საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში მისი დიდი დამსახურებაა" - მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე
"რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში მისი დიდი დამსახურებაა" - მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ამ ფსი­ქოზ­მა რაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში არას­წორ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია, ზო­გი­ერ­თის გო­ნე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა აზრი, რომ შე­იძ­ლე­ბა ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ა­ზეც კი წა­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ბოდ­ბელ­მა მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე ია­კობ­მა ბოდ­ბის ეპარ­ქი­ა­ში, ქა­და­გე­ბის დროს გა­ნა­ცხა­და. დღე­ვან­დელ ქა­და­გე­ბა­ში მე­უ­ფე ია­კობ­მა ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ჩარ­თულ პი­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ საქ­მემ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ერ­თი­ა­ნა.

„მინ­და შე­ვე­ხო სა­კითხს, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ერ­თი­ა­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ოპო­ზი­ცია თუ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ყვე­ლა ერ­თად ვფიქ­რობ­დით, რომ ვაჟა უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. რო­დე­საც ვა­ჟას შე­ემ­თხვა ეს ამ­ბა­ვი, მა­ლე­ვე წა­ვე­დით ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით უცხო­ეთ­ში ჩვენს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად და კარ­გად ვხე­დავ­დი, თუ რო­გორ იღწ­ვო­და ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში ამ შემ­თხვე­ვა­ში ევ­რო­პა­ში, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტსა და ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში. რაც შე­ეძ­ლოთ ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ. ასე­ვე სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი­დან პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით თუ შე­ეძ­ლოთ სი­კე­თე გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ყვე­ლა აკე­თებ­და და არ მი­ნა­ხავს ისე­თი ადა­მი­ა­ნი, რომ ამის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლი­ყო,“ - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილ­თან დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს და რამ­დე­ნი­მე­ჯერ სიკ­ვდილ­საც კი გა­და­არ­ჩი­ნა.

„ვაჟა და მე დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობთ. მისი ოჯა­ხი ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოჯა­ხია მას­თან ბევ­რი ჭირი თუ ლხი­ნი მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი. რამ­დე­ნი­მე­ჯერ სი­ცო­ცხლეს გა­და­მარ­ჩი­ნა, ფი­ზი­კუ­რად ხე­ი­ბა­რი რომ არ გავ­ხდი, ამა­ში ვა­ჟას დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ისე­თი უთ­ქმე­ლი კა­ცია, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მი ბევ­რი იც­ნობ­და, მაგ­რამ უფალ­მა ინე­ბა და ის სხვა სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნა, იმ სა­ხით, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო. ეს ჩუმი და წყნა­რი კაცი უც­ბად სა­მა­გა­ლი­თო გახ­და ყვე­ლა ქარ­თვე­ლის­თვის. ძა­ლი­ან ძნე­ლია, რო­დე­საც კე­თილ საქ­მე­ზე მი­დი­ხარ და შენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გა­კა­ვე­ბენ. ვი­ღა­ცას თუ თავი არ გა­უ­წი­რავს სხვის­თვის, ის ვე­რას­დროს გა­ი­გებს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­დახ­ვი­დე იქ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა და­გი­ჭი­რონ. ამ ფსი­ქოზ­მა, რაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ერ­თმა­ნეთ­ში არას­წორ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა გა­მო­იწ­ვია, ზო­გი­ერ­თის გო­ნე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა აზრი, რომ შე­იძ­ლე­ბა ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ა­ზეც კი წა­ვი­და. მე მჯე­რა, რომ ვა­ჟას არა­ვის მსგავ­სი ნათ­ქვა­მი არ ეწყი­ნე­ბა იმი­ტომ, რომ ის დიდსუ­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია. მერ­წმუ­ნეთ არც ერთი სკა­მი არ ღირს ჩა­ჭი­დე­ბად, სჯობს ვი­ფიქ­როთ ქვე­ყა­ნა­ზე და ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბა­ზე,“ - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მე­უ­ფე ია­კობ­მა ექიმ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მო­ჭი­და­ვე­ებს გა­და­უ­ხა­და. ამას­თან, მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პარ­ტი­ებს და მო­სახ­ლე­ო­ბას.

„არ შე­მიძ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა არ გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს მო­ჭი­და­ვე­ებს. გუ­შინ მე­ღი­მე­ბო­და, ვის­მენ­დი და ყვე­ლას სურ­და თა­ვის თავ­ზე ეთ­ქვა, რომ მე გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე. მერ­წმუ­ნეთ, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და მსოფ­ლი­ომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ამის და­მალ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა. წინა ქა­და­გე­ბა­ზე მე ვთქვი, რომ გა­მი­ხარ­დე­ბო­და თუ ოსე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. მო­ვუ­წო­დეთ, ჩვე­ნი შე­ის­მი­ნეს, ერის შე­ის­მი­ნეს და ოსე­ბიც ჩა­რე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ იმ დღი­დან. მე­გო­ბა­რი არას­დროს მი­მი­ტო­ვე­ბია და ვა­ჟას ისე­დაც გა­მო­ვიხ­სნი­დით. მთელ­მა ერმა გა­მო­იხ­სნა და ნუ­რა­ვინ ნუ და­იბ­რა­ლებს. მად­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ჭი­და­ვე­ებს და ოს მო­ჭი­და­ვე­ებს, იცის თა­ვად ვი­ზეც ვამ­ბობ, თა­ვად ბი­ბი­ლოვ­მაც იცის ვის­ზეც ვამ­ბობ. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ის ხალ­ხი იმი­ტომ, რომ ვა­ჟას იქ ყუ­რა­დღე­ბა არას­დროს არ მოკ­ლე­ბია. თა­ვი­დან თა­ვის ნაც­ნო­ბი ექი­მი და­უდ­გა გვერ­დში. მიკრო­ფონ­თან ყვე­ლაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია, ბევ­რად მეტი ვიცი - რო­დის უშ­ვებ­დნენ ისიც ვი­ცო­დი,“ - აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე ია­კობ­მა.

ცნო­ბის­თვის, ექი­მი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან 28 დე­კემ­ბერს გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

შე­გახ­სე­ნებთ, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა ე.წ. სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ბრალ­დე­ბით 9 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვეს. ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ბრალს არ აღი­ა­რებ­და და აცხა­დებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. 20 დე­კემ­ბერს, გაფ­რინ­დაშ­ვილს ე.წ. სა­სა­მარ­თლომ 1 წლით და 9 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!?
25

მთელი ცხოვრება ლაწალუწში თუ გაიარე, აღარ მიკვირს, მეუფე პეტრე რომ შემობრუნებული ქუდით გამოვიდა!

მაფიათუხუცესმა გვიქადაგა
5

ვაი ჩვენს პატრონს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში მისი დიდი დამსახურებაა" - მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე

"რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში მისი დიდი დამსახურებაა" - მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილზე

ამ ფსიქოზმა რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბის ეპარქიაში, ქადაგების დროს განაცხადა. დღევანდელ ქადაგებაში მეუფე იაკობმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ საქმემ მთელი საქართველო გააერთიანა.

„მინდა შევეხო საკითხს, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო საზოგადოება, ყველა ერთად ვფიქრობდით, რომ ვაჟა უნდა გათავისუფლებულიყო. როდესაც ვაჟას შეემთხვა ეს ამბავი, მალევე წავედით ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად და კარგად ვხედავდი, თუ როგორ იღწვოდა ჩვენი ხელისუფლება უცხოეთში ამ შემთხვევაში ევროპაში, ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში. რაც შეეძლოთ ყველაფერს აკეთებდნენ. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან პირადი ურთიერთობებით თუ შეეძლოთ სიკეთე გაეკეთებინათ, ყველა აკეთებდა და არ მინახავს ისეთი ადამიანი, რომ ამის წინააღმდეგ წასულიყო,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და რამდენიმეჯერ სიკვდილსაც კი გადაარჩინა.

„ვაჟა და მე დიდი ხანია ვმეგობრობთ. მისი ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანი ოჯახია მასთან ბევრი ჭირი თუ ლხინი მაქვს გადატანილი. რამდენიმეჯერ სიცოცხლეს გადამარჩინა, ფიზიკურად ხეიბარი რომ არ გავხდი, ამაში ვაჟას დიდი დამსახურებაა. ისეთი უთქმელი კაცია, როგორც პროფესიონალი ექიმი ბევრი იცნობდა, მაგრამ უფალმა ინება და ის სხვა სახით წარმოადგინა, იმ სახით, რაც სინამდვილეში იყო. ეს ჩუმი და წყნარი კაცი უცბად სამაგალითო გახდა ყველა ქართველისთვის. ძალიან ძნელია, როდესაც კეთილ საქმეზე მიდიხარ და შენს ტერიტორიაზე დაგაკავებენ. ვიღაცას თუ თავი არ გაუწირავს სხვისთვის, ის ვერასდროს გაიგებს როგორ შეიძლება გადახვიდე იქ, სადაც შეიძლება დაგიჭირონ. ამ ფსიქოზმა, რაც პოლიტიკოსების ერთმანეთში არასწორმა ურთიერთობებმა გამოიწვია, ზოგიერთის გონებაში გააჩინა აზრი, რომ შეიძლება ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაზეც კი წავიდა. მე მჯერა, რომ ვაჟას არავის მსგავსი ნათქვამი არ ეწყინება იმიტომ, რომ ის დიდსულოვანი ადამიანია. მერწმუნეთ არც ერთი სკამი არ ღირს ჩაჭიდებად, სჯობს ვიფიქროთ ქვეყანაზე და ჩვენს ახალგაზრდობაზე,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლობა მოჭიდავეებს გადაუხადა. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და პარტიებს და მოსახლეობას.

„არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი და ყველას სურდა თავის თავზე ეთქვა, რომ მე გავათავისუფლე. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ და მსოფლიომ გაათავისუფლა. ამის დამალვა არ შეიძლება. წინა ქადაგებაზე მე ვთქვი, რომ გამიხარდებოდა თუ ოსები გაათავისუფლებდნენ. მოვუწოდეთ, ჩვენი შეისმინეს, ერის შეისმინეს და ოსებიც ჩარეულები იყვნენ იმ დღიდან. მეგობარი არასდროს მიმიტოვებია და ვაჟას ისედაც გამოვიხსნიდით. მთელმა ერმა გამოიხსნა და ნურავინ ნუ დაიბრალებს. მადლობა განსაკუთრებით მოჭიდავეებს და ოს მოჭიდავეებს, იცის თავად ვიზეც ვამბობ, თავად ბიბილოვმაც იცის ვისზეც ვამბობ. ღმერთმა დალოცოს ის ხალხი იმიტომ, რომ ვაჟას იქ ყურადღება არასდროს არ მოკლებია. თავიდან თავის ნაცნობი ექიმი დაუდგა გვერდში. მიკროფონთან ყველაფრის თქმა არ შემიძლია, ბევრად მეტი ვიცი - როდის უშვებდნენ ისიც ვიცოდი,“ - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 28 დეკემბერს გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

"თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, მაგრამ ამას არ გამოუწვევია მისი დამძიმება" - რას ამბობენ ახლობლები 32 წლის ქალზე, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა

712 თბილისში, 305 - იმერეთში - როგორ ნაწილდება კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით

"23 გარდაცვლილიდან 9 - თბილისში, 8 - აჭარაში და 2 - იმერეთში მკურნალობდა" - ბერდია სიჭინავა