სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი" 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს
"ბიბლუსი" 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

არა­ფერს შე­უძ­ლია და­გა­ნა­ხოს სამ­ყა­რო იმ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად, ჩა­გა­ფიქ­როს მას­ზე, ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბის გზებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­თან ბრძო­ლა­ზე, რო­გორც კარგ წიგ­ნებს. ამი­ტო­მაც არის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა წიგ­ნის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი. წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი "ბიბ­ლუ­სი" გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც სწო­რედ ასეთ ადა­მი­ა­ნებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამ­ჯე­რა­დაც სწო­რედ წიგ­ნის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის აქ­ვეყ­ნებს 2019 წლის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი წიგ­ნე­ბის ათე­უ­ლის სიას. ბევ­რის­თვის ეს სია იმის გან­მსა­ზღვრე­ლიც არის, რო­მელ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე, "შიშო, გა­მო­დი გა­რეთ"

წიგ­ნი აერ­თი­ა­ნებს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძის ჩა­ნა­წე­რებ­სა და ბლო­გებს. -0:43 მო­ი­ცავს ისეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მას, რო­გო­რი­ცაა: ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­ლო­გია, თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა, დეპ­რე­სია, შიში, შფოთ­ვა, ტკი­ვი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი... წიგ­ნის ავ­ტო­რი გრძნო­ბე­ბის ამ სა­არ­სე­ბო სპექტრზე მარ­ტი­ვად, გა­სა­გე­ბად და მსუ­ბუ­ქად გვე­სა­უბ­რე­ბა. თით­ქოს გვერ­დზე გვი­ზის და თა­ვად გვე­ლა­პა­რა­კე­ბა მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და თბი­ლი ხმით. ""ამ ტექ­სტე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი არის მხო­ლოდ ის მი­ზა­ნი, გან­მე­წყო ადა­მი­ა­ნე­ბი მეტი გამ­ბე­და­ო­ბის­კენ, გა­მე­ჩი­ნა მათ­ში სუ­ლი­ე­რი სიმ­ხნე­ვე და ოდ­ნავ მა­ინც შე­მემ­ცი­რე­ბი­ნა მათი შიში და სევ­და", - წერს ავ­ტო­რი. ჩვენს მღელ­ვა­რე ეპო­ქა­ში, სა­დაც სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე არც ისე იოლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლია, ეს მშვი­დი და დახ­ვე­წი­ლი და ძალ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წე­რი­ლე­ბი ძალ­ზე გვჭირ­დე­ბა.

ია კარ­გა­რე­თე­ლის რო­მა­ნი "სხვა უდაბ­ნოს სა­ი­დუმ­ლო"

სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ცო­ცხლის ზე­ი­მი მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც ყო­ველ­დღი­ურ, ზე­და­პი­რულ ყო­ფას თავს და­აღ­წევ და სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბას და­ი­წყებ. რო­მან­ში ეს სიმ­ბო­ლუ­რად ეგ­ვიპ­ტე­ში გამ­გზავ­რე­ბაა. იქ ახალ­გაზ­რდა, მომ­ხიბ­ლავ ქარ­თველ მწე­რალ ქალს უცხო, უჩ­ვე­უ­ლო სამ­ყა­რო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით ხვდე­ბა, მთა­ვა­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა კი ვერ­ცხლის­ფერ­თვა­ლე­ბი­ა­ნი ბე­დუ­ი­ნია. თამ­თას მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­და­იქ­ცა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დი­ნე­ბად, რო­მე­ლიც ძირ­ფეს­ვი­ა­ნად ცვლის მის ცხოვ­რე­ბას.

თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნის რო­მა­ნი "მზე, მთვა­რე და პუ­რის ყანა"

წიგ­ნი ერ­თდრო­უ­ლად თრი­ლე­რი­ცაა, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­კი­თხა­ვიც და ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­აც, სა­დაც აღ­წე­რი­ლია თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭის ტკი­ვი­ლით სავ­სე ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი. თე­მურ ბაბ­ლუ­ა­ნი მოგ­ვი­თხრობს საბ­ჭო­თა ყო­ფა­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე ამ რე­ჟიმ­ში... კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­სა და ქურ­დულ წე­სებ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლია და­ამ­ტკი­ცო, რომ მარ­თა­ლი ხარ. თუმ­ცა­ღა სი­ნათ­ლე, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლი ჰქვია, ასეთ ყო­ფა­საც გა­და­გა­ტა­ნი­ნებს: "ყვე­ლაფ­რის გაძ­ლე­ბა და მას­თან ბრძო­ლაც კი შე­იძ­ლე­ბა, როცა იცი, რომ შენს დაბ­რუ­ნე­ბას ვი­ღაც, თუნ­დაც მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა. სიყ­ვა­რულს ასე თუ ისე სი­ცხა­დე შე­აქვს იმ გა­უ­გებ­რო­ბა­ში, თუ რა­ტომ ებღა­უ­ჭე­ბი­ან სი­ცო­ცხლეს გამ­წა­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი", - წერს ავ­ტო­რი.

ნინო მკა­ლა­ვიშ­ვი­ლის რო­მა­ნი "შენ საკ­მა­რი­სი არ ხარ"

ეს არის წიგ­ნი გზა­აბ­ნე­ულ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც გულ­წრფე­ლად სჯე­რათ, რომ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მათ მიერ არ­ჩე­უ­ლი გზაა სწო­რი, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ აი­რე­ვა, რო­დე­საც ყვე­ლა­ფერ­ში სიყ­ვა­რუ­ლი ერ­თვე­ბა. "ვერ დაგ­პირ­დე­ბი, რომ ჩემი ყვე­ლა ფიქ­რი­სა და გრძნო­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შევ­ძლებ. ვერც იმას დაგ­პირ­დე­ბი, რომ შენს ყვე­ლა ქმე­დე­ბას მარ­ტი­ვად გა­ვი­გებ... მაგ­რამ გპირ­დე­ბი, რომ შენ­თან გულ­წრფე­ლი ვიქ­ნე­ბი. გპირ­დე­ბი, რომ ვი­ცი­ნებ შენ­თან ერ­თად მა­შინ, რო­დე­საც ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი და ვიდ­გე­ბი შენს გვერ­დით მა­შინ, რო­დე­საც ეს დაგ­ჭირ­დე­ბა".

ელიფ შა­ფა­ქის რო­მა­ნი "სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი"

წიგ­ნი, რო­მელ­საც თით­ქმის მთელ მსოფ­ლი­ო­ში კი­თხუ­ლო­ბენ. რო­მა­ნი აღ­წერს, რო­გორ შე­იჭ­რე­ბა ქა­რიშ­ხა­ლი­ვით თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­ში ორი სა­ო­ცა­რი რამ: სიყ­ვა­რუ­ლი და... აღ­მო­სავ­ლე­თი. წიგნ­ში აღ­წე­რი­ლია, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­უყ­ვარ­დეთ იმ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თი, რო­მელ­თაც არა მხო­ლოდ ცხოვ­რე­ბის წესი, კონ­ტი­ნენ­ტე­ბიც კი აშო­რებთ. სწო­რედ ამი­ტო­მაც იკი­თხე­ბა ეს ის­ტო­რია ამა­ღელ­ვებ­ლად.

სოფო არ­დი­ას რო­მა­ნი "გროს­მა­ის­ტე­რი"

რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი­ცაა, იმ­დე­ნი ის­ტო­რი­აა. მთა­ვა­რია, შენი ის­ტო­რია იმ ერ­თი­სას და­ემ­თხვეს... ეს ის­ტო­რია კი ერთ მა­ნი­პუ­ლა­ტორ ადა­მი­ან­ზეა, რო­მე­ლიც სხვე­ბით თა­მა­შობ­და და მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად არა­ფერს იშუ­რებ­და. ის თით­ქოს პო­პუ­ლა­რუ­ლიც იყო, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი მა­ინც არა­ვინ იც­ნობ­და. წიგ­ნი ისეთ ემო­ცი­ას ტო­ვებს, თით­ქოს მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში ხარ. სწო­რედ ამი­ტო­მაც კი­თხუ­ლობ ერთი ამო­სუნ­თქვით და რწმუნ­დე­ბი, რომ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ­სა და ღრმა წიგნ­თან გაქვს საქ­მე!

ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის რო­მა­ნი "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი ცოდ­ვა"

ამ­ბა­ვი მხატ­ვარ იან კლა­ინ­ზეა, რომ­ლის­თვი­საც ყო­ვე­ლი დღე უი­მე­დოა. იანს ჰყავს მე­გობ­რე­ბი, თუმ­ცა მა­ინც მარ­ტო­სუ­ლია. მერე მხატ­ვარს ბე­დის­წე­რა მო­უ­ლოდ­ნელ ცვლი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს: ქა­ლაქ­ში მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია იწყე­ბა და იანი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მხატ­ვა­რი ხდე­ბა, ბო­როტ­მოქ­მედ­თა სა­ხე­ებს, ფო­ტო­რო­ბო­ტებს ხა­ტავს. სწო­რედ აქ იწყე­ბა მოვ­ლე­ნა­თა ლა­ბი­რინ­თი: რა­ტომ­ღაც დამ­ნა­შა­ვის კვა­ლი ყო­ველ­თვის იან კლა­ინ­თან მი­დის და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხდე­ბა, ვინ არის რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე - თა­ვად იანი, სა­ნი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი თუ შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბი­დან ერთ-ერთი?

"ჩემი პირ­ვე­ლი კი­თხვე­ბი­სა და პა­სუ­ხე­ბის წიგ­ნი"

წიგ­ნი, რო­მელ­შიც ყვე­ლა ასა­კის ბავ­შვის­თვის მარ­ტი­ვი ენით გა­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხე­ბი კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც მათ სამ­ყა­როს შე­სა­ხებ აფიქ­რებთ და აღელ­ვებთ. თუმ­ცა, არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის, ამ წიგნს სი­ა­მოვ­ნე­ბით კი­თხუ­ლობს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბის­თვი­საც ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის ამოხ­სნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის რო­მა­ნი "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე"

რო­მან­ში პირ­ვე­ლი­ვე თა­ვი­დან მოვ­ლე­ნე­ბი დი­ნა­მი­კუ­რად ვი­თარ­დე­ბა. კი­თხვი­სას გგო­ნია, გა­მო­ი­ცა­ნი, რა მოხ­დე­ბა, მაგ­რამ უეც­რად ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. რო­მა­ნის გმი­რე­ბი სხვაგ­ვა­რად და­გა­ნა­ხე­ბენ ფაქ­ტებს, რო­მე­ლიც თურ­მე სა­ყუ­რა­დღე­ბო ყო­ფი­ლა, გა­აჟ­ღე­რე­ბენ მო­საზ­რე­ბებს, რო­მე­ლიც თქვენს გო­ნე­ბა­ში ტრი­ა­ლებ­და, მაგ­რამ ვე­რას­დროს გა­მოთ­ქვამ­დით. ეს ის წიგ­ნია, რო­მე­ლიც ჩან­თა­ში უნდა გე­დოთ, თბი­ლი­სურ სა­ცო­ბებ­ში მოხ­ვედ­რილ­მა დრო რომ არ და­კარ­გოთ და წა­ი­კი­თხოთ.

დათო ტუ­რაშ­ვი­ლის რო­მა­ნი "ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა"

ეს არის წიგ­ნი, რო­მელ­საც ყავ­ლი არა­სო­დეს გა­უ­ვა, წიგ­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა დრო­ის ადა­მი­ა­ნის და­უ­ო­კე­ბელ სურ­ვილს ამ­ხელს - იცო­ცხლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. \1983 წელი. საბ­ჭო­თა რე­ჟი­მი, სა­ი­და­ნაც ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­მა თა­ვის დაღ­წე­ვა თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბით მო­ი­სურ­ვა. დრა­მა, რო­მე­ლიც ამ მოვ­ლე­ნე­ბი­სას გან­ვი­თარ­და, ყვე­ლა თა­ო­ბის მკი­თხვე­ლის­თვის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ბიბლუსი" 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

"ბიბლუსი" 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს

არაფერს შეუძლია დაგანახოს სამყარო იმდენად სრულყოფილად, ჩაგაფიქროს მასზე, ბედნიერების მოპოვების გზებსა და სირთულეებთან ბრძოლაზე, როგორც კარგ წიგნებს. ამიტომაც არის უამრავი ადამიანის ცხოვრება წიგნის გარეშე წარმოუდგენელი. წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" გასული წლის განმავლობაშიც სწორედ ასეთ ადამიანებს ემსახურებოდა. ამჯერადაც სწორედ წიგნის თაყვანისმცემლებისთვის აქვეყნებს 2019 წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნების ათეულის სიას. ბევრისთვის ეს სია იმის განმსაზღვრელიც არის, რომელ ლიტერატურაზე გაამახვილოს ყურადღება.

ნათია ფანჯიკიძე, "შიშო, გამოდი გარეთ"

წიგნი აერთიანებს ნათია ფანჯიკიძის ჩანაწერებსა და ბლოგებს. -0:43 მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორიცაა: ადამიანის ფსიქოლოგია, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა, დეპრესია, შიში, შფოთვა, ტკივილი, სიყვარული... წიგნის ავტორი გრძნობების ამ საარსებო სპექტრზე მარტივად, გასაგებად და მსუბუქად გვესაუბრება. თითქოს გვერდზე გვიზის და თავად გველაპარაკება მშვიდი, გაწონასწორებული და თბილი ხმით. ""ამ ტექსტების გამაერთიანებელი არის მხოლოდ ის მიზანი, განმეწყო ადამიანები მეტი გამბედაობისკენ, გამეჩინა მათში სულიერი სიმხნევე და ოდნავ მაინც შემემცირებინა მათი შიში და სევდა", - წერს ავტორი. ჩვენს მღელვარე ეპოქაში, სადაც სულიერი სიმშვიდე არც ისე იოლი მოსაპოვებელია, ეს მშვიდი და დახვეწილი და ძალზე ინფორმაციული წერილები ძალზე გვჭირდება.

ია კარგარეთელის რომანი "სხვა უდაბნოს საიდუმლო"

სიყვარული და სიცოცხლის ზეიმი მაშინ დგება, როდესაც ყოველდღიურ, ზედაპირულ ყოფას თავს დააღწევ და საკუთარი თავის შეცნობას დაიწყებ. რომანში ეს სიმბოლურად ეგვიპტეში გამგზავრებაა. იქ ახალგაზრდა, მომხიბლავ ქართველ მწერალ ქალს უცხო, უჩვეულო სამყარო მოულოდნელობებით ხვდება, მთავარი მოულოდნელობა კი ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია. თამთას მოგზაურობა გადაიქცა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.

თემურ ბაბლუანის რომანი "მზე, მთვარე და პურის ყანა"

წიგნი ერთდროულად თრილერიცაა, რომანტიკული საკითხავიც და ავტობიოგრაფიაც, სადაც აღწერილია თბილისელი ბიჭის ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი. თემურ ბაბლუანი მოგვითხრობს საბჭოთა ყოფასა და ადამიანების ცხოვრებაზე ამ რეჟიმში... კრიმინალურ სამყაროსა და ქურდულ წესებზე, სადაც ძალიან რთულია დაამტკიცო, რომ მართალი ხარ. თუმცაღა სინათლე, რომელსაც სიყვარული ჰქვია, ასეთ ყოფასაც გადაგატანინებს: "ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება. სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ადამიანები", - წერს ავტორი.

ნინო მკალავიშვილის რომანი "შენ საკმარისი არ ხარ"

ეს არის წიგნი გზააბნეულ ადამიანებზე, რომელთაც გულწრფელად სჯერათ, რომ მიზნის მისაღწევად მათ მიერ არჩეული გზაა სწორი, თუმცა ყველაფერი მაშინ აირევა, როდესაც ყველაფერში სიყვარული ერთვება. "ვერ დაგპირდები, რომ ჩემი ყველა ფიქრისა და გრძნობის გაზიარებას შევძლებ. ვერც იმას დაგპირდები, რომ შენს ყველა ქმედებას მარტივად გავიგებ... მაგრამ გპირდები, რომ შენთან გულწრფელი ვიქნები. გპირდები, რომ ვიცინებ შენთან ერთად მაშინ, როდესაც ბედნიერი იქნები და ვიდგები შენს გვერდით მაშინ, როდესაც ეს დაგჭირდება".

ელიფ შაფაქის რომანი "სიყვარულის ორმოცი წესი"

წიგნი, რომელსაც თითქმის მთელ მსოფლიოში კითხულობენ. რომანი აღწერს, როგორ შეიჭრება ქარიშხალივით თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ორი საოცარი რამ: სიყვარული და... აღმოსავლეთი. წიგნში აღწერილია, თუ როგორ შეიძლება შეუყვარდეთ იმ ადამიანებს ერთმანეთი, რომელთაც არა მხოლოდ ცხოვრების წესი, კონტინენტებიც კი აშორებთ. სწორედ ამიტომაც იკითხება ეს ისტორია ამაღელვებლად.

სოფო არდიას რომანი "გროსმაისტერი"

რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ისტორიაა. მთავარია, შენი ისტორია იმ ერთისას დაემთხვეს... ეს ისტორია კი ერთ მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის თითქოს პოპულარულიც იყო, სინამდვილეში კი მაინც არავინ იცნობდა. წიგნი ისეთ ემოციას ტოვებს, თითქოს მოვლენების ეპიცენტრში ხარ. სწორედ ამიტომაც კითხულობ ერთი ამოსუნთქვით და რწმუნდები, რომ ცხოვრებისეულსა და ღრმა წიგნთან გაქვს საქმე!

ნიკოლოზ ტოტოღაშვილის რომანი "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა"

ამბავი მხატვარ იან კლაინზეა, რომლისთვისაც ყოველი დღე უიმედოა. იანს ჰყავს მეგობრები, თუმცა მაინც მარტოსულია. მერე მხატვარს ბედისწერა მოულოდნელ ცვლილებას სთავაზობს: ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და იანი პოლიციის განყოფილების მხატვარი ხდება, ბოროტმოქმედთა სახეებს, ფოტორობოტებს ხატავს. სწორედ აქ იწყება მოვლენათა ლაბირინთი: რატომღაც დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის და ძალიან საინტერესო ხდება, ვინ არის რეალური დამნაშავე - თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი?

"ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი"

წიგნი, რომელშიც ყველა ასაკის ბავშვისთვის მარტივი ენით გაცემულია პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ სამყაროს შესახებ აფიქრებთ და აღელვებთ. თუმცა, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, ამ წიგნს სიამოვნებით კითხულობს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, რომლებისთვისაც ცხოვრების საიდუმლოებების ამოხსნა მნიშვნელოვანია.

თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე"

რომანში პირველივე თავიდან მოვლენები დინამიკურად ვითარდება. კითხვისას გგონია, გამოიცანი, რა მოხდება, მაგრამ უეცრად ყველაფერი იცვლება. რომანის გმირები სხვაგვარად დაგანახებენ ფაქტებს, რომელიც თურმე საყურადღებო ყოფილა, გააჟღერებენ მოსაზრებებს, რომელიც თქვენს გონებაში ტრიალებდა, მაგრამ ვერასდროს გამოთქვამდით. ეს ის წიგნია, რომელიც ჩანთაში უნდა გედოთ, თბილისურ საცობებში მოხვედრილმა დრო რომ არ დაკარგოთ და წაიკითხოთ.

დათო ტურაშვილის რომანი "ჯინსების თაობა"

ეს არის წიგნი, რომელსაც ყავლი არასოდეს გაუვა, წიგნი, რომელიც ყველა დროის ადამიანის დაუოკებელ სურვილს ამხელს - იცოცხლოს თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის. \1983 წელი. საბჭოთა რეჟიმი, საიდანაც ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა თავის დაღწევა თვითმფრინავის გატაცებით მოისურვა. დრამა, რომელიც ამ მოვლენებისას განვითარდა, ყველა თაობის მკითხველისთვის სულისშემძვრელია.

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს

ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა- "საქართველოს ისტორიის" მეორე ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა

ბიბლუსის ტოპ 5 ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერული წიგნი - არ გამოგრჩეს შენი თაობის რჩეული ლიტერატურა