სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება ახალი ეტაპი წარმატებული ცხოვრების დასაწყებად" - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტების მოლოდინები მთავარ შოუმდე
"თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება ახალი ეტაპი წარმატებული ცხოვრების დასაწყებად" - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტების მოლოდინები მთავარ შოუმდე

"სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს" ფი­ნა­ლურ შო­უმ­დე სულ რამ­დე­ნი­მე დღე აშო­რებს. რო­გორც პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­ნა­ნა მორ­ჩლა­ძე ამ­ბობს, მა­ყუ­რე­ბელს 31-ში სა­უ­კე­თე­სო კონ­ცერ­ტი ელო­დე­ბა, რო­მელ­საც 4 ნი­ჭი­ე­რი ფი­ნა­ლის­ტი წარ­მო­ად­გენს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ლა­ივ­შო­უ­ზე ერ­თმა­ნეთს შე­ებ­რძო­ლე­ბი­ან: თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი, ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, მა­რი­ამ გო­გი­ბე­რი­ძე და თა­მარ კა­კა­ლაშ­ვი­ლი.

"ეს 4 ფი­ნა­ლის­ტი ის მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ამ ხნის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი რთუ­ლი გა­მოც­დის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩა­ბა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხეს. თი­თო­ე­უ­ლი უკვე მზად არის, ლა­ივ­კონ­ცერ­ტის­თვის. აქვთ სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­პერ­ტუ­ა­რი".

ამ სე­ზონ­ზე გო­რის გო­გო­ნა­თა გუნ­დმა ერთხელ უკვე მი­ი­ღო ლა­ივ­კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გუნ­დი კონ­ცერ­ტში ახ­ლაც ჩა­ერ­თვე­ბა, მათ გა­რე­შე არ შე­იძ­ლე­ბო­და ფი­ნა­ლი. ისი­ნი სა­შო­ბაო სიმ­ღე­რის ახალ ვერ­სი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ და მათ­თან მომ­ღე­რა­ლი, ამ­ჯე­რად კონ­კურ­სის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი და პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი მა­რი­კო ლეჟა­ვაც იმ­ღე­რებს.

მა­რი­ამ გო­გი­ბე­რი­ძე:

"თა­ვი­დან, წინა ტუ­რებ­ზე, როცა ამ კონ­კურ­სში გა­მოვ­დი­ო­დი, არ ვი­ყა­ვი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ თან­და­თან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. პრო­ექ­ტმა დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა. აქ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ვი­ძი­ნე, რომ­ლებ­საც არ დავ­კარ­გავ და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ. აქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გადსა­ვა­ლი იყო. კი­დევ ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ფი­ნალ­ში ვარ".

ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე:

- ვცდი­ლობ, ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ გა­ვაწ­ბი­ლო და ის ემო­ცია მი­ვა­ნი­ჭო, რა­საც ისი­ნი ჩემ­გან ელო­დე­ბი­ან, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

თორ­ნი­კე ყი­ფი­ა­ნი:

"ვემ­ზა­დე­ბი ფი­ნა­ლის­თვის... მად­ლო­ბა ყვე­ლას, თუმ­ცა დრო 31-მდე ჯერ არის... გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ჩემს მი­მართ გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რის­თვის".

თა­მარ კა­კა­ლაშ­ვი­ლი:

"თუ გა­ვი­მარ­ჯვებ, ეს კი­დევ ახა­ლი ეტა­პი იქ­ნე­ბა, ჩემი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის და­სა­წყი­სის­თვის. „სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში“ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. თა­ვი­დან ცო­ტას ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, თუმ­ცა პე­და­გო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით, ბევ­რი რამ დავ­ხვე­წე, დიდი ენერ­გი­ას დე­ბენ ჩვენ­ში. მა­ყუ­რე­ბელს ფი­ნალ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ელო­დე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება ახალი ეტაპი წარმატებული ცხოვრების დასაწყებად" - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტების მოლოდინები მთავარ შოუმდე

"თუ გავიმარჯვებ, ეს იქნება ახალი ეტაპი წარმატებული ცხოვრების დასაწყებად" - "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტების მოლოდინები მთავარ შოუმდე

"საქართველოს ვარსკვლავს" ფინალურ შოუმდე სულ რამდენიმე დღე აშორებს. როგორც პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი მანანა მორჩლაძე ამბობს, მაყურებელს 31-ში საუკეთესო კონცერტი ელოდება, რომელსაც 4 ნიჭიერი ფინალისტი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ლაივშოუზე ერთმანეთს შეებრძოლებიან: თორნიკე ყიფიანი, ბარბარა სამხარაძე, მარიამ გოგიბერიძე და თამარ კაკალაშვილი.

"ეს 4 ფინალისტი ის მუსიკოსები არიან, რომლებმაც ამ ხნის მანძილზე არაერთი რთული გამოცდის წარმატებული ჩაბარება მოახერხეს. თითოეული უკვე მზად არის, ლაივკონცერტისთვის. აქვთ საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუარი".

ამ სეზონზე გორის გოგონათა გუნდმა ერთხელ უკვე მიიღო ლაივკონცერტში მონაწილეობა და გუნდი კონცერტში ახლაც ჩაერთვება, მათ გარეშე არ შეიძლებოდა ფინალი. ისინი საშობაო სიმღერის ახალ ვერსიას წარმოადგენენ და მათთან მომღერალი, ამჯერად კონკურსის ერთ-ერთი წამყვანი და პროექტის მუსიკალური პროდიუსერი მარიკო ლეჟავაც იმღერებს.

მარიამ გოგიბერიძე:

"თავიდან, წინა ტურებზე, როცა ამ კონკურსში გამოვდიოდი, არ ვიყავი თავდაჯერებული, მაგრამ თანდათან ბევრი რამ ვისწავლე. პროექტმა დიდი გამოცდილება მომცა. აქ ისეთი ადამიანები შევიძინე, რომლებსაც არ დავკარგავ და მათთან ურთიერთობას გავაგრძელებ. აქ მონაწილეობა კარგი გამოცდილება და საინტერესო თავგადსავალი იყო. კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ფინალში ვარ".

ბარბარა სამხარაძე:

- ვცდილობ, ჩემი გულშემატკივარი არ გავაწბილო და ის ემოცია მივანიჭო, რასაც ისინი ჩემგან ელოდებიან, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

თორნიკე ყიფიანი:

"ვემზადები ფინალისთვის... მადლობა ყველას, თუმცა დრო 31-მდე ჯერ არის... გულშემატკივარს მადლობა მინდა გადავუხადო, ჩემს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის".

თამარ კაკალაშვილი:

"თუ გავიმარჯვებ, ეს კიდევ ახალი ეტაპი იქნება, ჩემი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „საქართველოს ვარსკვლავში“ გატარებული დრო მნიშვნელოვანია. თავიდან ცოტას ვნერვიულობდი, თუმცა პედაგოგების დახმარებით, ბევრი რამ დავხვეწე, დიდი ენერგიას დებენ ჩვენში. მაყურებელს ფინალში საინტერესო ამბები ელოდება".

ვაკე-საბურთალოზე სამშენებლო სამუშაოებისას "თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანეს

2020 წლის დადგომამდე წასაკითხი რჩევები ენდოკრინოლოგისგან

საღამოს ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ზოგან თოვლი