზე ავი­და, რი­თაც მისი თქმით, შე­ე­ცა­და და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის კარ­ვე­ბის გა­ტა­ნა­ში ხელი შე­ე­შა­ლა.

"მო­ი­პა­რეს და წა­ი­ღეს ბა­ნე­რი და მათ არ ეს­მით, რომ კა­ნო­ნის­თვის, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის­თვის ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მი­ი­ღე­ბენ. დღეს ათი პო­ლი­ცი­ე­ლით და რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვე­რი­ონ, მაგ­რამ არ შე­ვე­გუ­ე­ბით მხდა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­ცი­ელს, რო­დე­საც იცი­ან, რომ ახლა ახა­ლი წე­ლია და ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბა სხვა­გან არის, მო­დი­ან და ასე ქურდბა­ცა­ცუ­რად მი­აქვთ.

ეს არის აზ­რის გა­მო­ხატ­ვა, მა­გი­დებ­ზე და ბა­ნე­რებ­ზე კი არ არის. კა­ნო­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ ბა­ნე­რი აქ შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს და მე მინ­და,რომ იდ­გეს. ადა­მი­ა­ნებს,ჯგუფს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნ­დათ, რომ აქ იყოს ბა­ნე­რი, ისი­ნი მო­დი­ან და იპა­რა­ვენ" - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე მდე­ბა­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და­სა­წყობ­დე­ბა და მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ე­ცე­მა მე­სა­კუთ­რეს.

"დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ამ წი­ნას­წარ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლი­სა და სა­შო­ბაო მარ­კე­ტის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ.

ყო­ველ­გვა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­რე­შე მოხ­და ად­გილ­ზე მდე­ბა­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რის აღე­ბა, რაც და­სა­წყობ­დე­ბა და მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ე­ცე­მა მე­სა­კუთ­რეს" - აცხა­დე­ბენ თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოგა
21

ძლივს არ მიხვდით რომ ეს კარვების ქალაქი არაა საართალი სასამართლოში და არა ქუჩაში ,ნუ შეაცულეთ ბავშვებს ქუჩაში გასვლა ,რა დააშავეს ნახონ ცოდა სიამაზე ქალაქის და გალაღდნენ ,ხოშტარიას ხუშტურებს როდემდე უნდა უთმინოს ორასმა კაცმა?

ელენე ხოშტარიას
16

ქალბატონო ელენე ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ დემოკრატიაზე, რას ქვია მე ასე მინდა და ბანერი აქ უნდა იდგეს?.... მე არ მინდა თქვენ რომ პარლამენტის წევრი იყოთ და რა ვქნა სახლი აგიჭედოთ? თქვენ არ ხართ ხალხის რჩეული... დეპუტატი პარლამენტში უნდა იჯდეს და საქმეს აკეთებდეს და არა ქუჩაში ნაგვის მანქანებს ებრძოდეს....

ავტორი:

ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

ატრაქციონები კარვების ნაცვლად - პარლამენტთან წუხელ 9 პირი დააკავეს

პარლამენტთან წუხელ მომხდარი შეხლა-შემოხლის შემდეგ 9 პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოძრაობა "სირცხვილიას" წევრის გიგა მაქარაშვილის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან: ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, ბექა ბასილაია, რომეო ფარულავა.

წუხელ დაპირისპირება პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის წინ არსებული ყველა კარავი აიღეს და იქ ატრაქციონები დადგეს.

პარლამენტის შენობის წინ იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი. ისინი კარვების დაშლას აპროტესტებდნენ.

ელენე ხოშტარია "თბილსერვის ჯგუფის" კუთვნილ დასუფთავების მანქანაზე ავიდა, რითაც მისი თქმით, შეეცადა დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებისთვის კარვების გატანაში ხელი შეეშალა.

"მოიპარეს და წაიღეს ბანერი და მათ არ ესმით, რომ კანონისთვის, აზრის გამოხატვისთვის ყოველთვის წინააღმდეგობას მიიღებენ. დღეს ათი პოლიციელით და რკინის კონსტრუქციებით შეიძლება მოგვერიონ, მაგრამ არ შევეგუებით მხდალი ადამიანების საქციელს, როდესაც იციან, რომ ახლა ახალი წელია და ხალხის ყურადღება სხვაგან არის, მოდიან და ასე ქურდბაცაცურად მიაქვთ.

ეს არის აზრის გამოხატვა, მაგიდებზე და ბანერებზე კი არ არის. კანონი მეუბნება, რომ ბანერი აქ შეიძლება იდგეს და მე მინდა,რომ იდგეს. ადამიანებს,ჯგუფს საქართველოში უნდათ, რომ აქ იყოს ბანერი, ისინი მოდიან და იპარავენ" - განაცხადა ხოშტარიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურა დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს.

"დედაქალაქის მერიამ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია აქციის მონაწილეებს საახალწლო დღეებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო გასართობი ადგილისა და საშობაო მარკეტის მოწყობის შესახებ.

ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოხდა ადგილზე მდებარე ინფრასტრუქტურის აღება, რაც დასაწყობდება და მიმართვის შემთხვევაში გადაეცემა მესაკუთრეს" - აცხადებენ თბილისის მერიაში.

"არ არის ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, რიგითი მოკვდავია" -  რას ამბობს ადვოკატი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეზე

"დედაჩემმა ხელი ჰკრა და შეაგინა... არ მახსოვს რამდენჯერ დავარტყი" - მარტვილში 39 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავის უნივერსიტეტის პროფესორი მეზობელს თავდასხმაში ადანაშაულებს - "ვფიქრობ, ეს ყველაფერი მერის განწყობას უკავშირდება"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"