სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირმა ინაშვილი - "დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ"
ირმა ინაშვილი - "დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ"

ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა კონ­კრე­ტუ­ლად ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა, და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­მა, მე და ჩვენ­მა ძა­ლის­ხმე­ვამ ,- ამის შე­სა­ხებ „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დერ­მა ირმა ინაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და, რომ დღეს უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იგეგ­მე­ბო­და.

"სა­ერ­თოდ ჩვენ უნდა ვის­წავ­ლოთ ურ­თი­ერ­თდა­ფა­სე­ბა და უნდა ვის­წავ­ლოთ სი­მარ­თლის ხმა­მაღ­ლა თქმა. მე ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ვამ­ბობ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­ღა­რა­ფერს აკე­თებ­და. კი მუ­შა­ობ­და, მი­მარ­თა მთელ მსოფ­ლი­ოს, გა­აქ­ტი­უ­რა მისი კონ­ტაქ­ტე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ მას აღარ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია არა­ვი­თა­რი, რომ დღეს გა­ათ­ვი­სუფ­ლებ­დნენ ბა­ტონ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს. ამი­ტომ, ხომ უნდა ვთქვათ სი­მარ­თლე ერთხელ და სა­მუ­და­მოდ. ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ის, რომ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გაგ­ვი­ჩე­რე­ბია ძა­ლის­ხმე­ვა იმის­თვის, რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა შემ­დგა­რი­ყო. დღეს რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და, მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა იმი­ტომ, რომ ვი­ცო­დი მხო­ლოდ მე და არ იცო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ", - გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ცნო­ბი­ლი ექი­მი-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ გა­თა­ვი­სუფ­ლდა. იგი რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 9 ნო­ემ­ბერს, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. ექი­მის ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ახალ­გორ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სურ­და.

დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გან­ზრახ დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 322-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 200 000 რუბ­ლით და­ჯა­რი­მე­ბას, ორ წლამ­დე იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს, ან ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. ე.წ. ლე­ნინ­გო­რის სა­სა­მარ­თლომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარიო
3

და ვინ გაკეთებინებს რო...

არა ძმაო რაა
14

მართლა ამის ხათრით თუ გამოუშვეს ეს ქვეყანა არ არის და მითუმეტეს ღვთისმშობლის წილხვედრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ირმა ინაშვილი - "დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ"

ირმა ინაშვილი - "დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ"

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დავით თარხან-მოურავმა, მე და ჩვენმა ძალისხმევამ ,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ დღეს უკანონოდ დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იგეგმებოდა.

"საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთდაფასება და უნდა ვისწავლოთ სიმართლის ხმამაღლა თქმა. მე ამას ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ. ხელისუფლება ვეღარაფერს აკეთებდა. კი მუშაობდა, მიმართა მთელ მსოფლიოს, გააქტიურა მისი კონტაქტები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას აღარ ჰქონდა ინფორმაცია არავითარი, რომ დღეს გაათვისუფლებდნენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს. ამიტომ, ხომ უნდა ვთქვათ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ძალისხმევა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შემდგარიყო. დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, მთელი ღამე არ მეძინა იმიტომ, რომ ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რამდენიმე საათის წინ გათავისუფლდა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

"ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები", - საკონდიტრო "დონა" განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა - რისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები ბათუმში მოქმედ კლუბებსა და კაფე-ბარებს

"საპანიკო არაფერია, აუცილებელია წესების დაცვა" - ჩაიკეტება თუ არა ბათუმი?