პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება 2020 წლის იანვარი - წლის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორი იქნება 2020 წლის იანვარი - წლის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

მო­ემ­ზა­დეთ სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი წელი იწყე­ბა და იან­ვა­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის პირ­ვე­ლი თვეა.

იან­ვრის პირ­ველ დღე­ებ­ში მზე თხის რქა­შია, აქ­ვეა პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რიც, - ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტა. ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მიზ­მი, თვალ­სა­წი­ე­რი­სა და სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის სურ­ვი­ლი. გა­ხა­ლის­დე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბიც კი, ვი­საც ჩვე­უ­ლებ­რივ, გან­მარ­ტო­ე­ბა და სიმ­შვი­დე უყ­ვარს. თევ­ზე­ბი, მშვილ­დოს­ნე­ბი, თხის რქე­ბი და კუ­რო­ე­ბი ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს, სა­სურ­ვე­ლია, მო­რი­ე­ლი ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად შეხ­ვდეს დღე­სას­წა­ულს. მარ­ტო­ხე­ლა ქალ­წუ­ლებს კი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ელით.

ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შან­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, რომ "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი" და­იც­ვათ ყვე­ლა­ფე­რი­ში, ერთი უკი­დუ­რე­სო­ბი­დან მე­ო­რე­ში ნუ გა­და­ვარ­დე­ბით. მეტი დრო და­უთ­მეთ ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. მე­ტად დატ­კბით სიმ­შვი­დით, თა­ვი­სუფ­ლე­ბით. გა­მო­ნა­ხეთ დრო და ში­ნა­გან სამ­ყა­რო­საც მი­ხე­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და ეზო­ტე­რი­კა­საც მი­მარ­თოთ. ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა უნდა მოგ­ცეთ ყვე­ლას, ნუ და­უ­ახ­ლოვ­დე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა ზრახ­ვე­ბიც თქვენ­თვის ბო­ლომ­დე უც­ნო­ბია და ნუ გა­მო­ი­ტანთ ნაჩ­ქა­რევ დას­კვნებს.

სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში შინ ნუ ჩა­ი­კე­ტე­ბით, ხში­რად გა­დით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. 3-4 იან­ვარს მო­ე­რი­დეთ ახ­ლობ­ლებ­თან და ზო­გა­დად გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კონ­ფლიქტს. უმ­ჯო­ბე­სია, ენერ­გია კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას მო­ახ­მა­როთ.

7-დან 14 იან­ვარს პლა­ნე­ტა ნეპ­ტუ­ნის გავ­ლე­ნით ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს შთა­გო­ნე­ბა. მო­გინ­დე­ბათ იო­გის ასა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და მე­დი­ტა­ცია. აგ­რეთ­ვე კარ­გი პე­რი­ო­დია ცეკ­ვი­სა და მუ­სი­კით ტკბო­ბის­თვის. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ი­სუფ­თა­ოთ ენერ­გე­ტი­კა. თუნ­დაც, უხე­ში საკ­ვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი. ნუ გა­და­ვარ­დე­ბით ილუ­ზი­ებ­ში. გაფრ­თხილ­დით არ გახ­დეთ თაღ­ლი­თე­ბის მსხვერ­პლი.

მო­რი­ელს გა­ი­ტა­ცებს თე­ატ­რი, თხის რქა წიგ­ნე­ბის (ძი­რი­თა­დად ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ჟან­რის) კი­თხვას გა­და­წყვეტს. კურო, მერ­წყუ­ლი და თევ­ზე­ბი სა­სურ­ვე­ლია, რომ ფიტ­ნეს კლუბ­ში, იოგა ცენ­ტრში ან სპა-პრო­ცე­დუ­რებ­ზე ჩა­ე­წე­როთ.

9-20 იან­ვარს თქვენს მოთ­მი­ნე­ბას პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნი გა­მოს­ცდის. ეცა­დეთ, ყვე­ლა­ზე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი არ და­კარ­გოთ თვით­კონ­ტრო­ლის შეგ­რძნე­ბა - ეს ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შანს ეხე­ბა.

20 იან­ვრის შემ­დეგ კარ­გად შეძ­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მარ­თვას, კარ­გი პე­რი­ო­დი და­უდ­გე­ბათ მწერ­ლებს, პე­და­გო­გებს, რეკ­ლა­მი­სა და ინ­ტერ­ნეტ-მარ­კე­ტინ­გის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მშვილ­დოს­ნებ­სა და ვერ­ძებს. თქვენ შეძ­ლებთ უცხო­ელ კო­ლე­გებ­თა­ნაც კი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. კო­ლექ­ტივ­ში ახა­ლი კად­რე­ბის შე­მოყ­ვა­ნა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ ტყუპ­სა და მერ­წყუ­ლებს. სას­წო­რე­ბი კი ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ზე იქ­ნე­ბი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბის, თხის რქა ყვე­ლას­გან ფა­რუ­ლად ეც­დე­ბა მუ­შა­ო­ბას. ამ უკა­ნას­კნე­ლებს კლი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც მო­ე­მა­ტე­ბათ.

იან­ვრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებთ. მაგ­რამ გარ­ჯაც მო­გი­წევთ, ფული ცი­დან არ ჩა­მოც­ვივ­დე­ბა. ზო­გი­ერთს შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო გა­მო­უჩ­ნდე­ბა. წარ­მა­ტე­ბა ელის ვაჭ­რო­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებს.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სა­სურ­ვე­ლია და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შა­ოს მო­ძი­ე­ბა, ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, ვერძს ოფის­ში მუ­შა­ო­ბა მო­უნ­დე­ბა, კურო ახა­ლი პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბას, პრო­ფე­სი­ა­ში გაზ­რდას გა­და­წყვეტს. ტყუპს გა­ი­ტა­ცებს ფსი­ქო­ლო­გია და ბიზ­ნე­სი. მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლე­ბი კი­დევ უფრო მე­ტად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან თე­ატ­რით. თევ­ზებს წარ­მა­ტე­ბა ელის სა­რეკ­ლა­მო სფე­რო­ში. თხის რქა­სა და მშვი­ლო­დო­სანს კი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ.

თვის მე­სა­მე დე­კა­და­ში პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნის გავ­ლე­ნა მო­ი­მა­ტებს. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან. უფ­რო­სო­ბა ხში­რად მოგ­თხოვთ სა­მუ­შა­ოს დრო­უ­ლად შეს­რუ­ლე­ბას. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა. საქ­მე­ებ­ში სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლის დას­მა. ამ პე­რი­ოდს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნო­ბენ მე­სა­მე დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სას­წო­რე­ბი და მო­რი­ე­ლე­ბი. თქვენ­ში მო­ი­მა­ტებს ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა. 21-31 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში შე­იძ­ლე­ბა გამ­ჟღავ­ნდეს თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი უნდა იყოთ.

ზო­გა­დად იან­ვრის შუა და ბოლო დე­კა­და მოვ­ლე­ნე­ბით იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი. 20-25 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით. 24-31 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს და­პი­რის­პი­რე­ბამ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ა­თა შო­რის, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რი და­უ­პი­რის­პირ­დეს ერ­თმა­ნეთს ან მსხვი­ლი ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კა­სა და ვა­ლუ­ტის კურ­სზეც აი­სა­ხე­ბა.

19-31 იან­ვრის პე­რი­ოდ­ში სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მგზავ­რო­ბი­სას (ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტით), ზო­გა­დად გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში კო­რექ­ტი­ვე­ბის შე­ტა­ნა მო­უნ­დე­ბა. გაფრ­თხილ­დით, რათა არ და­უ­შათ შეც­დო­მე­ბი საქ­მე­ებ­ში, არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­თან.

თვის ბო­ლოს­კენ გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ გან­წყო­ბა. სამ­სა­ხურ­ში სა­მუ­შა­ოს რა­ო­დე­ნო­ბა და ზემ­დგო­მე­ბის­გან კონ­ტრო­ლი იკ­ლებს. მე­ლან­ქო­ლი­კე­ბიც კი ცხოვ­რე­ბას ნა­თელ ფე­რებ­ში და­ი­ნა­ხა­ვენ. ხში­რად და­ეს­წა­რით გა­სარ­თობ წვე­უ­ლე­ბებს. იან­ვრის ბო­ლოს ხში­რად შეხ­ვდით ნა­თე­სა­ვებს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ მათ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

2020 წლის და­სა­წყის­ში პლა­ნე­ტა მარ­სი მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, რის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნებ­ში მი­მა­ტებს ოტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა. გა­გი­ტა­ცებთ სპორ­ტის მხი­ა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბე­ბი: თხი­ლა­მუ­რე­ბი, ცი­გუ­რა­ო­ბა. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა ზო­დი­ა­ქის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს წა­ად­გე­ბა, პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ის დაგ­რო­ვე­ბის­თვის. უფრო მე­ტიც, 31 იან­ვრი­დან გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა დე­და­მი­წის ბი­ოს­ფე­როც. მშვი­დო­ბი­ანდ მოგ­ვარ­დე­ბა უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი.

ლომი გა­სარ­თობ სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებ­ში უნდა ჩა­ერ­თოს. სას­წო­რებ­მა მეტი უნდა ია­როთ ფე­ხით. თხის რქებ­მა კი სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე უნდა იფიქ­როთ და შე­იძ­ლე­ბა მო­ნას­ტერ­საც კი ეს­ტუმ­როთ. თხის რქის მმარ­თვე­ლი მკაც­რი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნია, მისი გავ­ლე­ნით, ზო­დი­ა­ქის ზო­გი­ერთ ნი­შანს სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის შემ­დეგ მო­მა­ტე­ბუ­ლი წო­ნის დაკ­ლე­ბა მო­უნ­დე­ბა. რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა სპორტდარ­ბაზ­ში ჩა­ეწ­როს და მკაცრ დი­ე­ტა­ზეც კი "დაჯ­დეს". ესე­ნია: პირ­ვე­ლი დე­კა­დის ვერ­ძი, კურო, ტყუ­პი, სას­წო­რი, მშვილ­დო­სა­ნი და თქის რქა. აგ­რეთ­ვე, მე­სა­მე დე­კა­დის: კურო, ქალ­წუ­ლი და თევ­ზე­ბი.

იან­ვა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო თვეა. კუ­როს ინ­ტერ­ნეტ­ნაც­ნო­ბო­ბა ელის, ქალ­წულ­მა შე­იძ­ლე­ბა სხვა თვა­ლით შე­ხე­დოს თა­ნა­კურ­სელს, მშვი­ლო­დო­სან­სა და თევ­ზებს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი ელით. მერ­წყულს პო­ტენ­ცი­ურ მე­ო­რე ნა­ხე­ვარს და-ძმე­ბი ან მე­ზობ­ლე­ბი გა­აც­ნო­ბენ. თხის რქა და მერ­წყუ­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­უ­ახ­ლოვ­დეს მას, ვის­თა­ნაც ადრე მე­გობ­რო­ბა ან ხან­მოკ­ლე რო­მა­ნი აკავ­შირ­დე­ბათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

როგორი იქნება 2020 წლის იანვარი - წლის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება 2020 წლის იანვარი - წლის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

მოემზადეთ სიახლეებისთვის, საინტერესო მოვლენებით დატვირთული წელი იწყება და იანვარი მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველი თვეა.

იანვრის პირველ დღეებში მზე თხის რქაშია, აქვეა პლანეტა იუპიტერიც, - ბედნიერების პლანეტა. ამიტომ ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, თვალსაწიერისა და საზღვრების გაფართოების სურვილი. გახალისდებიან ის ადამიანებიც კი, ვისაც ჩვეულებრივ, განმარტოება და სიმშვიდე უყვარს. თევზები, მშვილდოსნები, თხის რქები და კუროები ხშირად შეხვდით მეგობრებს, კოლეგებს, სასურველია, მორიელი ნათესავებთან ერთად შეხვდეს დღესასწაულს. მარტოხელა ქალწულებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით.

ზოდიაქოს ყველა ნიშანმა მაქსიმალურად ეცადეთ, რომ "ოქროს შუალედი" დაიცვათ ყველაფერიში, ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავარდებით. მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან ურთიერთობას. მეტად დატკბით სიმშვიდით, თავისუფლებით. გამონახეთ დრო და შინაგან სამყაროსაც მიხედეთ. შეგიძლიათ ფილოსოფიასა და ეზოტერიკასაც მიმართოთ. ერთი გაფრთხილება უნდა მოგცეთ ყველას, ნუ დაუახლოვდებით ადამიანებს, რომელთა ზრახვებიც თქვენთვის ბოლომდე უცნობია და ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს.

სადღესასწაულო დღეებში შინ ნუ ჩაიკეტებით, ხშირად გადით საზოგადოებაში. 3-4 იანვარს მოერიდეთ ახლობლებთან და ზოგადად გარშემო მყოფებთან კონფლიქტს. უმჯობესია, ენერგია კეთილი საქმეების შესრულებას მოახმაროთ.

7-დან 14 იანვარს პლანეტა ნეპტუნის გავლენით ადამიანებში მოიმატებს შთაგონება. მოგინდებათ იოგის ასანების შესრულება და მედიტაცია. აგრეთვე კარგი პერიოდია ცეკვისა და მუსიკით ტკბობისთვის. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გაისუფთაოთ ენერგეტიკა. თუნდაც, უხეში საკვებისგან მიღებული. ნუ გადავარდებით ილუზიებში. გაფრთხილდით არ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი.

მორიელს გაიტაცებს თეატრი, თხის რქა წიგნების (ძირითადად ფილოსოფიური ჟანრის) კითხვას გადაწყვეტს. კურო, მერწყული და თევზები სასურველია, რომ ფიტნეს კლუბში, იოგა ცენტრში ან სპა-პროცედურებზე ჩაეწეროთ.

9-20 იანვარს თქვენს მოთმინებას პლანეტა პლუტონი გამოსცდის. ეცადეთ, ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი არ დაკარგოთ თვითკონტროლის შეგრძნება - ეს ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება.

20 იანვრის შემდეგ კარგად შეძლებთ მოლაპარაკებების წარმართვას, კარგი პერიოდი დაუდგებათ მწერლებს, პედაგოგებს, რეკლამისა და ინტერნეტ-მარკეტინგის სფეროში მომუშავეებს. განსაკუთრებით მშვილდოსნებსა და ვერძებს. თქვენ შეძლებთ უცხოელ კოლეგებთანაც კი გააუმჯობესოთ დამოკიდებულება, გააფორმოთ ხელშეკრულებები. კოლექტივში ახალი კადრების შემოყვანა არ გაუჭირდებათ ტყუპსა და მერწყულებს. სასწორები კი ახალ ინფორმაციებზე იქნებიან ორიენტირებულების, თხის რქა ყველასგან ფარულად ეცდება მუშაობას. ამ უკანასკნელებს კლიენტების რაოდენობაც მოემატებათ.

იანვრის მეორე ნახევარში ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. მაგრამ გარჯაც მოგიწევთ, ფული ციდან არ ჩამოცვივდება. ზოგიერთს შემოსავლის დამატებითი წყარო გამოუჩნდება. წარმატება ელის ვაჭრობისა და სახელმწიფო სამსახურის სფეროში მომუშავეებს.

ამავე პერიოდში სასურველია დამატებითი სამუშაოს მოძიება, ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, ვერძს ოფისში მუშაობა მოუნდება, კურო ახალი პროფესიის დაუფლებას, პროფესიაში გაზრდას გადაწყვეტს. ტყუპს გაიტაცებს ფსიქოლოგია და ბიზნესი. მამაკაცი ქალწულები კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან თეატრით. თევზებს წარმატება ელის სარეკლამო სფეროში. თხის რქასა და მშვილოდოსანს კი ფულის გამომუშავების სურვილი გაუჩნდებათ.

თვის მესამე დეკადაში პლანეტა სატურნის გავლენა მოიმატებს. ადამიანები მეტად დისციპლინირებულები გახდებიან. უფროსობა ხშირად მოგთხოვთ სამუშაოს დროულად შესრულებას. კარგ შედეგს მოგიტანთ დოკუმენტების გაფორმება. საქმეებში საბოლოო წერტილის დასმა. ამ პერიოდს განსაკუთრებით იგრძნობენ მესამე დეკადაში დაბადებული სასწორები და მორიელები. თქვენში მოიმატებს ორგანიზებულობა. 21-31 იანვრის შუალედში შეიძლება გამჟღავნდეს თქვენი საიდუმლო. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ.

ზოგადად იანვრის შუა და ბოლო დეკადა მოვლენებით იქნება დატვირთული. 20-25 იანვრის შუალედში სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოებრივ ცხოვრების გააქტიურებას ველოდებით. 24-31 იანვრის პერიოდში შეიძლება მოიმატოს დაპირისპირებამ სხვადასხვა პარტიათა შორის, შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი დაუპირისპირდეს ერთმანეთს ან მსხვილი ბიზნესკომპანიები. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკასა და ვალუტის კურსზეც აისახება.

19-31 იანვრის პერიოდში სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას (ნებისმიერი ტრანსპორტით), ზოგადად გადაადგილებისას. ზოგიერთ ადამიანს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კორექტივების შეტანა მოუნდება. გაფრთხილდით, რათა არ დაუშათ შეცდომები საქმეებში, არ გაართულოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.

თვის ბოლოსკენ გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სამსახურში სამუშაოს რაოდენობა და ზემდგომებისგან კონტროლი იკლებს. მელანქოლიკებიც კი ცხოვრებას ნათელ ფერებში დაინახავენ. ხშირად დაესწარით გასართობ წვეულებებს. იანვრის ბოლოს ხშირად შეხვდით ნათესავებს და გააუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება.

2020 წლის დასაწყისში პლანეტა მარსი მშვილდოსნის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რის შედეგად ადამიანებში მიმატებს ოტიმისტური განწყობა. გაგიტაცებთ სპორტის მხიარული სახეობები: თხილამურები, ციგურაობა. ფიზიკური აქტიურობა ზოდიაქის ყველა წარმომადგენელს წაადგება, პოზიტიური ენერგიის დაგროვებისთვის. უფრო მეტიც, 31 იანვრიდან გაუმჯობესდება დედამიწის ბიოსფეროც. მშვიდობიანდ მოგვარდება უსიამოვნებები.

ლომი გასართობ სპორტის სახეობებში უნდა ჩაერთოს. სასწორებმა მეტი უნდა იაროთ ფეხით. თხის რქებმა კი სულიერებაზე უნდა იფიქროთ და შეიძლება მონასტერსაც კი ესტუმროთ. თხის რქის მმართველი მკაცრი პლანეტა სატურნია, მისი გავლენით, ზოდიაქის ზოგიერთ ნიშანს სადღესასწაულო დღეების შემდეგ მომატებული წონის დაკლება მოუნდება. რის გამოც შეიძლება სპორტდარბაზში ჩაეწროს და მკაცრ დიეტაზეც კი "დაჯდეს". ესენია: პირველი დეკადის ვერძი, კურო, ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი და თქის რქა. აგრეთვე, მესამე დეკადის: კურო, ქალწული და თევზები.

იანვარი რომანტიკული ნაცნობობისთვის საუკეთესო თვეა. კუროს ინტერნეტნაცნობობა ელის, ქალწულმა შეიძლება სხვა თვალით შეხედოს თანაკურსელს, მშვილოდოსანსა და თევზებს სამსახურებრივი რომანი ელით. მერწყულს პოტენციურ მეორე ნახევარს და-ძმები ან მეზობლები გააცნობენ. თხის რქა და მერწყული შეიძლება მოულოდნელად დაუახლოვდეს მას, ვისთანაც ადრე მეგობრობა ან ხანმოკლე რომანი აკავშირდებათ.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ირანსა და აშშ-ს შორის და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს - ქართველი ექსპერტების პროგნოზები

იანვრის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით კარიერული წინსვლა

ლელა კაკულიას საახალწლო წინასწარმეტყველება - "მალე საქართველოს მთელი მსოფლიო პატარა სამოთხეს უწოდებს"