სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს
ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მად­ლო­ბის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს.

"ბა­ტო­ნე­ბო - ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია, ვუ­ყუ­რებ­დე იმ ერ­თი­ა­ნო­ბას და ძა­ლის­ხმე­ვას, რაც თი­თო­ე­ულ­მა თქვენ­გან­მა გა­მო­ი­ჩი­ნა ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ასეთ­მა ერ­თო­ბამ, ჩემი ამ­ბე­ბის გულ­თან ასე ახ­ლოს მი­ტა­ნამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ დღეს მე ჩემს ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვხვდე­ბი ახალ წელს.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღი­დან მი­ვი­ღე უზო­მოდ დიდი სით­ბო თი­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან, რა­მაც კი­დევ უფრო გა­მაძ­ლი­ე­რა და და­მა­ნა­ხა ერ­თად დგო­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა.

მინ­და, რომ ყვე­ლას ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თა­ნად­გო­მის­თვის, მათ შო­რის და არამ­ხო­ლოდ:

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურს, შე­რი­გე­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველს და მას­თან არ­სე­ბულ რე­ლი­გი­ა­თა და ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა საბ­ჭო­ებს, ასე­ვე სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო წი­თელ ჯვარს, ექიმ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სპორ­ტსმე­ნებს, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას, ოს მო­ჭი­და­ვე­ებს, ქარ­თულ დი­ას­პო­რას უცხო­ეთ­ში, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს, მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მუშა ჯგუფს, სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­ა­გენ­ტო­ებს, ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს, ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ჩემს მე­გობ­რებს, კო­ლე­გებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს და უბ­რა­ლოდ ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარ ადა­მი­ა­ნებს.

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია აღ­ვნიშ­ნო, რომ დამ­დგა­რი შე­დე­გი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ერ­თი­ა­ნო­ბა მარ­თლაც დიდი ძა­ლაა ცვლი­ლე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩემ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო შე­დე­გის მი­უ­ხე­და­ვად არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ოკუ­პა­ცია ჩვე­ნი ქვეყ­ნის უდი­დეს პრობ­ლე­მად რჩე­ბა და დაბ­რკო­ლე­ბებს უქ­მნის ათა­სო­ბით ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად რე­გი­ო­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ.

იმედს ვი­ტო­ვებ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლა შევ­ძლოთ, ყვე­ლა­ნა­ი­რი მსგავ­სი გა­უ­გებ­რო­ბე­ბი­სა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის გა­რე­შე, რო­მე­ლიც ჩემს შემ­თხვე­ვა­ში 49 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და.

წი­ნას­წარ გი­ლო­ცავთ შობა-ახალ წელს და გი­სურ­ვებთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას! მჯე­რა ეს დღეც მალე დად­გე­ბა.

პა­ტი­ვის­ცე­მით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი“, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

zug.
17

გაიხარეთ ბატონო ვაჟა. და ტელევიზიებმა და ჟურნალისტებმა დაასვენეთ რა ეს კაცი. ცხინვალის ციხე არ მოანატროთ თქვენგან თავის დასაღწევად. )))

ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობის წერილს აქვეყნებს.

"ბატონებო - ქალბატონებო, ჩემთვის ძალიან ემოციურია, ვუყურებდე იმ ერთიანობას და ძალისხმევას, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოიჩინა ჩემი გათავისუფლებისთვის. ასეთმა ერთობამ, ჩემი ამბების გულთან ასე ახლოს მიტანამ განაპირობა ის, რომ დღეს მე ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვხვდები ახალ წელს.

გათავისუფლების დღიდან მივიღე უზომოდ დიდი სითბო თითეული ადამიანისგან, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და დამანახა ერთად დგომის მნიშვნელობა.

მინდა, რომ ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, მათ შორის და არამხოლოდ:

საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს სახალხო დამცველს და მასთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებს, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო წითელ ჯვარს, ექიმთა საზოგადოებას, სპორტსმენებს, ჭიდაობის ფედერაციას, ოს მოჭიდავეებს, ქართულ დიასპორას უცხოეთში, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უფლებადამცველებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მედიის წარმომადგენლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საზოგადოებასთან ურთიერთობის მუშა ჯგუფს, საკომუნიკაციო სააგენტოებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ბიზნესის წარმომადგენლებს, ჩემს მეგობრებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს და უბრალოდ ჩემს გულშემატკივარ ადამიანებს.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია აღვნიშნო, რომ დამდგარი შედეგი ერთობლივი ძალისხმევის დამსახურებაა. ერთიანობა მართლაც დიდი ძალაა ცვლილების განსახორციელებლად.

სწორედ ამიტომ, ჩემთვის სასიხარულო შედეგის მიუხედავად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის უდიდეს პრობლემად რჩება და დაბრკოლებებს უქმნის ათასობით ადამიანს, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ცხოვრობენ.

იმედს ვიტოვებ, უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლა შევძლოთ, ყველანაირი მსგავსი გაუგებრობებისა და წინააღმდეგობების გარეშე, რომელიც ჩემს შემთხვევაში 49 დღის განმავლობაში გაგრძელდა.

წინასწარ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! მჯერა ეს დღეც მალე დადგება.

პატივისცემით, ვაჟა გაფრინდაშვილი“, - ნათქვამია წერილში.

"ცოტა დრო გვაქვს, ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია" - 2 შვილის დედა მძიმე დაავადებას ებრძვის და საზოგადოების დახმარება სჭირდება

რატომ არ იგალობა თამრიკო ჭოხონელიძემ საშობაო ლიტურგიაზე - "არ მწყენია... დღეს აღარაფერი მიკვირს"

რა ქონებას ფლობს წყალმომარაგების კომპანიის ყოფილი დირექტორი